მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ დგას ფეისბუქ სენსაციად ქცეული "ტფილისის სტამბის" უკან
ვინ დგას ფეისბუქ სენსაციად ქცეული "ტფილისის სტამბის" უკან

"რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბად, სა­ქარ­თვე­ლო­ის მთავ­რო­ბა წრე­ვან­დელ წელს მრა­ვალს თა­მა­შო­ბა­სა და სა­ლა­ღო­ბო ღო­ნის-ძი­ე­ბას აწყობს ერ­თის პროგ­რამ­მის ფარ­გლებ­ში, რო­მელ­სა­ცა ‪#‎ჩა­მო­ი­სა­ქარ­თვე­ლო­ში­დაჰ­კარ­ფე­ხი­მი­წას­დას­თქვი­ჰე­ა­ქა­ვა­რო‬ ჰქვი­ან. ამ პროგ­რამ­მით რა­მო­დე­ნი­მე დღის წი­ნად ტფი­ლის­ში, დიდს სა­ფეღ­ბურ­თო მო­ე­დან­ზედ ცნო­ბილ­მა აშუღ­მა ვი­ლი­ანთ რუ­ბე­ნამ კონ­ცერ­ტი გაჰ­მარ­თა და თა­ვი­სის ჰან­გე­ბით მსმე­ნე­ლი გა­ა­ხა­რა..." - ეს ერთ-ერ­თია იმ სა­ხა­ლი­სო პოს­ტე­ბი­დან, რომ­ლი­თაც ფე­ის­ბუქ-სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბოლო დროს ერთი იუ­მო­რის­ტუ­ლი გვერ­დი "ტფი­ლი­სის სტამ­ბა" ანე­ბივ­რებს.

"ტფი­ლი­სის სტამ­ბას" არც ისე ბევ­რი - 11 ათა­სი მო­წო­ნე­ბა აქვს, თუმ­ცა მისი პოს­ტე­ბი ხში­რად ხდე­ბა ფე­ის­ბუქ­ში სა­ყო­ველ­თაო მხი­ა­რუ­ლე­ბის მი­ზე­ზი. სა­ი­დან გაჩ­ნდა გვერ­დის შექ­მნის იდეა, რა­ტო­მაა ყვე­ლა პოს­ტი მე-19 სა­უ­კუ­ნის ენით ამ და სხვა კი­თხვე­ბით გვერ­დის ად­მი­ნებს - მინ­დია არა­ბულს და ნიკო ქელ­ბა­ქი­ანს მივ­მარ­თეთ:

- ფე­ის­ბუქ­ზე არის ერთი რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი გვერ­დი - Дореволюціонный Совѣтчикъ, რომ­ლე­ბიც სწო­რედ მე-19 სა­უ­კუ­ნის ენით წე­რენ თა­ნა­მედ­რო­ვე მოვ­ლე­ნებ­ზე და "თარ­გმნიდ­ნენ" ახალ სიმ­ღე­რებს. თუმ­ცა გა­ცი­ლე­ბით დიდი რე­დაქ­ცი­აა და ამ "გა­და­თარ­გმნილ" სიმ­ღე­რებს კლი­პე­ბა­დაც წე­რენ ხოლ­მე. ორი­ვეს ძა­ლი­ან მოგ­ვწონ­და ეს გვერ­დი და ერთხე­ლაც ფე­ის­ბუქ­ში სა­უბ­რი­სას უცებ გა­დავ­წყვი­ტეთ ქარ­თუ­ლა­დაც გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა მსგავ­სი გვერ­დი. ტფი­ლი­სის სტამ­ბის ად­მი­ნე­ბი, რე­დაქ­ტო­რე­ბი, კო­რეს­პონ­დენ­ტე­ბი, ფო­ტოგ­რა­ფე­ბი და ღა­მის და­რა­ჯე­ბიც ვართ ორი ადა­მი­ა­ნი, მინ­დია არა­ბუ­ლი და ნიკო ქელ­ბა­ქი­ა­ნი.

- რა­ტომ თბი­ლი­სის სტამ­ბა?

- "ტფი­ლი­სის სტამ­ბა" , რა­მე­თუ ვართ გვერ­დი, რო­მე­ლიც მე-19 სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი პე­რი­ო­დი­კის ენის იმი­ტა­ცი­ას ცდი­ლობს და ამავდრო­უ­ლად აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე წერს.

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ გა­მო­გე­ყე­ნე­ბი­ნათ მე-19 სა­უ­კუ­ნის ენა?

- მე-19 სა­უ­კუ­ნის ენა, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია სტი­ლი­ზე­ბის­თვის. ეს არის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ჯერ უნი­ვერ­სი­ტე­ტი არაა და­არ­სე­ბუ­ლი და ქარ­თუ­ლი ენის გრა­მა­ტი­კის წე­სე­ბი მკაც­რად არაა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი. თუმ­ცა, შემ­დეგ ეს წე­სე­ბი სწო­რედ ამ პე­რი­ო­დის მწერ­ლე­ბის სტი­ლე­ბით ჩა­მო­ყა­ლიბ­და და, შე­სა­ბა­მი­სად, თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლის­გან ძა­ლი­ან შორს არაა.

- უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო პოს­ტი გქო­ნი­ათ, რო­მე­ლი იყო ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი?

- ბოლო პოს­ტი გა­მოდ­გა ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი, რობი უი­ლი­ამ­სის შე­სა­ხებ. მა­ნამ­დე მგო­ნი მხო­ლოდ ხის გა­და­ტა­ნის ამ­ბავს ჰქონ­და 1000-ზე მეტი მო­წო­ნე­ბა.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა­გან თუ ელო­დით ასეთ რე­აქ­ცი­ას?

- მგო­ნი დი­დად არც არა­ფერს ვე­ლო­დით, უფრო ფორ­მა­ტის მო­სინ­ჯვა გვინ­დო­და. "ფე­ი­ჯის შექ­მნა ფე­ი­ჯის შექ­მნის­თვის" , თუმ­ცა პირ­ველ­სა­ვე პოსტზე დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გვქონ­და, ზაზა ფა­ჩუ­ლი­ას შე­სა­ხებ. ხალ­ხი აზი­ა­რებ­და, ჰეშ­თე­გებს უწერ­და, ალ­ბათ მა­გან მოგ­ვცა დიდი ბიძ­გი თა­ვი­დან­ვე. კო­მენ­ტა­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა ძი­რი­თა­დად მო­ი­ცავს ისეთ ტექ­სტებს, რო­გო­რე­ბი­ცაა "აა­ა­ა­ა­ა­ა­ა­ა­ა­ა­ა­ა­ა­აა", "ვა­ა­ა­ა­ა­ა­ა­ა­ა­ა­ი­მე­ე­ე­ეე", "ცუ­დად ვა­ა­ა­ა­არ" და ბევრ სმა­ილს. ასე რომ, არა მგო­ნია, ვინ­მეს გულ­თან ახ­ლოს მიჰ­ქონ­დეს ჩვენ­და­მი წყე­ნა.

- ძა­ლი­ან ბევ­რი იუ­მო­რის­ტუ­ლი გვერ­დია, რა არის ის რი­თაც სხვებს კონ­კუ­რენ­ცია უწევთ?

- შე­უ­და­რე­ბე­ლი ქა­რიზ­მა და ვუდუ. სა­მო­მავ­ლოდ ვა­პი­რებთ გა­ვაგ­რძე­ლოთ, რა­საც ვა­კე­თებთ. ასე­ვე გეგ­მებ­ში გვაქვს პოდ­კას­ტის გა­კე­თე­ბა და იმე­დია, გა­მოგ­ვი­ვა.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ვინ დგას ფეისბუქ სენსაციად ქცეული "ტფილისის სტამბის" უკან

ვინ დგას ფეისბუქ სენსაციად ქცეული "ტფილისის სტამბის" უკან

"როგორც მოგეხსენებად, საქართველოის მთავრობა წრევანდელ წელს მრავალს თამაშობასა და სალაღობო ღონის-ძიებას აწყობს ერთის პროგრამმის ფარგლებში, რომელსაცა ‪#‎ჩამოისაქართველოშიდაჰკარფეხიმიწასდასთქვიჰეაქავარო‬ ჰქვიან. ამ პროგრამმით რამოდენიმე დღის წინად ტფილისში, დიდს საფეღბურთო მოედანზედ ცნობილმა აშუღმა ვილიანთ რუბენამ კონცერტი გაჰმართა და თავისის ჰანგებით მსმენელი გაახარა..." - ეს ერთ-ერთია იმ სახალისო პოსტებიდან, რომლითაც ფეისბუქ-საზოგადოებას ბოლო დროს ერთი იუმორისტული გვერდი "ტფილისის სტამბა" ანებივრებს.

"ტფილისის სტამბას" არც ისე ბევრი - 11 ათასი მოწონება აქვს, თუმცა მისი პოსტები ხშირად ხდება ფეისბუქში საყოველთაო მხიარულების მიზეზი. საიდან გაჩნდა გვერდის შექმნის იდეა, რატომაა ყველა პოსტი მე-19 საუკუნის ენით ამ და სხვა კითხვებით გვერდის ადმინებს - მინდია არაბულს და ნიკო ქელბაქიანს მივმართეთ:

- ფეისბუქზე არის ერთი რუსულენოვანი გვერდი - Дореволюціонный Совѣтчикъ, რომლებიც სწორედ მე-19 საუკუნის ენით წერენ თანამედროვე მოვლენებზე და "თარგმნიდნენ" ახალ სიმღერებს. თუმცა გაცილებით დიდი რედაქციაა და ამ "გადათარგმნილ" სიმღერებს კლიპებადაც წერენ ხოლმე. ორივეს ძალიან მოგვწონდა ეს გვერდი და ერთხელაც ფეისბუქში საუბრისას უცებ გადავწყვიტეთ ქართულადაც გაგვეკეთებინა მსგავსი გვერდი. ტფილისის სტამბის ადმინები, რედაქტორები, კორესპონდენტები, ფოტოგრაფები და ღამის დარაჯებიც ვართ ორი ადამიანი, მინდია არაბული და ნიკო ქელბაქიანი.

- რატომ თბილისის სტამბა?

- "ტფილისის სტამბა" , რამეთუ ვართ გვერდი, რომელიც მე-19 საუკუნის ქართული პერიოდიკის ენის იმიტაციას ცდილობს და ამავდროულად აქტუალურ საკითხებზე წერს.

- რატომ გადაწყვიტეთ გამოგეყენებინათ მე-19 საუკუნის ენა?

- მე-19 საუკუნის ენა, ალბათ, ყველაზე მოსახერხებელია სტილიზებისთვის. ეს არის პერიოდი, როდესაც ჯერ უნივერსიტეტი არაა დაარსებული და ქართული ენის გრამატიკის წესები მკაცრად არაა ჩამოყალიბებული. თუმცა, შემდეგ ეს წესები სწორედ ამ პერიოდის მწერლების სტილებით ჩამოყალიბდა და, შესაბამისად, თანამედროვე ქართულისგან ძალიან შორს არაა.

- უამრავი საინტერესო და სახალისო პოსტი გქონიათ, რომელი იყო ყველაზე პოპულარული?

- ბოლო პოსტი გამოდგა ყველაზე პოპულარული, რობი უილიამსის შესახებ. მანამდე მგონი მხოლოდ ხის გადატანის ამბავს ჰქონდა 1000-ზე მეტი მოწონება.

- საზოგადოებისაგან თუ ელოდით ასეთ რეაქციას?

- მგონი დიდად არც არაფერს ველოდით, უფრო ფორმატის მოსინჯვა გვინდოდა. "ფეიჯის შექმნა ფეიჯის შექმნისთვის" , თუმცა პირველსავე პოსტზე დიდი გამოხმაურება გვქონდა, ზაზა ფაჩულიას შესახებ. ხალხი აზიარებდა, ჰეშთეგებს უწერდა, ალბათ მაგან მოგვცა დიდი ბიძგი თავიდანვე. კომენტარების უმეტესობა ძირითადად მოიცავს ისეთ ტექსტებს, როგორებიცაა "აააააააააააააააა", "ვააააააააააიმეეეეე", "ცუდად ვააააარ" და ბევრ სმაილს. ასე რომ, არა მგონია, ვინმეს გულთან ახლოს მიჰქონდეს ჩვენდამი წყენა.

- ძალიან ბევრი იუმორისტული გვერდია, რა არის ის რითაც სხვებს კონკურენცია უწევთ?

- შეუდარებელი ქარიზმა და ვუდუ. სამომავლოდ ვაპირებთ გავაგრძელოთ, რასაც ვაკეთებთ. ასევე გეგმებში გვაქვს პოდკასტის გაკეთება და იმედია, გამოგვივა.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია