Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სისხლიანი სადილი, რომელმაც მსოფლიო შეძრა - კატმანდუს პრინცმა სამეფო ოჯახის ყველა წევრი ამოხოცა და შემდეგ თავი მოიკლა
სისხლიანი სადილი, რომელმაც მსოფლიო შეძრა - კატმანდუს პრინცმა სამეფო ოჯახის ყველა წევრი ამოხოცა და შემდეგ თავი მოიკლა

ნე­პა­ლის სა­მე­ფო ოჯა­ხი, თით­ქმის მთლი­ა­ნი შე­მად­გენ­ლო­ბით, ორი კლა­ნის - შა­ჰე­ბი­სა და რა­ნე­ბის სა­უ­კუ­ნო­ვან და­პი­რის­პი­რე­ბას ემსხვერ­პლა

შექ­სპი­რი­სე­ულ­მა ტრა­გე­დი­ამ, რო­მე­ლიც კატ­მან­დუ­ში, ნე­პა­ლის სა­მე­ფო რე­ზი­დენ­ცი­ა­ში 2001 წლის ზა­ფხუ­ლის პირ­ველ დღეს დატ­რი­ალ­და, გულ­გრი­ლი არა­ვინ და­ტო­ვა. 1 ივ­ნისს, 21:00 და 21:30 შო­რის დრო­ის მო­ნაკ­ვეთ­ში სა­მე­ფო ოჯა­ხის თით­ქმის ყვე­ლა წევ­რი და­ი­ხო­ცა: "ღმერ­თი ვიშ­ნუს ცო­ცხა­ლი გან­სა­ხი­ე­რე­ბა", 55 წლის მეფე ბი­რენ­დრა, 51 წლის დე­დო­ფა­ლი აიშ­ვა­რია, 24 წლის პრინ­ცე­სა შრუ­ტი, მისი ძმა, 22 წლის პრინ­ცი ნა­რა­ი­ა­ნი, და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი. ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, მკვლე­ლო­ბას სა­ფუძ­ვლად უიღ­ბლო სიყ­ვა­რუ­ლი ედო. ტრა­გე­დი­ის ჩამ­დე­ნი - 29 წლის მემ­კვიდ­რე პრინ­ცი დი­პენ­დრა აღ­მოჩ­ნდა. მან აფექ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ნას­ვამ­მა, მისი ქორ­წი­ნე­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამო­ხო­ცა, შემ­დეგ კი თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და (დი­პენ­დრა დე­და­ქა­ლა­ქის ჰოს­პი­ტალ­ში 4 ივ­ნისს გარ­და­იც­ვა­ლა). თუმ­ცა, ნე­პალ­ში ამ ვერ­სი­ის ცოტა ვინ­მეს თუ სჯე­რა, რა­საც თა­ვი­სი მი­ზე­ზი აქვს.

ნე­პა­ლის მცხოვ­რებ­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მათი სა­მე­ფო მუ­დამ არ­სე­ბობ­და. თუმ­ცა, პირ­ვე­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ცნო­ბე­ბი ნე­პა­ლის შე­სა­ხებ ჩ.წ.ა. VIII სა­უ­კუ­ნეს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. იმ დროს ნე­პალს კი­რა­ტის დი­ნას­ტია მარ­თავ­და. მისი 28-ე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გუ­ა­მა­ტა გახ­ლდათ, რო­მელ­მაც ბო­ლოს და ბო­ლოს სუ­ლი­ერ ჰარ­მო­ნი­ას მი­აღ­წია და ბუდა გახ­და.

გა­დი­ო­და სა­უ­კუ­ნე­ე­ბი, იც­ვლე­ბო­და მმარ­თვე­ლე­ბი და დი­ნას­ტი­ე­ბი: კი­რა­ტი, ლი­ჩჩ­ჰა­ვე­ბი, ტა­კუ­რი, მა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მე­ზო­ბე­ლი ინ­დო­ე­თი­დან იმარ­თე­ბოდ­ნენ 1769 წლამ­დე და მისი დიდი ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. სწო­რედ ამ დროს ძა­ლა­უფ­ლე­ბა შა­ჰე­ბის დი­ნას­ტი­ამ მო­ი­პო­ვა და მათი პირ­ვე­ლი მეფე ფრი­თჰვი ნა­რა­ი­ან შაჰი გახ­და. XVIII სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულ­სა და XIX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ნე­პა­ლურ-ინ­გლი­სუ­რი ომის შე­დე­გად, ნე­პალ­მა რამ­დე­ნი­მე კა­ბა­ლურ შე­თან­ხმე­ბას მო­ა­წე­რა ხელი დიდ ბრი­ტა­ნეთ­თან. 1846 წელს, ბრი­ტა­ნე­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რით, გე­ნე­რალ­მა ჯანგ ბა­ჰა­დურ­მა ძა­ლა­უფ­ლე­ბა ხელ­ში ჩა­იგ­დო და თავი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად გა­მო­ა­ცხა­და. შაჰთა კლა­ნის მმარ­თვე­ლო­ბის ორი სა­უ­კუ­ნის მან­ძილ­ზე, მათ "შავი ბე­დის­წე­რა" აჩ­რდი­ლი­ვით მოჰ­ყვე­ბო­და, რო­მე­ლიც მონ­ტე­კე­ბი­სა და კა­პუ­ლე­ტე­ბის მსგავ­სად, უკავ­შირ­დე­ბა რა­ნე­ბის მძლავ­რი კლა­ნის მტრო­ბას შა­ჰებ­თან (სწო­რედ რა­ნე­ბის ოჯა­ხი­დან იყო პრინც დი­პენ­დრას სა­ცო­ლე, რომ­ლის გა­მოც პრინ­ცი მშობ­ლებს და­უ­პი­რის­პირ­და). თავ­და­პირ­ვე­ლად, რა­ნებ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოს­ტის მო­ნო­პო­ლი­ზე­ბა მო­ახ­დი­ნეს, რო­მე­ლიც მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­ე­ცე­მო­და. შემ­დეგ შა­ჰე­ბი ქვეყ­ნის რე­ა­ლურ მმარ­თვე­ლო­ბას ჩა­მო­ა­შო­რეს - კლა­ნი ნო­მი­ნა­ლურ მმარ­თვე­ლე­ბად აქ­ცი­ეს.

მე­ტიც, XX სა­უ­კუ­ნის 50-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში მეფე ტრი­ბჰუ­ა­ნი (მეფე ბი­რენ­დრას ბა­ბუა) იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ინ­დო­ე­თის­თვის შე­ე­ფა­რე­ბი­ნა თავი. რა­ნებ­მა ღია უზურ­პა­ცია ვერ გა­ბე­დეს, ამი­ტო­მაც მე­ფედ 4 წლის გი­ა­ნენ­დრა გა­მო­ა­ცხა­დეს, რომ­ლის ინ­დო­ეთ­ში გაყ­ვა­ნაც ვერ მო­ხერ­ხდა. ასე რომ, თით­ქოს და პო­ლი­ტი­კის­გან შორს მყო­ფი გი­ა­ნენ­დრა, რო­მე­ლიც ეკო­ლო­გი­ი­თა და ტუ­რიზ­მით არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი, მე­ფედ 2-ჯერ აკურ­თხეს: ის მისი ძმი­სა და სა­ვა­რა­უ­დო მკვლე­ლის - დი­პენ­დრას სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ კვლავ მე­ფედ გა­მო­ა­ცხა­დეს.

და­ვუბ­რუნ­დეთ ჰი­მა­ლა­ე­ლი მონ­ტე­კე­ბი­სა და კა­პუ­ლე­ტე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბის ის­ტო­რი­ას... შა­ჰე­ბი დევ­ნი­ლო­ბა­ში დიდ ხანს არ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ინ­დო­ეთ­ში მათ მხარ­და­ჭე­რა ჰპო­ვეს და, ნე­პალ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლებ­მა, რა­ნებ­თან ერ­თად გა­იყ­ვეს მმარ­თვე­ლო­ბა. ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მო­ნარ­ქებ­მა მე­ტო­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბა-მო­სი­ლე­ბა შე­ამ­ცი­რეს. ამ საქ­მე­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ წარ­მა­ტე­ბას მოკ­ლულ­მა მეფე ბი­ნენ­დრამ მი­აღ­წია. მან შე­წყვი­ტა ტრა­დი­ცია, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრე­ბად რა­ნე­ბის ოჯა­ხის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და­ნიშ­ვნი­სა და პარ­ლა­მენ­ტსა და ჯარ­ში მათი გავ­ლე­ნის შე­სუს­ტე­ბის კამ­პა­ნია წა­მო­ი­წყო.

ნე­პალ­მა უდი­დე­სი მეფე და­კარ­გა. მეფე ბი­რენ­დრა 1972 წლის 31 იან­ვარს 26 წლის ასაკ­ში ავი­და ტახ­ტზე, თუმ­ცა ის მე­ფედ მხო­ლოდ 3 წლის შემ­დეგ აკურ­თხეს. თა­რი­ღი მე­ფის კა­რის ას­ტრო­ლო­გებ­მა გა­მო­ით­ვა­ლეს. ამ დრო­ის­თვის ნე­პა­ლი ნა­ხევ­რა­დფე­ო­და­ლურ აბ­სო­ლუ­ტურ მო­ნარ­ქი­ად ჩა­მო­ყა­ლიბ­და. 60-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში ქვე­ყა­ნა­ში ე.წ. პან­ჩა­ი­ა­ტუ­რი სის­ტე­მა და­არ­სდა. პან­ჩა­ი­ა­ტი - თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ტრა­დი­ცი­უ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი, სი­ტყვა­სი­ტყვით - "ხუ­თე­უ­ლი", თა­ვი­სე­ბუ­რი ფი­ლო­სო­ფი­ის მა­ტა­რე­ბე­ლია, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებ­და დე­მოკ­რა­ტი­ის და­სავ­ლუ­რი მო­დე­ლის მი­უ­ღებ­ლო­ბას და ად­გი­ლობ­რი­ვი, ტრა­დი­ცი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბას.

თუმ­ცა, იყო გა­დაც­დე­ნე­ბიც. ბი­რენ­დრას მამა, მეფე მა­ჰენ­დრა აზარ­ტუ­ლი მო­თა­მა­შე და ავან­ტი­უ­რის­ტი გახ­ლდათ. 50-იან წლებ­ში კალ­კუ­ტა­ში მყო­ფი მეფე ერთ-ერთ არის­ტოკ­რა­ტულ კლუბს ეწ­ვია და მისი მე­პატ­რო­ნე, რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ რუ­სე­თი­დან ემიგ­რი­რე­ბუ­ლი ბო­რის ლი­სა­ნე­ვი­ჩი გა­იც­ნო და კატ­მან­დუ­ში მი­იწ­ვია.

ნე­პა­ლის დე­და­ქა­ლაქ­ში სტუმ­რო­ბი­სას, ლი­სა­ნო­ვიჩ­მა მყი­სი­ე­რად მო­ი­აზ­რა, რომ და­სავ­ლუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის მიერ ამ ხე­ლუხ­ლე­ბელ ოა­ზის­ში დიდი ფუ­ლის შოვ­ნა შე­იძ­ლე­ბა. მან და­არ­წმუ­ნა მეფე ტუ­რის­ტუ­ლი ბიზ­ნე­სის პერ­სპექ­ტი­უ­ლო­ბა­ში ნე­პა­ლის ეკო­ნო­მი­კი­სა და სა­მე­ფო ოჯა­ხის ბი­უ­ჯე­ტის­თვის. ლი­სა­ნო­ვიჩ­მა იქი­რა­ვა რა­ნე­ბის კლა­ნის კუთ­ვნი­ლი ძვე­ლი სა­სახ­ლე და 5 ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­როდ აქ­ცია. მას მერე ბიზ­ნეს­მე­ნი მდი­და­რი ტუ­რის­ტე­ბის ჯგუ­ფებს იღებ­და. ის უკვე ცო­ცხა­ლი აღარ არის, თუმ­ცა მისი სას­ტუმ­რო Yak and Eti Park Royal Hotel, კატ­მან­დუ­ში ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი, დღემ­დე ჰყვა­ვის.

დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი წყო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რო­მე­ლიც მეფე ბი­რენ­დრამ და­ნერ­გა, ად­გი­ლობ­რივ პრე­სას აკ­რძა­ლუ­ლი ჰქონ­და მისი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბის კრი­ტი­კა. კა­რის მსა­ხუ­რე­ბის კრი­ტი­კა კი - რამ­დე­ნიც გნე­ბავთ... სკვდი­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე წლით ადრე მო­ნარ­ქს ლონ­დო­ნის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ნე­პა­ლის სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და­უნ­დობ­ლად აკტი­ტი­კებ­დნენ მე­ფის მსა­ხურს, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ მწი­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის გამო. მო­ნარ­ქი­სა და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის გა­ტა­ცე­ბებ­ზე ხში­რად იწე­რე­ბო­და პრე­სა­ში. თა­ვის დრო­ზე ბი­რენ­დრამ პა­რა­შუ­ტის­ტე­ბის კურ­სი და­ამ­თავ­რა, შე­სა­ნიშ­ნა­ვად მარ­თავ­და ვერ­ტმფრენს, გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო სპორ­ტით, არ ცნობ­და პი­რად მძღო­ლებს და თა­ვად მარ­თავ­და ავ­ტო­მო­ბილს. მაგ­რამ მისი უმ­თავ­რე­სი გა­ტა­ცე­ბა მოგ­ზა­უ­რო­ბა გახ­ლდათ. სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში ინ­კოგ­ნი­ტო გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, ამ­ბობ­და რომ ასე უკეთ გა­იც­ნობს ხალ­ხს. რაც შე­ე­ხე­ბა უცხო ქვეყ­ნებს, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ დარ­ჩა დე­და­მი­წა­ზე კუ­თხე-კუნ­ჭუ­ლი, რო­მე­ლიც მან არ მო­ი­ნა­ხუ­ლა.

...სა­მე­ფო ას­ტრო­ლო­გებ­მა, რო­მელ­თა გა­რე­შე არ­ცერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა არ ხდე­ბა ნე­პალ­ში, უკვე იპო­ვეს სის­ხლი­ა­ნი დრა­მის ახ­სნა: ყვე­ლა­ფე­რი ვარ­სკვლა­ვე­ბის გან­ლა­გე­ბის ბრა­ლია. მათი აზ­რით, დი­პენ­დრას დედ-მა­მის შე­უ­პო­ვარ პო­ზი­ცი­ა­ზე სა­ცო­ლის მი­მართ, წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბამ იმოქ­მე­და: თუ კრონპ­რინ­ცი 35 წლამ­დე და­ქორ­წინ­დე­ბა, მა­მა­მი­სი, მეფე ბი­რენ­დრა მოკ­ვდე­ბა. სხვა წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ მეფე ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში 56 წელს ვერ მი­ა­ტან­და. გარ­და ამი­სა, ლე­გენ­დის მი­ხედ­ვით, ერთ-ერ­თმა ას­ტრო­ლოგ­მა იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა, რომ ნე­პა­ლის მმარ­თვე­ლი დი­ნას­ტია 10 თა­ო­ბის შემ­დეგ და­ე­ცე­მა. მეფე ბი­რენ­დრა მე-11 თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო...

თუმ­ცა, ამ ის­ტო­რი­ა­ში გა­მო­ცა­ნე­ბი მის­ტი­კის გა­რე­შეც უხ­ვა­დაა.

მა­გა­ლი­თად, გაქ­რა ტრა­გე­დი­ის ირი­ბი დამ­ნა­შა­ვის - კრონპ­რინ­ცის სა­ცო­ლის კვა­ლი. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ის ინ­დო­ეთ­ში გა­იქ­ცა, ასე­ვე, მო­ა­რუ­ლი ჭო­რის თა­ნახ­მად, ნე­პალ­ში იმა­ლე­ბა. და­ზუს­ტე­ბით კი ერთი რამ არის ცნო­ბი­ლი - ნე­პა­ლე­ლი ჯუ­ლი­ე­ტა უბ­რა­ლო გვა­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არ არის, რო­გორც ამას ოფი­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო­ე­ბი იუ­წყე­ბოდ­ნენ. დი­პენ­დრას სა­ცო­ლე რა­ნე­ბის დი­ნას­ტი­ი­დან მო­დის.

გო­გო­ნას დე­ვი­ა­ნი რანა ჰქვია. მა­მა­მი­სი - პა­შუ­პა­ტი რანა, თა­ვის დრო­ზე ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გახ­ლდათ. რა­ნებ­მა არამ­ხო­ლოდ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოს­ტის უზურ­პა­ცია მო­ახ­დი­ნეს, არამ­დე, იმა­ვე კლა­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან ირ­ჩე­ვა ტახ­ტის მემ­კვიდ­რის სა­ცო­ლე. დი­პენ­დრა კა­ნო­ნი­ე­რად ითხოვ­და მშობ­ლე­ბის­გან თან­ხმო­ბას. რო­გორც ჩანს, სა­მე­ფო ოჯახს არ სურ­და შა­ჰებ­სა და რა­ნებს შო­რის ქორ­წი­ნე­ბის ტრა­დი­ცი­ის გაგ­რძე­ლე­ბა.

ტრა­გე­დი­ის კი­დევ ერთი გა­მო­ცა­ნა - მომ­ხდარ­ზე ერთ-ერ­თმა პირ­ველ­მა ვიცე პრე­მი­ერ­მა, რამა ჩან­დრა პო­უ­დელ­მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია. მან­ვე გა­ნა­ცხა­და მკვლე­ლო­ბის პირ­ვე­ლი ვერ­სი­ის შე­სა­ხებ. თით­ქოს­და მემ­კვიდ­რე პრინცს სა­დი­ლის დროს დე­დას­თან შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უ­ვი­და სა­ცო­ლის გამო. დე­დო­ფალ­მა აიშ­ვა­რი­ამ შვი­ლის არ­ჩე­ვა­ნი გა­აკ­რი­ტი­კა. პრინ­ცი მა­გი­დი­დან წა­მოხ­ტა, მა­ლე­ვე ავ­ტო­მა­ტით დაბ­რუნ­და და უმი­სა­მარ­თო ცე­ცხლი გახ­სნა. შემ­დეგ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე დღე კი­დევ იცო­ცხლა.

ტრა­გე­დი­ი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ის მე­ფედ აკურ­თხეს, კო­მა­ში მყო­ფი დი­პენ­დრა 48 სა­ათ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ნე­პალს კვლავ ახა­ლი მეფე წა­რუდ­გი­ნეს - 54 წლის გი­ა­ნენ­დრა - მეფე ბი­რენ­დრას ძმა.

ნე­პა­ლის ახა­ლი მეფე რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა. უამ­რავს უჩ­ნდე­ბა შე­კი­თხვა: იქ­ნებ გი­ა­ნენ­დრა სუ­ლაც არ იმ­ყო­ფე­ბო­და შემ­თხვე­ვით იმ ავადსახ­სე­ნე­ბელ სა­დილ­ზე, რის მე­რეც მის­თვის ტახ­ტის­კენ გზა გა­იხ­სნა? თუმ­ცა, მისი მე­უღ­ლე სა­სახ­ლე­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და და­იჭ­რა.

სა­ნამ ძმის­შვი­ლი ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი იყო, გი­ა­ნენ­დრამ უარ­ყო მკვლე­ლო­ბის პირ­ვე­ლი ვერ­სია, მან გა­ნა­ცხა­და, რომ ბი­რენ­დრა­სა და სა­მე­ფო ოჯა­ხის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბის სიკ­ვდი­ლი "ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვი­თო­ბაა", რად­გან ავ­ტო­მატ­მა უნე­ბუ­რად გა­ის­რო­ლა. ამას­თან, მას სი­ტყვაც კი არ დას­ცდე­ნია, თუ ვის ხელ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ავ­ტო­მა­ტი და სად იყო ამ დროს დაც­ვა.

თუმ­ცა, რო­გორც კი დი­პენ­დრა გარ­და­იც­ვა­ლა და ათა­სო­ბით ნე­პა­ლე­ლი ქუ­ჩა­ში გა­მო­ვი­და ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­თხოვ­ნით, გი­ა­ნენ­დრამ ახა­ლი გან­ცხა­დე­ბა "გა­მო­ა­ცხო". მისი თქმით, პირ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბი­სას, "იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ტყუ­ი­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დე­ბი­ნა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი და იუ­რი­დი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბის გამო. მაგ­რამ ახლა ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლა და ჩვენ და­ვად­გენთ ყვე­ლა ფაქტს და გა­ვა­სა­ჯა­რო­ებთ მაქ­სი­მა­ლუ­რად მოკ­ლე ვა­და­ში". ახალ­მა მე­ფემ ასე­ვე სა­გა­მომ­ძი­ებ­ლო კო­მი­სი­ის შექ­მნა­ზე გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­შიც კო­მუ­ნის­ტუ­რი ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რი, ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის სპი­კე­რი და უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შე­დი­ოდ­ნენ. თუმ­ცა, კო­მუ­ნის­ტებ­მა კო­მი­სი­ის წევ­რო­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს. ნე­პა­ლის პი­რო­ბებ­ში, სა­დაც მო­ნარ­ქის­თვის შე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბა მი­ღე­ბუ­ლი არ არის, ეს გახ­ლდათ არ­ნა­ხუ­ლი თავ­ხე­დო­ბა.

დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ია

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom

სისხლიანი სადილი, რომელმაც მსოფლიო შეძრა - კატმანდუს პრინცმა სამეფო ოჯახის ყველა წევრი ამოხოცა და შემდეგ თავი მოიკლა

სისხლიანი სადილი, რომელმაც მსოფლიო შეძრა - კატმანდუს პრინცმა სამეფო ოჯახის ყველა წევრი ამოხოცა და შემდეგ თავი მოიკლა

ნეპალის სამეფო ოჯახი, თითქმის მთლიანი შემადგენლობით, ორი კლანის - შაჰებისა და რანების საუკუნოვან დაპირისპირებას ემსხვერპლა

შექსპირისეულმა ტრაგედიამ, რომელიც კატმანდუში, ნეპალის სამეფო რეზიდენციაში 2001 წლის ზაფხულის პირველ დღეს დატრიალდა, გულგრილი არავინ დატოვა. 1 ივნისს, 21:00 და 21:30 შორის დროის მონაკვეთში სამეფო ოჯახის თითქმის ყველა წევრი დაიხოცა: "ღმერთი ვიშნუს ცოცხალი განსახიერება", 55 წლის მეფე ბირენდრა, 51 წლის დედოფალი აიშვარია, 24 წლის პრინცესა შრუტი, მისი ძმა, 22 წლის პრინცი ნარაიანი, და კიდევ რამდენიმე ადამიანი. ყველაზე გავრცელებული ვერსიით, მკვლელობას საფუძვლად უიღბლო სიყვარული ედო. ტრაგედიის ჩამდენი - 29 წლის მემკვიდრე პრინცი დიპენდრა აღმოჩნდა. მან აფექტის მდგომარეობაში, ნასვამმა, მისი ქორწინების მოწინააღმდეგე ოჯახის წევრები ამოხოცა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა (დიპენდრა დედაქალაქის ჰოსპიტალში 4 ივნისს გარდაიცვალა). თუმცა, ნეპალში ამ ვერსიის ცოტა ვინმეს თუ სჯერა, რასაც თავისი მიზეზი აქვს.

