პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორცხელის ინციდენტში მონაწილეობისთვის ჯარისკაცი შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს
კორცხელის ინციდენტში მონაწილეობისთვის ჯარისკაცი შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის III ქვე­ი­თი ბრი­გა­დის 32-ე ქვე­ი­თი ბა­ტა­ლი­ო­ნის პირ­ვე­ლი კლა­სის რი­გი­თი ლაშა დვა­ლიშ­ვი­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­დან და­ი­თხო­ვა. ამის შე­სა­ხებ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, თი­ნა­თინ ხი­და­შე­ლის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მელ­საც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ხი­და­შე­ლი აღ­ნიშ­ნავს, ძა­ლა­დო­ბა და სხვი­სი ღირ­სე­ბის ხელ­ყო­ფა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­თან სრუ­ლი­ად შე­უ­თავ­სე­ბე­ლია და ნე­ბის­მი­ე­რი პირი, რო­გო­რი დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლიც უნდა იყოს ის, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს მიღ­მა აღ­მოჩ­ნდე­ბა უღირ­სი საქ­ცი­ე­ლის ჩა­დე­ნის­თა­ნა­ვე.

"ორი­ო­დე თვის წინ მის­მა გა­მარ­ჯვე­ბამ და MMA წე­სე­ბით ორ­თაბ­რძო­ლა­სა და გრამ­პლინ­გში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლის მო­პო­ვე­ბამ ყვე­ლა აღგ­ვაფრ­თო­ვა­ნა. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უკეთ გა­საც­ნო­ბად სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­პორ­ტა­ჟიც კი მო­ამ­ზა­და.

ჩვენ­თვის ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ცი­დენ­ტი, ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა. ორ­მა­გად სამ­წუ­ხა­როა, თუკი ამ ინ­ცი­დენ­ტში სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე ფი­გუ­რი­რებს.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო არ არის უწყე­ბა, რო­მე­ლიც მსგავს შემ­თხვე­ვებ­ში პი­რის ბრა­ლე­უ­ლო­ბის სა­კითხს და­ად­გენს, შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ჯერ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბის, შემ­დეგ კი სა­სა­მარ­თლოს კომ­პე­ტენ­ცი­აა. თუმ­ცა, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს თა­ვი­სი წე­სე­ბი, დის­ციპ­ლი­ნა და ნორ­მა­ტი­უ­ლი ფუნ­და­მენ­ტი აქვს, რო­მე­ლიც, პირ­ველ რიგ­ში, სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში მტკი­ცე დის­ციპ­ლი­ნა­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღალ სტან­დარ­ტებს ეფუძ­ნე­ბა.

ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კორ­ცხელ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა, სამ­წუ­ხა­როდ, არ გვი­ტო­ვებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის ქცე­ვა თავ­სე­ბა­დი იყო ჯა­რის­კა­ცის დის­ციპ­ლი­ნის და ღირ­სე­უ­ლი საქ­ცი­ე­ლის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში დამ­კვიდ­რე­ბულ წე­სებ­თან. შე­სა­ბა­მი­სად, პირ­ვე­ლი კლა­სის რი­გი­თი ლაშა დვა­ლიშ­ვი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სის ბრძა­ნე­ბით და­თხოვ­ნი­ლია შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­დან.

ამას­თა­ნა­ვე, სრუ­ლი კა­ტე­გო­რი­უ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ: არ და­ვუშ­ვებთ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის­თვის ჩრდი­ლის მი­ყე­ნე­ბას და ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვას.

ქარ­თუ­ლი ჯარი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ყვე­ლა­ზე უფრო ნა­თე­ლი და სა­ი­მე­დო ბურ­ჯია. ქარ­თულ ჯარ­ში მსა­ხუ­რო­ბენ წე­სი­ე­რი, სხვი­სი თა­ვი­სუფ­ლე­ბის პა­ტი­ვის­მცე­მე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი. ძა­ლა­დო­ბა და სხვი­სი ღირ­სე­ბის ხელ­ყო­ფა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­თან სრუ­ლი­ად შე­უ­თავ­სე­ბე­ლია და ნე­ბის­მი­ე­რი პირი, რო­გო­რი დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლიც უნდა იყოს, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს მიღ­მა აღ­მოჩ­ნდე­ბა უღირ­სი საქ­ცი­ე­ლის ჩა­დე­ნის­თა­ნა­ვე.

ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის და ჩემი, რო­გორც თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ვა­ლია, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, გა­ვუფრ­თხილ­დე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­ხელს და რე­პუ­ტა­ცი­ას", - ნათ­ქვა­მია თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

კორცხელის ინციდენტში მონაწილეობისთვის ჯარისკაცი შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს

კორცხელის ინციდენტში მონაწილეობისთვის ჯარისკაცი შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ლაშა დვალიშვილი შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვა. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ხიდაშელი აღნიშნავს, ძალადობა და სხვისი ღირსების ხელყოფა შეიარაღებულ ძალებთან სრულიად შეუთავსებელია და ნებისმიერი პირი, როგორი დამსახურებულიც უნდა იყოს ის, შეიარაღებულ ძალებს მიღმა აღმოჩნდება უღირსი საქციელის ჩადენისთანავე.

”ორიოდე თვის წინ მისმა გამარჯვებამ და MMA წესებით ორთაბრძოლასა და გრამპლინგში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებამ ყველა აღგვაფრთოვანა. თავდაცვის სამინისტრომ წარმატებული სამხედრო მოსამსახურის საზოგადოებისთვის უკეთ გასაცნობად სპეციალური რეპორტაჟიც კი მოამზადა.

ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა ნებისმიერი ინციდენტი, ძალადობის ფაქტი, რომელიც ქვეყანაში ხდება. ორმაგად სამწუხაროა, თუკი ამ ინციდენტში სამხედრო მოსამსახურე ფიგურირებს.

თავდაცვის სამინისტრო არ არის უწყება, რომელიც მსგავს შემთხვევებში პირის ბრალეულობის საკითხს დაადგენს, შესაბამისი გადაწყვეტილებები ჯერ საგამოძიებო ორგანოების, შემდეგ კი სასამართლოს კომპეტენციაა. თუმცა, შეიარაღებულ ძალებს თავისი წესები, დისციპლინა და ნორმატიული ფუნდამენტი აქვს, რომელიც, პირველ რიგში, სამხედრო სამსახურში მტკიცე დისციპლინასა და განსაკუთრებით მაღალ სტანდარტებს ეფუძნება.

ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა, სამწუხაროდ, არ გვიტოვებს შესაძლებლობას, ვივარაუდოთ, რომ სამხედრო მოსამსახურის ქცევა თავსებადი იყო ჯარისკაცის დისციპლინის და ღირსეული საქციელის შეიარაღებულ ძალებში დამკვიდრებულ წესებთან. შესაბამისად, პირველი კლასის რიგითი ლაშა დვალიშვილი გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით დათხოვნილია შეიარაღებული ძალებიდან.

ამასთანავე, სრული კატეგორიულობით ვაცხადებ: არ დავუშვებთ შეიარაღებული ძალებისთვის ჩრდილის მიყენებას და ღირსების შელახვას.

ქართული ჯარი ქართული სახელმწიფოს ყველაზე უფრო ნათელი და საიმედო ბურჯია. ქართულ ჯარში მსახურობენ წესიერი, სხვისი თავისუფლების პატივისმცემელი პროფესიონალები. ძალადობა და სხვისი ღირსების ხელყოფა შეიარაღებულ ძალებთან სრულიად შეუთავსებელია და ნებისმიერი პირი, როგორი დამსახურებულიც უნდა იყოს, შეიარაღებულ ძალებს მიღმა აღმოჩნდება უღირსი საქციელის ჩადენისთანავე.

ყველა ჩვენგანის და ჩემი, როგორც თავდაცვის მინისტრის ვალია, უპირველეს ყოვლისა, გავუფრთხილდე შეიარაღებული ძალების სახელს და რეპუტაციას”, - ნათქვამია თავდაცვის მინისტრის განცხადებაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."