დღეს, 6 ივნისს, ტელეკომპანია PalitraNews-ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს, "360 გრადუსის" პირველი ბლოკი დაეთმობა ვიზალიბერალიზაციის თემატიკას, რაზეც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკანიანი ისაუბრებს.
მეორე ბლოკში გვესტუმრება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი, რომელიც ისაუბრებს მისი სამინისტროს გამოწვევებზე.
მესამე ბლოკში კი სტუმრად იქნებიან ახლადშექმნილი პარტიის, "ერთიანი საქართველოსთის" წევრები ია მეტრეველი, ჯემალ სეფიაშვილი და დავით ფაცაცია. სტუმრები ისაუბრებენ პარტიის სამომავლო გეგმებზე.
მაყურებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი შეკითხვის დასმის, რომელსაც წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ "PalitraNews-ის" ოფიციალურ "Facebook" გვერდზე. გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება.