საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. კანონიერი ქურდი პლატონ მამარდაშვილი ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე დააკავეს
ე.წ. კანონიერი ქურდი პლატონ მამარდაშვილი ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე დააკავეს

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა დიდი ოდე­ნო­ბით ყალ­ბი ფუ­ლის გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტზე და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის 5 წევ­რი - აზიზ შა­მო­ი­ა­ნი, ბონ­დო ია­შა­ღაშ­ვი­ლი, ზაურ ჯა­ლა­ღო­ნია, თე­მურ სორ­დია და წარ­სულ­ში არ­ერ­თხელ, მათ შო­რის ე.წ "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბი­სათ­ვის" ნა­სა­მარ­თლე­ვი, პლა­ტონ მა­მარ­დაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვა, - ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის­თვის" წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლევ­მა პლა­ტონ მა­მარ­დაშ­ვილ­მა, ორ­გა­ნი­ზე­ბულ-და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის კი­დევ ოთხ წევრთან ერ­თად, ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­უ­კე­თა დიდი ოდე­ნო­ბით ყალ­ბი 100 დო­ლა­რი­ა­ნი კუ­პი­უ­რე­ბის გა­სა­ღე­ბას, რა დრო­საც, სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს დაჯ­გუ­ფე­ბის 3 წევ­რი, ხოლო მა­მარ­დაშ­ვი­ლი­სა და სორ­დი­ას აყ­ვა­ნა მოხ­და მათი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი­დან.

"და­კა­ვე­ბულ­თა ბი­ნე­ბი­სა და პი­რა­დი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ჩხრე­კის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლა დიდი ოდე­ნო­ბით, სხვა­დას­ხვა უცხო ქვეყ­ნის ვა­ლუ­ტას მიმსგავ­სე­ბუ­ლი ბანკნო­ტე­ბი, რომ­ლებ­ზეც და­ნიშ­ნუ­ლია ექ­სპერ­ტი­ზა მათი წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა და სი­ყალ­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით.

საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 212-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა" და "გ" ქვე­პუნ­ქტე­ბით, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 7-იდან 10 წლამ­დე ვა­დით", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

ე.წ. კანონიერი ქურდი პლატონ მამარდაშვილი ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე დააკავეს

ე.წ. კანონიერი ქურდი პლატონ მამარდაშვილი ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი - აზიზ შამოიანი, ბონდო იაშაღაშვილი, ზაურ ჯალაღონია, თემურ სორდია და წარსულში არერთხელ, მათ შორის ე.წ "კანონიერი ქურდობისათვის" ნასამართლევი, პლატონ მამარდაშვილი დააკავა, - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ "კანონიერი ქურდობისთვის" წარსულში ნასამართლევმა პლატონ მამარდაშვილმა, ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ოთხ წევრთან ერთად, ორგანიზება გაუკეთა დიდი ოდენობით ყალბი 100 დოლარიანი კუპიურების გასაღებას, რა დროსაც, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავეს დაჯგუფების 3 წევრი, ხოლო მამარდაშვილისა და სორდიას აყვანა მოხდა მათი საცხოვრებელი სახლებიდან.

"დაკავებულთა ბინებისა და პირადი ავტომობილების ჩხრეკის შედეგად ამოღებულა დიდი ოდენობით, სხვადასხვა უცხო ქვეყნის ვალუტას მიმსგავსებული ბანკნოტები, რომლებზეც დანიშნულია ექსპერტიზა მათი წარმომავლობისა და სიყალბის დადგენის მიზნით.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-იდან 10 წლამდე ვადით", - ნათქვამია განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