როგორ ეხმაურებიან ზაჰესში როკ-ფესტივალის ჩაშლას "ფეიბუქში"

როგორ ეხმაურებიან ზაჰესში როკ-ფესტივალის ჩაშლას "ფეიბუქში"

სასულიერო პირებმა ზაჰესში საერთაშორისო ფესტივალ Tbilisi JAM! Fest 2016-ის ფარგლებში მიმდინარე როკ-კონცერტი ჩაშალეს. თემას სოციალურ ქსელში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა:

მარიეტა საყვარელიძე:

მე მაპატიეთ, უხერხულ კითხვას თუ ვსვამ, მაგრამ რა მეტალ ფესტი იყო ასეთი, რომ მონაწილეთა და დამსწრეთა რაოდენობა იქ მისულ სასულიერო პირებზე ნაკლები იყო?

ყველაზე მძიმე და გაუგებარი (ე.წ.პოლიტიკოსებზე მეტად), სასულიერო პირთა თემაა ამ ქვეყანაში.!!!......ეკლესიას აძულებენ ადამიანებს!

გია ეძგვერაძე:

1985 წელს პირველი პერსონალური გამოფენა გავაკეთე მხატვრის სახლში ჩემი შავ-თეთრი ფერწერების. გახსნის შემდეგ ჯანბერიძე ცენტრალური კომიტეტის კულტ.გან. გამგე იდგა გამოფენაზე და სახლის დორექტორს თემო გოცაძეს მთელი ხმით უყვიროდა "არ იცი რისი გამოფენა შეიძლებაო?" - ისე რომ დახურვის წინ რამდენიმე დღით ადრე, იმ დღეს გამოფენის გარჩევა უნდა ყოფილიყო საჯარო, შუქი გამორთეს და ხალხი საგამოფენო სივრცეში არ შეუშვეს. ასე უამრავი ხალხი ქუჩაში იდგა მხატვართა სახლის ჩაკეტილი კარების წინ. რა კომუნისტები რა ეს ვითომ რელიგიის მატრებელნი - ერთი ღამის ქოთნის ორი ყური...

ლაშა ქავთარაძე:

ტიპებმა პასადკა არ დატოვეს ანტიქრისტესთვის იმდენი ეკლესია და ჯვარი ჩადგეს ყოველ სამ მეტრში, ვატიკანზე მეტი ტერიტორია დაისაკუთრეს ერთ მო**ა ქვეყანაში, ყველა საჯარო სივრცეზე მონოპოლია გამოაცხადეს და რუსეთის მერე ყველაზე მეტი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინეს საქართველოში, პარლამენტში კანონს ვერ გაუჭაჭანია ესენი რო არ წამოსკუპდნენ კომიტეტის სხდომაზე, განათლების სამინისტრო წიგნების გრიფირებას ოფიციალურად უთახმებს შორენას, სარეზერვო ფონდებში სტიქიური უბედურებებით დაზარალებულების თანხას ბარძიმების მოოქროვებაში და სამზარეულოს კომბაინების ყიდვისთვის ურიცხავენ და ა.შ. მგონი მართლა სანამ პირადობის მოწმობებს არ დაჩიპავენ მანამდე ვერაფერი შეაჩერებს ამათ, ისეთი რაზგონი აქვთ აკრეფილი.

ცოტნე გამსახურდია:

ესენი იმდენს იზამენ, 30-იან წლებს დააბრუნებენ! გამოჩნდება ამ ფსევდოქვეყანაში ხელისუფლება, ვინც ამათ თავის ადგილს მიუჩენს?!

ლექსო მაჭავარიანი:

მე მაპატიეთ, უხერხულ კითხვას თუ ვსვამ, მაგრამ რა მეტალ ფესტი იყო ასეთი, რომ მონაწილეთა და დამსწრეთა რაოდენობა იქ მისულ სასულიერო პირებზე ნაკლები იყო?

და თუ ნაკლები არ იყო, რა მეტალისტები ხართ ასეთი, რომ ვიღაც კაბებში ჩაცმულ წვერებიანებს ფესტივალი ჩააშლევინეთ?

