პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინტერვიუს პროვოკაციის სუნი ასდიოდა" - რას ამბობენ საზოგადო მოღვაწეები ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე?
"ინტერვიუს პროვოკაციის სუნი ასდიოდა" - რას ამბობენ საზოგადო მოღვაწეები ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე?

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გა­და­ცე­მის "ინ­ტერVIEW" სა­ლო­მე ასა­თი­ა­ნის სტუ­მა­რი იყო…. ინ­ტერ­ვი­უმ დიდი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს აკ­რი­ტი­კებს, ნა­წი­ლი - წამ­ყვანს... თა­ვი­ან­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ცნო­ბილ­მა სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ებ­მა გაგ­ვი­ზი­ა­რეს.

გია ბუ­ღა­ძე, მხატ­ვა­რი:

- გა­და­ცე­მას ბო­ლომ­დე ვერ ვუ­ყუ­რე. ძა­ლი­ან შე­მე­ცო­და სტუ­მა­რი და შე­მე­ცო­და ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა! რაც შე­ე­ხე­ბა სა­ლო­მე ასა­თი­ანს, ქა­ლა­ქი პა­ტა­რაა, ჭო­რე­ბი მალე ვრცელ­დე­ბა და ვიცი, რომ ძა­ლი­ან მძი­მე დღე­ში ჩა­აგ­დეს ეს უნი­ჭი­ე­რე­სი გოგო! აშ­კა­რა იყო ბი­ძი­ნას შე­კი­თხვე­ბი არ მოს­წონ­და, სულ შე­ნიშ­ვნებს აძ­ლევ­და. სა­ლო­მეს ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობ, ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ჭკვი­ა­ნი გო­გოა და ბუ­ნებ­რი­ვია, ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და ასეთ ამ­ბი­ცი­ურ ადა­მი­ან­თან ინ­ტერ­ვიუ!

გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი:

- არ მო­მის­მე­ნია, მაგ­რამ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ცუდს არა­ფერს იტყო­და!

- რა­ტომ ხართ ასე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი?

- რა­ტომ ვარ შვი­ლო და იმი­ტომ! ჩა­მა­ცივ­დით ახლა! რაც მაგ კაცს სი­კე­თე აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, და­მა­ნა­ხეთ მე­ო­რე ვინ­მე!

- თქვე­ნი აზ­რით, უშეც­დო­მოა?

- ოჰ, ახლა შეც­დო­მე­ბი, არა ისა! თქვენ ხომ მეტი არა­ფე­რი არ გა­ინ­ტე­რე­სებთ, ოღონ­დაც ხალ­ხმა ერ­თმა­ნე­თი ლან­ძღოს და ჭა­მოს... სი­კე­თის და­ნახ­ვა არ გინ­დათ, მარ­ტო ცუდი გახ­სოვთ!

ქეთი დო­ლი­ძე, რე­ჟი­სო­რი:

- ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არის უკი­დუ­რე­სად ნე­გა­ტი­უ­რი! არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მია, რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტი ლა­პა­რა­კის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს რეს­პონ­დენტს. მას და­ვა­ლე­ბა ჰქონ­და და­ებ­ნია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ოღონ­დაც რაში სჭირ­დე­ბო­და ეს, ვერ გა­ვი­გე?! ჟურ­ნა­ლის­ტი იქ­ცე­ო­და, რო­გორც ცუ­დად აღ­ზრდი­ლი ადა­მი­ა­ნი! გა­და­ხე­დოს ამ ჟურ­ნა­ლის­ტმა უცხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბის მუ­შა­ო­ბას, თუ რო­გორ მიჰ­ყავთ ინ­ტრვიუ. რო­გორ აც­ლი­ან რეს­პონ­დენტს სა­უ­ბარს! დამ­რჩა შთა­ბეჭდ­ლე­ბა, რომ და­ვა­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და რეს­პონ­დენ­ტის­თვის სი­ტყვა არ ეთ­ქმე­ვი­ნე­ბი­ნა, ყვე­ლა­ფერ­ში შე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და და და­ეს­ვა "ჩამ­ჭრე­ლი" კი­თხვე­ბი! ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი პრო­ვო­კა­ცი­ის სუნი ას­დი­ო­და, რა­საც ჟურ­ნა­ლის­ტი­კას­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს! ჟურ­ნა­ლისტს რო­მე­ლი ცი­ტა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბაც გჭირ­დე­ბა ინ­ტერ­ვი­უს დროს, ის ცალ­კე ფურ­ცელ­ზე უნდა გქონ­დეს ამო­ბეჭ­დი­ლი!

გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"ინტერვიუს პროვოკაციის სუნი ასდიოდა" - რას ამბობენ საზოგადო მოღვაწეები ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე?

"ინტერვიუს პროვოკაციის სუნი ასდიოდა" - რას ამბობენ საზოგადო მოღვაწეები ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე?

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გადაცემის "ინტერVIEW" სალომე ასათიანის სტუმარი იყო…. ინტერვიუმ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, საზოგადოების ნაწილი ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს, ნაწილი - წამყვანს... თავიანთი შთაბეჭდილება ცნობილმა საზოგადო მოღვაწეებმა გაგვიზიარეს.

გია ბუღაძე, მხატვარი:

- გადაცემას ბოლომდე ვერ ვუყურე. ძალიან შემეცოდა სტუმარი და შემეცოდა ჩვენი ქვეყანა! რაც შეეხება სალომე ასათიანს, ქალაქი პატარაა, ჭორები მალე ვრცელდება და ვიცი, რომ ძალიან მძიმე დღეში ჩააგდეს ეს უნიჭიერესი გოგო! აშკარა იყო ბიძინას შეკითხვები არ მოსწონდა, სულ შენიშვნებს აძლევდა. სალომეს ბავშვობიდან ვიცნობ, ის განსაკუთრებულად ჭკვიანი გოგოა და ბუნებრივია, ძალიან რთული იქნებოდა ასეთ ამბიციურ ადამიანთან ინტერვიუ!

გივი ბერიკაშვილი, მსახიობი:

- არ მომისმენია, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი ცუდს არაფერს იტყოდა!

- რატომ ხართ ასე დარწმუნებული?

- რატომ ვარ შვილო და იმიტომ! ჩამაცივდით ახლა! რაც მაგ კაცს სიკეთე აქვს გაკეთებული, დამანახეთ მეორე ვინმე!

- თქვენი აზრით, უშეცდომოა?

- ოჰ, ახლა შეცდომები, არა ისა! თქვენ ხომ მეტი არაფერი არ გაინტერესებთ, ოღონდაც ხალხმა ერთმანეთი ლანძღოს და ჭამოს... სიკეთის დანახვა არ გინდათ, მარტო ცუდი გახსოვთ!

ქეთი დოლიძე, რეჟისორი:

- ჩემი დამოკიდებულება არის უკიდურესად ნეგატიური! არაპროფესიონალიზმია, როდესაც ჟურნალისტი ლაპარაკის საშუალებას არ აძლევს რესპონდენტს. მას დავალება ჰქონდა დაებნია ბიძინა ივანიშვილი, ოღონდაც რაში სჭირდებოდა ეს, ვერ გავიგე?! ჟურნალისტი იქცეოდა, როგორც ცუდად აღზრდილი ადამიანი! გადახედოს ამ ჟურნალისტმა უცხოელი კოლეგების მუშაობას, თუ როგორ მიჰყავთ ინტრვიუ. როგორ აცლიან რესპონდენტს საუბარს! დამრჩა შთაბეჭდლება, რომ დავალებული ჰქონდა რესპონდენტისთვის სიტყვა არ ეთქმევინებინა, ყველაფერში შეწინააღმდეგებოდა და დაესვა "ჩამჭრელი" კითხვები! ინტერვიუს სრული პროვოკაციის სუნი ასდიოდა, რასაც ჟურნალისტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს! ჟურნალისტს რომელი ციტატების გამოყენებაც გჭირდება ინტერვიუს დროს, ის ცალკე ფურცელზე უნდა გქონდეს ამობეჭდილი!

გაგრძელება

"ქუჩის თეატრს" დახმარება სჭირდება - "შენობაში გაჩენილმა ხანძარმა ყველა რეკვიზიტი და კოსტიუმი დაგვიწვა"

თაღლითობა ლელა წურწუმიას და სოფო ნიჟარაძის სახელით - ორგანიზებულმა ჯგუფმა ასობით ინტერნეტმომხმარებელი მოატყუა

"ყველა გახარებულია, რადგან მისი გამოჯანმრთელების იმედი გაგვიჩნდა" - რას ამბობს ნუგზარ კვაშალი თემურ წილკაურის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე