საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტოტზე თოკით ისე იყო ჩამოკიდებული, ფეხებით მიწას წვდებოდა..." - რა გახდა 32 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი?
"ტოტზე თოკით ისე იყო ჩამოკიდებული, ფეხებით მიწას წვდებოდა..." -  რა გახდა 32 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი?

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კურ­დღე­ლა­ურ­ში 32 წლის ვა­სილ რაზ­მა­ძე სოფ­ლის სა­საფ­ლა­ო­ზე გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ახალ­გაზ­რდა კაცს სო­ფელ­ში წე­სი­ერ და მშრო­მელ ადა­მი­ა­ნად იც­ნობ­დნენ. დი­ლით სახ­ლი­დან გა­სუ­ლი სა­ღა­მოს შინ რომ არ დაბ­რუნ­და, შეშ­ფო­თე­ბულ­მა ოჯახ­მა მისი ძებ­ნა და­ი­წყო. მე­ო­რე დღეს მე­გობ­რებ­მა ბიჭი სოფ­ლის სა­საფ­ლა­ო­ზე იპო­ვეს, თვითმხილ­ველ­თა თქმით, გარ­დაც­ვლი­ლი ხეზე თო­კით იმ მდგო­მა­რო­ბა­ში ეკი­და, რომ ფე­ხე­ბით მი­წას ეხე­ბო­და, რაც ახ­ლობ­ლებს აეჭ­ვებთ. მათ­თვის თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სია და­უ­ჯე­რე­ბე­ლია. ამ­ბო­ბენ, რომ ბიჭი შე­საძ­ლოა ჯერ მოკ­ლეს, შემ­დეგ კი თვით­მკვლე­ლო­ბის სცე­ნა გა­ი­თა­მა­შეს. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რა­მაზ რაზ­მა­ძე, ვა­სილ რაზ­მა­ძის ნა­თე­სა­ვი:

- შრო­მის­მოყ­ვა­რე და პა­ტი­ო­სა­ნი კაცი იყო ვა­სი­ლი. უქ­მად არა­სო­დეს მი­ნა­ხავს; სულ რა­ღა­ცას აკე­თებ­და, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი მა­ღა­ზი­ა­შიც მუ­შა­ობ­და. ის და მისი და-ძმა ადრე და­ობ­ლდნენ და დე­დამ სამი შვი­ლი რის ვა­ი­ვაგ­ლა­ხით გა­ზარ­და; ძა­ლი­ან მძი­მე შრო­მა უხ­დე­ბო­და ქვრივ ქალს, რომ შვი­ლე­ბი გა­მო­ეკ­ვე­ბა და ფეხ­ზე და­ე­ყე­ნე­ბი­ნა. ბო­ლოს კი აი, რა გა­მო­ვი­და, - უკვე და­კა­ცე­ბუ­ლი შვი­ლი გა­მო­ე­ცა­ლა ხე­ლი­დან.

- თუ ეს თვით­მკვლე­ლო­ბაა, რას უნდა აე­ძუ­ლე­ბი­ნა, ვა­სი­ლი, რომ ასე­თი ნა­ბი­ჯი გა­და­ედ­გა?

- გარ­დაც­ვლილს ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და და მალე შე­ვი­ტყობთ, ეს თვით­მკვლე­ლო­ბა იყო, თუ - არა. ისე, ახ­ლობ­ლებს, რა თქმა უნდა, გვაქვს ვა­რა­უ­დი, რას შე­იძ­ლე­ბო­და მი­ეყ­ვა­ნა ვა­სი­ლი, აქამ­დე, თუმ­ცა, ვიდ­რე ექ­სპერ­ტი­ზა დას­კვნას და­დებს, გვირ­ჩევ­ნია ამა­ზე არ ვი­ლა­პა­რა­კოთ.

მომ­ხდა­რის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზეზ­ზე გვე­სა­უბ­რა სო­ფელ კურ­დღე­ლა­უ­რის სხვა მა­ცხოვ­რებ­ლი, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა:

- ვე­რა­ვინ წარ­მო­ვიდ­გენ­დით, რომ ასეთ კარგ ბიჭს მსგავ­სი რამ და­ე­მარ­თე­ბო­და... გული ჰქონ­და უსა­ზღვროდ კე­თი­ლი და რო­გორც ჩანს, ამან და­ღუ­პა. ამ­ბო­ბენ, ფუ­ლის სეს­ხე­ბი­სას შუ­ა­ში ჩა­უდ­გა ვი­ღა­ცა­სო. ბო­ლოს ისე მოხ­და, რომ რად­გან მსეს­ხე­ბელ­მა ფული აღარ და­აბ­რუ­ნა, ვა­სილს მი­ად­გნენ, - რად­გან შენ შუ­ა­მა­ვა­ლი ხარ, პა­სუ­ხიც შენ უნდა აგო და ფული უნდა დაგ­ვიბ­რუ­ნოო. იმ დღე­საც, სახ­ლი­დან როცა გა­ვი­და, ოჯახ­ში გა­ი­გო­ნეს რო­გორ უპა­სუ­ხა ვი­ღა­ცის ზარს და და­პირ­და, - კარ­გი, 20 წუთ­ში მო­ვა­ლო. ამის მერე წა­ვი­და და აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. დღეს გა­სეს­ხე­ბუ­ლი ფუ­ლის მი­ზე­ზით ათა­სი ჯუ­რის უბე­დუ­რე­ბა ხდე­ბა და რა გა­საკ­ვი­რია ამ კე­თი­ლი და პა­ტი­ო­სა­ნი ბი­ჭის­თვი­საც და­ე­ტე­ხათ თავ­ზე უბე­დუ­რე­ბა!... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

"ტოტზე თოკით ისე იყო ჩამოკიდებული, ფეხებით მიწას წვდებოდა..." - რა გახდა 32 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი?

"ტოტზე თოკით ისე იყო ჩამოკიდებული, ფეხებით მიწას წვდებოდა..." -  რა გახდა 32 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი?

რამდენიმე დღის წინ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში 32 წლის ვასილ რაზმაძე სოფლის სასაფლაოზე გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა კაცს სოფელში წესიერ და მშრომელ ადამიანად იცნობდნენ. დილით სახლიდან გასული საღამოს შინ რომ არ დაბრუნდა, შეშფოთებულმა ოჯახმა მისი ძებნა დაიწყო. მეორე დღეს მეგობრებმა ბიჭი სოფლის სასაფლაოზე იპოვეს, თვითმხილველთა თქმით, გარდაცვლილი ხეზე თოკით იმ მდგომარობაში ეკიდა, რომ ფეხებით მიწას ეხებოდა, რაც ახლობლებს აეჭვებთ. მათთვის თვითმკვლელობის ვერსია დაუჯერებელია. ამბობენ, რომ ბიჭი შესაძლოა ჯერ მოკლეს, შემდეგ კი თვითმკვლელობის სცენა გაითამაშეს. შსს-ს ინფორმაციით, საქმის გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

რამაზ რაზმაძე, ვასილ რაზმაძის ნათესავი:

- შრომისმოყვარე და პატიოსანი კაცი იყო ვასილი. უქმად არასოდეს მინახავს; სულ რაღაცას აკეთებდა, გარკვეული პერიოდი მაღაზიაშიც მუშაობდა. ის და მისი და-ძმა ადრე დაობლდნენ და დედამ სამი შვილი რის ვაივაგლახით გაზარდა; ძალიან მძიმე შრომა უხდებოდა ქვრივ ქალს, რომ შვილები გამოეკვება და ფეხზე დაეყენებინა. ბოლოს კი აი, რა გამოვიდა, - უკვე დაკაცებული შვილი გამოეცალა ხელიდან.

- თუ ეს თვითმკვლელობაა, რას უნდა აეძულებინა, ვასილი, რომ ასეთი ნაბიჯი გადაედგა?

- გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარდა და მალე შევიტყობთ, ეს თვითმკვლელობა იყო, თუ - არა. ისე, ახლობლებს, რა თქმა უნდა, გვაქვს ვარაუდი, რას შეიძლებოდა მიეყვანა ვასილი, აქამდე, თუმცა, ვიდრე ექსპერტიზა დასკვნას დადებს, გვირჩევნია ამაზე არ ვილაპარაკოთ.

მომხდარის სავარაუდო მიზეზზე გვესაუბრა სოფელ კურდღელაურის სხვა მაცხოვრებლი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა:

- ვერავინ წარმოვიდგენდით, რომ ასეთ კარგ ბიჭს მსგავსი რამ დაემართებოდა... გული ჰქონდა უსაზღვროდ კეთილი და როგორც ჩანს, ამან დაღუპა. ამბობენ, ფულის სესხებისას შუაში ჩაუდგა ვიღაცასო. ბოლოს ისე მოხდა, რომ რადგან მსესხებელმა ფული აღარ დააბრუნა, ვასილს მიადგნენ, - რადგან შენ შუამავალი ხარ, პასუხიც შენ უნდა აგო და ფული უნდა დაგვიბრუნოო. იმ დღესაც, სახლიდან როცა გავიდა, ოჯახში გაიგონეს როგორ უპასუხა ვიღაცის ზარს და დაპირდა, - კარგი, 20 წუთში მოვალო. ამის მერე წავიდა და აღარ დაბრუნებულა. დღეს გასესხებული ფულის მიზეზით ათასი ჯურის უბედურება ხდება და რა გასაკვირია ამ კეთილი და პატიოსანი ბიჭისთვისაც დაეტეხათ თავზე უბედურება!... განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