სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსთავი 2"-ისა და "ტაბულას" პასუხი ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებაზე
"რუსთავი 2"-ისა და "ტაბულას" პასუხი ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებაზე

ტე­ლე­კომ­პა­ნია "ტა­ბუ­ლას" დი­რექ­ტო­რი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი გა­და­ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შე­თა­ვა­ზე­ბას პა­სუ­ხობს.

თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე "რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ელო­დე­ბა და აცხა­დებს, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბა ამის შემ­დეგ გაგ­რძელ­დე­ბა.

"ცხა­დია, "რუს­თა­ვის" სა­ხე­ლით მე ვერ ვი­სა­უბ­რებ - ჩემი და "ტა­ბუ­ლას" სა­ხე­ლით კი შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ მე მზად ვარ დავ­ჯდე იქ, სა­დაც თავს კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნობს რეს­პონ­დენ­ტი, შე­ვა­თან­ხმო სა­კი­თხე­ბი წი­ნას­წარ (მათ შო­რის, ისი­ნიც, სა­დაც ივა­ნიშ­ვილს მის მი­მართ ცი­ლის­წა­მე­ბი­სა და სიც­რუ­ის ტი­რა­ჟი­რე­ბის მხი­ლე­ბა სურს) და ვე­სა­უბ­რო მათ გარ­შე­მო. პირ­და­პი­რი ეთე­რი ცხა­დია პრობ­ლე­მა არ არის - პი­რი­ქით, უკე­თე­სია. თუ მხო­ლოდ ჩემ­თვის არ სურს პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მა, შე­მიძ­ლია თა­ნა­წამ­ყვან­თან ერ­თად დავ­ჯდე - მოკ­ლედ, თქვენ გა­და­წყვი­ტეთ. მე პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ. ვე­ლო­დე­ბით რუს­თა­ვის პა­სუხს და ამის შემ­დეგ გაგ­რძელ­დე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბა", - წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე.

ცოტა ხნის წინ უპა­სუ­ხე ექ­სპრე­მი­ე­რის შე­თა­ვა­ზე­ბას ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა.

"რუს­თა­ვი 2" ვერ და­თან­ხმდე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფორ­მა­ტის შე­მუ­შა­ვე­ბას შემ­დე­გი მი­ზე­ზე­ბის გამო:

1. ჩვენ გვაქვს თოქ­შო­უს მყა­რი სა­ე­თე­რო დრო - სამ­შა­ბა­თი, 22.00 სა­ა­თი, გარ­და გა­და­უ­დე­ბე­ლი ექ­სტრე­მა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი­სა (13 ივ­ნი­სის სტი­ქია, "რუს­თა­ვი 2"-ის სა­სა­მარ­თლო საქ­მე), რო­გო­რა­დაც ამ შემ­თხვე­ვას არ გან­ვი­ხი­ლავთ. შე­სა­ბა­მი­სად, ვერ გან­ვი­ხი­ლავთ ვერც ერთ სხვა ვა­რი­ანტს (შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იყო ოთხშა­ბა­თი);

2. ჩვენ არ ვი­ღებთ რეს­პო­დენ­ტე­ბის­გან ულ­ტი­მა­ტუ­მებს, კი­თხვე­ბის თე­მა­ტი­კა რა სა­კი­თხე­ბით იქ­ნე­ბა შე­მო­ფარ­გლუ­ლი (შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იყო ივა­ნიშ­ვი­ლის წე­რი­ლი და გა­ურ­კვე­ვე­ლი სიც­რუ­ის ტი­რა­ჟი­რე­ბა ჩვენს ეთერ­ში);

3. ჩვენ არ გან­ვი­ხი­ლავთ თოქ­შო­უს ფორ­მატს სხვა (თუნ­დაც ჩვე­ნი­ვე სა­რე­დაქ­ციო ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის გამ­ზი­ა­რე­ბელ მე­გობ­რულ არხთან) ერ­თად მრა­ვა­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით (შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იყო ტე­ლე­კომ­პა­ნია "ტა­ბუ­ლას­თან" ერ­თად შე­რე­უ­ლი ფორ­მა­ტი);

4. ჩვენ არ გან­ვი­ხი­ლავთ შე­საძ­ლებ­ლად ინ­ტერ­ვი­უს სხვა ლო­კა­ცი­ა­ზე, გარ­და "რუს­თა­ვი 2"-ის შე­ნო­ბი­სა (შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იყო ნე­იტ­რა­ლუ­რი ტე­რი­ტო­რია). ჩვე­ნი თოქ­შოუ "არ­ჩე­ვა­ნი" ყო­ველ­თვის ტარ­დე­ბა ჩვენ­სა­ვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, გარდ იმ გა­მო­ნაკ­ლი­სი­სა, როცა რეს­პო­დენ­ტი არ იმ­ყო­ფე­ბა ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. თვით ამ ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე და­სა­ცა­ვი ფი­გუ­რის - სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს თუ ვაკ­მა­ყო­ფი­ლებთ (და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა ჩვე­ნი სტუ­მა­რი), გა­ურ­კვე­ვე­ლია მო­ქა­ლა­ქე ივა­ნიშ­ვი­ლის პრე­ტენ­ზია ლო­კა­ცი­ის შეც­ვლა­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბით, მას შემ­დეგ, რაც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან და­კავ­ში­რე­ბით ეს პრობ­ლე­მა არ შექ­მნი­ლა და ივა­ნიშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვიუ ჩა­ი­წე­რა სწო­რედ სა­ზა­მუს შე­ნო­ბა­ში და არა ნე­იტ­რა­ლურ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე;

5. ჩვენ სრუ­ლი­ად გა­მოვ­რი­ცხავთ მე­სა­მე პი­რის - ე.წ. მო­დე­რა­ტო­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ჩვენს თოქ­შო­უ­ში. ამ­გვა­რი პრაქ­ტი­კა სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს, თუ სა­კი­თხი არ ეხე­ბა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო დე­ბა­ტებს, სა­დაც დე­ბა­ტე­ბის მკაც­რი წე­სე­ბის და დრო­ის ლი­მი­ტე­ბის სა­მარ­თა­ვად იყე­ნე­ბენ მო­დე­რა­ტო­რებს;

შე­სა­ბა­მი­სად, ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2" უარს აცხა­დებს შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ ფორ­მატ­ზე და სა­პა­სუ­ხოდ სთა­ვა­ზობს ბა­ტონ ივა­ნიშ­ვილს შემ­დეგს:

1. წარ­მოდ­გე­ნილ იქ­ნეს რეს­პონ­დენ­ტად გა­და­ცე­მა "არ­ჩე­ვან­ში", ნე­ბის­მი­ერ სამ­შბათს, 22:00 სა­ათ­ზე, "რუს­თა­ვი 2"-ის შე­ნო­ბა­ში, სან­დრო ეუ­ლის 5ა.

2. მის­თვის და­სას­მე­ლი სა­კი­თხე­ბის წრე გა­ნი­სა­ზღვრე­ბა სა­კუთ­რივ არ­ხის მიერ და წი­ნას­წარ ეც­ნო­ბე­ბა (სა­კი­თხე­ბი და არა კონ­კრე­ტუ­ლი შე­კი­თხვე­ბი) რეს­პონ­დენტს;

3. თუ ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლი სა­ჭი­როდ ჩათ­ვლის ჩვენს ეთერ­ში მას­ზე გა­სუ­ლი ცალ­კე­უ­ლი გა­და­ცე­მე­ბის შე­სა­ხებ სა­უ­ბარს, თოქ­შოუ არ­ჩე­ვა­ნის წამ­ყვან გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას­თან ერ­თად, გა­და­ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ასე­ვე ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რო­მელ­თა მხი­ლე­ბა­საც ის აპი­რებს სიც­რუ­ის ტი­რა­ჟი­რე­ბა­ში. მხო­ლოდ ამ­გვა­რად მი­ვიჩ­ნევთ შე­საძ­ლებ­ლად პო­ლე­მი­კის ადეკ­ვა­ტუ­რად წარ­მარ­თვას, რად­გან გი­ორ­გი გა­ბუ­ნია ვერ იქ­ნე­ბა რე­ლე­ვან­ტუ­რი მა­გა­ლი­თად, ეკა კვე­სი­ტა­ძის ან აკა­კი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის მიერ მომ­ზა­დე­ბულ გა­და­ცე­მებ­ზე დის­კუ­სი­ის წარ­სა­მარ­თად;

4. გა­და­ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ მხო­ლოდ "რუს­თა­ვი 2"-ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, ჩვე­ნი პა­ტი­ვის­ცე­მის მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბის მი­მართ. მო­დე­რა­ცი­ას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი - გი­ორ­გი გა­ბუ­ნია;

5. გა­და­ცე­მა გა­და­ი­ცე­მა მხო­ლოდ პირ­და­პირ ეთერ­ში, ვი­ნა­ი­დან, შე­საძ­ლოა დად­გეს ფორ­მა­ტის კო­რექ­ტი­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა და მას­ში და­მა­ტე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ჩარ­თვის სა­ჭი­რო­ე­ბა, ჩვენს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე თან­ხმო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გთხოვთ გვაც­ნო­ბოთ თქვე­ნი პა­სუ­ხი და­სა­გეგმ ეთე­რამ­დე არა უგ­ვი­ა­ნეს 1 კვი­რი­სა", - ნათ­ქვა­მია "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის ნიკა გვა­რა­მი­ას გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც ის ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის სა­ხე­ლით ავ­რცე­ლებს.

ნა­ხეთ: რა პი­რო­ბებს სთა­ვა­ზობს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი "რუს­თა­ვი 2"-სა და "ტა­ბუ­ლას" პირ­და­პირ ეთერ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­ნაც­ვლოდ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"რუსთავი 2"-ისა და "ტაბულას" პასუხი ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებაზე

"რუსთავი 2"-ისა და "ტაბულას" პასუხი ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებაზე

ტელეკომპანია "ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გადაცემაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებას პასუხობს.

თამარ ჩერგოლეიშვილი შეთავაზებაზე "რუსთავი 2"-ის გადაწყვეტილებას ელოდება და აცხადებს, რომ მოლაპარაკება ამის შემდეგ გაგრძელდება.

"ცხადია, "რუსთავის" სახელით მე ვერ ვისაუბრებ - ჩემი და "ტაბულას" სახელით კი შემიძლია გითხრათ, რომ მე მზად ვარ დავჯდე იქ, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობს რესპონდენტი, შევათანხმო საკითხები წინასწარ (მათ შორის, ისინიც, სადაც ივანიშვილს მის მიმართ ცილისწამებისა და სიცრუის ტირაჟირების მხილება სურს) და ვესაუბრო მათ გარშემო. პირდაპირი ეთერი ცხადია პრობლემა არ არის - პირიქით, უკეთესია. თუ მხოლოდ ჩემთვის არ სურს პასუხების გაცემა, შემიძლია თანაწამყვანთან ერთად დავჯდე - მოკლედ, თქვენ გადაწყვიტეთ. მე პრობლემას ვერ ვხედავ. ველოდებით რუსთავის პასუხს და ამის შემდეგ გაგრძელდება მოლაპარაკება", - წერს ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

ცოტა ხნის წინ უპასუხე ექსპრემიერის შეთავაზებას ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა.

"რუსთავი 2" ვერ დათანხმდება ბიძინა ივანიშვილისთვის სპეციალური ფორმატის შემუშავებას შემდეგი მიზეზების გამო:

1. ჩვენ გვაქვს თოქშოუს მყარი საეთერო დრო - სამშაბათი, 22.00 საათი, გარდა გადაუდებელი ექსტრემალური სიტუაციებისა (13 ივნისის სტიქია, "რუსთავი 2"-ის სასამართლო საქმე), როგორადაც ამ შემთხვევას არ განვიხილავთ. შესაბამისად, ვერ განვიხილავთ ვერც ერთ სხვა ვარიანტს (შემოთავაზებული იყო ოთხშაბათი);

2. ჩვენ არ ვიღებთ რესპოდენტებისგან ულტიმატუმებს, კითხვების თემატიკა რა საკითხებით იქნება შემოფარგლული (შემოთავაზებული იყო ივანიშვილის წერილი და გაურკვეველი სიცრუის ტირაჟირება ჩვენს ეთერში);

3. ჩვენ არ განვიხილავთ თოქშოუს ფორმატს სხვა (თუნდაც ჩვენივე სარედაქციო ფასეულობების გამზიარებელ მეგობრულ არხთან) ერთად მრავალი ჟურნალისტის მონაწილეობით (შემოთავაზებული იყო ტელეკომპანია "ტაბულასთან" ერთად შერეული ფორმატი);

4. ჩვენ არ განვიხილავთ შესაძლებლად ინტერვიუს სხვა ლოკაციაზე, გარდა "რუსთავი 2"-ის შენობისა (შემოთავაზებული იყო ნეიტრალური ტერიტორია). ჩვენი თოქშოუ "არჩევანი" ყოველთვის ტარდება ჩვენსავე ტერიტორიაზე, გარდ იმ გამონაკლისისა, როცა რესპოდენტი არ იმყოფება ქვეყნის ტერიტორიაზე. თვით ამ ქვეყნის ყველაზე დასაცავი ფიგურის - საქართველოს პრეზიდენტის უსაფრთხოების გარანტიებს თუ ვაკმაყოფილებთ (და გიორგი მარგველაშვილი არაერთხელ ყოფილა ჩვენი სტუმარი), გაურკვეველია მოქალაქე ივანიშვილის პრეტენზია ლოკაციის შეცვლაზე. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით ეს პრობლემა არ შექმნილა და ივანიშვილის ინტერვიუ ჩაიწერა სწორედ საზამუს შენობაში და არა ნეიტრალურ ტერიტორიაზე;

5. ჩვენ სრულიად გამოვრიცხავთ მესამე პირის - ე.წ. მოდერატორის მონაწილეობას ჩვენს თოქშოუში. ამგვარი პრაქტიკა საერთოდ არ არსებობს, თუ საკითხი არ ეხება წინასაარჩევნო დებატებს, სადაც დებატების მკაცრი წესების და დროის ლიმიტების სამართავად იყენებენ მოდერატორებს;

შესაბამისად, ტელეკომპანია "რუსთავი 2" უარს აცხადებს შემოთავაზებულ ფორმატზე და საპასუხოდ სთავაზობს ბატონ ივანიშვილს შემდეგს:

1. წარმოდგენილ იქნეს რესპონდენტად გადაცემა "არჩევანში", ნებისმიერ სამშბათს, 22:00 საათზე, "რუსთავი 2"-ის შენობაში, სანდრო ეულის 5ა.

2. მისთვის დასასმელი საკითხების წრე განისაზღვრება საკუთრივ არხის მიერ და წინასწარ ეცნობება (საკითხები და არა კონკრეტული შეკითხვები) რესპონდენტს;

3. თუ ბატონი ივანიშვილი საჭიროდ ჩათვლის ჩვენს ეთერში მასზე გასული ცალკეული გადაცემების შესახებ საუბარს, თოქშოუ არჩევანის წამყვან გიორგი გაბუნიასთან ერთად, გადაცემაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ის ჟურნალისტები, რომელთა მხილებასაც ის აპირებს სიცრუის ტირაჟირებაში. მხოლოდ ამგვარად მივიჩნევთ შესაძლებლად პოლემიკის ადეკვატურად წარმართვას, რადგან გიორგი გაბუნია ვერ იქნება რელევანტური მაგალითად, ეკა კვესიტაძის ან აკაკი გოგიჩაიშვილის მიერ მომზადებულ გადაცემებზე დისკუსიის წარსამართად;

4. გადაცემაში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები, ჩვენი პატივისცემის მიუხედავად ჩვენი კოლეგების მიმართ. მოდერაციას განახორციელებს გადაცემის წამყვანი - გიორგი გაბუნია;

5. გადაცემა გადაიცემა მხოლოდ პირდაპირ ეთერში, ვინაიდან, შესაძლოა დადგეს ფორმატის კორექტირების საჭიროება და მასში დამატებით ჟურნალისტების ჩართვის საჭიროება, ჩვენს შემოთავაზებაზე თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ გვაცნობოთ თქვენი პასუხი დასაგეგმ ეთერამდე არა უგვიანეს 1 კვირისა", - ნათქვამია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებაში, რომელსაც ის ტელეკომპანიის სახელით ავრცელებს.

ნახეთ: რა პირობებს სთავაზობს ბიძინა ივანიშვილი "რუსთავი 2"-სა და "ტაბულას" პირდაპირ ეთერში მონაწილეობის სანაცვლოდ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია