ბიძინა ივანიშვილთან სალომე ასათიანის ინტერვიუს "ფეისბუქში" მწვავე გამოხმაურება მოყვა

 ბიძინა ივანიშვილთან სალომე ასათიანის ინტერვიუს "ფეისბუქში" მწვავე გამოხმაურება მოყვა

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ გავიდა, სადაც კითხვებს "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი სალომე ასათიანი სვამდა.

ინტერვიუს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ერთი ნაწილი ინტერვიუს დროს ჟურნალისტის ქმედებამ გააღიზიანა. ისინი წერდნენ, რომ "სალომე ასათიანი ექსპრემიერს პასუხის გაცემას არ აცდიდა". განსხვავებული პოზიცია ჰქონდა საზოგადოების მეორე ნაწილს.

გოგი გვახარია, ხელოვნებათმცოდნე: ჟურნალისტებს, რომლებმაც აქამდე აიღეთ ინტერვიუ პირველი მოქალაქისგან არ გეწყინოთ. თქვენს შორის ბევრი პროფესიონალია და დიდ პატივს გცემთ. მაგრამ ახლა ვფიქრობ, ამ კაცმა რომ ელემენტარული რამე არ იცის - ჟურნალისტმა კითხვა უნდა დასვას და მან უნდა უპასუხოს, ნაწილობრივ სწორედ თქვენი ბრალია. მესმის, ძალიან ძნელია ნარცისებისგან ინტერვიუს აღება. მე პირადად ვერაფერს ვერ შევძლებდი. ეგრევე დავნებდებოდი. მაგრამ იქნებ ვაღიაროთ, რომ სალომე ყველაზე მაგარია

ალეკო ელისაშვილი, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი:

ბიძინა ივანიშვილი ჩვენს თვალწინ ხურდავდება, იფუშება და ლეგენდიდან ერთი პატარა კაცუნა ხდება. დღევანდელი ინტერვიუ ამის დასტურია. ვინც მას აკრიტიკებს, ან კრიტიკულ კითხვას უსვამს ყველა ნაციონალი ჰგონია. სალომე ასათიანის უაღრესად მშვიდი და საქმიანი კითხვებიც კი ასე აფიქრებს. ეს ადამიანი მიჩვეული იყო ბიზნეს იმპერიის მართვისას უსიტყვო მორჩილებას, მერე მიეჩვია სახალხო აღტაცებას, ახლა სხვა რეალობა რომ დადგა ვერ ხვდება რომ აღტაცებამ გაიარა, ის მხოლოდ ბიზნეს მფლობელ-მმართველი არაა, ყველამ იცის რომ ის რეალური მმართველია ამ ქვეყნის. მისი სიტყვა აღარ ჭრის, მისი ნდობა ილევა. უბრალოდ მას ამის აღქმა უჭირს, მაამებელ-ვაზელინები არწმუნებენ რომ ის ისევ დიიიდი კუმირია და ვინც მას აკრიტიკებს ყველა ნაციონალია. მოკლედ ბიძინა ივანიშვილი 4 წლის წინანდელ დროში ჩარჩა, მას ყავლი გასდიდა ამას ვერ ხვდება. სალომე ასათიანი კი არის მშვიდი, წყნარი და ძალიან კვალიფიციური ჟურნალისტი.

ოთარ კახიძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:

ამ ინტერვიუს სუბტიტრები უნდა დავადოთ და მეგობარი ქვეყნების მთავრობებს მივაწოდოთ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს. იქნებ ჰუმანიტარული დახმარება გამოგვიგზავნონ, ოქტომბრამდე.

ირაკლი ტაბლიაშვილი, მედიაექსპერტი:

გულრწფელად ვიტყვი - არ ვიცი, რა ვთქვა... სალომე შევაქო? - ვაქებ... და რა მერე?.. პასუხებს ჩავუღრმავდე? რომელს ან რომელ ერთს? რომც გამოვხშირო...ჩავუ.. რა უნდა ვქნა?! ა, ჰო, ღრმავდე! უფრო მძიმეა რეალობა, ვიდრე მეგონა... პირველ რიგში, ქვეყნის!

მაია ორჯონიკიძე, მხატვარი:

”დედა, ეს რა იყო. ნამდვილი სიტყვიერი ფაღარათი სჭირს. აშკარად უფრო და უფრო არაადეკვატური ხდება. იცის, რომ ცოტა დარჩა-შიში ოხერია!”

ირინა სარიშვილი:

ეხლა პირველ არხზე ვუყურებ ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს და არც ვიცი რა ვთქვა! რა "რუსთავი 2", რის დემოკრატია, ნეტა თმით არ ითრევდეს ახალგაზრდა ჟურნალისტს რომელსაც შეკითხვის დასმასაც არ აცლის! მგონი კითხვებიც თვითონ უნდა დასვას და მერე თავადვე უპასუხოს და მაშინ დამშვიდდება!

საუბრის შინაარსზე ხო საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი! ავადაა ეს კაცი! სერიოზულად ავადაა! და ამ მანიაკალური ამბიციების სრულიად უინტელექტო ადამიანის ხელშია დღეს მთელი ქვეყანა! ბულგაკოვის "ძაღლის გული" გამახსენდა! სტატუსი: SOS!!!

ინგა გრიგოლია, ტელეწამყვანი:

სალომე ასათიანი ამ ინტერვიუს შემდეგ ისევაა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ნეტავ??

რობერტ სტურუა, რეჟისორი:

ღირს კი ემსახურო ამ ერს?! საქართველოში ერთადერთი კაცი აღმოჩნდა, ვინც უსასყიდლოდ უნაწილებს თავის ერს, სხვა სამყაროში თავისივე ოფლით მოპოვებულ სიმდიდრეს (გზები, ბუნების მოვლა, უფასო ექიმობა და ა.შ.) ხოლო უნიჭო, უმეცარი, უმადური, გათათქარიძებული ერი ამ კაცის განადგურებაზე ოცნებობს! ო, წიწამურო - ქართველი კაცის ოცნებავ!

ქეთი დოლიძე, რეჟისორი:

ქართველო ჟურნალისტებო! სირცხვილია! ჩემსავით, ხანდახან უცხოელ წამყვანებს მაინც უყურეთ! უფრო ახლოს: სოფო შევარდნაძის ინტერვიუებს მაინც უყურეთ! ან "Дождь"-ის ჟურნალისტებს!!!! კრისტიან ამანპურებზე და ჩარლი როუზებზე, ვინღა ლაპარაკობს!!!!!

დარეჯან ლიპარტელიანი, ჟურნალისტი:

საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ვუყურებ და სრული შოკი მივიღე!!! ასეთი, უცოდინარი, უზრდელი, უსახური, სამარცხვინო და არაპროფესიონალი ჟურნალისტი, სხვა მეტი, ცხოვრებაში მე რა მინახვას.... ვერაფრით ვერ გავიგე, რა უნდოდოდა და რა მიზანი ჰქონდა საზმაუწყებელს, მსგავსი არაპროფესიონალიზმი, მსგავსი მოუმზადებელი და თემისა და საკითხისადმი უპასუხისმგებლო ჟურნალისტი რომ დესვა ეთერში?! ... ასეთი სამარცხვინო და მსგავსი ეთერი, ცხოვებაში არავის არ ენახოს, რაც მე ჟურნალისტ სალომე ასათიანის ქმედებებში პირდაპირ ეთერში ახლა დავინახე... ან რა კითხვები დასვი შვილოოოო, როგორ და რ კონტექსტში დასვით კითხვები, ანდა, რა შეუასაბამობა და აზრობრივი ქაოსი დაატრიალე შენსა და ინტერვიურს შორის??... შეგახსენებთ, რომ პირველი არხი ხალხისგან ფინანსდება და კეთილი ინებოს, უცოდინარმა და არაკომპეტენტურმა ჟურნალისტმა სალომე ასათიანმა და დატოვოს არხი, ხალხი და მათ შორის ქართველი ერი აფინანსებს ამ დურაკს და ზოგადად საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხოდა შეწყვიტეთ ხალხის დაყაჩაღება, დამიბრუნეთ ჩემი ფული უცოდინრებო!!!

არჩილ გამზარდია, ექსპერტი, "2030"-ის ყოფილი წამყვანი:

რას ერჩით ამ ჟურნალისტ სალომე ასათიანს, კი, სასურველია, კვალიფიციურად ესაუბროს, მაშინ როდესაც ცდილობს თამამი იყოს, და ზოგადადაც, თვითმიზანი ფორმა კი არ უნდა იყოს - სითამამე თუ სხვა, არამედ შინაარსი... მაგრამ ისე მე ბევრი კარგი მაქვს გაგებული ამ გოგოზე და რას ვიზამთ, ხდება ხოლმე ჩავარდნები, ყველას მოგვსვლია. დღევანდელი წარუმატებლობა ხვალ მას მეტ პროფესიონალიზმს შესძენს, რაც სულაც არაა ცუდი. წარმატებები სალომეს.

პეტრე ცისკარიშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:

ქოცთა ზევსი პრაქტიკულად ყველა შეკითხვაზე აფეთქდა - პანორამა/საყდრისიდან დაწყებული, საგარეო ურთიერთობებით გაგრძელებული, ნარკოპოლიტიკით დამთავრებული!

თამარ ბაღაშვილი, ჟურნალისტი:

დღევანდელმა დღემ დაადასტურა, როგორი მიუღებლობა აქვს ქვეყნის რეალურ მმართველს არათუ კრიტიკული, ოდნავ განახვავებული აზრისადმი!!! და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ფულით ყველაფერს ვერ იყიდი, განსაკუთრებით აზროვნებას )))) ერთადერთი რაც მიხარია, რომ არსებობს ასეთი ჟურნალისტი.

ნინია კაკბაძე, ჟურნალისტი:

მერე გიკვირთ ვიღაცის დახატული გულები და ასე ძალიან რატომ უძვრებიანო, ხოდა ხომ ხედავთ წინააღმდეგობას და თავნებობას თუ წააწყდა რა ემართება? სახე დაკარგა და თავიც. დღეს ვიღაცას დახვრიტავს ნამდვილად!

დავით კოვზირიძე, ტელეწამყვანი:

ბატონმა ბიძინამ დაგლიჯა

ნინო დანელია, მედიექსპერტი:

ბევრი რამის თქმა შეიძლება სალომე ასათიანის ინტერვიუზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ის არის, რომ სალომე აღმოჩნდა ერთადერთი ჟურნალისტი, ვისთვისაც აქამდე ინტერვიუ მიუცია, ვინც ივანიშვილს, როგორც თანასწორს ისე ელაპარაკა: კითხვა დაუსვა, არ დაეთანხმა, გააწყვეტინა, გააკრიტიკა. გაგიჟდა კაცი, მინისტრები ვერ უბედავენ ამას და ამ გოგომ, რამდენი შებედა ცათა მპყრობელს! არადა, ერთი ჩვეულებრივი ძალიან მდიდარი ეგოცენტრიკი, უვიცი და უზრდელი ადამიანია, რომელიც მხოლოდ ყმებთანაა ურთიერთობას მიჩვეული.

მანანა მანჯგალაძე, ჟურნალისტი:

ვუყურებ და ისე ვნერვიულობ, ასე დაძაბულს დიდი ხანია არაფერი მომისმენია... კითხვები რატომ აქვს ჟურნალისტსო

ნინო ხაჟომია, ჟურნალისტი:

ეს ინტერვიუ უნდა ნახოს ყველა მომავალმა ჟურნალისტმა!!!! ესეთი უნდა იყოს ი ნ ტ ე რ ვ ი უ !!!!! სალომე, ბრავო სუპერგოგგო ხარ!

აკაკი გოგიჩაიშვილი, ჟურნალისტი:

respect

სერგი კაპანაძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:

მშვენიერი ნამუშევარი იყო, სალომე. ქაღალდებში ქექვა შეიძლება ცუდად ჩანდა, მაგრამ, ჩემი აზრით, საბოდიშო არაა. აჩვენებდა, რომ მზად იყავით. ვისურვებდი, რომ მეტ თემაზე გესაუბრათ, მაგ რ2-ზე, მაგრამ კარგად მესმის, რომ ამ რეჟიმში ძნელი მოსწრებადი იყო. ეგრე გააგრძელეთ ყველა რესპონდენტთან!

თეო ხატიაშვილი, კინომცოდნე:

სალომეს ბევრი გადაცემა დაუშეარებით კომენტარით - ჟურნალისტიკის მასტერ-კლასი დადო - აი, ეს არის ყველაზე მაგარი, პროფესიონალური, პრინციპული მასტერ-კლასი, როგორ ელაპარაკო "ღმერთუკას", რომელიც აქამდე მიჩვეული იყო მხოლოდ მონებთან ლაპარაკს. სალომე ასათიანი - არც ერთი გული, არც ბევრი, არც სიტყვები - მაგარი ხარ! ყოჩაღ, შენ გამძლეობას! - ვერ გამოხატავს რეალურად იმას, რაც ამ გადაცემაში გააკეთე.

იხილეთ ასევე: რა განმარტებას აკეთებს ჟურნალისტი სალომე ასათიანი ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს შესახებ

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს