გზა, რომელიც ტაძარს გვაშორებს

გზა, რომელიც ტაძარს გვაშორებს

გუშინ, 4 ივნისს, ზაჰესში როკ მუსიკის ორდღიანი ფესტივალი Tbilisi JAM Fest 2016 დაწყებიდან მალევე მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად ჩაშალეს. მათი მთავარი არგუმენტი კი ის იყო, რომ "ახლოს სასაფლაოა" და "მუსიკის ხმა ეკლესიამდე ისმის". ყველამ კარგად ვიცით, რომ სადგურის მოედანზე (ე.წ. ვაგზალზე) არაერთი საროსკიპოა, საროსკიპოებია გლდანშიც, მათგან არცთუ ისე შორსაა ეკლესიებიც და იქ რატომ არავინ მიდის გასაპროტესტებლად - ეკლესიამდე არ მიდის ხმა?! ფილარმონიის გვერდით მონასტერია, იქვეა ვერის სასაფლაოც და რაც იქ როკ-მუსიკოსებს უმღერიათ (ისეთი პოლიტიკოსები გამოსულან სიტყვით, ეშმაკები ამობობდნენ ღმერთი არა გწამთ გაჩერდითო) და მაშინ რატომ არავინ აპროტესტებდა?!

ის რაც გუშინ მოხდა, ჩემთვის ეკლესიის დისკრედიტაცია უფროა, ვიდრე ქრისტიანობა. იქ მისული სასულიერო პირები და მრევლი, იმ მოტივით ითხოვდნენ ფესტივალის გაუქმებას, რომ ხალხი დაბრკოლედბოდა. არადა ასეთი ფორმით მისვლამ უკუ შედეგი გამოიღო, საზოგადოების დიდი ნაწილი ეკლესიის მიმართ ათასგვარ სალანძღავ სიტყვას იყენებს, ვინაა ამაში დამნაშავე: მომღერალი, ვისაც უნდა ემღერა? მერია, ვინც კონცერტის ჩატარების ნებართვა გასცა, თუ სასულიერო პირი, რომელმაც თვითნებური გადაწყვეტილებით ჩათვალა, რომ სასაფლაოსთან ახლოს როკ-მუსიკის ფესტივალი არ შეიძლებოდა?

ცოტა ხნის წინ დამუკიდებლობის 26 წლისთავი ვიზეიმეთ, მაგრამ ალბათ ერთი ამდენი (თუ მეტი არა) კიდევ დაგვჭირდება, რომ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდეთ, სადაც ყველას თავისი ადგილი ექნება და ის, რაც კანონით დაშვებულია, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს შენთვის, ისევ კანონის ფარგლებში უნდა გააპროტესტო. ბედნიერი ვარ, რომ მოძღვარი, ვისთანაც დავდივარ და აღსარებას ვაბარებ, არასოდეს არ მიკრძალავს არაფერს, რადგან იცის, რომ აკრძალვა ყოველთვის უკუ-შედეგის მომტანია. არც იმას მაიძულებს, ღმერთის სახელით, ვიღაცეებს ვებრძოლო, განსხვავებულ აზრს ქვით ვდიო და თქვენ წარმოიდგინეთ, არც როკის მოსმენაზე მაშინებს ჯოჯოხეთით. ის ყოველთვის ცდილობს საკუთარი კეთილი სიტყვით ამიხსნას ის, რაც ცუდია, ბევრად უკეთ მესმის.

ეკლესიის მთავარი მოვალეობა სიყვარულის გაზიარებაა, როგორც მისი წევრის, ისე არა წევრთათვის. ეკლესიამ არ უნდა იძალადოს, ხალხისაგან მინიჭებული ნდობა, თუ პატივისცემა, ბოროტად არ უნდა გამოიყენოს და ამით სახელმწიფო არ უნდა ჩააგდოს უხერხულ მდოგმაორეობაში. ღმერთის სახელით გამოცხადებული ექსტრემიზმი გაცილებით საშიშია, ვიდრე ნებისმიერი სხვა. შეიძლება ძალიან ხმამაღალი შედარებაა, მაგრამ ISIS-იც ღმერთის სახელით აკეთებს ყველაფერს და თავიდან მათი მასშტაბებიც გაცილებით მცირე იყო... ეს არაა გზა ტაძრისაკენ. ეს გზა გუშინ ფესტივალზე მისულ ადამიანებს კიდევ უფრო აშორებს ეკლესიისაგან, აშორებს როგორც ტერიტორიულად ისე გონებითაც, არადა ეკლესიიდან ერთი ადამიანი განშორებაც კი დიდი ტკივილია მწყემსისათვის.

P.S. ...ისე, რა მაგრად გაუმართლა რობი უილიამსს!

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

იხილეთ ასევე: რა გახდა ზაჰესში მიმდინარე საერთაშორისო როკ- ფესტივალის ჩაშლის მიზეზი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია