მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამას სიყვარული აღარ ჰქვია, ის ჩემთვის კერპი იყო და ასევე დარჩა..." - თეატრს შეწირული თენგიზ ჩანტლაძის ცხოვრების უცნობი დეტალები
"ამას სიყვარული აღარ ჰქვია, ის ჩემთვის კერპი იყო და ასევე დარჩა..." - თეატრს შეწირული თენგიზ ჩანტლაძის ცხოვრების უცნობი დეტალები

ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი, მი­ნი­ა­ტი­უ­რე­ბის თე­ატ­რის და­მა­არ­სებ­ლი - თენ­გიზ ჩანტლა­ძე დღეს, 5 ივ­ნისს 84 წლის გახ­დე­ბო­და...

მისი რო­ლე­ბი მა­ყუ­რე­ბელს არ ავი­წყდე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით, ლუ­არ­საბ თათ­ქა­რი­ძე, მი­ლი­ცი­ის უფ­რო­სი გვა­რა­მია, ვანო ხიმ­ში­აშ­ვი­ლი და სხვა. ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბი ერთი წელი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში მოღ­ვა­წე­ობ­და. იყო კონ­ფე­რან­სიე ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან არ­სე­ბუ­ლი მი­ნი­ა­ტუ­რე­ბის ან­სამ­ბლი­სა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით, თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი, რე­ჟი­სო­რი და წამ­ყვა­ნი მსა­ხი­ო­ბი...

თენ­გიზ ჩანტლა­ძე 1988 წლის 7 სექ­ტემ­ბერს თე­ატ­რში გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა...

AMBEBI.GE მსა­ხი­ო­ბის მე­უღ­ლეს, ასე­ვე მსა­ხი­ობ ზა­ი­რა ჩანტლა­ძეს ეს­ტუმ­რა, ის საყ­ვა­რელ მე­უღ­ლე­ზე, მე­გო­ბარ­სა და სას­ცე­ნო პარტნი­ორ­ზე ცრემ­ლე­ბის გა­რე­შე დღემ­დე ვერ სა­უბ­რობს:

- თენ­გი­ზი სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღეს პომ­პე­ზუ­რო­ბით აღ­ნიშ­ნავ­და, და­ბა­დე­ბის დღე მის­თვის ნამ­დვი­ლი დღე­სას­წა­უ­ლი იყო, თუმ­ცა ბავ­შვო­ბა­ში თენ­გოს­თვის ეს დღე არას­დროს გა­და­უხ­დი­ათ. რო­დე­საც მისი მე­უღ­ლე გავ­ხდი და დე­დამ­თილს ვკი­თხე, რა­ტომ არ უხ­დი­დით და­ბა­დე­ბის დღეს-მეთ­ქი? ასე ამიხ­სნა: ჩემს შვი­ლებს (თენ­გოს და ჰყავ­და, მათ შო­რის ასაკ­ში მცი­რე გან­სხვა­ვე­ბა იყო) ერთი სა­მე­გობ­რო წრე ჰყავ­დათ, თა­ნა­ტო­ლე­ბი­ვით იყ­ვნენ, ლი­ა­კოს და­ბა­დე­ბის დღე­ზე თუ 5 ამ­ხა­ნა­გი მო­დი­ო­და, თენ­გო­სი 50 იყოო, ამი­ტომ მიგ­ვაჩ­ნდა, რომ ერთი სა­ზე­ი­მო დღე ჰქონ­დათ. მაგ­რამ რო­დე­საც მათი რძა­ლი გავ­ხდი, ხომ ვამ­ბობ, ეს დღე მარ­თლა ზე­ი­მად გა­და­იქ­ცა, რაც თვი­თო­ნაც მოს­წონ­და. უყ­ვარ­და ჩემი და­ბა­დე­ბის დღეც, რო­მე­ლიც ერთი კვი­რა გრძელ­დე­ბო­და ხოლ­მე.

სა­ერ­თოდ თენ­გოს გვერ­დით ცხოვ­რე­ბა ზო­გა­დად ზე­ი­მი და ბედ­ნი­ე­რე­ბა გახ­ლდათ... წელს ის 83 წლის გახ­დე­ბო­და. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან სექ­ტემ­ბერ­ში 28 წელი გახ­დე­ბა... ჩემი და­ბა­დე­ბი­სა და თენ­გოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის რი­ცხვი 7-ია. ასე და­ემ­თხვა, გან­გე­ბამ ასე­თი ბედი მარ­გუ­ნა, ეს იყო ჩემი ხვედ­რი და უნდა გა­ვუძ­ლო... ისე, ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი 83 წლის თენ­გიზს, რა­ტომ­ღაც ამ ასა­კის­თვის, მო­ხუ­ცო­ბი­სა და ხან­დაზ­მუ­ლო­ბის­თვის ვერ ვი­მე­ტებ. აი, კე­დელ­ზე ხე­დავთ ფო­ტო­ებს, ერთ-ერთი ნა­წყვე­ტია სპექ­ტაკ­ლი­დან "სტუმ­რად წას­ვლა", სა­დაც მე და ის მო­ხუც ცოლ-ქმარს ვთა­მა­შობ­დით. შე­სა­ბა­მი­სი პა­რი­კე­ბით ვი­ყა­ვით, ღრმად მო­ხუ­ცებს გან­ვა­სა­ხი­ე­რებ­დით და მთე­ლი ის პე­რი­ო­დი გული მტკი­ო­და, რომ ხან­დაზ­მუ­ლი ადა­მი­ა­ნის პა­რიკ­ში ვხე­დავ­დი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ როლი იყო, მა­ინც ვერ ვე­გუ­ე­ბო­დი მე­უღ­ლის ჭა­ღა­რას.

- სამ­წუ­ხა­როდ, ცხოვ­რე­ბამ უკვე ბევ­რი წე­ლია, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის ქვრი­ვად გაქ­ცი­ათ...

- იცით, ეს რა სას­ჯე­ლია?!. 50 წლის დავ­ქვრივ­დი... ახლა 78 წლის ვარ, დამ­ღა­ლა ცხოვ­რე­ბამ... ატა­რო ქვრი­ვის სა­ხე­ლი, ნე­ბის­მი­ე­რი ქა­ლის­თვის დიდი ტვირ­თვია (ამ­ბი­ცი­ა­ში ნუ ჩა­მო­მარ­თმევთ) და კი­დევ უფრო რთუ­ლია თენ­გიზ ჩანტლა­ძის ქვრი­ვო­ბა... თენ­გო რამ­დე­ნი­მე ამ­პლუ­ა­ში დავ­კარ­გე, სა­ო­ცა­რი მე­გო­ბა­რი იყო და რა თქმა უნდა, პარტნი­ო­რიც, სცე­ნა­ზე მას­თან ერ­თად დგო­მა სა­სი­ა­მოვ­ნო და ამა­ვე დროს რთუ­ლიც იყო, ძი­რი­თა­დად იმ­პო­ვი­ზა­ტო­რი გახ­ლდათ. არ არის ად­ვი­ლი იმპრო­ვი­ზა­ტორს პარტნი­ო­რო­ბა გა­უ­წიო. იტყვის რა­ღა­ცას და შენც შე­სა­ბა­მი­სად უნდა უპა­სუ­ხო... ასე­ვე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, თუმ­ცა ცხოვ­რე­ბა­შიც, ჭკვი­ა­ნი ქალი ასეთ ადა­მი­ან­თან სხვა­ნა­ი­რად უნდა მო­იქ­ცეს.

- თქვენს წარ­მოდ­გე­ნებ­ზე, რო­გორც ამ­ბო­ბენ, დარ­ბა­ზი გა­და­ჭე­დი­ლი იყო...

- ყო­ველ­თვის სას­წა­უ­ლი დას­წრე­ბა იყო, დიდი და პა­ტა­რა დარ­ბა­ზი არ არ­სე­ბობ­და, ყველ­გან ივ­სე­ბო­და. თენ­გო რომ თა­მა­შობ­და, მუდ­მი­ვად ანშლა­გი იყო. ჩვენს დარ­ბაზს (ძველ შე­ნო­ბა­ში, რომ­ლის დან­გრე­ვა­საც პრაქ­ტი­კუ­ლად შე­ვე­წი­რეთ) 400 ად­გი­ლი ჰქონ­და, არც ავან­სცე­ნა ჰქონ­და, მა­ყუ­რებ­ლებ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს ვი­ყა­ვით. თენ­გო წი­ნა­აღ­მდე­გი იყო ვინ­მე ფეხ­ზე მდგა­რი­ყო, ან სკა­მე­ბი ჩა­ე­მა­ტე­ბი­ნათ. სპექ­ტაკ­ლებ­ზე სა­ოც­რე­ბა ხდე­ბო­და. კარ­გი მსა­ხი­ო­ბე­ბი გვყავ­და, მარ­თა­ლია თენ­გი­ზის ფონ­ზე ვერ ვჩან­დით, მაგ­რამ მშვე­ნი­ე­რი დასი იყო...

მის­თვის გრი­მი­ო­რიც მე ვი­ყა­ვი, სცე­ნის­თვის კოს­ტი­უმ­საც ვაც­მევ­დი და ყვე­ლა ამ­პლუ­ა­ში კარ­გად ვგრძნობ­დი თავს. არა­და, სცე­ნა­ზე მეც გავ­დი­ო­დი და თვი­თო­ნაც ხომ უნდა მოვ­წეს­რი­გე­ბუ­ლი­ყა­ვი? ერთხელ სპექ­ტაკ­ლის მსვლე­ლო­ბი­სას კუ­ლი­სებ­ში ვუ­თხა­რი: რა ბედ­ნი­ე­რი კაცი ხარ, რო­გორ უყ­ვარ­ხარ მა­ყუ­რე­ბელს, რა ხდე­ბა, გა­და­ჭე­დი­ლია დარ­ბა­ზი-მეთ­ქი. ჯერ გა­ჩუმ­და, მერე კი მი­თხრა: რა­ტომ? შენ რომ გა­მოხ­ვე­დი, ტაშ­მა მა­შინ მო­ი­მა­ტაო... შენი პა­ტი­ვის­ცე­მით, ეს შენი დამ­სა­ხუ­რე­ბაა-მეთ­ქი, - ვუ­პა­სუ­ხე...

ერთხე­ლაც, ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­შაკ­თა სახ­ლში სას­ცე­ნო კოს­ტი­უ­მით მი­ვე­დი, ვერ მიც­ნეს და ჩემი დარ­ბა­ზი­დან გა­ძე­ვე­ბა უნ­დო­დათ. ყვე­ლას ქუ­ჩი­დან შე­მო­სუ­ლი მა­თხო­ვა­რი ვე­გო­ნე. არა­და, იყო ასე­თი პერ­სო­ნა­ჟი, სოფ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი, ფლო­რენ­ცია კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი და ამ გმი­რის სა­მოს­ში ვი­ყა­ვი გა­მო­წყო­ბი­ლი. იქ ბუბა კი­კა­ბი­ძის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ღა­მო იყო, ჩვენც მიწ­ვე­უ­ლე­ბი გახ­ლდით,

თენ­გი­ზიც გვერ­დში მო­მიჯ­და, გა­და­ი­რია დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი, - ვინ არის ეს ქალი, რა­ტომ ზის თენ­გი­ზის გვერ­დი­თო? ის იყო ჩემ გაყ­ვა­ნას აპი­რებ­დნენ, რომ გა­მოგ­ვა­ცხა­დეს და სცე­ნა­ზე ავე­დით. სა­ო­ცა­რი ამ­ბა­ვი ატყდა...

- მა­ყუ­რე­ბე­ლე­ბი, ვი­საც თქვე­ნი სპექ­ტაკ­ლე­ბი ახ­სოვთ, ყვე­ბი­ან, - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი არ იყო, ეს ხელს არ უშ­ლი­და, სცე­ნა­ზე მა­ყუ­რე­ბე­ლი პირ­ვე­ლი წუ­თე­ბი­დან­ვე აღეფრ­თო­ვა­ნე­ბი­ნაო...

- კი, გე­ო­ლო­გი­უ­რი ფა­კულ­ტე­ტი ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მშობ­ლე­ბის ოც­ნე­ბა და სურ­ვი­ლი იყო, ექი­მი გა­მო­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ არ გა­მო­ვი­და, და­ბა­დე­ბი­დან მსა­ხი­ო­ბი იყო... ბავ­შვო­ბი­დან იმი­ტა­ცი­ის ნიჭი ჰქონ­და. მა­მა­მი­სი აკა­დე­მი­კო­სი, ფი­ნან­სის­ტი, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტე­ტის კა­თედ­რის გამ­გე გახ­ლდათ. ერთხე­ლაც, მას­თან კა­თედ­რის წევ­რე­ბი სტუმ­რად უნდა მო­სუ­ლიყ­ვნენ. კვი­რა დღე იყო, ჩემი დე­დამ­თი­ლი გა­სა­მას­პინ­ძლებ­ლად ემ­ზა­დე­ბო­და. უცებ ზარი გა­ის­მა, მე გა­ვა­ღებ კარ­სო, - თენ­გოს შე­მო­ურ­ბე­ნია. 7 წლის იყო მა­შინ. შემ­დეგ კი კარ­თან ადა­მი­ა­ნე­ბის ხმე­ბი ის­მო­და, რო­მელ­თაც თენ­გო ესალ­მე­ბო­და - ხან ერთს, ხან მე­ო­რეს, - მოკ­ლედ, მთე­ლი 5-6 პი­როვ­ნე­ბის იმი­ტა­ცია ისე გა­უ­სა­ხი­ე­რე­ბია, მშობ­ლე­ბი ვერ მიხ­ვდნენ, რომ ამას თენ­გი­ზი აკე­თებ­და.

- რო­გორ გა­ი­ცა­ნით მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე?

- თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ვსწავ­ლობ­დი, დრა­მის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ვარ, დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სო­ხუმ­ში გა­მა­ნა­წი­ლეს, სა­დაც სა­ბო­ლო­ოდ დე­დამ არ გა­მა­ჩე­რა, სი­ტუ­ა­ცია არ მო­ე­წო­ნა, - აქ ვერ დაგ­ტო­ვე­ბო და ისევ თბი­ლის­ში ჩა­მო­მიყ­ვა­ნა. თურ­მე ჩემს მე­გობ­რებს თენ­გო იც­ნობ­და, რო­მელ­საც რა­ღაც ჯგუ­ფი შე­ექ­მნა და ჩემი თა­ნა­კურ­სე­ლე­ბი: მზია მაღ­ლა­კე­ლი­ძე, მა­ნა­ნა მა­ჩა­ბე­ლი მი­ეწ­ვია. ეს ამ­ბა­ვი ერთ-ერ­თის­გან შე­ვი­ტყვე, რომ ბი­ჭი­კო ჩხე­ი­ძეს­თან ერ­თად (თე­მურ ჩხე­ი­ძის მამა), მი­ნი­ა­ტი­უ­რე­ბის ჯგუფს ქმნი­და და ადა­მი­ა­ნებს ეძებ­დნენ. ნანა ჯა­ფა­რი­ძეს­თან, ერთ-ერთ მე­გო­ბარ­თან, ვა­კე­ში 5 გო­გო­ნა შე­ვიკ­რი­ბეთ, სა­დაც თენ­გომ თა­ვი­სი პროგ­რა­მა წაგ­ვი­კი­თხა, მაგ­რამ იმ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე თენ­გო უფრო მო­მე­წო­ნა. იქ პა­ტა­რა სუფ­რა გა­ი­მარ­თა, მე და მან ბლუ­ზი ვი­ცეკ­ვეთ (იმის მერე სულ მაყ­ვედ­რი­და ხოლ­მე, შენ იაქ­ტი­უ­რეო), ცეკ­ვის დროს ცოტა და­ვახ­ლო­ვე­ბულ­ვარ... ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე ვი­ყა­ვით და იქი­დან გა­მო­მა­ცი­ლა, "პლე­ხა­ნო­ვამ­დე" (შე­რო­ზი­ას ქუ­ჩა­ზე ვცხოვ­რობ­დი), ფე­ხით გა­მო­ვი­ა­რეთ მთე­ლი მან­ძი­ლი... 

მიყ­ვარს მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი და თენ­გო ასე­თი აღ­მოჩ­ნდა, ჯი­ბი­დან კრი­ა­ლა და გატ­კი­ცი­ნე­ბუ­ლი ცხვირ­სა­ხო­ცი რომ ამო­ი­ღო (რო­მე­ლიც ახ­ლაც თვალ­წინ მიდ­გას), ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა... ცირკთან რომ მი­ვე­დით, გა­ი­გო, რომ ცირ­კიც მიყ­ვარ­და და მე­ო­რე დღეს იქ წას­ვლა დავ­გეგ­მეთ. მა­შინ სი­გა­რეტს ვე­წე­ო­დი, წი­თე­ლი პო­მა­და მეს­ვა და სახ­ლთან რომ მი­მიყ­ვა­ნა, მი­თხრა, - წი­თელ პო­მა­დას აღარ წა­ის­ვამ და არც სი­გა­რეტს მოს­წე­ვო... ამ ქვეყ­ნი­დან ისე წა­ვი­და, რა­ტომ ამეკ­რძა­ლა ეს, ვერ გა­ვი­გე, არ მი­კი­თხავს.

იმ პე­რი­ოდ­ში ამუ­შავ­და სწო­რედ ის ჯგუ­ფი, რო­მელ­საც აყა­ლი­ბებ­და და ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან არ­სე­ბუ­ლი მი­ნი­ა­ტი­უ­რე­ბის თე­ატ­რი შე­იქ­მნა. თე­ატ­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თაც გა­ი­ზარ­და, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელს ძა­ლი­ან მოს­წონ­და და 1975 წელს სა­ხელ­მწი­ფო წო­დე­ბაც მი­ე­ნი­ჭა. მე დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი ვარ, თენ­გიზ­მა დამ­სა­ხუ­რე­ბულ­თან, სა­ხალ­ხო წო­დე­ბაც მი­ი­ღო.

- მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბის მი­ხედ­ვით, თე­ატ­რის პრობ­ლე­მე­ბი სა­ხელ­დე­ბო­და, რომ თით­ქოს ამა­ზე ნერ­ვი­უ­ლო­ბას შე­ე­წი­რა.

- თენ­გი­ზი, მა­ესტრო ჯან­სუღ კა­ხი­ძე, გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე რა­ი­კომ­ში და­ი­ბა­რეს და შეს­თა­ვა­ზეს, - ამ­დე­ნი მა­ყუ­რე­ბე­ლი გყავს და ეს პა­ტა­რა დარ­ბა­ზი რად გინ­და, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში პრო­ექ­ტიც არ­სე­ბობ­და, რომ ჩვენ­თვის თე­ატ­რის ახა­ლი შე­ნო­ბა აე­შე­ნე­ბი­ნათ, უფრო სწო­რად გორ­კის კლუ­ბის (ვარ­დე­ბის ბაღი) რე­კონ­სტრუქ­ცია ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ, სა­დაც გა­და­ვი­დო­დით. გი­გამ შეს­თა­ვა­ზა, მუს­კო­მე­დი­ის შე­ნო­ბა­ში გა­და­დი­თო (მა­შინ ის მუს­კო­მე­დი­ის თე­ატ­რის მთა­ვა­რი რე­ჟი­სო­რი გახ­ლდათ). თენ­გო და­თან­ხმდა, თუმ­ცა ვე­უბ­ნე­ბო­დი, - არ და­თან­ხმდე, ის სცე­ნა რაც გვაქვს, ჩვენ­თვის საკ­მა­რი­სია-მეთ­ქი...

- მოკ­ლედ, ძვე­ლი შე­ნო­ბა უნდა და­გეთ­მოთ, - ამას გთხოვ­დნენ?

- კა­ხი­ძის მუ­სი­კა­ლუ­რი ცენ­ტრის რე­კონ­სტრუქ­ცია უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, ჩვე­ნი შე­ნო­ბაც იქვე იყო და გარ­შე­მო ტე­რი­ტო­რია უნდა გა­ეწ­მინ­დათ, ვი­თომ იმ მო­ტი­ვით, რომ მუ­სი­კა­ლურ ცენ­ტრს მი­მა­ტე­ბო­და. მოკ­ლედ, და­ინ­გრა ჩვე­ნი თე­ატ­რი და მის ად­გი­ლას მხო­ლოდ სამი ნაძ­ვი დარ­გეს. ის ტე­რი­ტო­რია არა­ფერ­ში გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ. ხომ ვამ­ბობ, ხრე­ში და­ყა­რეს და სამი ძირი პა­წა­წი­ნა ნაძ­ვი ჩა­არ­გეს, რომ­ლის­თვი­საც თითო ჩაფი წყა­ლი რომ და­ეს­ხათ, არ გახ­მე­ბო­და. მოკ­ლედ, მუს­კო­მე­დი­ის თე­ატ­რის შე­ნო­ბა­ში გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს, სა­დაც რა­ღა­ცებ­ში შე­ვიწ­რო­ე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, დარ­ბაზ­ში მა­ყუ­რე­ბე­ლი ვერ ეტე­ო­და, ბი­ლე­თე­ბი არ იყო ხოლ­მე... ერთხე­ლაც, სექ­ტემ­ბერ­ში გას­ტროლ­ზე ვი­ყა­ვით და რომ ჩა­მო­ვე­დით, მე­ო­რე დღეს და­სას­ვე­ნებ­ლად ქო­ბუ­ლეთ­ში მივ­დი­ო­დით. თენ­გოს ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ვუ­ლა­გე, ჩემი არა­ფე­რი მო­მიმ­ზა­დე­ბია, არ ვიცი რა­ტომ, რა ძალა მკარ­ნა­ხობ­და. წინა დღეს მე­გობ­რის ბავ­შვის და­ბა­დე­ბის დღე იყო, შინ გამ­თე­ნი­ი­სას დავ­ბრუნ­დით და თენ­გო უკვე ვერ იყო კარ­გად...

- სა­ერ­თოდ აწუ­ხებ­და რამე?

- გას­ტრო­ლი­დან რომ ჩა­მო­ვე­დით, ნახა, რომ მუს­კო­მე­დი­ის შე­ნო­ბა ინ­გრე­ო­და, ჭერი ახ­დი­ლი ჰქონ­და, ამა­ზე ინერ­ვი­უ­ლა. მოკ­ლედ, მუს­კო­მე­დი­ის თე­ატ­რის დან­გრე­ვაც და­ი­წყეს და ახლა რა შე­ნო­ბაც არის, მისი აშე­ნე­ბა უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო. იმის გამო, რომ კარ­გად ვერ გრძნობ­და თავს, ექიმ­თან წა­სუ­ლა (პირ­ვე­ლად ჩემ გა­რე­შე), უთ­ქვამთ, თუ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არ დაწ­ვე­ბით, თე­ატ­რში არ წახ­ვი­დეთ, შინ წაბ­რძან­დი­თო. მა­ინც თე­ატ­რში წა­სუ­ლა, სა­დაც ის­მენ­და რა­ღაც თათ­ბირს და პა­რა­ლე­ლუ­რად ეს­მო­და შე­ნო­ბის ნგრე­ვის ხმა ისე, რომ მის­თვის არა­ფე­რი უკი­თხავთ. მოკ­ლედ, სწო­რედ მა­შინ, გული გა­უ­ჩერ­და, უფრო სწო­რად, გა­უს­კდა...

- მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ თე­ატრმა კი­დევ 20 წელი იარ­სე­ბა, მოგ­ვი­ყე­ვით, სად და რო­გორ საქ­მი­ა­ნობ­დით?

- ვი­ყა­ვით მე­დი­ცი­ნის მუ­შაკ­თა სახ­ლში, გორ­კის კლუბ­შიც, მუ­ნი­ცი­პა­ლურ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში იყო თე­ატ­რი. სა­ბო­ლო­ოდ კი 2007 წელს გიგი უგუ­ლა­ვამ გაგ­ვა­ნად­გუ­რა, აღარ დაგ­ვა­ფი­ნან­სა და "სა­ჩუქ­რად" კი­დევ მი­ვი­ღე ინ­ფარ­ქტი...

- ახლა გის­მენთ და ცრემ­ლის გა­რე­შე ვერ სა­უბ­რობთ. ალ­ბათ ეს არის სიყ­ვა­რუ­ლი, გრძნო­ბა, და­მო­კი­დებ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის მი­მართ, რო­მელ­თან ერ­თა­დაც წლები გა­ა­ტა­რეთ. რა იყო და არის ეს სიყ­ვა­რუ­ლი თქვენ­თვის?

- სიყ­ვა­რუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბაა, მას რო­გორც ყვე­ლა­ზე სა­ნუკ­ვარს, მოფრ­თხი­ლე­ბა და მო­ფე­რე­ბა უნდა და სა­ერ­თოდ მა­მა­კაცს, მე­უღ­ლეს... ჩვენ შვი­ლი არ ვი­სურ­ვეთ, ამ სი­ტყვებს გულ­წრფე­ლად გე­უბ­ნე­ბით და ეს ასე მოხ­და, დაწ­ვრილ­მა­ნე­ბას არ ვა­პი­რებ. ამ თე­მა­ზე ერთხელ ვუ­საყ­ვე­დუ­რე (მისი ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო, რომ შვი­ლი არ გვყო­ლო­და), შენ ის უფრო გეყ­ვა­რე­ბო­და, ვიდ­რე მეო, - მი­პა­სუ­ხა... ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, რომ არ გვიგ­რძვნია ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, დღემ­დე ამ ჭკუ­ა­ზე ვარ... ამას სიყ­ვა­რუ­ლი აღარ ჰქვია, თენ­გო ჩემ­თვის კერ­პი იყო და ასე­ვე დარ­ჩა. 10 შვი­ლი რომ მყო­ლო­და, ის ენე­გია და შრო­მა არ ეყო­ფო­და, რო­გორც თენ­გოს ვუვ­ლი­დი. ვცხოვ­რობ­დი მის­თვის... დღემ­დე ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ აღარ არის...

რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და, მისი სიკ­ვდი­ლი ჩემ­ზე ადრე?! არ ვიცი, რა­ტომ, მაგ­რამ გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე მი­თხრა, - ღმერ­თმა ჩემი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ერთ კვი­რა­ზე მეტი არ გა­ცო­ცხლო­სო... წარ­მო­გიდ­გი­ნი­ათ, რა უსინ­დი­სო ვარ, რომ 28 წე­ლია ვცო­ცხლობ. მაგ­რამ ამას ცხოვ­რე­ბა არ ჰქვია. ალ­ბათ ვუძ­ლებ, თო­რემ გა­უ­საძ­ლი­სია თა­ვის­თა­ვად, თუმ­ცა სი­ა­მა­ყით ვა­ცხა­დებ, რომ თენ­გიზ ჩანტლა­ძის ქვრი­ვი ვარ! ამ ქვეყ­ნი­დან 55 წლის წა­ვი­და, ვი­ტყო­დი, რომ და­უ­ხარ­ჯა­ვი...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"ამას სიყვარული აღარ ჰქვია, ის ჩემთვის კერპი იყო და ასევე დარჩა..." - თეატრს შეწირული თენგიზ ჩანტლაძის ცხოვრების უცნობი დეტალები

"ამას სიყვარული აღარ ჰქვია, ის ჩემთვის კერპი იყო და ასევე დარჩა..." - თეატრს შეწირული თენგიზ ჩანტლაძის ცხოვრების უცნობი დეტალები

ქართველი მსახიობი, მინიატიურების თეატრის დამაარსებლი - თენგიზ ჩანტლაძე დღეს, 5 ივნისს 84 წლის გახდებოდა...

მისი როლები მაყურებელს არ ავიწყდება, განსაკუთრებით, ლუარსაბ თათქარიძე, მილიციის უფროსი გვარამია, ვანო ხიმშიაშვილი და სხვა. ყველასთვის საყვარელი მსახიობი ერთი წელი მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა. იყო კონფერანსიე ფილარმონიასთან არსებული მინიატურების ანსამბლისა და მოგვიანებით, თეატრის ხელმძღვანელი, რეჟისორი და წამყვანი მსახიობი...

თენგიზ ჩანტლაძე 1988 წლის 7 სექტემბერს თეატრში გულის შეტევით გარდაიცვალა...

AMBEBI.GE მსახიობის მეუღლეს, ასევე მსახიობ ზაირა ჩანტლაძეს ესტუმრა, ის საყვარელ მეუღლეზე, მეგობარსა და სასცენო პარტნიორზე ცრემლების გარეშე დღემდე ვერ საუბრობს:

- თენგიზი საკუთარ დაბადების დღეს პომპეზურობით აღნიშნავდა, დაბადების დღე მისთვის ნამდვილი დღესასწაული იყო, თუმცა ბავშვობაში თენგოსთვის ეს დღე არასდროს გადაუხდიათ. როდესაც მისი მეუღლე გავხდი და დედამთილს ვკითხე, რატომ არ უხდიდით დაბადების დღეს-მეთქი? ასე ამიხსნა: ჩემს შვილებს (თენგოს და ჰყავდა, მათ შორის ასაკში მცირე განსხვავება იყო) ერთი სამეგობრო წრე ჰყავდათ, თანატოლებივით იყვნენ, ლიაკოს დაბადების დღეზე თუ 5 ამხანაგი მოდიოდა, თენგოსი 50 იყოო, ამიტომ მიგვაჩნდა, რომ ერთი საზეიმო დღე ჰქონდათ. მაგრამ როდესაც მათი რძალი გავხდი, ხომ ვამბობ, ეს დღე მართლა ზეიმად გადაიქცა, რაც თვითონაც მოსწონდა. უყვარდა ჩემი დაბადების დღეც, რომელიც ერთი კვირა გრძელდებოდა ხოლმე.

საერთოდ თენგოს გვერდით ცხოვრება ზოგადად ზეიმი და ბედნიერება გახლდათ... წელს ის 83 წლის გახდებოდა. მისი გარდაცვალებიდან სექტემბერში 28 წელი გახდება... ჩემი დაბადებისა და თენგოს გარდაცვალების რიცხვი 7-ია. ასე დაემთხვა, განგებამ ასეთი ბედი მარგუნა, ეს იყო ჩემი ხვედრი და უნდა გავუძლო... ისე, ვერასდროს წარმოვიდგენდი 83 წლის თენგიზს, რატომღაც ამ ასაკისთვის, მოხუცობისა და ხანდაზმულობისთვის ვერ ვიმეტებ. აი, კედელზე ხედავთ ფოტოებს, ერთ-ერთი ნაწყვეტია სპექტაკლიდან "სტუმრად წასვლა", სადაც მე და ის მოხუც ცოლ-ქმარს ვთამაშობდით. შესაბამისი პარიკებით ვიყავით, ღრმად მოხუცებს განვასახიერებდით და მთელი ის პერიოდი გული მტკიოდა, რომ ხანდაზმული ადამიანის პარიკში ვხედავდი. მიუხედავად იმისა, რომ როლი იყო, მაინც ვერ ვეგუებოდი მეუღლის ჭაღარას.

- სამწუხაროდ, ცხოვრებამ უკვე ბევრი წელია, საყვარელი ადამიანის ქვრივად გაქციათ...

- იცით, ეს რა სასჯელია?!. 50 წლის დავქვრივდი... ახლა 78 წლის ვარ, დამღალა ცხოვრებამ... ატარო ქვრივის სახელი, ნებისმიერი ქალისთვის დიდი ტვირთვია (ამბიციაში ნუ ჩამომართმევთ) და კიდევ უფრო რთულია თენგიზ ჩანტლაძის ქვრივობა... თენგო რამდენიმე ამპლუაში დავკარგე, საოცარი მეგობარი იყო და რა თქმა უნდა, პარტნიორიც, სცენაზე მასთან ერთად დგომა სასიამოვნო და ამავე დროს რთულიც იყო, ძირითადად იმპოვიზატორი გახლდათ. არ არის ადვილი იმპროვიზატორს პარტნიორობა გაუწიო. იტყვის რაღაცას და შენც შესაბამისად უნდა უპასუხო... ასევე პასუხისმგებლობაა, თუმცა ცხოვრებაშიც, ჭკვიანი ქალი ასეთ ადამიანთან სხვანაირად უნდა მოიქცეს.

- თქვენს წარმოდგენებზე, როგორც ამბობენ, დარბაზი გადაჭედილი იყო...

- ყოველთვის სასწაული დასწრება იყო, დიდი და პატარა დარბაზი არ არსებობდა, ყველგან ივსებოდა. თენგო რომ თამაშობდა, მუდმივად ანშლაგი იყო. ჩვენს დარბაზს (ძველ შენობაში, რომლის დანგრევასაც პრაქტიკულად შევეწირეთ) 400 ადგილი ჰქონდა, არც ავანსცენა ჰქონდა, მაყურებლებთან ძალიან ახლოს ვიყავით. თენგო წინააღმდეგი იყო ვინმე ფეხზე მდგარიყო, ან სკამები ჩაემატებინათ. სპექტაკლებზე საოცრება ხდებოდა. კარგი მსახიობები გვყავდა, მართალია თენგიზის ფონზე ვერ ვჩანდით, მაგრამ მშვენიერი დასი იყო...

მისთვის გრიმიორიც მე ვიყავი, სცენისთვის კოსტიუმსაც ვაცმევდი და ყველა ამპლუაში კარგად ვგრძნობდი თავს. არადა, სცენაზე მეც გავდიოდი და თვითონაც ხომ უნდა მოვწესრიგებულიყავი? ერთხელ სპექტაკლის მსვლელობისას კულისებში ვუთხარი: რა ბედნიერი კაცი ხარ, როგორ უყვარხარ მაყურებელს, რა ხდება, გადაჭედილია დარბაზი-მეთქი. ჯერ გაჩუმდა, მერე კი მითხრა: რატომ? შენ რომ გამოხვედი, ტაშმა მაშინ მოიმატაო... შენი პატივისცემით, ეს შენი დამსახურებაა-მეთქი, - ვუპასუხე...

ერთხელაც, ხელოვნების მუშაკთა სახლში სასცენო კოსტიუმით მივედი, ვერ მიცნეს და ჩემი დარბაზიდან გაძევება უნდოდათ. ყველას ქუჩიდან შემოსული მათხოვარი ვეგონე. არადა, იყო ასეთი პერსონაჟი, სოფლის მასწავლებელი, ფლორენცია კაჭკაჭიშვილი და ამ გმირის სამოსში ვიყავი გამოწყობილი. იქ ბუბა კიკაბიძის შემოქმედებითი საღამო იყო, ჩვენც მიწვეულები გახლდით,

თენგიზიც გვერდში მომიჯდა, გადაირია დაცვის სამსახური, - ვინ არის ეს ქალი, რატომ ზის თენგიზის გვერდითო? ის იყო ჩემ გაყვანას აპირებდნენ, რომ გამოგვაცხადეს და სცენაზე ავედით. საოცარი ამბავი ატყდა...

- მაყურებელები, ვისაც თქვენი სპექტაკლები ახსოვთ, ყვებიან, - მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით მსახიობი არ იყო, ეს ხელს არ უშლიდა, სცენაზე მაყურებელი პირველი წუთებიდანვე აღეფრთოვანებინაო...

- კი, გეოლოგიური ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული, მშობლების ოცნება და სურვილი იყო, ექიმი გამოსულიყო, მაგრამ არ გამოვიდა, დაბადებიდან მსახიობი იყო... ბავშვობიდან იმიტაციის ნიჭი ჰქონდა. მამამისი აკადემიკოსი, ფინანსისტი, უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტის კათედრის გამგე გახლდათ. ერთხელაც, მასთან კათედრის წევრები სტუმრად უნდა მოსულიყვნენ. კვირა დღე იყო, ჩემი დედამთილი გასამასპინძლებლად ემზადებოდა. უცებ ზარი გაისმა, მე გავაღებ კარსო, - თენგოს შემოურბენია. 7 წლის იყო მაშინ. შემდეგ კი კართან ადამიანების ხმები ისმოდა, რომელთაც თენგო ესალმებოდა - ხან ერთს, ხან მეორეს, - მოკლედ, მთელი 5-6 პიროვნების იმიტაცია ისე გაუსახიერებია, მშობლები ვერ მიხვდნენ, რომ ამას თენგიზი აკეთებდა.

- როგორ გაიცანით მომავალი მეუღლე?

- თეატრალურ ინსტიტუტში ვსწავლობდი, დრამის თეატრის მსახიობი ვარ, დამთავრების შემდეგ სოხუმში გამანაწილეს, სადაც საბოლოოდ დედამ არ გამაჩერა, სიტუაცია არ მოეწონა, - აქ ვერ დაგტოვებო და ისევ თბილისში ჩამომიყვანა. თურმე ჩემს მეგობრებს თენგო იცნობდა, რომელსაც რაღაც ჯგუფი შეექმნა და ჩემი თანაკურსელები: მზია მაღლაკელიძე, მანანა მაჩაბელი მიეწვია. ეს ამბავი ერთ-ერთისგან შევიტყვე, რომ ბიჭიკო ჩხეიძესთან ერთად (თემურ ჩხეიძის მამა), მინიატიურების ჯგუფს ქმნიდა და ადამიანებს ეძებდნენ. ნანა ჯაფარიძესთან, ერთ-ერთ მეგობართან, ვაკეში 5 გოგონა შევიკრიბეთ, სადაც თენგომ თავისი პროგრამა წაგვიკითხა, მაგრამ იმ ყველაფრის ფონზე თენგო უფრო მომეწონა. იქ პატარა სუფრა გაიმართა, მე და მან ბლუზი ვიცეკვეთ (იმის მერე სულ მაყვედრიდა ხოლმე, შენ იაქტიურეო), ცეკვის დროს ცოტა დავახლოვებულვარ... ჭავჭავაძის გამზირზე ვიყავით და იქიდან გამომაცილა, "პლეხანოვამდე" (შეროზიას ქუჩაზე ვცხოვრობდი), ფეხით გამოვიარეთ მთელი მანძილი... 

მიყვარს მოწესრიგებული მამაკაცები და თენგო ასეთი აღმოჩნდა, ჯიბიდან კრიალა და გატკიცინებული ცხვირსახოცი რომ ამოიღო (რომელიც ახლაც თვალწინ მიდგას), ძალიან მომეწონა... ცირკთან რომ მივედით, გაიგო, რომ ცირკიც მიყვარდა და მეორე დღეს იქ წასვლა დავგეგმეთ. მაშინ სიგარეტს ვეწეოდი, წითელი პომადა მესვა და სახლთან რომ მიმიყვანა, მითხრა, - წითელ პომადას აღარ წაისვამ და არც სიგარეტს მოსწევო... ამ ქვეყნიდან ისე წავიდა, რატომ ამეკრძალა ეს, ვერ გავიგე, არ მიკითხავს.

იმ პერიოდში ამუშავდა სწორედ ის ჯგუფი, რომელსაც აყალიბებდა და ფილარმონიასთან არსებული მინიატიურების თეატრი შეიქმნა. თეატრი შემოქმედებითაც გაიზარდა, რომელიც მაყურებელს ძალიან მოსწონდა და 1975 წელს სახელმწიფო წოდებაც მიენიჭა. მე დამსახურებული არტისტი ვარ, თენგიზმა დამსახურებულთან, სახალხო წოდებაც მიიღო.

- მისი გარდაცვალების მიზეზად გავრცელებული ხმების მიხედვით, თეატრის პრობლემები სახელდებოდა, რომ თითქოს ამაზე ნერვიულობას შეეწირა.

- თენგიზი, მაესტრო ჯანსუღ კახიძე, გიგა ლორთქიფანიძე რაიკომში დაიბარეს და შესთავაზეს, - ამდენი მაყურებელი გყავს და ეს პატარა დარბაზი რად გინდა, კულტურის სამინისტროში პროექტიც არსებობდა, რომ ჩვენთვის თეატრის ახალი შენობა აეშენებინათ, უფრო სწორად გორკის კლუბის (ვარდების ბაღი) რეკონსტრუქცია ჩაეტარებინათ, სადაც გადავიდოდით. გიგამ შესთავაზა, მუსკომედიის შენობაში გადადითო (მაშინ ის მუსკომედიის თეატრის მთავარი რეჟისორი გახლდათ). თენგო დათანხმდა, თუმცა ვეუბნებოდი, - არ დათანხმდე, ის სცენა რაც გვაქვს, ჩვენთვის საკმარისია-მეთქი...

- მოკლედ, ძველი შენობა უნდა დაგეთმოთ, - ამას გთხოვდნენ?

- კახიძის მუსიკალური ცენტრის რეკონსტრუქცია უნდა ჩატარებულიყო, ჩვენი შენობაც იქვე იყო და გარშემო ტერიტორია უნდა გაეწმინდათ, ვითომ იმ მოტივით, რომ მუსიკალურ ცენტრს მიმატებოდა. მოკლედ, დაინგრა ჩვენი თეატრი და მის ადგილას მხოლოდ სამი ნაძვი დარგეს. ის ტერიტორია არაფერში გამოუყენებიათ. ხომ ვამბობ, ხრეში დაყარეს და სამი ძირი პაწაწინა ნაძვი ჩაარგეს, რომლისთვისაც თითო ჩაფი წყალი რომ დაესხათ, არ გახმებოდა. მოკლედ, მუსკომედიის თეატრის შენობაში გადაგვიყვანეს, სადაც რაღაცებში შევიწროებულები ვიყავით, დარბაზში მაყურებელი ვერ ეტეოდა, ბილეთები არ იყო ხოლმე... ერთხელაც, სექტემბერში გასტროლზე ვიყავით და რომ ჩამოვედით, მეორე დღეს დასასვენებლად ქობულეთში მივდიოდით. თენგოს ყველაფერი ჩავულაგე, ჩემი არაფერი მომიმზადებია, არ ვიცი რატომ, რა ძალა მკარნახობდა. წინა დღეს მეგობრის ბავშვის დაბადების დღე იყო, შინ გამთენიისას დავბრუნდით და თენგო უკვე ვერ იყო კარგად...

- საერთოდ აწუხებდა რამე?

- გასტროლიდან რომ ჩამოვედით, ნახა, რომ მუსკომედიის შენობა ინგრეოდა, ჭერი ახდილი ჰქონდა, ამაზე ინერვიულა. მოკლედ, მუსკომედიის თეატრის დანგრევაც დაიწყეს და ახლა რა შენობაც არის, მისი აშენება უნდა დაწყებულიყო. იმის გამო, რომ კარგად ვერ გრძნობდა თავს, ექიმთან წასულა (პირველად ჩემ გარეშე), უთქვამთ, თუ საავადმყოფოში არ დაწვებით, თეატრში არ წახვიდეთ, შინ წაბრძანდითო. მაინც თეატრში წასულა, სადაც ისმენდა რაღაც თათბირს და პარალელურად ესმოდა შენობის ნგრევის ხმა ისე, რომ მისთვის არაფერი უკითხავთ. მოკლედ, სწორედ მაშინ, გული გაუჩერდა, უფრო სწორად, გაუსკდა...

- მისი გარდაცვალების შემდეგ თეატრმა კიდევ 20 წელი იარსება, მოგვიყევით, სად და როგორ საქმიანობდით?

- ვიყავით მედიცინის მუშაკთა სახლში, გორკის კლუბშიც, მუნიციპალურ დაქვემდებარებაში იყო თეატრი. საბოლოოდ კი 2007 წელს გიგი უგულავამ გაგვანადგურა, აღარ დაგვაფინანსა და "საჩუქრად" კიდევ მივიღე ინფარქტი...

- ახლა გისმენთ და ცრემლის გარეშე ვერ საუბრობთ. ალბათ ეს არის სიყვარული, გრძნობა, დამოკიდებლება ადამიანის მიმართ, რომელთან ერთადაც წლები გაატარეთ. რა იყო და არის ეს სიყვარული თქვენთვის?

- სიყვარული ხელოვნებაა, მას როგორც ყველაზე სანუკვარს, მოფრთხილება და მოფერება უნდა და საერთოდ მამაკაცს, მეუღლეს... ჩვენ შვილი არ ვისურვეთ, ამ სიტყვებს გულწრფელად გეუბნებით და ეს ასე მოხდა, დაწვრილმანებას არ ვაპირებ. ამ თემაზე ერთხელ ვუსაყვედურე (მისი ინიციატივა იყო, რომ შვილი არ გვყოლოდა), შენ ის უფრო გეყვარებოდა, ვიდრე მეო, - მიპასუხა... ისეთი ურთიერთობა გვქონდა, რომ არ გვიგრძვნია ამის აუცილებლობა, დღემდე ამ ჭკუაზე ვარ... ამას სიყვარული აღარ ჰქვია, თენგო ჩემთვის კერპი იყო და ასევე დარჩა. 10 შვილი რომ მყოლოდა, ის ენეგია და შრომა არ ეყოფოდა, როგორც თენგოს ვუვლიდი. ვცხოვრობდი მისთვის... დღემდე ვერ ვაცნობიერებ, რომ აღარ არის...

როგორ შეიძლებოდა, მისი სიკვდილი ჩემზე ადრე?! არ ვიცი, რატომ, მაგრამ გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე მითხრა, - ღმერთმა ჩემი სიკვდილის შემდეგ ერთ კვირაზე მეტი არ გაცოცხლოსო... წარმოგიდგინიათ, რა უსინდისო ვარ, რომ 28 წელია ვცოცხლობ. მაგრამ ამას ცხოვრება არ ჰქვია. ალბათ ვუძლებ, თორემ გაუსაძლისია თავისთავად, თუმცა სიამაყით ვაცხადებ, რომ თენგიზ ჩანტლაძის ქვრივი ვარ! ამ ქვეყნიდან 55 წლის წავიდა, ვიტყოდი, რომ დაუხარჯავი...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"თურქული კინოინდუსტრიის მეფე" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს "სანჯარ ეფე" რეალურ ცხოვრებაში: ცეცხლოვანი ენგინ აქიურექის იდუმალი ცხოვრება კადრს მიღმა

"საერთოდ არ ეტყობოდა, თუ ბოლო დღეები ჰქონდა... გეგმებს სახავდა, ზარებს პასუხობდა" - როგორ იხსენებენ კოვიდით გარდაცვლილ რეჟისორს მეგობრები, კოლეგები და მოსწავლეები

"ლუნა ყიფშიძე, გვიყვარხარ შენს დაიკოს და ძამიკოებს" - გიორგი ყიფშიძეს მეოთხე შვილი შეეძინა