თბილისში, ოლიმპიური ქალაქის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი მარკის 5 ავტომობილი შეეჯახა.
ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სამაშაველო ჯგუფები არიან მობილიზებული.
იხილეთ: პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან
როგორც ამბები.გე-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.