ჰოლივუდელი კერპის ჯონი დეპის რეპუტაცია საგრძნობლად შეილახა ბოლო დროს მის გარშემო ატეხილი სკანდალის შემდეგ. მსახიობის ახალგაზრდა მეუღლემ - ემბერ ჰერდმა სასამართლოში შეიტანა საჩივარი, რომლის თანახმადაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ის ქმრის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო, რასაც ჯონი და მისი უამრავი ახლობელი (მათ შორის, ყოფილი მეუღლე ვანესა პარადი და ქალიშვილი - ლილი როუზი) კატეგორიულად უარყოფენ.
ვინაიდან ეს თემა საზოგადოების დიდი ინტერესის საგნად იქცა, ჟურნალმა OK!-მ გადაწყვიტა ქართველი ასტროლოგისთვის, სოფია ბზეკალავასთვის, მიემართა რათა გაერკვია, როგორია ჯონისა და ემბერის ასტროლოგიური რუკები და ვინ არის ამ კონფლიქტში დამნაშავე, ვინ - მსხვერპლი:
"როგორც ასტროლოგი დავინტერესდი, რა იმალება ამ ხმაურიანი კონფლიქტის მიღმა და შევეცადე ჰოლივუდური წყვილის პირადი ასტროლოგიური რუკების ანალიზის მიხედვით დამედგინა, რომელი მხარეა დაზარალებული და რომელი - მანიპულატორი.
ჯონი დეპი ზოდიაქოს ნიშნით ტყუპი გახლავთ. თუმცა, მის ხასიათში ბევრი თვისება კუროს ზოდიაქოს ნიშანს შეესაბამება. ის საკმაოდ თავმოყვარე ადამიანი უნდა იყოს, ამასთანავე, ზომიერად ამბიციურიც. მის ჰოროსკოპში არის მინიშნება ასევე იმაზეც, რომ ამ ადამიანს ახასიათებს გარკვეული იმპულსურობა, რაც სავსებით შესაძლებელია, რომ აგრესიულ ფორმებშიც გამოვლინდეს.... განაგრძეთ კითხვა