მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უმუშევრობის დონე მცირდება, თუმცა არიან დასაქმებულები, რომლებიც საკუთარი შემოსავლით არსებობას ვერ ახერხებენ
უმუშევრობის დონე მცირდება, თუმცა არიან დასაქმებულები, რომლებიც საკუთარი შემოსავლით არსებობას ვერ ახერხებენ

ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კით, სა­ქარ­თვე­ლო­ში უმუ­შევ­რო­ბის დონე თან­და­თან მცირ­დე­ბა: გა­სულ წელს უმუ­შევ­რო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 12% იყო, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ უმუ­შე­ვარ­თა რი­ცხვი ქვე­ყა­ნა­ში, 2014 წელ­თან შე­და­რე­ბით, 0,4 პრო­ცენ­ტით შემ­ცირ­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ბოლო 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ნიშ­ნუ­ლია. იმა­ვე 2015 წელს, წინა წელ­თან შე­და­რე­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბის და­საქ­მე­ბის დონე 1.4%-ით არის გაზ­რდი­ლი. და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ მო­ი­მა­ტა რო­გორც ქა­ლა­ქებ­ში, ასე­ვე - სოფ­ლად. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აღ­ნიშ­ნულ მო­ნა­ცე­მებს უამ­რა­ვი კრი­ტი­კო­სი გა­მო­უჩ­ნდა, მთავ­რო­ბის წევ­რე­ბიც იზი­ა­რე­ბენ მო­საზ­რე­ბას, რომ ქვეყ­ნა­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სი­ტუ­ა­ცია გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია.

თუმ­ცა, ამ მო­ნა­ცე­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, და­საქ­მე­ბა კვლავ რჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მთა­ვარ პრობ­ლე­მად. "საქსტა­ტის" ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლემ თენ­გიზ ცეკ­ვა­ვამ, "ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ სტა­ტის­ტი­კის სამ­სა­ხურ­მა მო­ცე­მუ­ლი ციფ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის ბოლო აღ­წე­რის მი­ხედ­ვით იან­გა­რი­შა: 2014 წლის 5 ნო­ემ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 3 729 635 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს და სწო­რედ მათი 12 პრო­ცენ­ტია ოფი­ცი­ა­ლუ­რად უმუ­შე­ვა­რი.

ამ მო­ნა­ცე­მებს არა ერთი ეკო­ნო­მის­ტი აკ­რი­ტი­კებს, მათ შო­რის არის ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი:

"უმუ­შევ­რო­ბის სტა­ტის­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში მუდ­მი­ვი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის სა­გა­ნია, რად­გან მისი გა­მოთ­ვლი­სას გვხვდე­ბა ბევ­რი ნი­უ­ან­სი, რომ­ლით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბაც ძა­ლი­ან ად­ვი­ლია: შე­გიძ­ლია ყვე­ლა­ფე­რი ისე დათ­ვა­ლო, რო­გორც გინ­და, მით უმე­ტეს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ხში­რად პო­ლი­ტი­კურ შეკ­ვე­თით ხდე­ბა. აღ­ნიშ­ნულ მო­ნა­ცე­მებ­ში ბევ­რი უზუს­ტო­ბაა თუნ­დაც იმის გამო, რომ თვით­და­საქ­მე­ბუ­ლის დე­ფი­ნი­ცია დღემ­დე გა­უ­გე­ბა­რია და სო­ფელ­ში მცხოვ­რე­ბი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ავ­ტო­მა­ტუ­რად მი­იჩ­ნე­ვა და­საქ­მე­ბუ­ლად. გარ­და ამი­სა, და­საქ­მე­ბუ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ ხალ­ხს, რო­მე­ლიც საქ­მეს თვი­დან თვემ­დე ელო­დე­ბა. თუნ­დაც ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბის მუ­შა­ხე­ლი ავი­ღოთ: იქ ადა­მი­ა­ნი ზოგ­ჯერ თვე­ო­ბით ელო­დე­ბა, რომ რა­ღაც შეკ­ვე­თა მი­ი­ღოს და შე­მო­სა­ვა­ლი გა­უჩ­ნდეს. ასე რომ, ჩემი აზ­რით, ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კა რო­გორც ადრე, ახ­ლაც არაფ­რის მთქმე­ლია...

ეკო­ნო­მი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი სოსო არჩვა­ძე კი ამ­ბობს, რომ სტა­ტის­ტი­კა ხში­რად სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მებს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და ეს ფაქ­ტო­რიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია: "საქ­მე ის არის, რომ ჩვენ­თან და­საქ­მე­ბულ­თა დიდი ნა­წი­ლი მი­ზე­რულ ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე მუ­შა­ობს. ამის ბრა­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­დე­ნი შრო­მი­თი მიგ­რან­ტი გვყავს. ამი­ტომ, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მა­ლავს რე­ა­ლო­ბას, მა­ლავს ხალ­ხს, რო­მე­ლიც თით­ქოს და­საქ­მე­ბუ­ლია, მაგ­რამ თა­ვი­სი შე­მო­სავ­ლით ნორ­მა­ლურ არ­სე­ბო­ბას ვერ ახერ­ხებს... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

უმუშევრობის დონე მცირდება, თუმცა არიან დასაქმებულები, რომლებიც საკუთარი შემოსავლით არსებობას ვერ ახერხებენ

უმუშევრობის დონე მცირდება, თუმცა არიან დასაქმებულები, რომლებიც საკუთარი შემოსავლით არსებობას ვერ ახერხებენ

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში უმუშევრობის დონე თანდათან მცირდება: გასულ წელს უმუშევრობის მაჩვენებელი 12% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ უმუშევართა რიცხვი ქვეყანაში, 2014 წელთან შედარებით, 0,4 პროცენტით შემცირდა. ოფიციალური სტრუქტურები აცხადებენ, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში ეს ყველაზე დაბალი ნიშნულია. იმავე 2015 წელს, წინა წელთან შედარებით, მოსახლეობის დასაქმების დონე 1.4%-ით არის გაზრდილი. დასაქმებულთა რაოდენობამ მოიმატა როგორც ქალაქებში, ასევე - სოფლად. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ მონაცემებს უამრავი კრიტიკოსი გამოუჩნდა, მთავრობის წევრებიც იზიარებენ მოსაზრებას, რომ ქვეყნაში ამ მიმართულებით სიტუაცია გაუმჯობესებულია.

თუმცა, ამ მონაცემების მიუხედავად, დასაქმება კვლავ რჩება საქართველოს მოსახლეობის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ პრობლემად. "საქსტატის" ხელმძღვანელის მოადგილემ თენგიზ ცეკვავამ, "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ სტატისტიკის სამსახურმა მოცემული ციფრები მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით იანგარიშა: 2014 წლის 5 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში 3 729 635 ადამიანი ცხოვრობს და სწორედ მათი 12 პროცენტია ოფიციალურად უმუშევარი.

ამ მონაცემებს არა ერთი ეკონომისტი აკრიტიკებს, მათ შორის არის ექსპერტი გია ხუხაშვილი:

"უმუშევრობის სტატისტიკა საქართველოში მუდმივი მანიპულაციის საგანია, რადგან მისი გამოთვლისას გვხვდება ბევრი ნიუანსი, რომლით მანიპულირებაც ძალიან ადვილია: შეგიძლია ყველაფერი ისე დათვალო, როგორც გინდა, მით უმეტეს, რომ ეს ყველაფერი ხშირად პოლიტიკურ შეკვეთით ხდება. აღნიშნულ მონაცემებში ბევრი უზუსტობაა თუნდაც იმის გამო, რომ თვითდასაქმებულის დეფინიცია დღემდე გაუგებარია და სოფელში მცხოვრები ყველა ადამიანი ავტომატურად მიიჩნევა დასაქმებულად. გარდა ამისა, დასაქმებულად მიიჩნევენ ხალხს, რომელიც საქმეს თვიდან თვემდე ელოდება. თუნდაც ელიავას ბაზრობის მუშახელი ავიღოთ: იქ ადამიანი ზოგჯერ თვეობით ელოდება, რომ რაღაც შეკვეთა მიიღოს და შემოსავალი გაუჩნდეს. ასე რომ, ჩემი აზრით, ოფიციალური სტატისტიკა როგორც ადრე, ახლაც არაფრის მთქმელია...

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სოსო არჩვაძე კი ამბობს, რომ სტატისტიკა ხშირად საერთაშორისო ნორმებს ექვემდებარება და ეს ფაქტორიც მნიშვნელოვანია: "საქმე ის არის, რომ ჩვენთან დასაქმებულთა დიდი ნაწილი მიზერულ ანაზღაურებაზე მუშაობს. ამის ბრალია, რომ საქართველოში ამდენი შრომითი მიგრანტი გვყავს. ამიტომ, ეს მაჩვენებელი მალავს რეალობას, მალავს ხალხს, რომელიც თითქოს დასაქმებულია, მაგრამ თავისი შემოსავლით ნორმალურ არსებობას ვერ ახერხებს... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია