კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილმა ოკუპაცია რუსულ სამხედრო ძალასთან ერთად განხორციელა - სანდრო ბრეგაძე მეჭიაურის პარტიის სამომავლო გეგმებზე
სააკაშვილმა ოკუპაცია რუსულ სამხედრო ძალასთან ერთად განხორციელა - სანდრო ბრეგაძე მეჭიაურის პარტიის სამომავლო გეგმებზე

დე­პუ­ტა­ტი თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რი ახალ პარ­ტი­ას ქმნის. პარ­ტი­ის სა­ხელ­წო­დე­ბა "ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" იქ­ნე­ბა. პარ­ტი­ის წევ­რი იქ­ნე­ბა დი­ას­პო­რის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, სან­დრო ბრე­გა­ძეც. ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით მას და კო­მენ­ტა­რი ვთხო­ვეთ:

- ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმი­ტომ მი­ვი­ღე, რომ ეს პარ­ტია და­ე­ფუძ­ნე­ბა იმ ეროვ­ნულ იდე­ო­ლო­გი­ას, რო­მე­ლიც ჩემ­თვის ძა­ლი­ან ფა­სე­უ­ლია, ამა­ვე დროს პარ­ტია გა­ა­ტა­რებს არა რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის, არა­მედ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სა და ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტერ­სებს. პარ­ტი­ა­ში შეკ­რე­ბი­ლი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც არ და­ი­შუ­რეს ძალა და ენერ­გია და 2012 წელს მო­იპ­ვეს გა­მარ­ჯვე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟიმ­თან ბრძო­ლა­ში.

- არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის ნა­წი­ლი თქვე­ნი მი­სა­მარ­თით ამ­ბობს, რომ გა­მო­ირ­ჩე­ვით პრო­რუ­სუ­ლი და ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით...

- ჩემი პრო­რუ­სუ­ლო­ბა პირ­ვე­ლად მეს­მის, რაც შე­ე­ხე­ბა არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის გან­ცხა­დე­ბებს, პი­და­პირ გე­ტყვით ნაკ­ლე­ბად მა­ინ­ტერ­სებს, სა­ა­კაშ­ვი­ლის დაკ­ვე­თით, სა­ქარ­თვე­ლოს ღა­ლა­ტის­თვის მო­მარ­თუ­ლი ადა­მი­ნე­ბის აზრი. ესე­ნი არ არა­ი­ან არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი, ისი­ნი არი­ან მო­ღა­ლა­ტე­თა კას­ტა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ძუ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და­ინ­გრეს და და­იქ­ცეს. მათი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, რომ არა­სო­დეს იქ­ნეს გა­ტა­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბი. მე მათ და­ვარ­ქმევ­დი "მე­ხუ­თე კო­ლო­ნას", რო­მე­ლიც მო­მარ­თუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს და­სა­ღუ­პად და თუ ასე­თი ადა­მი­ნე­ბი მე მაკ­რი­ტი­კე­ბენ, ეს ჩემ­თვის პლი­უ­სი უფ­როა, ვიდ­რე მი­ნუ­სი.

- ბა­ტო­ნო სან­დრო, ჯერ არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა თქვე­ნი პარ­ტი­ის პროგ­რა­მა, თუ ეწე­რე­ბა იქ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დე­ო­კუ­პა­ცი­ის შე­სა­ხებ?

- სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ გან­ცხორ­ცი­ლე­ბუ­ლი ოკუ­პა­ცია, რო­მე­ლიც მან მო­ახ­დი­ნა რუ­სულ სამ­ხედ­რო ძა­ლას­თან ერ­თად, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს აღ­მო­ფხვრლი და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა უნდა აღ­დგეს. მე ვარ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის­თვის ია­რა­ღით ხელ­ში ვიბ­რძო­დი, დიახ, მა­შინ, როცა ესე­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ღა­ლა­ტობ­დნენ, მე რუ­სე­თის სამ­ხედ­რო მან­ქა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ვი­დე­ქი და 18 წლის ბიჭი, მთავ­რო­ბის სა­სახ­ლეს ვი­ცავ­დი ია­რა­ღით ხელ­ში. შე­ვარ­დნა­ძის მიერ გა­ყი­დუ­ლი აფხა­ზე­თი და სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ გა­ყი­დუ­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი, რაც შეძ­ლე­ბა მალე უნდა დაბ­რუნ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში.

- სხვა პო­ლი­ტი­კო­სებ­თან თუ გაქვთ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი?

- კი ბევრ ადა­მი­ან­თან არის დას­რუ­ლე­ბუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბა, დღეს მხო­ლოდ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ვი­ნა­ო­ბა გახ­და ცნო­ბი­ლი, ვინ­ცაა დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. რა თქმა უნდა პარ­ტია ბევ­რად უფრო ფარ­თო მას­შტა­ბი­ა­ნია და იქ ფარ­თოდ იქ­ნე­ბა წარ­მო­დი­გე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლი­ან კარ­გად იც­ნობს.

- მათი ვი­ნა­ო­ბა თუ შე­გი­ძი­ათ დაგ­ვი­სა­ხე­ლოთ?

- სა­ნამ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვად არ გა­ნა­ცხა­დე­ბენ ამის შე­სა­ხებ, მირ­ჩევ­ნია მე თავი შე­ვი­კა­ვო გან­ცხა­დე­ბი­სა­გან. ესე­ნი არი­ან პარ­ლა­მენ­ტის მოქ­მე­დი დე­პუ­ტა­ტე­ბი, ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი. ესაა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი გუნ­დი, რო­მე­ლიც და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ერ­თგუ­ლი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც იბ­რძოდ­ნენ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ. ჩვენ­თან იქ­ნე­ბი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­დან­ვე წი­ნა­აღ­მდე­გი იყ­ვნენ კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ი­სა, რად­გა­ნაც თავს მოხ­ვე­ულ­მა კო­ჰა­ბტი­ა­ცი­ამ ბევ­რი ცუდი გა­უ­კე­თა ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვალ გან­ვი­თა­რე­ბას.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

სააკაშვილმა ოკუპაცია რუსულ სამხედრო ძალასთან ერთად განხორციელა - სანდრო ბრეგაძე მეჭიაურის პარტიის სამომავლო გეგმებზე

სააკაშვილმა ოკუპაცია რუსულ სამხედრო ძალასთან ერთად განხორციელა - სანდრო ბრეგაძე მეჭიაურის პარტიის სამომავლო გეგმებზე

დეპუტატი თამაზ მეჭიაური ახალ პარტიას ქმნის. პარტიის სახელწოდება "ერთიანი საქართველოსთვის" იქნება. პარტიის წევრი იქნება დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე, სანდრო ბრეგაძეც. ჩვენ დავუკავშირდით მას და კომენტარი ვთხოვეთ:

- ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ეს პარტია დაეფუძნება იმ ეროვნულ იდეოლოგიას, რომელიც ჩემთვის ძალიან ფასეულია, ამავე დროს პარტია გაატარებს არა რომელიმე ქვეყნის, არამედ ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერსებს. პარტიაში შეკრებილი არიან ადამიანები, რომლებმაც არ დაიშურეს ძალა და ენერგია და 2012 წელს მოიპვეს გამარჯვება სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლაში.

- არასამთავრობოების ნაწილი თქვენი მისამართით ამბობს, რომ გამოირჩევით პრორუსული და ჰომოფობიური განცხადებებით...

- ჩემი პრორუსულობა პირველად მესმის, რაც შეეხება არასამთავრობოების განცხადებებს, პიდაპირ გეტყვით ნაკლებად მაინტერსებს, სააკაშვილის დაკვეთით, საქართველოს ღალატისთვის მომართული ადამინების აზრი. ესენი არ არაიან არასამთავრობოები, ისინი არიან მოღალატეთა კასტა, საქართველოს მოძულეები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოს დაინგრეს და დაიქცეს. მათი მთავარი მიზანია, რომ არასოდეს იქნეს გატარებული საქართველოს ინტერესები. მე მათ დავარქმევდი "მეხუთე კოლონას", რომელიც მომართულია საქართველოს დასაღუპად და თუ ასეთი ადამინები მე მაკრიტიკებენ, ეს ჩემთვის პლიუსი უფროა, ვიდრე მინუსი.

- ბატონო სანდრო, ჯერ არ გავრცელებულა თქვენი პარტიის პროგრამა, თუ ეწერება იქ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის შესახებ?

- სააკაშვილის მიერ განცხორცილებული ოკუპაცია, რომელიც მან მოახდინა რუსულ სამხედრო ძალასთან ერთად, აუცილებლად უნდა იყოს აღმოფხვრლი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს. მე ვარ ადამიანი, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იარაღით ხელში ვიბრძოდი, დიახ, მაშინ, როცა ესენი საქართველოს ღალატობდნენ, მე რუსეთის სამხედრო მანქანის წინააღმდეგ ვიდექი და 18 წლის ბიჭი, მთავრობის სასახლეს ვიცავდი იარაღით ხელში. შევარდნაძის მიერ გაყიდული აფხაზეთი და სააკაშვილის მიერ გაყიდული ცხინვალის რეგიონი, რაც შეძლება მალე უნდა დაბრუნდეს საქართველოს იურისდიქციაში.

- სხვა პოლიტიკოსებთან თუ გაქვთ კონსულტაციები?

- კი ბევრ ადამიანთან არის დასრულებული მოლაპარაკება, დღეს მხოლოდ იმ ადამიანების ვინაობა გახდა ცნობილი, ვინცაა დამფუძნებელი. რა თქმა უნდა პარტია ბევრად უფრო ფართო მასშტაბიანია და იქ ფართოდ იქნება წარმოდიგენილი ადამიანები, რომლებსაც საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს.

- მათი ვინაობა თუ შეგიძიათ დაგვისახელოთ?

- სანამ ეს ადამიანები თავად არ განაცხადებენ ამის შესახებ, მირჩევნია მე თავი შევიკავო განცხადებისაგან. ესენი არიან პარლამენტის მოქმედი დეპუტატები, ყოფილი პარლამენტარები. ესაა ძალიან სერიოზული გუნდი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის ერთგული თანამებრძოლებისგან, რომლებიც იბრძოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ. ჩვენთან იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც თავიდანვე წინააღმდეგი იყვნენ კოჰაბიტაციისა, რადგანაც თავს მოხვეულმა კოჰაბტიაციამ ბევრი ცუდი გაუკეთა ჩვენი ქვეყნის მომავალ განვითარებას.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."