რა გახდა ზაჰესში მიმდინარე საერთაშორისო როკ- ფესტივალის ჩაშლის მიზეზი

რა გახდა ზაჰესში მიმდინარე საერთაშორისო როკ- ფესტივალის ჩაშლის მიზეზი

საერთაშორისო როკ- ფესტივალი, რომელიც თბილისში დღეს დაიწყო, სასულიერო პირების და მოქალაქეების ნაწილის კონცერტზე მისვლის შემდეგ ჩაიშალა.

როგორც ამბები.ge-ს ფესტივალზე მყოფმა თვითმხილველმა აცნობა, კონცერტის დაწყებიდან, ნახევარ საათში იქ მოქალაქეების ჯგუფი მივიდა და მუსიკის გათიშვა მოითხოვეს.

"ჩვენ ფესტივალს ვესწრებოდით, პირველივე DJ-ის გამოსვლისას,  დაახლოებით ნახევარ საათში იქ მოქალაქეების ჯგუფი მოვიდა, რომლებსაც სასულიერო პირი მოუძღოდა. ისინი მოითხოვდნენ მუსიკის გათიშვას, რადგან "ეს მათთვის მიუღებელი იყო", ამ დროს ჩაქრა შუქი. შესაბამისად ელექტროენერგიის გარეშე ვეღარ მოხერხდებოდა კონცერტის გაგრძელება და ფესტივალი ჩაიშალა."

თვითმხილველის თქმით, შუქი მხოლოდ მიმდინარე ფესტივალის ტერიტორიაზე ჩაქრა. თელასს მიმართეს თუმცა მათ განაცხადეს, რომ შუქის ჩაქრობის მიზეზი ადგილობრივი დაზიანება გახდა.

ამ წუთებში გაურკვევლია სად ჩატარდება ორდღიანი ფესტივალი.

საერთაშორისო როკ-ფესტივალში, Tbilisi JAM! Fest 2016, მონაწილეობის მისაღებად მუსიკოსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ, მონაწილეობენ ქართველი ჯგუფებიც.

ამბები.ge- ს აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს. მატი განცხადებით კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია.

"საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით იქ თავიდანვე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია და ადგილზე არის სიმშვიდე."- აცხედებენ შსს-ში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია