მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვისოლ ჯგუფმა" ბავშვებს საზაფხულო დღესასწაული მოუწყო
"ვისოლ ჯგუფმა" ბავშვებს საზაფხულო დღესასწაული მოუწყო

წყნეთ­ში მდე­ბა­რე "სმარ­ტის" და "დან­კინ დო­ნატ­სის" ობი­ექ­ტის ეზო­ში "ვი­სოლ ჯგუფ­მა" "ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნი" გახ­სნა.

ღო­ნის­ძი­ე­ბა ბავ­შვთა დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­და და სტუმ­რად მი­სულ­მა ბავ­შვებ­მა სხვა­დას­ხვა გა­სარ­თობ აქ­ტი­ვო­ბებ­ში მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

"სმარ­ტის" ეზო­ში გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე "ავერ­სის" კლი­ნი­კის პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა პრე­დი­ატ­რებ­მა ბავ­შვე­ბის ჯანრმთე­ლო­ბის შე­სა­ხებ მათ მშობ­ლებს უფა­სო კონ­სულ­ტა­ცია გა­უ­წი­ეს, თუ რო­გორ გა­უფრ­თხილ­დებ­დნენ ისი­ნი ბავ­შვებს ზა­ფხულ­ში - მო­ა­რი­დონ მზეს, არ გა­იყ­ვა­ნონ გა­რეთ უქუ­დოდ, მი­ა­ღე­ბი­ნონ მეტი სი­თხე, ასე­ირ­ნონ ჰა­ერ­ზე და ასე შემ­დეგ.

"ავერ­სის" კლი­ნი­კის გარე სა­კონ­სულ­ტა­ციო ცენ­ტრში ბავ­შვებს "ექი­მო­ბა­ნას" თა­მა­შის სა­შუ­ა­ლე­ბაც ჰქონ­დათ.

პა­ტა­რებს "თო­ლია" ნა­ყი­ნე­ბით გა­უ­მას­პინ­ძლდა, "კოკა-კოლა" კი - გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სას­მე­ლით.

ბავ­შვებ­მა სა­მახ­სოვ­რო ფო­ტო­ე­ბი გა­და­ი­ღეს "სმარ­ტის კორ­პო­რა­ცი­ულ გმირ ციყვთან, "დან­კინ დო­ნატ­სის" მას­კოტ დო­ნატ­სა და ყა­ვას­თან, "ვენ­დის" გო­გო­ნებ­თან.

"სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსე­ლის "სმარ­ტი­სა" და ამე­რი­კუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბის ქსე­ლის წყნე­თის ობი­ექ­ტი დღეს თა­ვის ერ­თგულ მომ­ხმა­რე­ბელ­თან ერ­თად ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნის გახ­სნას ზე­ი­მობს. ბავ­შვე­ბის­თვის უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო შე­თა­ვა­ზე­ბა, აქ­ტი­ვო­ბა და გა­სარ­თო­ბი პროგ­რა­მა გვაქვს, მშობ­ლე­ბის­თვის კი ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო შე­თა­ვა­ზე­ბა გვაქვს, რად­გან "ავერ­სის" პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პე­დი­ატ­რე­ბი მათ უფა­სო კონ­სულ­ტა­ცი­ას გა­უ­წე­ვენ, თუ რო­გორ გა­ვუფრ­თხილ­დეთ ბავ­შვებს ზა­ფხულ­ში",- გა­ნა­ცხა­და "ვი­სოლ ჯგუ­ფის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯერ­მა რუ­სუ­დან კბი­ლაშ­ვილ­მა.

"ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნის" გახ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით "კოკა-კოლა" შე­უ­ერ­თდა ამ ღო­ნის­ძი­ე­ბას და ჩვენს საყ­ვა­რელ პა­ტა­რებს უმას­პინ­ძლდე­ბა უგემ­რი­ე­ლე­სი სას­მე­ლით Fuse Tea", - გა­ნა­ცხა­და "კოკა-კო­ლას" მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ნინა ჯა­ფა­რი­ძემ.

"ვი­სოლ ჯგუფ­მა" წყნეთ­ში სუ­პერ­მარ­კე­ტი "სმარ­ტი" და "დან­კინ დო­ნატ­სის" რეს­ტო­რა­ნი 2015 წელს გახ­სნა და 70-მდე ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბი და­ა­საქ­მა.

"ვი­სოლ ჯგუფ­მა" "სმარ­ტის" ქსე­ლის გან­ვი­თა­რე­ბა 2010 წელს და­ი­წყო. ამე­რი­კუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბის უმ­სხვი­ლეს ოპე­რა­ტორ­თან "დან­კინ დო­ნატსთან" კი ფრან­ჩა­ი­ზინ­გის ექ­სკლუ­ზი­ურ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ხელი 2014 წელს მო­ა­წე­რა. დღეს­დღე­ო­ბით "სმარ­ტის" 16 სუ­პერ­მარ­კე­ტი და "დან­კინ დო­ნატ­სის" 18 რეს­ტო­რა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს დიდ ქა­ლა­ქებ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"ვისოლ ჯგუფმა" ბავშვებს საზაფხულო დღესასწაული მოუწყო

"ვისოლ ჯგუფმა" ბავშვებს საზაფხულო დღესასწაული მოუწყო

წყნეთში მდებარე "სმარტის" და "დანკინ დონატსის" ობიექტის ეზოში "ვისოლ ჯგუფმა" "ზაფხულის სეზონი" გახსნა.

ღონისძიება ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ჩატარდა და სტუმრად მისულმა ბავშვებმა სხვადასხვა გასართობ აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.

"სმარტის" ეზოში გამართულ ღონისძიებაზე "ავერსის" კლინიკის პროფესიონალმა პრედიატრებმა ბავშვების ჯანრმთელობის შესახებ მათ მშობლებს უფასო კონსულტაცია გაუწიეს, თუ როგორ გაუფრთხილდებდნენ ისინი ბავშვებს ზაფხულში - მოარიდონ მზეს, არ გაიყვანონ გარეთ უქუდოდ, მიაღებინონ მეტი სითხე, ასეირნონ ჰაერზე და ასე შემდეგ.

"ავერსის" კლინიკის გარე საკონსულტაციო ცენტრში ბავშვებს "ექიმობანას" თამაშის საშუალებაც ჰქონდათ.

პატარებს "თოლია" ნაყინებით გაუმასპინძლდა, "კოკა-კოლა" კი - გამაგრილებელი სასმელით.

ბავშვებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს "სმარტის კორპორაციულ გმირ ციყვთან, "დანკინ დონატსის" მასკოტ დონატსა და ყავასთან, "ვენდის" გოგონებთან.

"სუპერმარკეტების ქსელის "სმარტისა" და ამერიკული რესტორნების ქსელის წყნეთის ობიექტი დღეს თავის ერთგულ მომხმარებელთან ერთად ზაფხულის სეზონის გახსნას ზეიმობს. ბავშვებისთვის უამრავი საინტერესო შეთავაზება, აქტივობა და გასართობი პროგრამა გვაქვს, მშობლებისთვის კი ასევე საინტერესო შეთავაზება გვაქვს, რადგან "ავერსის" პროფესიონალი პედიატრები მათ უფასო კონსულტაციას გაუწევენ, თუ როგორ გავუფრთხილდეთ ბავშვებს ზაფხულში",- განაცხადა "ვისოლ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა რუსუდან კბილაშვილმა.

"ზაფხულის სეზონის" გახსნასთან დაკავშირებით "კოკა-კოლა" შეუერთდა ამ ღონისძიებას და ჩვენს საყვარელ პატარებს უმასპინძლდება უგემრიელესი სასმელით Fuse Tea", - განაცხადა "კოკა-კოლას" მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნინა ჯაფარიძემ.

"ვისოლ ჯგუფმა" წყნეთში სუპერმარკეტი "სმარტი" და "დანკინ დონატსის" რესტორანი 2015 წელს გახსნა და 70-მდე ადგილობრივი მცხოვრები დაასაქმა.

"ვისოლ ჯგუფმა" "სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერატორთან "დანკინ დონატსთან" კი ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა. დღესდღეობით "სმარტის" 16 სუპერმარკეტი და "დანკინ დონატსის" 18 რესტორანი საქართველოს დიდ ქალაქებში ფუნქციონირებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია