მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსებს საქართველოს ოკუპაცია არაფერში ჭირდებათ, ეს იყო დემარში სააკაშვილის წინააღმდეგ" - მოროშკინა პოლიტიკურ გეგმებზე
"რუსებს საქართველოს ოკუპაცია არაფერში ჭირდებათ, ეს იყო დემარში სააკაშვილის წინააღმდეგ" - მოროშკინა პოლიტიკურ გეგმებზე

"ჩემ­ში რუ­სუ­ლი გვა­რი არის და შე­სა­ბა­მი­სად შე­რი­გე­ბის მო­ტი­ვა­ცია ჩემ­ში მე­ტია" - ახ­ლად­და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბა "თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რი - ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" წევ­რი ლალი მო­როშ­კი­ნა რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს.

რო­გორც მო­როშ­კი­ნამ გა­ნა­ცხა­და, ევ­რო­პა­ში გან­ცდი­ლი კრა­ხის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღ­დგეს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი რუ­სეთ­თან: "ევ­რო­პა­ში გან­ვი­ცა­დეთ კრა­ხი, ხოლო რუ­სეთ­ში სა­ერ­თოდ არ ვართ წარ­მოდ­გე­ნი­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ფორ­მა­ტით, თუ არ ჩავ­თვლით კა­რა­სი­ნი-აბა­ში­ძის ფორ­მატს, რო­მე­ლიც ზღვა­ში წვე­თია. ჩვენ გვჭირ­დე­ბა და­რე­გუ­ლი­რე­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბის ნორ­მა­ლუ­რად და­წყე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო უნდა დაბ­რუნ­დეს 2008 წლამ­დე არ­სე­ბულ სტა­ტუსკვომ­დე. უნდა დაბ­რუნ­დეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მის მერე დავ­კარ­გეთ, მი­სა­ხე­დია სა­მა­ჩაბ­ლო და აფხა­ზე­თი. ევ­რო­პა ჩვენ­თან არ ლა­პა­რა­კობს და ნატო კარს არ გაგ­ვი­ღებს და თუ რუ­სეთ­თან გა­ვაგ­რძე­ლეთ კონფრონ­ტა­ცი­უ­ლი რე­ჟი­მი, კარ­გს არა­ფერს მოგ­ვი­ტანს.

ის, რა­საც ამ­ბობს მე­ჭი­ა­უ­რი, რო­მე­ლიც არა­ერ­თი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რია, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლად გა­ბე­და და გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა ნატო-სთან მი­მარ­თე­ბა­ში, გა­დის დრო და ვხვდე­ბით, რომ მარ­თა­ლი იყო. არა მხო­ლოდ ნატო-მ გვი­თხრა უარი, ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ა­ზე ისე­თი უკ­მე­ხი პა­სუ­ხი გაგ­ვცეს ფრან­გებ­მა და გერ­მა­ნე­ლებ­მა, გა­სა­გე­ბია, ჩვე­ნი ბედი გა­და­წყვე­ტი­ლია. რჩე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცე­სი იმ ქვე­ყა­ნას­თან, რო­მე­ლიც თა­ვი­დან ძა­ლი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო იმით, რომ ჩა­ეთ­რი­ათ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა კონ­ფლიქ­ტში და დღეს კო­დორს და 30კმ-ში ჩვენ ტე­რი­ტო­რი­ას აკონ­ტრო­ლე­ბენ. სა­ა­კაშ­ვილ­მა ვერ გა­უძ­ლო ამ დიდ გა­მოწ­ვე­ვას და ქვე­ყა­ნა ჩა­ით­რია ომში. ჩვენ­მა თა­ო­ბამ უნდა ვიზ­რუ­ნოთ, რო­გორ და­ვიბ­რუ­ნოთ ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და ამის­თვის უნდა და­ვი­წყოთ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი", - გა­ნა­ცხა­და მო­როშ­კი­ნამ.

რაც შე­ე­ხე­ბა ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის მხრდი­დან შე­საძ­ლო პრო­ვო­კა­ცი­ებს, მო­როშ­კი­ნას თქმით, რუ­სეთს სა­ქარ­თვე­ლოს და­პყრო­ბა არა­ფერ­ში სჭირ­დე­ბა: "მოს­კო­ვის ორი ცენ­ტრა­ლუ­რი ქუ­ჩის­ხე­ლა ვართ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო. ჩვენ­თან ჭირ­დე­ბათ მხო­ლოდ დას­ვე­ნე­ბა კუ­რორ­ტებ­ზე. წელს ჩა­მო­სუ­ლი მი­ლი­ო­ნი ტუ­რის­ტი რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კას ძა­ლი­ან წა­ად­გე­ბა. ჩვე­ნი ქვეყ­ნის ოკუ­პა­ცია არა­ფერ­ში ჭირ­დე­ბათ, ეს იყო დე­მარ­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ. თუ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან იქ­ნე­ბა მზა­ო­ბა, ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ი­წყოს, ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბაც და­ი­წყე­ბა. რუ­სეთს არ შე­ეძ­ლო აფხა­ზე­თის და ოსე­თის აყ­ვა­ვე­ბა? ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი, რო­დე­საც სოჭ­ში ჩა­ვარ­და (ვერც წარ­მო­იდ­გენთ სოჭი რა არის, ეს არის მო­ნა­კო), არ შე­ეძ­ლოთ ამის სო­ხუმ­ში გა­კე­თე­ბა? მათ იცი­ან, რომ სო­ხუ­მი უნდა და­უბ­რუნ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს. რუ­სე­თის­თვის არის პა­ტა­რა პრო­ვინ­ცი­უ­ლი ქა­ლა­ქე­ბი სო­ხუ­მი და ცხინ­ვა­ლი, მაგ­რამ ჩვენ­თვის არ­ტე­რი­აა. ჩვენ უნდა და­ვი­წყოთ ზრუნ­ვა ჩვენს სო­ხუმ­ზე და ჩვენს ცხინ­ვალ­ზე, ჩვენ უნდა და­ვიბ­რუ­ნოთ ჩვე­ნი კო­დო­რი და ახალ­გო­რი. რუ­სეთს არ ჭირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან ომი", - გა­ნა­ცხა­და "თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რი - ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" წევ­რმა.

მი­სი­ვე თქმით, ქარ­თუ­ლი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის­თვის ერ­თა­დერ­თი სწო­რი ბა­ზა­რი არის რუ­სუ­ლი. "ნა­ხეთ რას ითხო­ვენ გლე­ხე­ბი. ჩვე­ნი სოფ­ლე­ბი ძა­ლი­ან მდი­და­რი იყო, რად­გან გაჰ­ქონ­დათ პრო­დუქ­ცია ევ­რო­პა­ში. მი­თხა­რით, ვის უნდა ევ­რო­პა­ში ქარ­თუ­ლი ღვი­ნო? ევ­რო­პა­ში ძა­ლი­ან ძვი­რია ქარ­თუ­ლი ღვი­ნო და შე­სა­ბა­მი­სად, არ გა­ი­ყი­დე­ბა იმ რა­ო­დე­ნო­ბით, რო­მე­ლიც მე­წარ­მეს აწყობს. ორი და სამი ევრო ღირს ფრან­გუ­ლი, ეს­პა­ნუ­რი ღვი­ნო და ამა­ვე ხა­რის­ხის ქარ­თუ­ლი ღვი­ნო 32 ევრო ღირს. ჩვენ გვინ­და სხვა ბა­ზა­რი, სა­დაც გა­ი­ტა­ნენ ცის­ტერ­ნე­ბით ღვი­ნოს, მწვა­ნილს ტომ­რე­ბით. გო­რის რა­ი­ო­ნი იმი­ტომ იყო დამ­დგა­რი ფეხ­ზე, რომ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით გა­დი­ო­და კომ­ბოს­ტო, ვაშ­ლი, მწვა­ნი­ლი. შე­მო­სუ­ლი ფუ­ლით კი ოჯა­ხე­ბი შვი­ლე­ბის გა­ნათ­ლე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფ­დნენ", - აღ­ნიშ­ნა მო­როშ­კი­ნამ.

ლექ­სო ნა­ბახ­ტე­ვე­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"რუსებს საქართველოს ოკუპაცია არაფერში ჭირდებათ, ეს იყო დემარში სააკაშვილის წინააღმდეგ" - მოროშკინა პოლიტიკურ გეგმებზე

"რუსებს საქართველოს ოკუპაცია არაფერში ჭირდებათ, ეს იყო დემარში სააკაშვილის წინააღმდეგ" - მოროშკინა პოლიტიკურ გეგმებზე

"ჩემში რუსული გვარი არის და შესაბამისად შერიგების მოტივაცია ჩემში მეტია" - ახლადდაფუძნებული პოლიტიკური მოძრაობა "თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრი ლალი მოროშკინა რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს.

როგორც მოროშკინამ განაცხადა, ევროპაში განცდილი კრახის შემდეგ აუცილებლად უნდა აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან: "ევროპაში განვიცადეთ კრახი, ხოლო რუსეთში საერთოდ არ ვართ წარმოდგენილი დიპლომატიური ფორმატით, თუ არ ჩავთვლით კარასინი-აბაშიძის ფორმატს, რომელიც ზღვაში წვეთია. ჩვენ გვჭირდება დარეგულირება და ურთიერთობის ნორმალურად დაწყება. საქართველო უნდა დაბრუნდეს 2008 წლამდე არსებულ სტატუსკვომდე. უნდა დაბრუნდეს ტერიტორიები, რომლებიც მის მერე დავკარგეთ, მისახედია სამაჩაბლო და აფხაზეთი. ევროპა ჩვენთან არ ლაპარაკობს და ნატო კარს არ გაგვიღებს და თუ რუსეთთან გავაგრძელეთ კონფრონტაციული რეჟიმი, კარგს არაფერს მოგვიტანს.

ის, რასაც ამბობს მეჭიაური, რომელიც არაერთი მოწვევის პარლამენტის წევრია, რომელმაც პირველად გაბედა და გააკეთა განცხადება ნატო-სთან მიმართებაში, გადის დრო და ვხვდებით, რომ მართალი იყო. არა მხოლოდ ნატო-მ გვითხრა უარი, ვიზალიბერალიზაციაზე ისეთი უკმეხი პასუხი გაგვცეს ფრანგებმა და გერმანელებმა, გასაგებია, ჩვენი ბედი გადაწყვეტილია. რჩება მოლაპარაკების პროცესი იმ ქვეყანასთან, რომელიც თავიდან ძალიან დაინტერესებული იყო იმით, რომ ჩაეთრიათ ჩვენი ქვეყანა კონფლიქტში და დღეს კოდორს და 30კმ-ში ჩვენ ტერიტორიას აკონტროლებენ. სააკაშვილმა ვერ გაუძლო ამ დიდ გამოწვევას და ქვეყანა ჩაითრია ომში. ჩვენმა თაობამ უნდა ვიზრუნოთ, როგორ დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები და ამისთვის უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები", - განაცხადა მოროშკინამ.

რაც შეეხება ოკუპანტი ქვეყნის მხრდიდან შესაძლო პროვოკაციებს, მოროშკინას თქმით, რუსეთს საქართველოს დაპყრობა არაფერში სჭირდება: "მოსკოვის ორი ცენტრალური ქუჩისხელა ვართ მთელი საქართველო. ჩვენთან ჭირდებათ მხოლოდ დასვენება კურორტებზე. წელს ჩამოსული მილიონი ტურისტი რუსეთიდან საქართველოს ეკონომიკას ძალიან წაადგება. ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია არაფერში ჭირდებათ, ეს იყო დემარში სააკაშვილის წინააღმდეგ. თუ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იქნება მზაობა, ნორმალური ურთიერთობები დაიწყოს, ტერიტორიების დაბრუნებაც დაიწყება. რუსეთს არ შეეძლო აფხაზეთის და ოსეთის აყვავება? ოლიმპიური თამაშები, როდესაც სოჭში ჩავარდა (ვერც წარმოიდგენთ სოჭი რა არის, ეს არის მონაკო), არ შეეძლოთ ამის სოხუმში გაკეთება? მათ იციან, რომ სოხუმი უნდა დაუბრუნდეს საქართველოს. რუსეთისთვის არის პატარა პროვინციული ქალაქები სოხუმი და ცხინვალი, მაგრამ ჩვენთვის არტერიაა. ჩვენ უნდა დავიწყოთ ზრუნვა ჩვენს სოხუმზე და ჩვენს ცხინვალზე, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი კოდორი და ახალგორი. რუსეთს არ ჭირდება საქართველოსთან ომი", - განაცხადა "თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრმა.

მისივე თქმით, ქართული სოფლის მეურნეობისთვის ერთადერთი სწორი ბაზარი არის რუსული. "ნახეთ რას ითხოვენ გლეხები. ჩვენი სოფლები ძალიან მდიდარი იყო, რადგან გაჰქონდათ პროდუქცია ევროპაში. მითხარით, ვის უნდა ევროპაში ქართული ღვინო? ევროპაში ძალიან ძვირია ქართული ღვინო და შესაბამისად, არ გაიყიდება იმ რაოდენობით, რომელიც მეწარმეს აწყობს. ორი და სამი ევრო ღირს ფრანგული, ესპანური ღვინო და ამავე ხარისხის ქართული ღვინო 32 ევრო ღირს. ჩვენ გვინდა სხვა ბაზარი, სადაც გაიტანენ ცისტერნებით ღვინოს, მწვანილს ტომრებით. გორის რაიონი იმიტომ იყო დამდგარი ფეხზე, რომ დიდი რაოდენობით გადიოდა კომბოსტო, ვაშლი, მწვანილი. შემოსული ფულით კი ოჯახები შვილების განათლებას უზრუნველყოფდნენ", - აღნიშნა მოროშკინამ.

ლექსო ნაბახტეველი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."