პოლიტიკა
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაუპატიჟებელი სტუმრის" პასუხი პაატა ბურჭულაძეს - სოსო ალავიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში მოსაწვევი მიიტანა
 "დაუპატიჟებელი სტუმრის" პასუხი პაატა ბურჭულაძეს - სოსო ალავიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში მოსაწვევი მიიტანა

თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი სოსო ალა­ვი­ძე არ გა­მო­რი­ცხავს, რომ პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძემ

"ვი­ღა­ცის და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნით" უარ­ყო ის ფაქ­ტი, რომ მისი პარ­ტი­ის ყრი­ლო­ბა­ზე ალა­ვი­ძე ნამ­დვი­ლად მიწ­ვე­უ­ლი იყო.

ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" გა­ნა­ცხა­და და პირ­და­პირ ეთერ­ში ბურ­ჭუ­ლა­ძის პარ­ტი­ის­გან მი­ღე­ბუ­ლი მო­საწ­ვე­ვიც წა­რად­გი­ნა.

"ეს უხერ­ხუ­ლი სი­ტუ­ა­ცია თა­ვის­თა­ვად უნდა გან­მუხ­ტუ­ლი­ყო. ნამ­დვი­ლად მი­მიწ­ვი­ეს ყრი­ლო­ბა­ზე. ჯერ ერთი რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ბა­რა­თიც რომ არ მიგ­ვე­ღო, ალ­ბათ იმ ყრი­ლო­ბა­ზე ყვე­ლა იყო ბა­ტო­ნი პა­ა­ტას სტუ­მა­რი და უხერ­ხუ­ლია, როცა სტუ­მარ­ზე უარს ამ­ბობ. მი­თუ­მე­ტეს, თუ ეს სტუ­მა­რი შენი მოწ­ვე­უ­ლი. მე ნამ­დვი­ლად ვი­ყა­ვი ბა­ტო­ნი პა­ა­ტას მიწ­ვე­უ­ლი, შე­იძ­ლე­ბა პერ­სო­ნა­ლუ­რად ბა­ტონ პა­ა­ტას მო­საწ­ვე­ვი არ გად­მო­უ­ცია, მაგ­რამ მიწ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი. მას წინა სა­ღა­მოს შევ­ხვდი. იმ დარ­ბა­ზის გვერ­დით, სა­დაც ყრი­ლო­ბა უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, მცი­რე დარ­ბა­ზია. იქ ფეხ­ბურ­თის მატ­ჩი გვქონ­და. გვი­ან და­ვამ­თავ­რეთ. იქ იყო ბა­ტო­ნი პა­ა­ტა, მას­თან ერ­თად იყ­ვნენ ჩემი მე­გობ­რე­ბიც. რო­გორც ჩანს, ჩემი მიწ­ვე­ვა მა­ნამ­დე იყო გა­და­წყვე­ტი­ლი. ბა­ტონ­მა პა­ა­ტამ ჩემ­თან ერ­თად ჰკი­თხა ერთ ჩემს მე­გო­ბარს, რომ მი­ე­ცი თუ არა მო­საწ­ვე­ვიო. მო­საწ­ვე­ვი იქვე გად­მო­მე­ცა. ამ მო­საწ­ვევს ახ­ლა­ვე მო­გარ­თმევთ. კი­დევ კარ­გი, ეს ის­ტო­რი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტი არ და­მი­კარ­გავს", - ამ­ბობს ალა­ვი­ძე.

თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის თქმით, პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძეს რო­გორც პი­რო­ვე­ნე­ბას და ხე­ლო­ვანს დიდი პა­ტივს სცემს და ყრი­ლო­ბა­ზე მის­ვლის მი­ზე­ზი ის იყო, რომ მისი პო­ლი­ტი­კუ­რი გეგ­მე­ბი გა­ე­გო.

შე­გახ­სე­ნებთ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის პარ­ტი­ამ "სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხი­სათ­ვის" ყრი­ლო­ბა გა­მარ­თა, რო­მელ­საც სოსო ალა­ვი­ძე ეს­წრე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბურ­ჭუ­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ალა­ვი­ძე ყრი­ლო­ბა­ზე მიწ­ვე­უ­ლი არ იყო.

"დაუპატიჟებელი სტუმრის" პასუხი პაატა ბურჭულაძეს - სოსო ალავიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში მოსაწვევი მიიტანა

 "დაუპატიჟებელი სტუმრის" პასუხი პაატა ბურჭულაძეს - სოსო ალავიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში მოსაწვევი მიიტანა

თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსი სოსო ალავიძე არ გამორიცხავს, რომ პაატა ბურჭულაძემ

"ვიღაცის დაჟინებული თხოვნით" უარყო ის ფაქტი, რომ მისი პარტიის ყრილობაზე ალავიძე ნამდვილად მიწვეული იყო.

ამის შესახებ თბილისის პოლიციის ყოფილმა უფროსმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა და პირდაპირ ეთერში ბურჭულაძის პარტიისგან მიღებული მოსაწვევიც წარადგინა.

"ეს უხერხული სიტუაცია თავისთავად უნდა განმუხტულიყო. ნამდვილად მიმიწვიეს ყრილობაზე. ჯერ ერთი რაიმე განსაკუთრებული ბარათიც რომ არ მიგვეღო, ალბათ იმ ყრილობაზე ყველა იყო ბატონი პაატას სტუმარი და უხერხულია, როცა სტუმარზე უარს ამბობ. მითუმეტეს, თუ ეს სტუმარი შენი მოწვეული. მე ნამდვილად ვიყავი ბატონი პაატას მიწვეული, შეიძლება პერსონალურად ბატონ პაატას მოსაწვევი არ გადმოუცია, მაგრამ მიწვეული ვიყავი. მას წინა საღამოს შევხვდი. იმ დარბაზის გვერდით, სადაც ყრილობა უნდა გამართულიყო, მცირე დარბაზია. იქ ფეხბურთის მატჩი გვქონდა. გვიან დავამთავრეთ. იქ იყო ბატონი პაატა, მასთან ერთად იყვნენ ჩემი მეგობრებიც. როგორც ჩანს, ჩემი მიწვევა მანამდე იყო გადაწყვეტილი. ბატონმა პაატამ ჩემთან ერთად ჰკითხა ერთ ჩემს მეგობარს, რომ მიეცი თუ არა მოსაწვევიო. მოსაწვევი იქვე გადმომეცა. ამ მოსაწვევს ახლავე მოგართმევთ. კიდევ კარგი, ეს ისტორიული დოკუმენტი არ დამიკარგავს", - ამბობს ალავიძე.

თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსის თქმით, პაატა ბურჭულაძეს როგორც პიროვენებას და ხელოვანს დიდი პატივს სცემს და ყრილობაზე მისვლის მიზეზი ის იყო, რომ მისი პოლიტიკური გეგმები გაეგო.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პაატა ბურჭულაძის პარტიამ "სახელმწიფო ხალხისათვის" ყრილობა გამართა, რომელსაც სოსო ალავიძე ესწრებოდა. მოგვიანებით ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ალავიძე ყრილობაზე მიწვეული არ იყო.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."