სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკო ფიროსმანის და ლადო გუდიაშვილის ნამუშევრებს ხვალ "სოტბის" აუქციონზე გაიტანენ
ნიკო ფიროსმანის და ლადო გუდიაშვილის ნამუშევრებს ხვალ "სოტბის" აუქციონზე გაიტანენ

ქარ­თვე­ლი მხატ­ვრე­ბის - ნიკო ფი­როს­მა­ნის და ლადო გუ­დი­აშ­ვი­ლის ნა­მუ­შევ­რებს 7 ივ­ნისს ლონ­დო­ნის "სოტ­ბის" სა­ა­უქ­ცი­ო­ნო სახ­ლი რუ­სუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის სექ­ცი­ა­ში გა­ყი­დის.

"სოტ­ბის" სა­ა­უქ­ცი­ო­ნო სახ­ლის ვებგ­ვერ­დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლადო გუ­დი­აშ­ვი­ლის ფი­როს­მა­ნის პორ­ტრე­ტის - "ჩვე­ნი ნიკო" სა­წყი­სი ფასი 4 ათა­სი ფუნ­ტია, ფი­როს­მა­ნის "შვე­ლი წყლის პი­რას" სა­წყი­სი ფასი კი 150 000 ფუნ­ტი­დან იწყე­ბა.

2015 წლის ივ­ნის­ში, ლონ­დონ­ში, კრის­ტის აუქ­ცი­ონ­ზე ნიკო ფი­როს­მა­ნის "არ­სე­ნა­ლის მთა" ასე­ვე რუ­სუ­ლი მხატ­ვრო­ბის სექ­ცი­ა­ში იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი. ნა­ხა­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა 1 486 100 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

ფი­როს­მა­ნის ნა­მუ­შევ­რის რუ­სულ სექ­ცი­ა­ში გან­თავ­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­სულ წელს კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი მუ­შა­ობ­და სა­კი­თხზე და თუ აუქ­ცი­ონ­ზე ქარ­თუ­ლი სექ­ცია არ შე­იქ­მნე­ბო­და, ევ­რო­პის სექ­ცი­ი­დან მომ­ხდა­რი­ყო ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­ტა­ნა. მიმ­დი­ნა­რე წელს აუქ­ცი­ონ­ზე ფი­როს­მა­ნი­სა და გუ­დი­აშ­ვი­ლის ტი­ლო­ე­ბი კვლავ რუ­სულ სექ­ცი­ა­შია, თუმ­ცა ორი­ვე მხატ­ვარს ფრჩხი­ლებ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს - ქარ­თვე­ლი.

Georgian painters' artworks to be presented at Sotheby’s auction

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ნიკო ფიროსმანის და ლადო გუდიაშვილის ნამუშევრებს ხვალ "სოტბის" აუქციონზე გაიტანენ

ნიკო ფიროსმანის და ლადო გუდიაშვილის ნამუშევრებს ხვალ "სოტბის" აუქციონზე გაიტანენ

ქართველი მხატვრების - ნიკო ფიროსმანის და ლადო გუდიაშვილის ნამუშევრებს 7 ივნისს ლონდონის "სოტბის" სააუქციონო სახლი რუსული ხელოვნების ნიმუშების სექციაში გაყიდის.

"სოტბის" სააუქციონო სახლის ვებგვერდის ინფორმაციით, ლადო გუდიაშვილის ფიროსმანის პორტრეტის - "ჩვენი ნიკო" საწყისი ფასი 4 ათასი ფუნტია, ფიროსმანის "შველი წყლის პირას" საწყისი ფასი კი 150 000 ფუნტიდან იწყება.

2015 წლის ივნისში, ლონდონში, კრისტის აუქციონზე ნიკო ფიროსმანის "არსენალის მთა" ასევე რუსული მხატვრობის სექციაში იყო განთავსებული. ნახატი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 1 486 100 დოლარად შეიძინა.

ფიროსმანის ნამუშევრის რუსულ სექციაში განთავსებასთან დაკავშირებით, გასულ წელს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ ეროვნული მუზეუმი მუშაობდა საკითხზე და თუ აუქციონზე ქართული სექცია არ შეიქმნებოდა, ევროპის სექციიდან მომხდარიყო ქართველი ავტორების ნამუშევრების გატანა. მიმდინარე წელს აუქციონზე ფიროსმანისა და გუდიაშვილის ტილოები კვლავ რუსულ სექციაშია, თუმცა ორივე მხატვარს ფრჩხილებში მითითებული აქვს - ქართველი.

Georgian painters' artworks to be presented at Sotheby’s auction

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება