ისანში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ქალი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მუცლის არეში საკუთარმა მეუღლემ დაჭრა. სასწრაფომ დაზარალებული უკვე გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში. მისი მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარ ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე აღძრულია 19-108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
დამატებითი დეტალები მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით ცნობილი არ არის.