ანა ასლაიკაშვილი:

დღეს ჩემს დას აქვს კონცერტი. როკ-ფესტივალია ზაჰესის ტერმინალში. სხვადასხვა ქვეყნებიდან არიან ჯგუფები ჩამოსული. ჩემი დის ჯგუფიც დიდხანს ემზადებოდა.

თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო, ორმა ჯგუფმა დაუკრა. მერე მოულოდნელად დენი წავიდა. ჯერ გვეგონა მორიგი ავარია, მერე გაირკვა, აი, რა:

სამღვდელოების წარმომადგენლები ყოფილან მოსული, აცხადებენ, რომ მიცვალებულთა სულებს ვაწუხებთ (სასაფლაო ყოფილა სადღაც) და აპროტესტებენ. დგანან შორიახლო და პატრული აკავებს, რომ არ შემოვარდნენ.

ტერმინალის უფროსი შეშინებულია და შუქს არ რთავს.

დავრეკე საპატრიარქოში - უძლურები არიან.

დავრეკე მერიაში - უძლურები არიან.

მირჩიეთ, რა ვქნა?

P.s. უცხოელები გაოგნებული სახეებით იყურებიან. კიდევ ერთხელ შევრცხვით საერთაშორისო ასპარეზზე.

რამაზ სამხარაძე:

ეს ანაფორიანი "სასულიერო პირები"; ( ბნელა, ძალიან ბნელა!

ნანუკა ჟორრჟოლიანი:

ფესტივალი მამაოებმა თუ ჩაშალეს, პატრულმა ტერიტორიიდან მონაწილეები რატომ გაიყვანა?! მერიას ამ ადგილას ფესტივალის ჩატარებაზე უფლება ქონდა გაცემული. ანაფორა ყველაფრის უფლებას არ ნიშნავს და ხელშეუხებლობას განსაკუთრებით.

მაია დარსმელიძე:

"აქ რომ სიბნელეა, ეს ხომ ნათელია..."

ილია ვაშაკიძე:

რამდენი მერი გამოიცვალა თბილისმა და როგორ ვერ შეამჩნიეს ის, რომ ზედა ვერის მხრიდან ეკლესია და ვერის სასაფლაოა, ქვედა ვერის მხრიდან ორი ეკლესიაა და შუაში ამდენი ხანია ამაყად დგას თბილისის სახელმწიფო ფილარმონია.. ეხ, რას იზამ, ასეთია თვალისა და გონების სიბრმავე, ბედუკუღმართობა.. რამდენ როკმომღერალს და "სატანისტს" უმღერია ფილარმონიაში ორ ეკლესიასა და ვერის სასაფლაოს შორის..

ახლა კი სერიოზულად: ახლო მომავალში არ უნდა გაგვიკვირდეს მმკ-ს მესვეურებმა ფილარმონიასთან საპროტესტო აქცია რომ გამართონ, ფილარმონიაში ელექტროენერგიის სამუდამოდ გამორთვის მოთხოვნით.. აბა ზაჰესის ტერმინალის ტერიტორიზე როკფესტივალის ჩაშლა გამონაკლისი ხომ არ იქნება საქართველოს მმკ-ს "სულიერების" ისტორიაში?!

ვაი, ჩვენს პატრონს უბედურს..

გმადლობთ..

პაატა ქურდაძე:

მე რა თქმა უნდა ვიცი, ძვირფასებო, რომ თქვენ ყველას ჩემზე მეტად გიყვართ როკიც , მეტალიც, პანკიც, ალტერნატივაც... ბევრად მეტ კონცერტებზე და ფესტივალებზე ხართ ნამყოფი...:) მაგრამ, როგორც ამბობენ "მოკრძალებული" ფეისბუქელები - "ჩემი მოკრძალებული აზრით" ის რაც გუშინ მოხდა ზაჰესში , გარკვეულ წილად სწორედ იმის ბრალია რომ არ არსებობს ხმაურის ლეგიტიმური რეგულაციები საქართველოში არც ფესტივალის ორგანიზატორებმა იციან თავისი უფლებები და არც მამაოებმა და მიცვალებულებმა.. რომლებსაც გაგგიკვირდებათ და თავიანთი უფლებები გააჩნიათ ცივილიზებურ სამყაროში.

მე ვერ გავიგე ზუსტად რა მოხდა - მაგრამ სადღაც წავიკითხე რომ ეს მონასტერი ერთი კილომეტრით არის დაშორებული ფესტივალის ადგილს.

ვინც მეტალის კონცერტზე ნამყოფია დამეთანხმება, რომ ერთი კოლომეტრი მანძილი თითქმის არაფერს ნიშნავს თუ აკუსტიკური დამცავი მოწყობილობები არ არის დაყენებული. . აქ ჩემთან კალას უბანშიც ერთი კილომეტრია ჩემს საზილესა და ამპლიფირებული ტერორიზმის ბუდეს - ასსა კლუბის შორის, შარდენის როკ იმიტატორებს ცხადია არ აქთ ისეთი გამაზლიერებლები როგორსაც კონცერტზე ხმარობენ, მაგრამ ჩემთან ისე ისმის, ასე მგონია ლოგინი მაედანზე მაქვს გაშლილი მეთქი.

მე არ ვიცი რომელმა სასულიერო პირმა და მრევლმა რა სისულელე ილაპარაკა. მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ფესტივალის ადგილი ცუდად იყო შერჩეული. არავინ გაითვალისწინა რომ გარშემო ხალხი ცხოვრობს (ასევე გაგიკვირდებათ, მაგრამ მღვდელიც ადამიანია:) ), არ გაზომა დეციბალები ერთი კილომეტრის იქით...და ამაში დამნაშავე პირველ რიგში ხელისუფლებაა და არა ორგანიზატორები. რადგან აკუსტიკური რეგულაციები ყველა პოლიტიკური ჯიშისა და "გაგების" პარლამენტარების პარაზიტობის გამო არ არის მიღებული.

მე ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, ხმაურის გამო ძალიან ბევრ სამარცხვინო და ძალადობრივ ინციდენტს ექნება ადგილი უახლოეს მომავალში, წლევანდელ ტურისტულ სეზონზე უამრავი ტურისტი ცუდი მოგონებებით იმედგაცრუებული წავა საქართველოდან და სულაც არ იქნება ეს სასაცილო, რადგან არც მხარეებს ეცოდინებათ რისი უფლება აქვთ, და არც პოლიციას. გაიმარჯვებს ის ვისაც მეტი გავლენა აქვს, როგორც გუშინდელ შემტხვევაში.

P.S. გუშინდელი დღე დილიდან სამცხე ჯავახეთში, ვარზიაში გავატარე. დილის ოთხის ნახევარზე დავბრუნდი თბილისში. მაიდანზე ჩემი ჩვეული ჯოჯოხეთი გავიარე მანქანით და კალასუბანში ავედი. იქ პოლიციაც ბევრი იყო, გარშეო ეკლესიები, სინაგოგა, მეჩეთი... და ასია ათასი მოწამეს სულიც, მაგრამ ყველას ისე საყვარლად ეკიდა ეს ჯოჯოხეთი შუა ქალაქში...".

იხილეთ ასევე: გზა, რომელიც ტაძარს გვაშორებს

რა გახდა ზაჰესში მიმდინარე საერთაშორისო როკ- ფესტივალის ჩაშლის მიზეზი

"დაუშვებელია და დიდი სირცხვილია ასე ძალადობა თანამოქალაქეებზე და ჩამოსულ სტუმრებზე" - დეკანოზი თამაზ ლომიძე ზაჰესში მომხდარ ინციდენტზე

"პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა და მძარცველთან ერთად დატოვებენ შენობას" - რას წერს მძევალი გათავისუფლების შემდეგ

"მამაჩემს ორი სპორტული აღნაგობის ზონდერი დახვდა და თუ არ გაჩერდები, მოგკლავთო" - "ტვ პირველის" დირექტორი

"10 წლის წინ გაკეთებული სახურავიდან წყალი ჩადის, შარშან ბრეზენტით გადახურეს და დღეს ეს ნაფლეთები ფრიალებს" - რა მდგომარეობაშია გრემის ტაძარი?