ნეპალის მცხოვრებლები მიიჩნევენ, რომ მათი სამეფო მუდამ არსებობდა. თუმცა, პირველი ისტორიული ცნობები ნეპალის შესახებ ჩ.წ.ა. VIII საუკუნეს მიეკუთვნება. იმ დროს ნეპალს კირატის დინასტია მართავდა. მისი 28-ე წარმომადგენელი გუამატა გახლდათ, რომელმაც ბოლოს და ბოლოს სულიერ ჰარმონიას მიაღწია და ბუდა გახდა.

გადიოდა საუკუნეები, იცვლებოდა მმართველები და დინასტიები: კირატი, ლიჩჩჰავები, ტაკური, მალები, რომლებიც მეზობელი ინდოეთიდან იმართებოდნენ 1769 წლამდე და მისი დიდი ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. სწორედ ამ დროს ძალაუფლება შაჰების დინასტიამ მოიპოვა და მათი პირველი მეფე ფრითჰვი ნარაიან შაჰი გახდა. XVIII საუკუნის მიწურულსა და XIX საუკუნის დასაწყისში ნეპალურ-ინგლისური ომის შედეგად, ნეპალმა რამდენიმე კაბალურ შეთანხმებას მოაწერა ხელი დიდ ბრიტანეთთან. 1846 წელს, ბრიტანელების მხარდაჭერით, გენერალმა ჯანგ ბაჰადურმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდო და თავი პრემიერ-მინისტრად გამოაცხადა. შაჰთა კლანის მმართველობის ორი საუკუნის მანძილზე, მათ "შავი ბედისწერა" აჩრდილივით მოჰყვებოდა, რომელიც მონტეკებისა და კაპულეტების მსგავსად, უკავშირდება რანების მძლავრი კლანის მტრობას შაჰებთან (სწორედ რანების ოჯახიდან იყო პრინც დიპენდრას საცოლე, რომლის გამოც პრინცი მშობლებს დაუპირისპირდა). თავდაპირველად, რანებმა პრემიერ-მინისტრის პოსტის მონოპოლიზება მოახდინეს, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემოდა. შემდეგ შაჰები ქვეყნის რეალურ მმართველობას ჩამოაშორეს - კლანი ნომინალურ მმართველებად აქციეს.

მეტიც, XX საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში მეფე ტრიბჰუანი (მეფე ბირენდრას ბაბუა) იძულებული გახდა, ინდოეთისთვის შეეფარებინა თავი. რანებმა ღია უზურპაცია ვერ გაბედეს, ამიტომაც მეფედ 4 წლის გიანენდრა გამოაცხადეს, რომლის ინდოეთში გაყვანაც ვერ მოხერხდა. ასე რომ, თითქოს და პოლიტიკისგან შორს მყოფი გიანენდრა, რომელიც ეკოლოგიითა და ტურიზმით არის გატაცებული, მეფედ 2-ჯერ აკურთხეს: ის მისი ძმისა და სავარაუდო მკვლელის - დიპენდრას სიკვდილის შემდეგ კვლავ მეფედ გამოაცხადეს.

დავუბრუნდეთ ჰიმალაელი მონტეკებისა და კაპულეტების ურთიერთობის ისტორიას... შაჰები დევნილობაში დიდ ხანს არ იმყოფებოდნენ. ინდოეთში მათ მხარდაჭერა ჰპოვეს და, ნეპალში დაბრუნებულებმა, რანებთან ერთად გაიყვეს მმართველობა. ნაბიჯ-ნაბიჯ მონარქებმა მეტოქეების უფლება-მოსილება შეამცირეს. ამ საქმეში განსაკუთრებულ წარმატებას მოკლულმა მეფე ბინენდრამ მიაღწია. მან შეწყვიტა ტრადიცია, პრემიერ-მინისტრებად რანების ოჯახის წარმომადგენლების დანიშვნისა და პარლამენტსა და ჯარში მათი გავლენის შესუსტების კამპანია წამოიწყო.

ნეპალმა უდიდესი მეფე დაკარგა. მეფე ბირენდრა 1972 წლის 31 იანვარს 26 წლის ასაკში ავიდა ტახტზე, თუმცა ის მეფედ მხოლოდ 3 წლის შემდეგ აკურთხეს. თარიღი მეფის კარის ასტროლოგებმა გამოითვალეს. ამ დროისთვის ნეპალი ნახევრადფეოდალურ აბსოლუტურ მონარქიად ჩამოყალიბდა. 60-იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში ე.წ. პანჩაიატური სისტემა დაარსდა. პანჩაიატი - თვითმმართველობის ტრადიციული ორგანოები, სიტყვასიტყვით - "ხუთეული", თავისებური ფილოსოფიის მატარებელია, რომელიც ამტკიცებდა დემოკრატიის დასავლური მოდელის მიუღებლობას და ადგილობრივი, ტრადიციული ინსტიტუტების უპირატესობას.

თუმცა, იყო გადაცდენებიც. ბირენდრას მამა, მეფე მაჰენდრა აზარტული მოთამაშე და ავანტიურისტი გახლდათ. 50-იან წლებში კალკუტაში მყოფი მეფე ერთ-ერთ არისტოკრატულ კლუბს ეწვია და მისი მეპატრონე, რევოლუციის შემდეგ რუსეთიდან ემიგრირებული ბორის ლისანევიჩი გაიცნო და კატმანდუში მიიწვია.

ნეპალის დედაქალაქში სტუმრობისას, ლისანოვიჩმა მყისიერად მოიაზრა, რომ დასავლური ცივილიზაციის მიერ ამ ხელუხლებელ ოაზისში დიდი ფულის შოვნა შეიძლება. მან დაარწმუნა მეფე ტურისტული ბიზნესის პერსპექტიულობაში ნეპალის ეკონომიკისა და სამეფო ოჯახის ბიუჯეტისთვის. ლისანოვიჩმა იქირავა რანების კლანის კუთვნილი ძველი სასახლე და 5 ვარსკვლავიან სასტუმროდ აქცია. მას მერე ბიზნესმენი მდიდარი ტურისტების ჯგუფებს იღებდა. ის უკვე ცოცხალი აღარ არის, თუმცა მისი სასტუმრო Yak and Eti Park Royal Hotel, კატმანდუში ყველაზე პრესტიჟული და ძვირადღირებული, დღემდე ჰყვავის.

დემოკრატიული წყობის მიუხედავად, რომელიც მეფე ბირენდრამ დანერგა, ადგილობრივ პრესას აკრძალული ჰქონდა მისი უდიდებულესობის კრიტიკა. კარის მსახურების კრიტიკა კი - რამდენიც გნებავთ... სკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე მონარქს ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ სიტუაციაში ნეპალის საინფორმაციო საშუალებები დაუნდობლად აკტიტიკებდნენ მეფის მსახურს, მისი ჯანმრთელობის შესახებ მწირი ინფორმაციის მიწოდების გამო. მონარქისა და მისი ოჯახის წევრების გატაცებებზე ხშირად იწერებოდა პრესაში. თავის დროზე ბირენდრამ პარაშუტისტების კურსი დაამთავრა, შესანიშნავად მართავდა ვერტმფრენს, გატაცებული იყო სპორტით, არ ცნობდა პირად მძღოლებს და თავად მართავდა ავტომობილს. მაგრამ მისი უმთავრესი გატაცება მოგზაურობა გახლდათ. საკუთარ ქვეყანაში ინკოგნიტო გადაადგილდებოდა, ამბობდა რომ ასე უკეთ გაიცნობს ხალხს. რაც შეეხება უცხო ქვეყნებს, ფაქტობრივად, არ დარჩა დედამიწაზე კუთხე-კუნჭული, რომელიც მან არ მოინახულა.

...სამეფო ასტროლოგებმა, რომელთა გარეშე არცერთი მნიშვნელოვანი მოვლენა არ ხდება ნეპალში, უკვე იპოვეს სისხლიანი დრამის ახსნა: ყველაფერი ვარსკვლავების განლაგების ბრალია. მათი აზრით, დიპენდრას დედ-მამის შეუპოვარ პოზიციაზე საცოლის მიმართ, წინასწარმეტყველებამ იმოქმედა: თუ კრონპრინცი 35 წლამდე დაქორწინდება, მამამისი, მეფე ბირენდრა მოკვდება. სხვა წინასწარმეტყველები ამბობდნენ, რომ მეფე ნებისმიერ შემთხვევაში 56 წელს ვერ მიატანდა. გარდა ამისა, ლეგენდის მიხედვით, ერთ-ერთმა ასტროლოგმა იწინასწარმეტყველა, რომ ნეპალის მმართველი დინასტია 10 თაობის შემდეგ დაეცემა. მეფე ბირენდრა მე-11 თაობის წარმომადგენელი იყო...

თუმცა, ამ ისტორიაში გამოცანები მისტიკის გარეშეც უხვადაა.

მაგალითად, გაქრა ტრაგედიის ირიბი დამნაშავის - კრონპრინცის საცოლის კვალი. ერთ-ერთი ვერსიით, ის ინდოეთში გაიქცა, ასევე, მოარული ჭორის თანახმად, ნეპალში იმალება. დაზუსტებით კი ერთი რამ არის ცნობილი - ნეპალელი ჯულიეტა უბრალო გვარის წარმომადგენელი არ არის, როგორც ამას ოფიციალური წყაროები იუწყებოდნენ. დიპენდრას საცოლე რანების დინასტიიდან მოდის.

გოგონას დევიანი რანა ჰქვია. მამამისი - პაშუპატი რანა, თავის დროზე ფინანსთა მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი გახლდათ. რანებმა არამხოლოდ პრემიერ-მინისტრის პოსტის უზურპაცია მოახდინეს, არამდე, იმავე კლანის წარმომადგენლებისგან ირჩევა ტახტის მემკვიდრის საცოლე. დიპენდრა კანონიერად ითხოვდა მშობლებისგან თანხმობას. როგორც ჩანს, სამეფო ოჯახს არ სურდა შაჰებსა და რანებს შორის ქორწინების ტრადიციის გაგრძელება.

ტრაგედიის კიდევ ერთი გამოცანა - მომხდარზე ერთ-ერთმა პირველმა ვიცე პრემიერმა, რამა ჩანდრა პოუდელმა გაავრცელა ინფორმაცია. მანვე განაცხადა მკვლელობის პირველი ვერსიის შესახებ. თითქოსდა მემკვიდრე პრინცს სადილის დროს დედასთან შელაპარაკება მოუვიდა საცოლის გამო. დედოფალმა აიშვარიამ შვილის არჩევანი გააკრიტიკა. პრინცი მაგიდიდან წამოხტა, მალევე ავტომატით დაბრუნდა და უმისამართო ცეცხლი გახსნა. შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, თუმცა რამდენიმე დღე კიდევ იცოცხლა.

ტრაგედიიდან რამდენიმე საათში ის მეფედ აკურთხეს, კომაში მყოფი დიპენდრა 48 საათში გარდაიცვალა. ნეპალს კვლავ ახალი მეფე წარუდგინეს - 54 წლის გიანენდრა - მეფე ბირენდრას ძმა.

ნეპალის ახალი მეფე რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. უამრავს უჩნდება შეკითხვა: იქნებ გიანენდრა სულაც არ იმყოფებოდა შემთხვევით იმ ავადსახსენებელ სადილზე, რის მერეც მისთვის ტახტისკენ გზა გაიხსნა? თუმცა, მისი მეუღლე სასახლეში იმყოფებოდა და დაიჭრა.

სანამ ძმისშვილი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, გიანენდრამ უარყო მკვლელობის პირველი ვერსია, მან განაცხადა, რომ ბირენდრასა და სამეფო ოჯახის დანარჩენი წევრების სიკვდილი "ტრაგიკული შემთხვევითობაა", რადგან ავტომატმა უნებურად გაისროლა. ამასთან, მას სიტყვაც კი არ დასცდენია, თუ ვის ხელში იმყოფებოდა ავტომატი და სად იყო ამ დროს დაცვა.

თუმცა, როგორც კი დიპენდრა გარდაიცვალა და ათასობით ნეპალელი ქუჩაში გამოვიდა ზუსტი ინფორმაციის მოთხოვნით, გიანენდრამ ახალი განცხადება "გამოაცხო". მისი თქმით, პირველი განცხადების გავრცელებისას, "იძულებული გახდა, ტყუილი ინფორმაცია მიეწოდებინა კონსტიტუციური და იურიდიული წინააღმდეგობების გამო. მაგრამ ახლა ვითარება შეიცვალა და ჩვენ დავადგენთ ყველა ფაქტს და გავასაჯაროებთ მაქსიმალურად მოკლე ვადაში". ახალმა მეფემ ასევე საგამომძიებლო კომისიის შექმნაზე განაცხადა, რომელშიც კომუნისტური ოპოზიციის ლიდერი, ეროვნული ასამბლეის სპიკერი და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები შედიოდნენ. თუმცა, კომუნისტებმა კომისიის წევრობაზე უარი განაცხადეს. ნეპალის პირობებში, სადაც მონარქისთვის შეწინააღმდეგება მიღებული არ არის, ეს გახლდათ არნახული თავხედობა.

დუდანა ზაქარაია

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"