თამაზ მეჭიაური ლევან ვაძაძეს მისი პარტიის წევრობას სთავაზობს

 თამაზ მეჭიაური ლევან ვაძაძეს მისი პარტიის წევრობას სთავაზობს

დეპუტატი თამაზ მეჭიაური ადასტურებს, რომ ბიზნესმენ ლევან ვაძაძეს თანამშრომლობა შესთავაზა, თუმცა ჯერ პასუხი არ მიუღია. როგორც მეჭიაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიესალმება, თუკი ლევან ვასაძე მისი გუნდის წევრი იქნება.

"უარს არ ვიტყვით, თუკი ჩვენთან ითანაშრომლებს. ეროვნულ საკითხებში ჩვენი ხედვები ემთხვევა და მის ფინანსებს სუნი არ ასდის. ახლოს მყოფი ხედვები გვაქვს და მივესალმები, თუკი თანამშრომლობა შედგება", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

დეპუტატი თამაზ მეჭიაური ახალ პარტიას კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილსა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილ მოადგილე სანდრო ბრეგაძესთან ერთად ქმნის. პარტიაში ასევე იქნებიან "ქართული ოცნების" ახალგაზრდული გუნდის დაფუძნებელი დავით ფაცაცია, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა და მოკლული ამირან რობაქიძის დედა ია მეტრეველი. პარტიის სახელწოდებაა "ერთიანი საქართველოსთვის".

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."