პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაესტრომ" "ბიზნესკონტაქტის" 4 ჟურნალისტს "რუსთავი 2"-ის გადაცემაში მონაწილეობის გამო ხელშეკრულებები შეუჩერა
 "მაესტრომ" "ბიზნესკონტაქტის" 4 ჟურნალისტს "რუსთავი 2"-ის გადაცემაში მონაწილეობის გამო ხელშეკრულებები შეუჩერა

"მა­ესტრომ" "ბიზ­ნეს­კონ­ტაქ­ტის" ჟურ­ნა­ლის­ტებს "რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა "არ­ჩე­ვან­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გამო შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი შე­უ­ჩე­რა, ხოლო გი­ორ­გი ისა­კა­ძის შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე, არხზე 1 ლა­რად დარ­ჩე­ნის შე­სა­ხებ, უარი თქვა.

ამის შე­სა­ხებ შპს "სტუ­დია მა­ესტროს" დი­რექ­ტო­რის ზუ­რაბ ნა­ყე­უ­რის წე­რილ­შია ნათ­ქვა­მი, რო­მელ­საც "ბიზ­ნეს­კონ­ტაქ­ტი" აქ­ვეყ­ნებს. შიდა მოკ­ვლე­ვის დას­რუ­ლე­ბამ­დე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი შე­უ­ჩერ­დათ თა­მუ­ნა ქე­მერ­ტე­ლი­ძეს, თე­ლა­რა გე­ლან­ტი­ას, ელე­ნე კვან­ჭი­ლაშ­ვილ­სა და ბექა ბა­ცი­კა­ძეს.

"ვთვლით, რომ ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" მოქ­მედ­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მე­ნე­ჯმენ­ტთან შე­უ­თან­ხმებ­ლად მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ კონ­კუ­რენ­ტი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ან ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის თოქ­შო­უ­ებ­ში, სა­დაც შპს "მა­ესტროს" საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცი­ის შემ­ლა­ხა­ვი და მისი კო­მერ­ცი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი კეთ­დე­ბა. ჩნდე­ბა გო­ნივ­რუ­ლი ეჭვი, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში ად­გი­ლი აქვს მე­სა­მე პი­რე­ბის მხრი­დან "მა­ესტროს" სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ში ჩა­რე­ვის მცდე­ლო­ბას და მისი კო­მერ­ცი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის უხეშ ხელ­ყო­ფას. იბა­დე­ბა მარ­თლზო­მი­ე­რი შე­კი­თხვა - რა­ტომ ხდე­ბა ყო­ვე­ლი­ვე ეს მა­შინ, რო­დე­საც ქვე­მოთ მოხ­სე­ნი­ე­ბულ თა­ნამ­შრომ­ლებს ყო­ველ­დღი­უ­რად 4 სა­ა­თით, შე­უ­ზღუ­და­ვად, - პირ­და­პირ ეთერ­ში მიჰ­ყავთ გა­და­ცე­მე­ბი "ბიზ­ნეს კონ­ტაქ­ტი", "ანა­ლი­ტი­კა" და "საქ­მი­ა­ნი დილა"?

აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­რექ­ტო­რი, ვი­ღებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას: ჩა­ტარ­დეს შიდა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მოკ­ვლე­ვა ფაქ­ტზე: 31 მა­ისს, ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა "არ­ჩე­ვან­ში" შპს "სტუ­დია მა­ესტროს" მოქ­მედ თა­ნამ­შრო­მელ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ; მოკ­ვლე­ვის დას­რუ­ლე­ბამ­დე შე­უ­ჩერ­დეთ შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" შემ­დეგ თა­ნამ­შრომ­ლებს: თა­მუ­ნა ქე­მერ­ტე­ლი­ძეს, თე­ლა­რა გე­ლან­ტი­ას, ელე­ნე კვან­ჭი­ლაშ­ვილ­სა და ბექა ბა­ცი­კა­ძეს. აქვე და­ვა­მა­ტებთ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­რექ­ცი­ამ გა­ნი­ხი­ლა ბა­ტო­ნი გი­ორ­გი ისა­კა­ძის "რუს­თა­ვი 2"-ის ეთე­რი­დან გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა - აღად­გი­ნოს ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს­თან" შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სიმ­ბო­ლურ ფა­სად - 1 ლა­რად. გან­ხილ­ვის შე­დე­გად გა­და­წყდა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი ზე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი ფაქ­ტის ან მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი­სა­გან მო­მა­ვალ­ში პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, უარი ეთ­ქვას გი­ორ­გი ისა­კა­ძეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე", - ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

sponsored by ContentRoom

"მაესტრომ" "ბიზნესკონტაქტის" 4 ჟურნალისტს "რუსთავი 2"-ის გადაცემაში მონაწილეობის გამო ხელშეკრულებები შეუჩერა

 "მაესტრომ" "ბიზნესკონტაქტის" 4 ჟურნალისტს "რუსთავი 2"-ის გადაცემაში მონაწილეობის გამო ხელშეკრულებები შეუჩერა

"მაესტრომ" "ბიზნესკონტაქტის" ჟურნალისტებს "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" მონაწილეობის გამო შრომითი ხელშეკრულებები შეუჩერა, ხოლო გიორგი ისაკაძის შეთავაზებაზე, არხზე 1 ლარად დარჩენის შესახებ, უარი თქვა.

ამის შესახებ შპს "სტუდია მაესტროს" დირექტორის ზურაბ ნაყეურის წერილშია ნათქვამი, რომელსაც "ბიზნესკონტაქტი" აქვეყნებს. შიდა მოკვლევის დასრულებამდე ხელშეკრულებები შეუჩერდათ თამუნა ქემერტელიძეს, თელარა გელანტიას, ელენე კვანჭილაშვილსა და ბექა ბაციკაძეს.

"ვთვლით, რომ ყოვლად დაუშვებელია ტელეკომპანია "მაესტროს" მოქმედმა თანამშრომლებმა საზოგადოების მენეჯმენტთან შეუთანხმებლად მონაწილეობა მიიღონ კონკურენტი ტელეკომპანიის ან ტელეკომპანიების თოქშოუებში, სადაც შპს "მაესტროს" საქმიანი რეპუტაციის შემლახავი და მისი კომერციული ინტერესების დამაზიანებელი განცხადებები კეთდება. ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ამ შემთხვევაში ადგილი აქვს მესამე პირების მხრიდან "მაესტროს" სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობას და მისი კომერციული ინტერესების უხეშ ხელყოფას. იბადება მართლზომიერი შეკითხვა - რატომ ხდება ყოველივე ეს მაშინ, როდესაც ქვემოთ მოხსენიებულ თანამშრომლებს ყოველდღიურად 4 საათით, შეუზღუდავად, - პირდაპირ ეთერში მიჰყავთ გადაცემები "ბიზნეს კონტაქტი", "ანალიტიკა" და "საქმიანი დილა"?

აღნიშნულიდან გამომდინარე, მე, როგორც საზოგადოების დირექტორი, ვიღებ გადაწყვეტილებას: ჩატარდეს შიდა სამსახურებრივი მოკვლევა ფაქტზე: 31 მაისს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" შპს "სტუდია მაესტროს" მოქმედ თანამშრომელთა მონაწილეობის შესახებ; მოკვლევის დასრულებამდე შეუჩერდეთ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილება ტელეკომპანია "მაესტროს" შემდეგ თანამშრომლებს: თამუნა ქემერტელიძეს, თელარა გელანტიას, ელენე კვანჭილაშვილსა და ბექა ბაციკაძეს. აქვე დავამატებთ, რომ საზოგადოების დირექციამ განიხილა ბატონი გიორგი ისაკაძის "რუსთავი 2"-ის ეთერიდან გაჟღერებული შეთავაზება - აღადგინოს ტელეკომპანია "მაესტროსთან" შრომითი ხელშეკრულება სიმბოლურ ფასად - 1 ლარად. განხილვის შედეგად გადაწყდა, საზოგადოების დამაზიანებელი ზემოთ მოყვანილი ფაქტის ან მსგავსი ფაქტებისაგან მომავალში პრევენციის მიზნით, უარი ეთქვას გიორგი ისაკაძეს შემოთავაზებაზე", - ნათქვამია წერილში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია