ისანში, ერთ-ერთი სასტუმროს წინ დაჭრილი გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას ამ დროისთვის ოპერაცია უტარდება. შემთხვევა დაახლოებით, ერთი საათის წინ ისანში, გარეკახეთის ქ. #9-ში მდებარე სასტუმროს წინ მოხდა.
ადგილობრივების განცხადებით, დაჭრილი გოგონა სასტუმროს სამზარეულოში მუშაობდა და მას ყოფილმა მეუღლემ ესროლა. მათ ხმაური არ გაუგიათ. თავად ინციდენტი სავარაუდოდ, დაფიქსირებულია სასტუმროს სათვალთვალო კამერით.
ადგილზე შსს-ს წარმომადგენლები მუშაობენ. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.