მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კონფლიქტის ფასი საქართველოსთვის - რა თანხა იხარჯება თავდაცვაზე, დევნილებსა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებზე
კონფლიქტის ფასი საქართველოსთვის - რა თანხა იხარჯება თავდაცვაზე, დევნილებსა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებზე

ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი და ქარ­თულ-ოსუ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე მთლი­ა­ნად რე­გი­ონ­ში არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის ერთ-ერთ ძი­რი­თად ფაქ­ტორს წარ­მო­ად­გენს. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, ერთი შე­ხედ­ვით, სტა­ბი­ლუ­რო­ბა რე­გი­ო­ნის ყვე­ლა მო­თა­მა­შის ინ­ტე­რეს­ში უნდა შე­დი­ო­დეს, თუმ­ცა სი­ნამ­დვი­ლე­ში საქ­მე არც ისე მარ­ტი­ვა­დაა, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ რე­გი­ონ­ში ტე­რი­ტო­რი­უ­ლად უდი­დე­სი და ეკო­ნო­მი­კუ­რად უძ­ლი­ე­რე­სი ქვე­ყა­ნა - რუ­სე­თი - უკვე 25 წე­ლია, დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის ერთ-ერთ ძი­რი­თად ფაქ­ტო­რად გვევ­ლი­ნე­ბა.

უმუ­შევ­რო­ბის მა­ტე­ბა, ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის ნაც­ვლად, ბი­უ­ჯე­ტის სო­ცი­ა­ლურ მო­თხოვ­ნებ­ზე მორ­გე­ბა, მუდ­მი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა, ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის დო­ნის შემ­ცი­რე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე რუ­სუ­ლი ბა­ზე­ბის გან­ლა­გე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა - ასე­თია ბოლო 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მომ­ხდა­რი ომე­ბის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის "მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი" ჩა­მო­ნათ­ვა­ლი.

მცი­რე ტე­რი­ტო­რი­ი­სა და სუს­ტი ეკო­ნო­მი­კის მქო­ნე ქვეყ­ნის­თვის, რო­მელ­საც ერ­თდრო­უ­ლად ორ ტე­რი­ტო­რი­ულ კონ­ფლიქტთან უწევს გამ­კლა­ვე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ოსებ­სა და აფხა­ზებ­თან მოქ­მე­დე­ბის სწორ ტაქ­ტი­კას. აშ­კა­რაა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან და­დე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის გა­რე­შე ამ ორი კონ­ფლიქ­ტუ­რი ტე­რი­ტო­რი­ის ინ­ტეგ­რა­ცია, პრაქ­ტი­კუ­ლად, გა­მო­რი­ცხუ­ლია. მე­ტიც, ეს ერ­თობ­ლი­ვი სა­ხელ­მწი­ფო შექ­მნის მი­ნი­მა­ლუ­რი და იმავდრო­უ­ლად არა­საკ­მა­რი­სი მო­თხოვ­ნაა.

1. კონ­ფლიქ­ტის ფასი - სა­ქარ­თვე­ლო

ა. თავ­დაც­ვა­ზე გა­ღე­ბუ­ლი ხარ­ჯე­ბი: ბოლო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში (2006-2015 წწ.) თავ­დაც­ვის მა­ღა­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად და მისი ხა­რის­ხის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 7 მი­ლი­არდ დო­ლა­რამ­დე და­ხარ­ჯა, რაც, სა­შუ­ა­ლოდ, ქვეყ­ნის წლი­უ­რი მშპ-ის 5,3%-ს შე­ად­გენს. ნა­ტოს წევ­რი ქვეყ­ნე­ბის სტან­დარ­ტი - 2.1%-ია, შე­სა­ბა­მი­სად, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ კონ­ფლიქ­ტის ფასი არა­ნაკ­ლებ 5 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რია.

ბ. იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბის და­ნა­კარ­გე­ბი: სა­ერ­თო ჯამ­ში დევ­ნილ­თა და იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 450 ათას ადა­მი­ანს შე­ად­გენს, თუ თი­თო­ე­უ­ლი ოჯა­ხის ქო­ნე­ბას, სა­შუ­ა­ლოდ, 20 ათას დო­ლა­რად შე­ვა­ფა­სებთ, გა­მო­დის, რომ და­ნა­კარ­გი სულ მცი­რე 2 მი­ლი­არდ დო­ლარს უტოლ­დე­ბა.

გ. იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა მხარ­და­სა­ჭე­რი პრო­ექ­ტე­ბი: 2015 წლის მარ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 263 598 იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პი­რია და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი (მო­სახ­ლე­ო­ბის 7%). დღემ­დე მხო­ლოდ 18 679-ს გა­და­ე­ცა ბინა (ღი­რე­ბუ­ლე­ბა - 20 მი­ლი­ო­ნი ლარი). პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის­თვის სა­ჭი­რო თან­ხა 100-150 მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენს. ამას­თან "სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა შე­სა­ხებ" კა­ნო­ნით, იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირს ენიშ­ნე­ბა 45-ლა­რი­ა­ნი დახ­მა­რე­ბა. ამ გზით უკვე გა­ცე­მუ­ლია 600 მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

კონფლიქტის ფასი საქართველოსთვის - რა თანხა იხარჯება თავდაცვაზე, დევნილებსა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებზე

კონფლიქტის ფასი საქართველოსთვის - რა თანხა იხარჯება თავდაცვაზე, დევნილებსა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებზე

ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები, როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში არასტაბილურობის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ერთი შეხედვით, სტაბილურობა რეგიონის ყველა მოთამაშის ინტერესში უნდა შედიოდეს, თუმცა სინამდვილეში საქმე არც ისე მარტივადაა, თუნდაც იმიტომ, რომ რეგიონში ტერიტორიულად უდიდესი და ეკონომიკურად უძლიერესი ქვეყანა - რუსეთი - უკვე 25 წელია, დესტაბილიზაციის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორად გვევლინება.

უმუშევრობის მატება, ეკონომიკური ზრდის ნაცვლად, ბიუჯეტის სოციალურ მოთხოვნებზე მორგება, მუდმივი პოლიტიკური არასტაბილურობა, ეროვნული უსაფრთხოების დონის შემცირება და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ბაზების განლაგებით გამოწვეული არასტაბილურობა - ასეთია ბოლო 25 წლის განმავლობაში მომხდარი ომების შედეგად საქართველოს წინაშე არსებული პრობლემების "მოკრძალებული" ჩამონათვალი.

მცირე ტერიტორიისა და სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, რომელსაც ერთდროულად ორ ტერიტორიულ კონფლიქტთან უწევს გამკლავება, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ოსებსა და აფხაზებთან მოქმედების სწორ ტაქტიკას. აშკარაა, რომ მოსახლეობის მხრიდან დადებითი დამოკიდებულების მოპოვების გარეშე ამ ორი კონფლიქტური ტერიტორიის ინტეგრაცია, პრაქტიკულად, გამორიცხულია. მეტიც, ეს ერთობლივი სახელმწიფო შექმნის მინიმალური და იმავდროულად არასაკმარისი მოთხოვნაა.

1. კონფლიქტის ფასი - საქართველო

ა. თავდაცვაზე გაღებული ხარჯები: ბოლო 10 წლის განმავლობაში (2006-2015 წწ.) თავდაცვის მაღალი პოტენციალის შესანარჩუნებლად და მისი ხარისხის გასაუმჯობესებლად საქართველოს ხელისუფლებამ 7 მილიარდ დოლარამდე დახარჯა, რაც, საშუალოდ, ქვეყნის წლიური მშპ-ის 5,3%-ს შეადგენს. ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტი - 2.1%-ია, შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონფლიქტის ფასი არანაკლებ 5 მილიარდი დოლარია.

ბ. იძულებით გადაადგილებული პირების დანაკარგები: საერთო ჯამში დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 450 ათას ადამიანს შეადგენს, თუ თითოეული ოჯახის ქონებას, საშუალოდ, 20 ათას დოლარად შევაფასებთ, გამოდის, რომ დანაკარგი სულ მცირე 2 მილიარდ დოლარს უტოლდება.

გ. იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდასაჭერი პროექტები: 2015 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოში 263 598 იძულებით გადაადგილებული პირია დარეგისტრირებული (მოსახლეობის 7%). დღემდე მხოლოდ 18 679-ს გადაეცა ბინა (ღირებულება - 20 მილიონი ლარი). პროექტის დასრულებისთვის საჭირო თანხა 100-150 მილიონ დოლარს შეადგენს. ამასთან "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ" კანონით, იძულებით გადაადგილებულ პირს ენიშნება 45-ლარიანი დახმარება. ამ გზით უკვე გაცემულია 600 მილიონ დოლარამდე.

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."