პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო
რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო

რო­გორც იცით, დას­რულ­და თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რი, რო­მელ­შიც რამ­დე­ნი­მე ევ­რო­პუ­ლი და ქარ­თუ­ლი კლუ­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. პირ­ვე­ლო­ბა არა­ვის და­უთ­მო ჰო­ლან­დი­ურ­მა "ალკ­მა­არ­მა", რო­მელ­მაც ფი­ნალ­ში თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" მო­უ­გო.

ერთი რამ და­ნამ­დვი­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას: ტურ­ნირ­მა აშ­კა­რად გა­ა­მარ­თლა. ის ტრა­დი­ცი­უ­ლი გახ­დე­ბა და მო­მა­ვალ წელს ისეთ გრან­დებს შეკ­რებს, რო­გო­რე­ბიც არი­ან "ბარ­სე­ლო­ნა", "რომა" და "ატ­ლე­ტი­კო"...

დას­რუ­ლე­ბუ­ლი ტურ­ნი­რის შე­ჯა­მე­ბა ვთხო­ვეთ თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" პრე­ზი­დენტ რო­მან ფი­ფი­ას...

მა­ნამ­დე კი ერთ ფაქ­ტზე გე­ტყვით: მატ­ჩის მე-9 წუთ­ზე არ­ბიტრმა "ალკ­მა­ა­რის" მცველს ბოლო იმე­დის ჯა­რი­მის­თვის წი­თე­ლი ბა­რა­თი უჩ­ვე­ნა და მო­ე­და­ნი და­ა­ტო­ვე­ბი­ნა. ამ დროს, "დი­ნა­მო არე­ნის" VIP-ლო­ჟა­ში რო­მან ფი­ფი­ამ კლუ­ბის დი­რექ­ტო­რებს უხმო. რამ­დე­ნი­მე­წა­მი­ა­ნი თათ­ბი­რის შემ­დეგ, ლე­ვან ზუხ­ბა­ია მო­ე­დან­ზე ჩა­ვი­და და სა­ნამ მატ­ჩი გა­ნახ­ლდე­ბო­და, არ­ბიტრს გა­ე­სა­უბ­რა, რის შემ­დე­გაც თა­მა­შის გან­მსჯელ­მა "ალკ­მა­არს" გა­ძე­ვე­ბუ­ლი მო­თა­მა­შის შეც­ვლის უფ­ლე­ბა მის­ცა.

ფი­ფი­ას­თან სა­უ­ბა­რი სწო­რედ ამ თე­მით და­ვი­წყეთ...

- ბა­ტო­ნო რო­მან, რა მოხ­და იმ ეპი­ზოდ­ში?

- კარ­გად შე­გი­ნიშ­ნავთ (იღი­მის). მე ამ ტურ­ნი­რის ჩა­ტა­რე­ბა იმი­ტომ არ გან­მიზ­რა­ხავს, რომ გინ­და თუ არა, "დი­ნა­მოს" მო­ე­გო. ყვე­ლა­ზე მე­ტად არ მსურ­და, რომ ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის დათ­ვუ­რი სამ­სა­ხუ­რი გაგ­ვე­წია და რო­გორც მას­პინ­ძლის­თვის, მო­გე­ბა გაგ­ვე­ი­ო­ლე­ბი­ნა.

ან, ჩვენს სტუმ­რებს ეფიქ­რათ, რომ ვი­ტა­ლი და­რა­სე­ლი­ას თას­ზე აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა იყო "დი­ნა­მოს" გა­მარ­ჯვე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ გაგ­დე­ბუ­ლი მო­თა­მა­შე შე­ვაც­ვლე­ვი­ნე.

მატ­ჩის შემ­დეგ, ჩემი ბი­ჭე­ბის თვა­ლებ­ზე ცრემ­ლი რომ და­ვი­ნა­ხე, მყის­ვე გა­სახ­დე­ლის­კენ გა­ვე­შუ­რე და ახალ­გაზ­რდა დი­ნა­მო­ე­ლებს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი­ვით მი­ვუ­ლო­ცე. აქვე, მინ­და ყვე­ლას გა­სა­გო­ნად ვთქვა - ამ გუნდს გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას მი­ვაქ­ცევ, არ მო­ვაკ­ლებ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რებს, რაც ესო­დენ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ახალ­გაზ­რდე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ეს თა­ო­ბა მე მო­მა­ვა­ლი "დი­ნა­მოს" ძი­რი­თად ბირ­თვად მე­სა­ხე­ბა. მათ, ისე­ვე რო­გორც "ლო­კო­მო­ტი­ვის" ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა, ქარ­თველ გულ­შე­მატ­კი­ვარს და­ა­ნა­ხეს, რომ ისი­ნი ამ ასა­კის­თვის ევ­როს­ტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მისს ფეხ­ბურთს თა­მა­შო­ბენ.

- ამ მო­მენ­ტმა, შე­იძ­ლე­ბა, გა­დამ­წყვე­ტი რო­ლიც ითა­მა­შა მატ­ჩის შე­დეგ­ზე...

- გე­თან­ხმე­ბით. მე­ტო­ქე რომ მთე­ლი მატ­ჩი 10 კა­ცით დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, მო­გე­ბის მეტი შან­სი გვექ­ნე­ბო­და. თუმ­ცა მი­მაჩ­ნია, რომ გა­მარ­ჯვე­ბის შან­სე­ბი წი­თელ ბა­რა­თამ­დეც და შემ­დე­გაც მე­ტო­ქე­ზე ნაკ­ლე­ბი არ გვქო­ნია. მთა­ვა­რია, "დი­ნა­მოს" ახალ­გაზ­რდებ­მა მთე­ლი მატ­ჩი მა­ღალ დო­ნე­ზე ჩა­ა­ტა­რეს.

კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ - მარ­თა­ლია, "დი­ნა­მომ" ფი­ნალ­ში ბოლო წუ­თებ­ზე წა­ა­გო, მაგ­რამ ვი­ტა­ლი და­რა­სე­ლი­ას თას­მა სა­ბო­ლო­ოდ მხო­ლოდ მო­ი­გო, ქარ­თულ­მა ფეხ­ბურ­თმა კი მი­ი­ღო მა­ღა­ლი დო­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რი, რომ­ლის ობი­ექ­ტუ­რო­ბა­შიც ეჭვი ვე­რა­ვის შე­ე­პა­რე­ბა...

ისიც მე­სი­ა­მოვ­ნა, რომ ტურ­ნირს მუდ­მი­ვად ეს­წრე­ბოდ­ნენ ჩვე­ნი სა­ხე­ლო­ვა­ნი ვე­ტე­რა­ნე­ბი - ალექ­სან­დრე ჩი­ვა­ძე, ოთარ გა­ბე­ლია, თენ­გიზ სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე, და­ვით მუ­ჯი­რი, ვახ­ტანგ ქო­რი­ძე... ასე­ვე, შოთა და არ­ჩილ არ­ვე­ლა­ძე­ე­ბი, უმ­ცრო­სი ვი­ტა­ლი და­რა­სე­ლია, გრი­გოლ ცა­ა­ვა და სხვა გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბი. მათ­მა შე­ფა­სე­ბებ­მა კი­დევ ერთხელ და­მარ­წმუ­ნა, რომ სწო­რი გზა ავირ­ჩი­ეთ.

ტურ­ნი­რი დამ­თავ­რდა და ჩვენ უკვე და­ვი­წყეთ მზა­დე­ბა ვი­ტა­ლი და­რა­სე­ლი­ას სა­ხე­ლო­ბის თა­სის მე­ო­რე გა­თა­მა­შე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად.

- ტურ­ნი­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია მისი გა­შუ­ქე­ბის ხა­რისხზეც არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. კმა­ყო­ფი­ლი ხართ მე­დი­ის ჩარ­თუ­ლო­ბით?

- ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ და მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო სპორ­ტულ მე­დი­ას, სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბებს, გა­ზეთ "ლე­ლოს" და სხვებს ასე­თი ჩარ­თუ­ლო­ბის­თვის. ყო­ველ­დღი­უ­რად, დილა-სა­ღა­მოს, შუქ­დე­ბო­და და იწე­რე­ბო­და ტურ­ნი­რის შე­სა­ხებ. "SILK უნი­ვერ­სალ­ზე" სპე­ცი­ა­ლუ­რი დღი­უ­რე­ბი მზად­დე­ბო­და თა­მა­შე­ბის მი­მო­ხილ­ვით, ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლი­სა და ფი­ნა­ლის პირ­და­პი­რი ტრანსლა­ცი­აც უმაღ­ლეს დო­ნე­ზე გახ­ლდათ უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი... მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გი იყო.

- ბო­ლოს, არ შე­იძ­ლე­ბა, ამა­ზეც არ გკი­თხოთ. ახ­ლოვ­დე­ბა ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პი. რამ­დე­ნი­მე ტრანსფერ­ზე უკვე და­ი­წე­რა. გაგ­რძელ­დე­ბა "დი­ნა­მოს" გაძ­ლი­ე­რე­ბის პრო­ცე­სი?

- ამ წუ­თის­თვის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია ორი ტრანსფე­რი. დაგ­ვე­მატ­ნენ ფრან­გი მა­ტი­ას კუ­რიე და ბულ­გა­რე­თის ნაკ­რე­ბი მო­თა­მა­შე სტე­ფან ვე­ლე­ვი. ამ კუ­თხით მუ­შა­ო­ბა გრძელ­დე­ბა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე პო­ზი­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბას ვა­პი­რებთ.

(იბეჭ­დე­ბა მცი­რე ცვლი­ლე­ბით)

ყო­ველ­დღი­უ­რი სპორ­ტუ­ლი გა­ზე­თი "ლელო"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო

როგორც იცით, დასრულდა თბილისის "დინამოს" მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც რამდენიმე ევროპული და ქართული კლუბი მონაწილეობდა. პირველობა არავის დაუთმო ჰოლანდიურმა "ალკმაარმა", რომელმაც ფინალში თბილისის "დინამოს" მოუგო.

ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას: ტურნირმა აშკარად გაამართლა. ის ტრადიციული გახდება და მომავალ წელს ისეთ გრანდებს შეკრებს, როგორებიც არიან "ბარსელონა", "რომა" და "ატლეტიკო"...

დასრულებული ტურნირის შეჯამება ვთხოვეთ თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას...

მანამდე კი ერთ ფაქტზე გეტყვით: მატჩის მე-9 წუთზე არბიტრმა "ალკმაარის" მცველს ბოლო იმედის ჯარიმისთვის წითელი ბარათი უჩვენა და მოედანი დაატოვებინა. ამ დროს, "დინამო არენის" VIP-ლოჟაში რომან ფიფიამ კლუბის დირექტორებს უხმო. რამდენიმეწამიანი თათბირის შემდეგ, ლევან ზუხბაია მოედანზე ჩავიდა და სანამ მატჩი განახლდებოდა, არბიტრს გაესაუბრა, რის შემდეგაც თამაშის განმსჯელმა "ალკმაარს" გაძევებული მოთამაშის შეცვლის უფლება მისცა.

ფიფიასთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ...

- ბატონო რომან, რა მოხდა იმ ეპიზოდში?

- კარგად შეგინიშნავთ (იღიმის). მე ამ ტურნირის ჩატარება იმიტომ არ განმიზრახავს, რომ გინდა თუ არა, "დინამოს" მოეგო. ყველაზე მეტად არ მსურდა, რომ ჩვენი ახალგაზრდებისთვის დათვური სამსახური გაგვეწია და როგორც მასპინძლისთვის, მოგება გაგვეიოლებინა.

ან, ჩვენს სტუმრებს ეფიქრათ, რომ ვიტალი დარასელიას თასზე აუცილებელი პირობა იყო "დინამოს" გამარჯვება. სწორედ ამიტომ გაგდებული მოთამაშე შევაცვლევინე.

მატჩის შემდეგ, ჩემი ბიჭების თვალებზე ცრემლი რომ დავინახე, მყისვე გასახდელისკენ გავეშურე და ახალგაზრდა დინამოელებს გამარჯვებულებივით მივულოცე. აქვე, მინდა ყველას გასაგონად ვთქვა - ამ გუნდს განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევ, არ მოვაკლებ საერთაშორისო ტურნირებს, რაც ესოდენ აუცილებელია ახალგაზრდების განვითარებისთვის. ეს თაობა მე მომავალი "დინამოს" ძირითად ბირთვად მესახება. მათ, ისევე როგორც "ლოკომოტივის" ფეხბურთელებმა, ქართველ გულშემატკივარს დაანახეს, რომ ისინი ამ ასაკისთვის ევროსტანდარტების შესაბამისს ფეხბურთს თამაშობენ.

- ამ მომენტმა, შეიძლება, გადამწყვეტი როლიც ითამაშა მატჩის შედეგზე...

- გეთანხმებით. მეტოქე რომ მთელი მატჩი 10 კაცით დარჩენილიყო, მოგების მეტი შანსი გვექნებოდა. თუმცა მიმაჩნია, რომ გამარჯვების შანსები წითელ ბარათამდეც და შემდეგაც მეტოქეზე ნაკლები არ გვქონია. მთავარია, "დინამოს" ახალგაზრდებმა მთელი მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარეს.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ - მართალია, "დინამომ" ფინალში ბოლო წუთებზე წააგო, მაგრამ ვიტალი დარასელიას თასმა საბოლოოდ მხოლოდ მოიგო, ქართულმა ფეხბურთმა კი მიიღო მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირი, რომლის ობიექტურობაშიც ეჭვი ვერავის შეეპარება...

ისიც მესიამოვნა, რომ ტურნირს მუდმივად ესწრებოდნენ ჩვენი სახელოვანი ვეტერანები - ალექსანდრე ჩივაძე, ოთარ გაბელია, თენგიზ სულაქველიძე, დავით მუჯირი, ვახტანგ ქორიძე... ასევე, შოთა და არჩილ არველაძეები, უმცროსი ვიტალი დარასელია, გრიგოლ ცაავა და სხვა გამორჩეული მოთამაშეები. მათმა შეფასებებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სწორი გზა ავირჩიეთ.

ტურნირი დამთავრდა და ჩვენ უკვე დავიწყეთ მზადება ვიტალი დარასელიას სახელობის თასის მეორე გათამაშების ჩასატარებლად.

- ტურნირის პოპულარიზაცია მისი გაშუქების ხარისხზეც არის დამოკიდებული. კმაყოფილი ხართ მედიის ჩართულობით?

- ძალიან კმაყოფილი ვარ და მინდა, მადლობა გადავუხადო სპორტულ მედიას, საინფორმაციო საშუალებებს, გაზეთ "ლელოს" და სხვებს ასეთი ჩართულობისთვის. ყოველდღიურად, დილა-საღამოს, შუქდებოდა და იწერებოდა ტურნირის შესახებ. "SILK უნივერსალზე" სპეციალური დღიურები მზადდებოდა თამაშების მიმოხილვით, ნახევარფინალისა და ფინალის პირდაპირი ტრანსლაციაც უმაღლეს დონეზე გახლდათ უზრუნველყოფილი... მოკლედ, ყველაფერი ძალიან კარგი იყო.

- ბოლოს, არ შეიძლება, ამაზეც არ გკითხოთ. ახლოვდება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი. რამდენიმე ტრანსფერზე უკვე დაიწერა. გაგრძელდება "დინამოს" გაძლიერების პროცესი?

- ამ წუთისთვის დადასტურებულია ორი ტრანსფერი. დაგვემატნენ ფრანგი მატიას კურიე და ბულგარეთის ნაკრები მოთამაშე სტეფან ველევი. ამ კუთხით მუშაობა გრძელდება და კიდევ რამდენიმე პოზიციის გაძლიერებას ვაპირებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

პირველად ფიფას გენერალურ მდივნად ქალი დაინიშნა