პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
14 წლის ლუკას სევდიანი ამბავი, რომელიც კეთილად უნდა დასრულდეს: "არც ერთი ნიჭიერი ადამიანი არ გვყავს დასაკარგი..."
14 წლის ლუკას სევდიანი ამბავი, რომელიც კეთილად უნდა დასრულდეს: "არც ერთი ნიჭიერი ადამიანი არ გვყავს დასაკარგი..."

26 მა­ისს, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს, რუს­თა­ველ­ზე, ერთ-ერთ ღია კა­ფე­ში 13-14 წლის ბიჭი შე­ვი­და, ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე სა­ოც­რად და­უკ­რა და იქა­უ­რო­ბა ისე და­ტო­ვა, რომ მისი სა­ხე­ლი და გვა­რი ვე­რა­ვინ გა­ი­გო.

იქ მყოფ­მა მსა­ხი­ობ­მა ანა ქურ­თუ­ბა­ძემ ბი­ჭუ­ნას ტე­ლე­ფო­ნით გა­და­ღე­ბა მო­ას­წრო, ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ატ­ვირ­თა და სა­ბო­ლო­ოდ, პა­ტა­რა პი­ა­ნის­ტით მა­ესტრო ნიკა რაჭ­ვე­ლიც და­ინ­ტე­რე­სე­და. "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერ­და: "მი­პოვ­ნეთ, რა ეს ბავ­შვი... ძა­ლი­ან გთხოვთ..."

იხი­ლეთ ვი­დეო

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის ძა­ლამ გაჭ­რა, მალე ბი­ჭის სა­ხე­ლი და გვა­რიც გახ­და ცნო­ბი­ლი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გო­ნე­ბა­ში ზუს­ტად ორი წლის წინ გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი ამო­ტივ­ტივ­და - ბიჭ­მა მა­შინ palitratv.ge-ის გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის ყუ­რა­დღე­ბა კრწა­ნი­სის რე­ზი­დენ­ცი­ას­თან, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის დაკ­რძალ­ვის დღეს მი­ი­პყრო, სა­დაც ის დე­დას­თან ერ­თად იყო მი­სუ­ლი. იმ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის და­ნახ­ვი­სას, ხმა­მაღ­ლა შეს­ძა­ხა: "ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, ერთი წუ­თით!", თუმ­ცა ღა­რი­ბაშ­ვილ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა, გა­სა­უბ­რე­ბა და სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლის გამ­ხე­ლა, ვერ მო­ა­ხერ­ხა, რად­გა­ნაც დაც­ვამ ბი­ჭუ­ნა პრე­მი­ერ­თან არ მი­უშ­ვა.

სწო­რედ palitratv.ge-ს გა­უმ­ხი­ლა მა­შინ უც­ნობ­მა ბი­ჭუ­ნამ, რისი თხოვ­ნა სურ­და პრე­მი­ე­რის­თვის - 13 წლის ლუკა გო­დიშ­ვილს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის­თვის კომ­პი­უ­ტე­რი უნ­დო­და ეთხო­ვა. უფრო ვრცლად გა­ჭირ­ვე­ბის შე­სა­ხებ გა­დამ­ღებ ჯგუფს ლუ­კას დე­დამ უამ­ბო: "ჩემს შვილს არ აქვს და­სა­ძი­ნე­ბე­ლი ად­გი­ლი, ბავ­ში სკო­ლა­ში რომ წავა და სახ­ლში და­საჯ­დო­მი და და­სა­წო­ლი არ ექ­ნე­ბა... ექვს ბავ­შვს ვზრდი მარ­ტო, სამ­სა­ხუ­რი მინ­და... ლუ­კამ შვიდ­წლე­დი და­ამ­თავ­რა, მას არ აქვს კლა­ვი­ში სახ­ლში, ჩემს შვი­ლე­ბი­დან ზოგს ჩემს დას­თან სძი­ნავს, ზოგს ამ­ხა­ნაგ­თან, 12 კვ.მ ფარ­თში ვცხოვ­რობთ. ია­ტაკ­ზე ვწე­ვარ, მე­ნატ­რე­ბა სა­წო­ლი... ღმერ­თმა ხელი მო­უ­მარ­თოს ბა­ტონ ირაკ­ლის, იქ­ნებ და­მეხ­მა­როს, რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც ექ­ნე­ბა".

palitratv.ge-ს სი­უ­ჟე­ტი­დან შე­ი­ტყო ლუ­კას სურ­ვი­ლის შე­სა­ხებ იმ­ჟა­მინ­დელ­მა პრე­მი­ერ­მა. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლის მოს­წავ­ლეს, პრე­მი­ე­რის სა­ხე­ლით, სა­ჩუქ­რად გა­დას­ცეს ფან­დუ­რი, პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რი, ფეხ­ბურ­თის ბურ­თი და სპორ­ტუ­ლი სა­მო­სი, რო­მე­ლიც მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხის ყვე­ლა­ზე უმ­ცროს­მა წევ­რმა პრე­მი­ე­რის­გან ითხო­ვა.

ლუკა ახლა 14 წლი­საა. ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლის მოს­წავ­ლეა, კარ­გად სწავ­ლობს, უკ­რავს ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე, ხალ­ხურ საკ­რა­ვებ­ზე, მღე­რის და ხა­ტავს. ცხოვ­რობს ავ­ჭა­ლა­ში, მძი­მე სო­ცი­ა­ლურ პი­რო­ბებ­ში, დე­დას­თან და დედ­მა­მიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად. ბიჭს არ აქვს სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბი იმის­თვის, რომ ის მო­ნა­ცე­მე­ბი, რაც მას გა­აჩ­ნია, გა­ნა­ვი­თა­როს. AMBEBI.GE ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლის თა­ნამ­შრომ­ლებს ესა­უბ­რა, სა­დაც გვი­თხრეს, რომ ის ხში­რად ხდე­ბა სხვა­დას­ხვა ფეს­ტი­ვა­ლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, რი­თაც პე­და­გო­გებს ძა­ლი­ან ახა­რებს და აო­ცებს კი­დეც, რად­გა­ნაც მას სახ­ლში ინ­სტრუ­მენ­ტი არ აქვს, რომ იმე­ცა­დი­ნოს. "თუკი რა­მეს ახერ­ხებს, ისიც ისევ აქ მო­დის გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ და სკო­ლა­ში მე­ცა­დი­ნე­ობს" - გვი­თხრეს ლუ­კას სას­წავ­ლე­ბელ­ში.

მა­რი­ნა ბე­რი­ძე, მუ­სი­კის­მცოდ­ნე: "ეს ბავ­შვი, პირ­ვე­ლად, ცოტა ხნის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვნა­ხე, მისი დაკ­რუ­ლი მო­ვის­მი­ნე და მივ­ხვდი, რომ ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რია, თუმ­ცა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დამ­რჩა, რომ მუ­სი­კა­ზე არ და­დის და ამ ყვე­ლა­ფერს თვი­თონ მი­აღ­წია. მოკ­ლედ, ფაქ­ტია, რომ სა­ხე­ზეა ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი.

ფრთხი­ლი ვარ და ჩემი გადსა­ხე­დი­დან ვი­ტყვი, რომ ამ ყვე­ლა­ფერს არ უნდა მი­ე­ცეს რა­ღაც სპე­კუ­ლი­რე­ბის ფორ­მა, უბ­რა­ლოდ, უნდა მოვ­ნა­ხოთ ბავ­შვი, მაგ­რამ ჯერ მას­ზე ხელი არ მიმწვდე­ბა. თუმ­ცა ყური მოვ­კა­რი, რომ ნიკა რაჭ­ველ­თან ეს თემა უკვე და­იძ­რა. ნიკა ის მუ­სი­კო­სია, რო­მე­ლიც ამის­გან შოუს კი არ შექ­მნის, - არი­ქა და ვი­პო­ვეთ!

ბავ­შვი ძა­ლი­ან მშვი­დად და წყნა­რად უნდა იყოს კარგ მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში მი­მაგ­რე­ბუ­ლი და მი­მაჩ­ნია, რომ დღეს ნი­ჭი­ერ­თა ათწლე­დი ამ ყვე­ლა­ფერს პა­სუ­ხობს.

ისე, მე კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მივ­მარ­თავ­დი, რად­გა­ნაც 29-მი­ლი­ო­ნი­დან 300 დო­ლა­რი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყოს და პი­ა­ნი­ნო უყი­დონ. იქ­ნე­ბო­და მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ და ძა­ლი­ან მშვი­დად და­ი­წყებ­და სე­რი­ო­ზულ სწავ­ლე­ბას, რად­გა­ნაც ქვე­ყა­ნას არც ერთი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი არ ჰყავს და­სა­კარ­გი. მაგ­რამ ვი­მე­ო­რებ, ამის გამო ალი­ა­ქო­თი არ უნდა ატყდეს, ვუნ­დერ­კინ­დებ­თან ხმა­მა­ღა­ლი შო­უ­ე­ბის მო­წყო­ბა არ მიყ­ვარს, რად­გა­ნაც ბავ­შვი ფა­ქი­ზი ინ­სტრუ­მენ­ტია. მას მშვი­დი გან­ვი­თა­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

- პი­რა­დად თქვენ რა შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­კე­თოთ ამ მო­ზარ­დის­თვის?

- შე­მიძ­ლია მო­ვის­მი­ნო, შემ­დეგ მი­ვიყ­ვა­ნო ათწლედ­ში, იქ ჩა­ვა­ბა­რო (უკვე პე­და­გო­გიც კი ვიცი, ვინ უნდა იყოს) და წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ, ოთხშა­ბათს მო­ვიყ­ვა­ნო გა­და­ცემ­ში და გვაჩ­ვე­ნონ რო­გორ მი­დი­ან წინ, - ამ ყვე­ლა­ფერ­ში ასეთ საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბას ვხე­დავ და არა იმას, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ით მოხ­დეს აფი­ში­რე­ბა, რომ პი­ა­ნი­ნო მი­უ­ტა­ნეს, რა კე­თი­ლე­ბი ვართ. არა, ძა­ლი­ან წყნა­რად უნდა იზ­რუ­ნონ მის გა­ნათ­ლე­ბა­სა და გა­ვი­თა­რე­ბა­ზე.

ვი­მე­დოვ­ნებთ, ლუ­კას ის­ტო­რი­ას კე­თი­ლი გაგ­რძე­ლე­ბა ექ­ნე­ბა და ნი­ჭი­ე­რი ბიჭი სა­თა­ნა­დო ხელ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა... AMBEBI.GE ნი­ჭი­ე­რი ბი­ჭუ­ნას ის­ტო­რი­ას მო­მა­ვალ­შიც მი­ა­დევ­ნებს თვალს და მისი წარ­მა­ტე­ბე­ბის შე­სა­ხებ შე­გა­ტყო­ბი­ნებთ...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom

14 წლის ლუკას სევდიანი ამბავი, რომელიც კეთილად უნდა დასრულდეს: "არც ერთი ნიჭიერი ადამიანი არ გვყავს დასაკარგი..."

14 წლის ლუკას სევდიანი ამბავი, რომელიც კეთილად უნდა დასრულდეს: "არც ერთი ნიჭიერი ადამიანი არ გვყავს დასაკარგი..."

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რუსთაველზე, ერთ-ერთ ღია კაფეში 13-14 წლის ბიჭი შევიდა, ფორტეპიანოზე საოცრად დაუკრა და იქაურობა ისე დატოვა, რომ მისი სახელი და გვარი ვერავინ გაიგო.

იქ მყოფმა მსახიობმა ანა ქურთუბაძემ ბიჭუნას ტელეფონით გადაღება მოასწრო, ვიდეო სოციალურ ქსელში ატვირთა და საბოლოოდ, პატარა პიანისტით მაესტრო ნიკა რაჭველიც დაინტერესედა. "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერდა: "მიპოვნეთ, რა ეს ბავშვი... ძალიან გთხოვთ..."

იხილეთ ვიდეო

სოციალური ქსელის ძალამ გაჭრა, მალე ბიჭის სახელი და გვარიც გახდა ცნობილი და ჟურნალისტების გონებაში ზუსტად ორი წლის წინ გადაღებული კადრები ამოტივტივდა - ბიჭმა მაშინ palitratv.ge-ის გადამღები ჯგუფის ყურადღება კრწანისის რეზიდენციასთან, ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის დღეს მიიპყრო, სადაც ის დედასთან ერთად იყო მისული. იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დანახვისას, ხმამაღლა შესძახა: "ბატონო ირაკლი, ერთი წუთით!", თუმცა ღარიბაშვილთან მიახლოება, გასაუბრება და საკუთარი სურვილის გამხელა, ვერ მოახერხა, რადგანაც დაცვამ ბიჭუნა პრემიერთან არ მიუშვა.

სწორედ palitratv.ge-ს გაუმხილა მაშინ უცნობმა ბიჭუნამ, რისი თხოვნა სურდა პრემიერისთვის - 13 წლის ლუკა გოდიშვილს ირაკლი ღარიბაშვილისთვის კომპიუტერი უნდოდა ეთხოვა. უფრო ვრცლად გაჭირვების შესახებ გადამღებ ჯგუფს ლუკას დედამ უამბო: "ჩემს შვილს არ აქვს დასაძინებელი ადგილი, ბავში სკოლაში რომ წავა და სახლში დასაჯდომი და დასაწოლი არ ექნება... ექვს ბავშვს ვზრდი მარტო, სამსახური მინდა... ლუკამ შვიდწლედი დაამთავრა, მას არ აქვს კლავიში სახლში, ჩემს შვილებიდან ზოგს ჩემს დასთან სძინავს, ზოგს ამხანაგთან, 12 კვ.მ ფართში ვცხოვრობთ. იატაკზე ვწევარ, მენატრება საწოლი... ღმერთმა ხელი მოუმართოს ბატონ ირაკლის, იქნებ დამეხმაროს, რისი საშუალებაც ექნება".

palitratv.ge-ს სიუჟეტიდან შეიტყო ლუკას სურვილის შესახებ იმჟამინდელმა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ხელოვნების სკოლის მოსწავლეს, პრემიერის სახელით, საჩუქრად გადასცეს ფანდური, პერსონალური კომპიუტერი, ფეხბურთის ბურთი და სპორტული სამოსი, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახის ყველაზე უმცროსმა წევრმა პრემიერისგან ითხოვა.

ლუკა ახლა 14 წლისაა. ხელოვნების სკოლის მოსწავლეა, კარგად სწავლობს, უკრავს ფორტეპიანოზე, ხალხურ საკრავებზე, მღერის და ხატავს. ცხოვრობს ავჭალაში, მძიმე სოციალურ პირობებში, დედასთან და დედმამიშვილებთან ერთად. ბიჭს არ აქვს სათანადო პირობები იმისთვის, რომ ის მონაცემები, რაც მას გააჩნია, განავითაროს. AMBEBI.GE ხელოვნების სკოლის თანამშრომლებს ესაუბრა, სადაც გვითხრეს, რომ ის ხშირად ხდება სხვადასხვა ფესტივალის გამარჯვებული, რითაც პედაგოგებს ძალიან ახარებს და აოცებს კიდეც, რადგანაც მას სახლში ინსტრუმენტი არ აქვს, რომ იმეცადინოს. "თუკი რამეს ახერხებს, ისიც ისევ აქ მოდის გაკვეთილების შემდეგ და სკოლაში მეცადინეობს" - გვითხრეს ლუკას სასწავლებელში.

მარინა ბერიძე, მუსიკისმცოდნე: "ეს ბავშვი, პირველად, ცოტა ხნის სოციალურ ქსელში ვნახე, მისი დაკრული მოვისმინე და მივხვდი, რომ ძალიან ნიჭიერია, თუმცა შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მუსიკაზე არ დადის და ამ ყველაფერს თვითონ მიაღწია. მოკლედ, ფაქტია, რომ სახეზეა ნიჭიერი ადამიანი.

ფრთხილი ვარ და ჩემი გადსახედიდან ვიტყვი, რომ ამ ყველაფერს არ უნდა მიეცეს რაღაც სპეკულირების ფორმა, უბრალოდ, უნდა მოვნახოთ ბავშვი, მაგრამ ჯერ მასზე ხელი არ მიმწვდება. თუმცა ყური მოვკარი, რომ ნიკა რაჭველთან ეს თემა უკვე დაიძრა. ნიკა ის მუსიკოსია, რომელიც ამისგან შოუს კი არ შექმნის, - არიქა და ვიპოვეთ!

ბავშვი ძალიან მშვიდად და წყნარად უნდა იყოს კარგ მუსიკალურ სკოლაში მიმაგრებული და მიმაჩნია, რომ დღეს ნიჭიერთა ათწლედი ამ ყველაფერს პასუხობს.

ისე, მე კულტურის სამინისტროს მივმართავდი, რადგანაც 29-მილიონიდან 300 დოლარი შეიძლება გამოიყოს და პიანინო უყიდონ. იქნებოდა მეთვალყურეობის ქვეშ და ძალიან მშვიდად დაიწყებდა სერიოზულ სწავლებას, რადგანაც ქვეყანას არც ერთი ნიჭიერი ადამიანი არ ჰყავს დასაკარგი. მაგრამ ვიმეორებ, ამის გამო ალიაქოთი არ უნდა ატყდეს, ვუნდერკინდებთან ხმამაღალი შოუების მოწყობა არ მიყვარს, რადგანაც ბავშვი ფაქიზი ინსტრუმენტია. მას მშვიდი განვითარება სჭირდება.

- პირადად თქვენ რა შეგიძლიათ გააკეთოთ ამ მოზარდისთვის?

- შემიძლია მოვისმინო, შემდეგ მივიყვანო ათწლედში, იქ ჩავაბარო (უკვე პედაგოგიც კი ვიცი, ვინ უნდა იყოს) და წელიწადში ორჯერ, ოთხშაბათს მოვიყვანო გადაცემში და გვაჩვენონ როგორ მიდიან წინ, - ამ ყველაფერში ასეთ საქმიანი ურთიერთობას ვხედავ და არა იმას, რომ ტელევიზიით მოხდეს აფიშირება, რომ პიანინო მიუტანეს, რა კეთილები ვართ. არა, ძალიან წყნარად უნდა იზრუნონ მის განათლებასა და გავითარებაზე.

ვიმედოვნებთ, ლუკას ისტორიას კეთილი გაგრძელება ექნება და ნიჭიერი ბიჭი სათანადო ხელში აღმოჩნდება... AMBEBI.GE ნიჭიერი ბიჭუნას ისტორიას მომავალშიც მიადევნებს თვალს და მისი წარმატებების შესახებ შეგატყობინებთ...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

შეძლებს თუ არა ილია მეორე უხემძღვანელოს წმინდა სინოდის სხდომას - რა კომენტარს აკეთებს ექიმი პატრიარქის ჯანმრთელობაზე

ისრაელის საელჩო საქართველოში დღეიდან არ იმუშავებს

"პირველი არხი" იანვრიდან აზარტული თამაშების რეკლამას აკრძალავს