მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრეჟნევის ორი ჰობი - სად უყვარდა ნადირობა და ვინ ჩუქნიდა ძვირადღირებულ ავტომობილებს საბჭოთა ლიდერს
ბრეჟნევის ორი ჰობი - სად უყვარდა ნადირობა და ვინ ჩუქნიდა ძვირადღირებულ ავტომობილებს საბჭოთა ლიდერს

ყვე­ლა ადა­მი­ანს თა­ვი­სი ჰობი აქვს. ზოგს ნა­დი­რო­ბა იტა­ცებს, ზოგს თევ­ზა­ო­ბა, ზოგი იშ­ვი­ა­თი წიგ­ნე­ბის კო­ლექ­ცი­ას აგ­რო­ვებს, ზო­გიც - სხვა­დას­ხვა ნივ­თებს. მსგავ­სი მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბი სა­ხელ­მწი­ფო ლი­დე­რებ­საც აქვთ. ძლი­ერ­ნი ამა ქვეყ­ნი­სა­ნი ისე­თი­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რო­გორც ჩვენ და სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­სა და მსოფ­ლი­ოს ბედ­ზე ზრუნ­ვის­გან თა­ვი­სუ­ფალ დროს, საყ­ვა­რელ საქ­მეს უთ­მო­ბენ.

გარ­თო­ბა საბ­ჭო­თა ლი­დე­რებ­საც უყ­ვარ­დათ, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ლე­ო­ნიდ ბრეჟნევს. "გენ­სეკს", რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს ერთ-მე­ექ­ვსედს 18 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­თავ­და, ორი დიდი სი­სუს­ტე ქონ­და - ნა­დი­რო­ბა და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი.

ის არც მედ­ლე­ბის, ორ­დე­ნე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო­ე­ბის მი­მართ იყო გულ­გრი­ლი. არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, მას 114 ჯილ­დო ჰქონ­და. ბრეჟნე­ვი, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქის ტი­ტულ­საც ატა­რებ­და, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ოთხგზის გმი­რი იყო. მის გარ­და სსრკ-ში გმი­რის ოქ­როს 4 ვარ­სკვლა­ვის პატ­რო­ნი მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნი - მარ­შა­ლი ჟუ­კო­ვი იყო.

მან­ქა­ნე­ბი­სად­მი ბრეჟნე­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ყვე­ლამ კარ­გად იცო­და. კა­პი­ტა­ლის­ტუ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სსრკ-ში ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის კო­ლექ­ცი­ო­ნი­რე­ბა უიშ­ვი­ა­თე­სი მოვ­ლე­ნა იყო. რი­გი­თი საბ­ჭო­თა მო­ქა­ლა­ქე მსგავს ფუ­ფუ­ნე­ბა­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე არც კი ოც­ნე­ბობ­და.

გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის კო­ლექ­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე ათე­ულ ავ­ტო­მო­ბილს ით­ვლი­და, მსოფ­ლიო ავ­ტომ­რეწ­ვე­ლო­ბის იშ­ვი­ა­თი და საკ­მა­ოდ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ნი­მუ­შე­ბიც შე­დი­ო­და. 1968 წელს იტა­ლი­ის კომ­პარ­ტი­ამ ბრეჟნევს ოთხკა­რი­ა­ნი სე­და­ნი Maserati Quattroporte აჩუ­ქა. ერთი წლის თავ­ზე ბრეჟნე­ვის ავტო-კო­ლექ­ცია იშ­ვი­ა­თი ავ­ტო­მო­ბი­ლით - Mercedes-Benz 600 Pullman-ით შე­ივ­სო. ექ­ვსკა­რი­ა­ნი ლი­მუ­ზი­ნი საბ­ჭო­თა ლი­დერს გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რე­ა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ხელ­მძღვა­ნელ­მა ვილი ბრან­დმა უსახ­სოვ­რა. 2008 წელს ეს ავ­ტო­მო­ბი­ლი ია­პო­ნელ­მა კო­ლექ­ცი­ო­ნერ­მა 103,600 ევ­როდ შე­ი­ძი­ნა.

ძვირ­ფა­სი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით ბრეჟნევს ამე­რი­კე­ლი პრე­ზი­დენ­ტე­ბიც ანე­ბივ­რებ­დნენ. 1972 წელს სსრკ-ში ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, საბ­ჭო­თა ელ­ჩის­გან რი­ჩარდ ნიქ­სონ­მა შე­ი­ტყო, რომ ბრეჟნე­ვი უკვე დიდი ხა­ნია Cadillac Eldorado-ზე ოც­ნე­ბობ­და. ავ­ტო­მო­ბი­ლი სამ­თავ­რო­ბო დაკ­ვე­თით 3 დღე­ში და­ამ­ზა­დეს და სამ­ხედ­რო სატ­რან­სპორ­ტო თვითმფრი­ნა­ვით მოს­კოვ­ში ჩა­ი­ტა­ნეს.

ერთი წლის შემ­დეგ, უკვე ბრეჟნე­ვის ამე­რი­კა­ში ყოფ­ნის დროს ნიქ­სონ­მა მას კი­დევ ერთი ავ­ტო­მო­ბი­ლი, მუქი ლურ­ჯი - Lincoln Continental უსახ­სოვ­რა. მან­ქა­ნა, რომ­ლის სა­ლონ­საც სა­მახ­სოვ­რო წარ­წე­რა ამ­შვე­ნებ­და, ამე­რი­კელ­მა ბიზ­ნეს­მე­ნებ­მა, პრე­ზი­დენ­ტის თხოვ­ნით 10,000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნეს. ბრეჟნევ­მა სა­ჩუ­ქა­რი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მოს­ცა­და. მისი პირ­ვე­ლი მგზავ­რი თა­ვად აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი გახ­და.

ბრეჟნე­ვის კო­ლექ­ცია სამ Rolls-Royce-საც ით­ვლი­და. მათ­გან ერთ-ერთი ბრი­ტა­ნე­თის დე­დოფ­ლის სა­ჩუ­ქა­რი იყო.

საბ­ჭო­თა ლი­დე­რის კი­დევ ერთი საყ­ვა­რე­ლი საქ­მე ნა­დი­რო­ბა გახ­ლდათ. "ზა­ვი­დო­ვოს" ეროვ­ნულ ნაკ­რძალ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად ბრეჟნე­ვის­თვის სა­ნა­დი­რო ად­გი­ლი იყო მო­წყო­ბი­ლი. ად­გი­ლობ­რი­ვი პერ­სო­ნა­ლი ტა­ხე­ბის გამ­რავ­ლე­ბა­ზე ზრუ­ნავ­და. ბრეჟნევ­თან ერ­თად აქ სა­ნა­დი­როდ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბიც მო­დი­ოდ­ნენ, მათ შო­რის ფი­დელ კას­ტროც.

რა თქმა უნდა, ნა­დი­რო­ბა დად­გმუ­ლი სპექ­ტა­ლი­ვით იყო. ბრეჟნე­ვი წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრულ პო­ზი­ცი­ას ნა­დი­რის მოძ­რა­ო­ბის მარ­შრუტ­ზე იკა­ვებ­და და ხელ­საყ­რელ მო­მენტს ელო­დე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ნა­დი­რო­ბა ბრეჟნე­ვის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რელ გარ­თო­ბად რჩე­ბო­და. კვი­რა ისე არ გა­ვი­დო­და, რომ ის მარ­ტო ან პო­ლიტ­ბი­უ­როს რო­მე­ლი­მე წევრთან ერ­თად "ზა­ვი­დო­ვო­ში" არ გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ბრეჟნევის ორი ჰობი - სად უყვარდა ნადირობა და ვინ ჩუქნიდა ძვირადღირებულ ავტომობილებს საბჭოთა ლიდერს

ბრეჟნევის ორი ჰობი - სად უყვარდა ნადირობა და ვინ ჩუქნიდა ძვირადღირებულ ავტომობილებს საბჭოთა ლიდერს

ყველა ადამიანს თავისი ჰობი აქვს. ზოგს ნადირობა იტაცებს, ზოგს თევზაობა, ზოგი იშვიათი წიგნების კოლექციას აგროვებს, ზოგიც - სხვადასხვა ნივთებს. მსგავსი მიდრეკილებები სახელმწიფო ლიდერებსაც აქვთ. ძლიერნი ამა ქვეყნისანი ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ჩვენ და საკუთარ ქვეყანასა და მსოფლიოს ბედზე ზრუნვისგან თავისუფალ დროს, საყვარელ საქმეს უთმობენ.

გართობა საბჭოთა ლიდერებსაც უყვარდათ, განსაკუთრებით კი ლეონიდ ბრეჟნევს. "გენსეკს", რომელიც მსოფლიოს ერთ-მეექვსედს 18 წლის განმავლობაში მართავდა, ორი დიდი სისუსტე ქონდა - ნადირობა და ავტომობილები.

ის არც მედლების, ორდენებისა და სახელმწიფო ჯილდოების მიმართ იყო გულგრილი. არსებული მონაცემებით, მას 114 ჯილდო ჰქონდა. ბრეჟნევი, რომელიც თბილისის საპატიო მოქალაქის ტიტულსაც ატარებდა, საბჭოთა კავშირის ოთხგზის გმირი იყო. მის გარდა სსრკ-ში გმირის ოქროს 4 ვარსკვლავის პატრონი მხოლოდ ერთი ადამიანი - მარშალი ჟუკოვი იყო.

მანქანებისადმი ბრეჟნევის განსაკუთრებული დამოკიდებულება ყველამ კარგად იცოდა. კაპიტალისტური სახელმწიფოებისგან განსხვავებით, სსრკ-ში ავტომობილების კოლექციონირება უიშვიათესი მოვლენა იყო. რიგითი საბჭოთა მოქალაქე მსგავს ფუფუნებასა და შესაძლებლობაზე არც კი ოცნებობდა.

გენერალური მდივნის კოლექციაში, რომელიც რამდენიმე ათეულ ავტომობილს ითვლიდა, მსოფლიო ავტომრეწველობის იშვიათი და საკმაოდ ძვირადღირებული ნიმუშებიც შედიოდა. 1968 წელს იტალიის კომპარტიამ ბრეჟნევს ოთხკარიანი სედანი Maserati Quattroporte აჩუქა. ერთი წლის თავზე ბრეჟნევის ავტო-კოლექცია იშვიათი ავტომობილით - Mercedes-Benz 600 Pullman-ით შეივსო. ექვსკარიანი ლიმუზინი საბჭოთა ლიდერს გერმანიის ფედერეაციული რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ვილი ბრანდმა უსახსოვრა. 2008 წელს ეს ავტომობილი იაპონელმა კოლექციონერმა 103,600 ევროდ შეიძინა.

ძვირფასი ავტომობილებით ბრეჟნევს ამერიკელი პრეზიდენტებიც ანებივრებდნენ. 1972 წელს სსრკ-ში ვიზიტის ფარგლებში, საბჭოთა ელჩისგან რიჩარდ ნიქსონმა შეიტყო, რომ ბრეჟნევი უკვე დიდი ხანია Cadillac Eldorado-ზე ოცნებობდა. ავტომობილი სამთავრობო დაკვეთით 3 დღეში დაამზადეს და სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით მოსკოვში ჩაიტანეს.

ერთი წლის შემდეგ, უკვე ბრეჟნევის ამერიკაში ყოფნის დროს ნიქსონმა მას კიდევ ერთი ავტომობილი, მუქი ლურჯი - Lincoln Continental უსახსოვრა. მანქანა, რომლის სალონსაც სამახსოვრო წარწერა ამშვენებდა, ამერიკელმა ბიზნესმენებმა, პრეზიდენტის თხოვნით 10,000 დოლარად შეიძინეს. ბრეჟნევმა საჩუქარი დაუყოვნებლივ გამოსცადა. მისი პირველი მგზავრი თავად აშშ-ის პრეზიდენტი გახდა.

ბრეჟნევის კოლექცია სამ Rolls-Royce-საც ითვლიდა. მათგან ერთ-ერთი ბრიტანეთის დედოფლის საჩუქარი იყო.

საბჭოთა ლიდერის კიდევ ერთი საყვარელი საქმე ნადირობა გახლდათ. "ზავიდოვოს" ეროვნულ ნაკრძალში სპეციალურად ბრეჟნევისთვის სანადირო ადგილი იყო მოწყობილი. ადგილობრივი პერსონალი ტახების გამრავლებაზე ზრუნავდა. ბრეჟნევთან ერთად აქ სანადიროდ სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებიც მოდიოდნენ, მათ შორის ფიდელ კასტროც.

რა თქმა უნდა, ნადირობა დადგმული სპექტალივით იყო. ბრეჟნევი წინასწარ განსაზღვრულ პოზიციას ნადირის მოძრაობის მარშრუტზე იკავებდა და ხელსაყრელ მომენტს ელოდებოდა. მიუხედავად ამისა, სიცოცხლის ბოლომდე ნადირობა ბრეჟნევის ყველაზე საყვარელ გართობად რჩებოდა. კვირა ისე არ გავიდოდა, რომ ის მარტო ან პოლიტბიუროს რომელიმე წევრთან ერთად "ზავიდოვოში" არ გამოჩენილიყო.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია