გადაცემები "საქმიანი დილა", "ბიზნესკონტაქტი" და "ანალიტიკა" დაიხურა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ბიზნესკონტაქტიის" პროდიუსერმა თამუნა ქემერტლიძემ განუცხადა, ხვალინდელ პროგრამაში არც ერთი გადაცემა "არ ზის".
"მას შემდეგ, რაც გავიგეთ, რომ გადაცემა "არჩევანში" მონაწილეობის გამო "ბიზნესკონტაქტის" 4 თანამშრომელი გათავისუფლდა, არხის გენერალურ დირექტორ ზურაბ ნაყეურთან შედგა "საქმიანი დილის", "ბიზნესკონტაქტისა" და "ანალიტიკის" დანარჩენი თანამშრომლების შეხვედრა. ცოტა ხნის წინ კი მივიღეთ ხვალინდელი პროგრამა, რომლის მიხედვითაც, არც ერთი ეს გადაცემა ეთერში არ "ზის". დასკვნები თქვენ თვითონ გააკეთეთ", - განაცხადა თამუნა ქემერტლიძემ.
„მაესტრომ" „ბიზნესკონტაქტის" ჟურნალისტებს „რუსთავი 2"-ის გადაცემა „არჩევანში" მონაწილეობის გამო შრომითი ხელშეკრულებები შეუჩერა, ხოლო გიორგი ისაკაძის შეთავაზებაზე, არხზე 1 ლარად დარჩენის შესახებ, უარი თქვა.
ამის შესახებ შპს „სტუდია მაესტროს" დირექტორის ზურაბ ნაყეურის წერილშია ნათქვამი, რომელსაც „ბიზნესკონტაქტი" აქვეყნებს. შიდა მოკვლევის დასრულებამდე ხელშეკრულებები შეუჩერდათ თამუნა ქემერტელიძეს, თელარა გელანტიას, ელენე კვანჭილაშვილსა და ბექა ბაციკაძეს.