მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასეთი ყურადღების ღირსიც არ ვარ" - რითი ჰგავს სტანისლავ ბონდარენკო ნოდარ დუმბაძის ზურიკელას?
"ასეთი ყურადღების ღირსიც არ ვარ" - რითი ჰგავს სტანისლავ ბონდარენკო ნოდარ დუმბაძის ზურიკელას?

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ უკ­რა­ი­ნელ­მა მსა­ხი­ობ­მა სტა­ნის­ლავ ბონ­და­რენ­კომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­პუ­ლა­რო­ბის ყვე­ლა რე­კორ­დი მოხ­სნა. ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" პრო­ექტ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მო­ნა­წი­ლე სა­დაც კი მი­დის, ყველ­გან გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა გა­რე­მოც­ვა­ში ხვდე­ბა.

ის სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლად ა.წ. თე­ბერ­ვალ­ში სტუმ­რობ­და, რო­დე­საც საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ნ.დუმ­ბა­ძის სა­ხე­ლო­ბის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის სცე­ნა­ზე ნა­წყვე­ტე­ბი "მე, ბე­ბია, ილი­კო და ილა­რი­ო­ნი­დან: ქარ­თველ კო­ლე­გებ­თან ერ­თად(რუ­სულ ენა­ზე), 17 წლის მი­ხე­ილ სხვი­ტა­რი­ძის და­სახ­მა­რებ­ლად ზე­დი­ზედ ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ითა­მა­შა. სწო­რედ მა­შინ გა­მარ­თა ამ­ჟა­მად რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­მა მსხა­ი­ობ­მა სეხ­ვედ­რა თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­თან და მათ შეკ­თხვებ­საც უპა­სუ­ხა, არც შმედ­გომ ჟურ­ნალ "გზა­ში" გა­მოქ­ვეყ­ნდა. გთა­ვა­ზობთ ნა­წყვე­ტებს სტა­ტი­ი­დან:

- სტას, თქვენ შე­სა­ხებ, თქვე­ნი ბავ­შვო­ბის, ოჯა­ხის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბეთ, სად გა­ი­ზარ­დეთ? ვინ არი­ან თქვე­ნი მშობ­ლე­ბი და ა.შ.

- უკ­რა­ი­ნა­ში და­ვი­ბა­დე, 1985 წლის 2 ივ­ლისს, 30 წლის ვარ. 11 წლის ვი­ყა­ვი, როცა მოს­კოვ­ში ჩა­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად, ნა­თე­სა­ვე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში მყავს, ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბი, მათ­თან დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე ჩავ­დი­ვარ. ტყუ­პი და და ძმა მყავს, დიდი ოჯა­ხი გვაქვს, ზოგი მოს­კოვ­ში ვცხოვ­რობთ, ზო­გიც - უკ­რა­ი­ნა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა სო­ფელს, ბე­ბი­ას­თან ხში­რად ჩავ­დი­ო­დი და რო­გორც დუმ­ბა­ძის ზუ­რი­კე­ლას, მეც ისე დამ­დევ­და კუდ­ში, ერთი ამო­ჩე­მე­ბუ­ლი ხე მქონ­და, ალუბ­ლის, რო­მე­ლიც ახ­ლაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ამ ხეზე ავ­ძვრე­ბო­დი ხოლ­მე, თან ვჭამ­დი, თან ვფიქ­რობ­დი ჩემ­თვის, სხვე­ბი კი მე­ძებ­დნენ. ბა­ბუა ჩემს სპორ­ტულ აღ­ზრდა­ზე ზრუ­ნავ­და, დედა - ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ­ზე, მოს­კოვ­ში გა­დას­ვლი­სას, კა­რა­ტე­ზე და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი, მერე ბავ­შვებ­საც ვას­წავ­ლი­დი. თა­ნა­მედ­რო­ვე ცეკ­ვებ­ზე ერთი გო­გო­ნას გამო დავ­დი­ო­დი, რო­მე­ლიც მო­მე­წო­ნა, არ ვხუმ­რობ (იცი­ნის). კვან­დოს რომ ვამ­თავ­რებ­დით, მო­ცეკ­ვა­ვე­თა ჯგუ­ფი მერე მო­დი­ო­და. ეს გო­გო­ნა ჩემს სკო­ლა­შიც სწავ­ლობ­და და ამ­გვა­რად, მას უფრო ახ­ლოს გა­ვიც­ნობ­დი. მა­შინ 14 წლის ვი­ყა­ვი. ცეკ­ვა­ზე რომ დავ­დი­ო­დი, მე­გობ­რებს ვუ­მა­ლავ­დი, ვარ­ჯი­შის მერე იმათ გა­ვის­ტუმ­რებ­დი ხოლ­მე და უცებ ვიც­ვლი­დი ფორ­მას (იცი­ნის). სკო­ლა­ში ორო­სან-სა­მო­სა­ნი ვი­ყა­ვი, გან­სა­კუთ­რე­ბით რუ­სულ ენა­ში, მაგ­რამ ინ­სტი­ტუ­ტში უპ­რობ­ლე­მოდ ჩა­ვა­ბა­რე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მოს­კოვ­ში დიდი ხნის ჩა­სუ­ლი ვი­ყა­ვი, უკ­რა­ი­ნუ­ლი აქ­ცენ­ტი მა­ინც მქონ­და, თე­ატ­რა­ლურ­ში მი­მი­ღეს, მაგ­რამ მი­თხრეს, რომ თუ შენს ხმა­ზე, აქ­ცენ­ტსა და მე­ტყვე­ლე­ბის აპა­რატ­ზე არ იმუ­შა­ვებ, სა­ერ­თოდ არა­ფე­რი გა­მო­გი­ვაო და მე­სა­მე კურ­სის ბო­ლოს­კენ უკვე რა­ღაც

შე­დე­გი იყო.

- თქვენს შვილ­ზე, მარკზეც გვი­ამ­ბეთ.

- ის 8 წლი­საა, ფეხ­ბურ­თი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი და კარ­გი იუ­მო­რის გრძნო­ბა აქვს. ერთხელ მი­რე­კავს, დე­დამ ნება დამ­რთო და კატა მო­მიყ­ვა­ნეო, იქი­დან ხმა მეს­მის - ნუ ატყუ­ებ, არ მო­მი­ცია უფ­ლე­ბაო, მარ­კმა კი გა­მი­მე­ო­რა _ აი, გეს­მის? დე­დამ თქვა, "დაჟე" ორიო (იცი­ნის).

- გვა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გო­რი იყო თქვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ზე და გა­მარ­თლდა თუ არა თქვე­ნი მო­ლო­დი­ნი?

- გა­გე­ბუ­ლი მქონ­და, რომ მე­გობ­რუ­ლი, სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ხალ­ხი ხართ, ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ და ასე თუ ისე, გიც­ნობთ, მაგ­რამ რაც აქ დამ­ხვდა, არ ვე­ლო­დი, მარ­თლა ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა! ასე­თი ყუ­რა­დღე­ბის ღირ­სიც არ ვარ, მეც ისე­თი­ვე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი

ვარ, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი თქვენ­თა­გა­ნი.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

"ასეთი ყურადღების ღირსიც არ ვარ" - რითი ჰგავს სტანისლავ ბონდარენკო ნოდარ დუმბაძის ზურიკელას?

"ასეთი ყურადღების ღირსიც არ ვარ" - რითი ჰგავს სტანისლავ ბონდარენკო ნოდარ დუმბაძის ზურიკელას?

შეიძლება ითქვას, რომ უკრაინელმა მსახიობმა სტანისლავ ბონდარენკომ საქართველოში პოპულარობის ყველა რეკორდი მოხსნა. ტელეკომპანია "იმედის" პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილე სადაც კი მიდის, ყველგან გულშემატკივართა გარემოცვაში ხვდება.

ის საქართველოს პირველად ა.წ. თებერვალში სტუმრობდა, როდესაც საქველმოქმედო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე ნაწყვეტები "მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან: ქართველ კოლეგებთან ერთად(რუსულ ენაზე), 17 წლის მიხეილ სხვიტარიძის დასახმარებლად ზედიზედ ორი დღის განმავლობაში ითამაშა. სწორედ მაშინ გამართა ამჟამად რუსეთში მცხოვრემა მსხაიობმა სეხვედრა თაყვანისმცემლებთან და მათ შეკთხვებსაც უპასუხა, არც შმედგომ ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნდა. გთავაზობთ ნაწყვეტებს სტატიიდან:

- სტას, თქვენ შესახებ, თქვენი ბავშვობის, ოჯახის შესახებ გვიამბეთ, სად გაიზარდეთ? ვინ არიან თქვენი მშობლები და ა.შ.

- უკრაინაში დავიბადე, 1985 წლის 2 ივლისს, 30 წლის ვარ. 11 წლის ვიყავი, როცა მოსკოვში ჩავედი საცხოვრებლად, ნათესავები უკრაინაში მყავს, ბებია-ბაბუები, მათთან დღესასწაულებზე ჩავდივარ. ტყუპი და და ძმა მყავს, დიდი ოჯახი გვაქვს, ზოგი მოსკოვში ვცხოვრობთ, ზოგიც - უკრაინაში. რაც შეეხება სოფელს, ბებიასთან ხშირად ჩავდიოდი და როგორც დუმბაძის ზურიკელას, მეც ისე დამდევდა კუდში, ერთი ამოჩემებული ხე მქონდა, ალუბლის, რომელიც ახლაც ძალიან მიყვარს და ამ ხეზე ავძვრებოდი ხოლმე, თან ვჭამდი, თან ვფიქრობდი ჩემთვის, სხვები კი მეძებდნენ. ბაბუა ჩემს სპორტულ აღზრდაზე ზრუნავდა, დედა - ქორეოგრაფიულზე, მოსკოვში გადასვლისას, კარატეზე დავიწყე სიარული, მერე ბავშვებსაც ვასწავლიდი. თანამედროვე ცეკვებზე ერთი გოგონას გამო დავდიოდი, რომელიც მომეწონა, არ ვხუმრობ (იცინის). კვანდოს რომ ვამთავრებდით, მოცეკვავეთა ჯგუფი მერე მოდიოდა. ეს გოგონა ჩემს სკოლაშიც სწავლობდა და ამგვარად, მას უფრო ახლოს გავიცნობდი. მაშინ 14 წლის ვიყავი. ცეკვაზე რომ დავდიოდი, მეგობრებს ვუმალავდი, ვარჯიშის მერე იმათ გავისტუმრებდი ხოლმე და უცებ ვიცვლიდი ფორმას (იცინის). სკოლაში ოროსან-სამოსანი ვიყავი, განსაკუთრებით რუსულ ენაში, მაგრამ ინსტიტუტში უპრობლემოდ ჩავაბარე. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში დიდი ხნის ჩასული ვიყავი, უკრაინული აქცენტი მაინც მქონდა, თეატრალურში მიმიღეს, მაგრამ მითხრეს, რომ თუ შენს ხმაზე, აქცენტსა და მეტყველების აპარატზე არ იმუშავებ, საერთოდ არაფერი გამოგივაო და მესამე კურსის ბოლოსკენ უკვე რაღაც

შედეგი იყო.

- თქვენს შვილზე, მარკზეც გვიამბეთ.

- ის 8 წლისაა, ფეხბურთითაა დაკავებული და კარგი იუმორის გრძნობა აქვს. ერთხელ მირეკავს, დედამ ნება დამრთო და კატა მომიყვანეო, იქიდან ხმა მესმის - ნუ ატყუებ, არ მომიცია უფლებაო, მარკმა კი გამიმეორა _ აი, გესმის? დედამ თქვა, "დაჟე" ორიო (იცინის).

- გვაინტერესებს, როგორი იყო თქვენი შეხედულება საქართველოზე და გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი?

- გაგებული მქონდა, რომ მეგობრული, სტუმართმოყვარე ხალხი ხართ, ქართველებთან ერთად ვმუშაობ და ასე თუ ისე, გიცნობთ, მაგრამ რაც აქ დამხვდა, არ ველოდი, მართლა ძალიან მომეწონა! ასეთი ყურადღების ღირსიც არ ვარ, მეც ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანი

ვარ, როგორც ნებისმიერი თქვენთაგანი.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება