დაშორდა თუ არა ნუკი კოშკელიშვილი ქმარს - რა კომენტარს აკეთებს ტელეწამყვანი

დაშორდა თუ არა ნუკი კოშკელიშვილი ქმარს - რა კომენტარს აკეთებს ტელეწამყვანი

ნუკი კოშკელიშვილი ერთი კვირის წინ საქართველოში დაბრუნდა. ტელეწამყვანმა ერთი წლის წინ ამერიკელ მამაკაცზე იქორწინა და საცხოვრებლად სწორედ ამერიკაში გადავიდა. რა გახდა მისი საქართველოში დაბრუნების მიზეზი ამის შესახებ ნუკიმ Ambebi.ge - ს ექსკლუზიურად უამბო.

- ერთი კვირის წინ დავბრუნდი საქართველოში. დიდხანს გამიგრძელდა ამერიკაში ყოფნა. ამ დრომდე ვერ ვახერხებდი ჩემს ქვეყანაში დაბრუნებას და მოგზაურობას. საბუთები მქონდა მოსაგვარებელი. ძალიან მომენატრა საქართველო. ბავშვობიდან ვამბობ, რომ ზაფხულის გასატარებლად თბილისი და ბათუმი ყველაზე კარგი ადგილია. ცოტა დიდი ხნით დავრჩები საქართველოში, მოვინახულებ ჩემს საყვარელ ხალხს, ახლობლებს და ადამიანებს. კიდევ ორი თვით დავრჩები აქ.

- სულ ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ერთ-ერთი გადაცემის პრომო, რომლის ნახვის შემდეგ წერენ, რომ თითქოს ქმარს დაშორდით...

- რა სისულელეა. ეს ინტერვიუ ნამდვილად გაფანტავს მაგ ჭორებს. ბენი მალე დამეწევა და დაახლოებით ერთ კვირაში ისიც ჩამოვა საქართველოში.

იხილეთ ვიდეო

- საქმიან შემოთავაზებებს თუ დათანხმდებით საქართველოში?

- განვიხილავ გარკვეულ შემოთავაზებებს, მაგრამ გრძელვადიან პროექტებს ვერ დავთანხმდები. მე ოჯახი მყავს ამერიკაში და სამწუხაროდ, დიდი ხნით ვერ დავრჩები საქართველოში.

როგორი დაგხვდათ საქართველო?

- მე სადაც არ უნდა ვიყო სულ თვალს ვადევნებ რა ხდება საქართველოში. ზუსტად ისეთი დამხვდა საქართველო როგორიც იყო და ვხედავდი ამერიკიდან. უბრალოდ მენატრებოდა ჩემი ქვეყანა.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

ასევე ნახეთ: "ნებისმიერ ქართველ დიასახლისს ვაჯობე" - რა გააკეთებინა ნუკი კოშკელიშვილს ამერიკულმა სიყვარულმა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია