Maroon 5-ის წევრები "მრავალჟამიერით" აღფრთოვანდნენ - რა ვიდეოს ავრცელებს ჯგუფი ბათუმიდან

Maroon 5-ის წევრები "მრავალჟამიერით" აღფრთოვანდნენ - რა ვიდეოს ავრცელებს ჯგუფი ბათუმიდან

ამერიკული პოპ-როკ ბენდი Maroon 5 უკვე ბათუმშია. ჯგუფის კონცერტი დღეს 7 ივნისს, საოცრებათა მოედანზე გაიმართება.

საქართველოში ვიზიტის პირველი საღამო ამერიკელმა მუსიკოსებმა ქართულ რესტორანში, ტრადიციულ ქართულ სუფრაზე გაატარეს. ჯგუფის "ფეისბუქის" გვერდზე, რომელსაც 40 მილიონამდე "ლაიქერი" ჰყავს, რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ვიდეო, რომელზეც "ერისიონის" შესრულებული "მრავალჟამიერია" ასახული.

"This was awesome" - აღფრთოვანების აღმნიშვნელ ფრაზას ვკითხულობთ ვიდეოს წარწერაში. "ერისიონის" მიერ შესრულებულ სიმღერას უკვე 115 ათასამდე ნახვა აქვს დაგროვილი.

როგორ გამოიყურება სცენა ბათუმში, სადაც რამდენიმე საათში Maroon 5 იმღერებს

ვიდეოს თან ახლავს კომენტარებიც. Maroon 5-ის ფანები სხვადასხვა ქვეყნიდან აღფრთოვანებას ვერ მალავენ. ერთ-ერთი წერს, რომ სიამოვნებით მოისმენდა მსგავსი ჟღერადობის სიმღერას ჯგუფის მომდევნო ალბომში. "საოცარია, ეს სიმღერა ამ სამყაროს მიღმაა"; "მადლობა ამ არაჩვეულებრივი სიმღერის გაზიარებისთვის", - წერენ კომენტარებში ჯგუფის უცხოელი ფანები.

იხილეთ ვიდეო

“This was awesome” – Maroon 5 impressed with Georgian singing in Batumi

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება