10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გადაარჩინა 22 წლის ბაირონმა ქართველი გოგონა და როგორ გაგრძელდა მათი სევდიანი ამბავი - ისტორია, რომელიც ბევრმა არ იცის
როგორ გადაარჩინა 22 წლის ბაირონმა ქართველი გოგონა და როგორ გაგრძელდა მათი სევდიანი ამბავი - ისტორია, რომელიც ბევრმა არ იცის

ამ ამ­ბი­დან დღემ­დე უც­ნო­ბი სიყ­ვა­რუ­ლი შე­მოგ­ყუ­რებთ. მისი აღ­მო­ჩე­ნა კი ბა­ი­რო­ნო­ლოგ ინე­სა მე­რა­ბიშ­ვი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

- ბა­ი­რო­ნის პო­ე­ზი­ი­დან გა­მოკ­ვლე­უ­ლია ყვე­ლა იმ ქა­ლის პრო­ტო­ტი­პი, რო­მელ­საც ბა­ი­რო­ნი ლექ­სებს უძღვნი­და. მხო­ლოდ უც­ნო­ბად დარ­ჩა, ვის ეძღვნე­ბო­და "თირ­ზა" - ბა­ი­რო­ნის შე­დევრთა შო­რის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო. და აი, ერთ დღე­საც, როცა ბრი­ტა­ნე­თის მუ­ზე­უ­მის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ვმუ­შა­ობ­დი, მი­ვაკ­ვლიე მისი ბი­ოგ­რა­ფი­ის ამ­სახ­ველ სამ­ტო­მე­ულს, სა­დაც 11 გვერ­დზე აღ­წე­რი­ლია ამ­ბა­ვი ბა­ი­რო­ნის შეხ­ვედ­რი­სა ქარ­თველ ქალ­თან. როცა ამ გვერ­დე­ბის ამო­ნა­ბეჭ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­ტა­ნე და ჩემს ქა­ლიშ­ვილს ვუ­კი­თხავ­დი, ერ­თად ვტი­რო­დით, ჩვენ იმ ღა­მეს არ გვე­ძი­ნა...

ეს ამ­ბა­ვი კი ასე და­ი­წყო... ბა­ი­რონ­მა 1810 წელს, ტრო­ას ალექ­სან­დრი­ა­ში, მო­ნა­თა ბა­ზარ­ზე, ქარ­თვე­ლი ქალი ნახა... 13 წლის გო­გო­ნა მწა­რედ ტი­რო­და და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას ითხოვ­და. გო­გო­ნა მდი­და­რი ქარ­თვე­ლი მე­მა­მუ­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი ყო­ფი­ლა - ცხვრებს თა­მაშ-თა­მა­შით ას­დევ­ნე­ბია და ქურ­თებს ჩა­ვარ­დნია ხელ­ში... მათ კი რამ­დენ­ჯერ­მე გა­უ­ყი­დი­ათ. მისი სი­ლა­მა­ზით მო­ნუს­ხულ­მა და ტან­ჯვით შეძრწუ­ნე­ბულ­მა ბა­ი­რონ­მა ტყვე ქალ­ში 800 პი­ას­ტრი გა­და­ი­ხა­და და გა­მო­ის­ყი­და, - ლორ­დი და პო­ე­ტი მა­შინ 22 წლი­სა იყო და 13 წლის გო­გო­ნა­ში მხო­ლოდ ბავ­შვს ხე­დავ­და, - ერ­თა­დერ­თი სურ­ვი­ლი ამოძ­რა­ვებ­და, სამ­შობ­ლო­ში და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა. მერე ირ­ლან­დი­ე­ლი ვა­ჭა­რი მო­ძებ­ნა, სა­ხე­ლად ფლეტ­ჩე­რი და იმა­საც დიდი ფული გა­და­უ­ხა­და, რომ ტყვე სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მო­ეყ­ვა­ნა. ირ­ლან­დი­ე­ლი კი მო­ღა­ლა­ტე და გა­იძ­ვე­რა აღ­მოჩ­ნდა - გო­გო­ნა თა­ვის­თვის და­ი­ტო­ვა და ხა­სად აქ­ცია. როცა დიდი დრო გა­ვი­და და ბა­ი­რონ­მა ქარ­თვე­ლი ქალი მო­ი­კი­თხა, ფლეტ­ჩე­რის სი­ბილ­წის ამ­ბა­ვიც შე­ი­ტყო. ბინ­ძუ­რი ვა­ჭა­რი ფა­შას დახ­მა­რე­ბით მო­ძებ­ნა და ჯან­მრთე­ლო­ბა­შერ­ყე­უ­ლი უბე­დუ­რი ქალი გა­მო­იხ­სნა.

ბა­ი­რო­ნის ბი­ოგ­რა­ფი წერს: სა­ო­ცა­რი იყო თირ­ზა­სა და ბა­ი­რო­ნის შეხ­ვედ­რა, - ამის წარ­მოდ­გე­ნა უფრო ად­ვი­ლია, ვიდ­რე აღ­წე­რა, და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი და სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ქალი მხსნელს ყელ­ზე შე­მო­ეხ­ვია და გი­ჟი­ვით კოც­ნი­და...

მერე და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი კუნ­ძულ კრე­ტა­ზე წა­უყ­ვა­ნია სამ­კურ­ნა­ლოდ, თუმ­ცა ამა­ოდ... მარ­თლმა­დი­დე­ბელ­თა სა­საფ­ლა­ო­ზე გა­უჭ­რი­ათ მისი საფ­ლა­ვი. ბა­ი­რონს ქარ­თვე­ლი ქა­ლის სიკ­ვდი­ლი მძი­მედ გა­და­უ­ტა­ნია, დიდ­ხანს ტი­რო­და თურ­მე...

...ამ ამ­ბით არის შთა­გო­ნე­ბუ­ლი არა მარ­ტო ლექ­სი "თირ­ზა", არა­მედ თირ­ზას ციკ­ლის ექ­ვსი­ო­დე ლექ­სიც. ამას­თა­ნა­ვე, ეს ამ­ბა­ვი ასა­ხუ­ლია ბა­ი­რო­ნის უკა­ნას­კნელ და და­უმ­თავ­რე­ბელ "დონ ჟუ­ან­ში".

- თირ­ზა ქარ­თვე­ლი ქა­ლის ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი იყო?

- ალ­ბათ, არა. თირ­ზა პო­ე­ტუ­რი სა­ხე­ლი იყო... არ­სე­ბობს გრაფ ლავ­ლე­ი­სის, ბა­ი­რო­ნის შვი­ლიშ­ვი­ლის ნა­ამ­ბო­ბი - ბა­ი­რონს ცო­ლის­თვის თირ­ზას თმა უჩ­ვე­ნე­ბია, ეს ეკუთ­ვნის მას, ვინც ძალ­ზე ახალ­გაზ­რდა წა­ვი­და ამ ქვეყ­ნი­დან და გულ­ში ჩამ­რჩა, მის ნამ­დვილ სა­ხელს არა­სო­დეს ვი­ტყვიო.

- თირ­ზას საფ­ლა­ვის მო­ძებ­ნაც ხომ არ გიც­დი­ათ?

- ვცა­დე, რამ­დე­ნი­მე წე­რი­ლი გავ­გზავ­ნე სა­ბერ­ძნეთ­ში. მა­ინ­ტე­რე­სებ­და, არ­სე­ბობ­და თუ არა მარ­თლმა­დი­დე­ბელ­თა ის სა­საფ­ლაო, სა­დაც ქარ­თვე­ლი ქალი დაკ­რძა­ლეს. მწერ­დნენ, ასე­თი სა­საფ­ლაო არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ ქა­ლა­ქის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის დროს გა­ნად­გურ­და და იმ ად­გილ­ზე შე­ნო­ბე­ბი აი­გოო.

ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ცნო­ბე­ბი­დან ისიც იკი­თხე­ბა, რომ ბა­ი­რონს ქარ­თვე­ლი ქა­ლის პორ­ტრე­ტის და­ხატ­ვა და­უკ­ვე­თია, მაგ­რამ ვერ მი­ვაკ­ვლი­ეთ... გვაქვს მხო­ლოდ პორ­ტრე­ტი იმ ახალ­გაზ­რდა ქა­ლი­სა, რო­მე­ლიც ბა­ი­რონს თირ­ზას აგო­ნებ­და. მისი სა­ხე­ლია კა­რო­ლი­ნა ლემი.

ნანა რა­მიშ­ვი­ლი

წა­ი­კი­თხეთ ლექ­სი, რო­მე­ლიც პო­ეტ­მა თირ­ზას მი­უ­ძღვნა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

როგორ გადაარჩინა 22 წლის ბაირონმა ქართველი გოგონა და როგორ გაგრძელდა მათი სევდიანი ამბავი - ისტორია, რომელიც ბევრმა არ იცის

როგორ გადაარჩინა 22 წლის ბაირონმა ქართველი გოგონა და როგორ გაგრძელდა მათი სევდიანი ამბავი - ისტორია, რომელიც ბევრმა არ იცის

ამ ამბიდან დღემდე უცნობი სიყვარული შემოგყურებთ. მისი აღმოჩენა კი ბაირონოლოგ ინესა მერაბიშვილის დამსახურებაა.

- ბაირონის პოეზიიდან გამოკვლეულია ყველა იმ ქალის პროტოტიპი, რომელსაც ბაირონი ლექსებს უძღვნიდა. მხოლოდ უცნობად დარჩა, ვის ეძღვნებოდა "თირზა" - ბაირონის შედევრთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო. და აი, ერთ დღესაც, როცა ბრიტანეთის მუზეუმის ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი, მივაკვლიე მისი ბიოგრაფიის ამსახველ სამტომეულს, სადაც 11 გვერდზე აღწერილია ამბავი ბაირონის შეხვედრისა ქართველ ქალთან. როცა ამ გვერდების ამონაბეჭდი საქართველოში ჩამოვიტანე და ჩემს ქალიშვილს ვუკითხავდი, ერთად ვტიროდით, ჩვენ იმ ღამეს არ გვეძინა...

ეს ამბავი კი ასე დაიწყო... ბაირონმა 1810 წელს, ტროას ალექსანდრიაში, მონათა ბაზარზე, ქართველი ქალი ნახა... 13 წლის გოგონა მწარედ ტიროდა და სამშობლოში დაბრუნებას ითხოვდა. გოგონა მდიდარი ქართველი მემამულის ქალიშვილი ყოფილა - ცხვრებს თამაშ-თამაშით ასდევნებია და ქურთებს ჩავარდნია ხელში... მათ კი რამდენჯერმე გაუყიდიათ. მისი სილამაზით მონუსხულმა და ტანჯვით შეძრწუნებულმა ბაირონმა ტყვე ქალში 800 პიასტრი გადაიხადა და გამოისყიდა, - ლორდი და პოეტი მაშინ 22 წლისა იყო და 13 წლის გოგონაში მხოლოდ ბავშვს ხედავდა, - ერთადერთი სურვილი ამოძრავებდა, სამშობლოში დაებრუნებინა. მერე ირლანდიელი ვაჭარი მოძებნა, სახელად ფლეტჩერი და იმასაც დიდი ფული გადაუხადა, რომ ტყვე საქართველოში წამოეყვანა. ირლანდიელი კი მოღალატე და გაიძვერა აღმოჩნდა - გოგონა თავისთვის დაიტოვა და ხასად აქცია. როცა დიდი დრო გავიდა და ბაირონმა ქართველი ქალი მოიკითხა, ფლეტჩერის სიბილწის ამბავიც შეიტყო. ბინძური ვაჭარი ფაშას დახმარებით მოძებნა და ჯანმრთელობაშერყეული უბედური ქალი გამოიხსნა.

ბაირონის ბიოგრაფი წერს: საოცარი იყო თირზასა და ბაირონის შეხვედრა, - ამის წარმოდგენა უფრო ადვილია, ვიდრე აღწერა, დაუძლურებული და სასოწარკვეთილი ქალი მხსნელს ყელზე შემოეხვია და გიჟივით კოცნიდა...

მერე დაუძლურებული კუნძულ კრეტაზე წაუყვანია სამკურნალოდ, თუმცა ამაოდ... მართლმადიდებელთა სასაფლაოზე გაუჭრიათ მისი საფლავი. ბაირონს ქართველი ქალის სიკვდილი მძიმედ გადაუტანია, დიდხანს ტიროდა თურმე...

...ამ ამბით არის შთაგონებული არა მარტო ლექსი "თირზა", არამედ თირზას ციკლის ექვსიოდე ლექსიც. ამასთანავე, ეს ამბავი ასახულია ბაირონის უკანასკნელ და დაუმთავრებელ "დონ ჟუანში".

- თირზა ქართველი ქალის ნამდვილი სახელი იყო?

- ალბათ, არა. თირზა პოეტური სახელი იყო... არსებობს გრაფ ლავლეისის, ბაირონის შვილიშვილის ნაამბობი - ბაირონს ცოლისთვის თირზას თმა უჩვენებია, ეს ეკუთვნის მას, ვინც ძალზე ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან და გულში ჩამრჩა, მის ნამდვილ სახელს არასოდეს ვიტყვიო.

- თირზას საფლავის მოძებნაც ხომ არ გიცდიათ?

- ვცადე, რამდენიმე წერილი გავგზავნე საბერძნეთში. მაინტერესებდა, არსებობდა თუ არა მართლმადიდებელთა ის სასაფლაო, სადაც ქართველი ქალი დაკრძალეს. მწერდნენ, ასეთი სასაფლაო არსებობდა, მაგრამ ქალაქის განაშენიანების დროს განადგურდა და იმ ადგილზე შენობები აიგოო.

ბიოგრაფიული ცნობებიდან ისიც იკითხება, რომ ბაირონს ქართველი ქალის პორტრეტის დახატვა დაუკვეთია, მაგრამ ვერ მივაკვლიეთ... გვაქვს მხოლოდ პორტრეტი იმ ახალგაზრდა ქალისა, რომელიც ბაირონს თირზას აგონებდა. მისი სახელია კაროლინა ლემი.

ნანა რამიშვილი

წაიკითხეთ ლექსი, რომელიც პოეტმა თირზას მიუძღვნა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია