საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოზარდი ბიჭი შეყვარებულის დასანახად 6 მეტრიდან გადმოხტა... - ეს "გმირობა" თირკმლის ფასად დაუჯდა"
"მოზარდი ბიჭი შეყვარებულის დასანახად 6 მეტრიდან გადმოხტა... - ეს "გმირობა" თირკმლის ფასად დაუჯდა"

მოხ­შირ­და თუ შემ­ცირ­და მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სი­დან მო­ზარ­დთა ვარ­დნის ფაქ­ტი, რო­გო­რია დღე­ვან­დე­ლი სტა­ტის­ტი­კა, რა გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს სი­მაღ­ლი­დან ვარ­დნის შემ­დეგ მო­ზარ­დის გა­დარ­ჩე­ნას - ამ და სხვა კი­თხვებ­ზე მ. იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის (რე­ა­ნი­მა­ცი­ის) დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი გია ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რა.

- დღეს­დღე­ო­ბით რო­გო­რია სტა­ტის­ტი­კა მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სი­დან მო­ზარ­დე­ბის გად­მო­ვარ­დნის შე­სა­ხებ? ხომ არ მოხ­შირ­და ბოლო პე­რი­ოდ­ში?

- მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი სტა­ტის­ტი­კა­ში არ არის. რო­გორც იყო წინა წლებ­ში, დღე­საც იგი­ვე მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 10 შემ­თხვე­ვამ­დე გვაქვს, შე­იძ­ლე­ბა, უფრო ნაკ­ლე­ბიც. წელს მო­ზარ­დე­ბის გარ­და იყო მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის ვარ­დნის ფაქ­ტიც, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ცუ­დად დამ­თავ­რდა. არ მინ­და მშობ­ლებს გული ვატ­კი­ნო, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში მომ­ვლელს დიდი ყუ­რა­დღე­ბა მო­ე­თხო­ვე­ბა. ყვე­ლას ვურ­ჩევ, მეტი ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნონ და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მი­ი­ღონ უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი.

- გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბის შემ­ხვე­ვა­ში რა გა­რე­მო ფაქ­ტო­რი გა­ნა­პი­რო­ბებს მათ გა­დარ­ჩე­ნას?

- რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რია. გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბიც საკ­მა­ოდ ბევ­რი გვყავს. გა­სულ წელს იყო შემ­თხვე­ვა, მე-8 სარ­თუ­ლი­დან გად­მო­ვარ­და 15 წლის მო­ზარ­დი ბიჭი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს ბავ­შვი და­ე­ცა მან­ქა­ნის სა­ხუ­რავს და შემ­დეგ და­ვარ­და მი­წა­ზე. რე­ა­ლუ­რად მან­ქა­ნის ამორ­ტი­ზა­ცი­ამ შე­ა­ფერ­ხა ვარ­დნის სიძ­ლი­ე­რე, სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი ტრავ­მე­ბის­გან იხ­სნა. ძა­ლი­ან რთუ­ლი და მძი­მე გზა გა­ვი­ა­რეთ ამ ბავ­შვთან ერ­თად. იყო მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი, ქალა-ტვი­ნის ტრავ­მა, ტვი­ნის მრავ­ლო­ბი­თი კონ­ტუ­ზი­უ­რი სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი, ქა­ლის ფუ­ძის მო­ტე­ხი­ლო­ბა, კი­დუ­რე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა, ფილ­ტვის და­ჟე­ჟი­ლო­ბა, მენ­ჯის ძვლე­ბის და ბარ­ძა­ყის და­ზი­ა­ნე­ბა - სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გით დას­რულ­და ეს შემ­თხვე­ვა. ბავ­შვი უკვე სკო­ლა­ში და­დის და სრულ­ფა­სო­ვან ცხოვ­რე­ბას და­უბ­რუნ­და. მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, სად ეცე­მა მო­ზარ­დი და რო­გო­რია ვარ­დნის მე­ქა­ნიზ­მი, ანუ რო­გორ და რა ორ­გა­ნო­თი ეცე­მა ადა­მი­ა­ნი. რო­დე­საც თა­ვით ეცე­მა, ამ შემ­თხვე­ვა­ში ზი­ან­დე­ბა თა­ვის ტვი­ნი და პრაქ­ტი­კუ­ლად სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბელ და­ზი­ა­ნე­ბებს იღებს. იყო შემ­თხვე­ვა, ბავ­შვი გად­მო­ვარ­და მე-5 სარ­თუ­ლი­დან, ვარ­დნა გან­ხორ­ცი­ელ­და ვერ­ტი­კა­ლუ­რად და მი­წა­ზე ფე­ხე­ბით და­ვარ­და. და­უ­ზი­ან­და ქუს­ლის ძვლე­ბი, რო­გორც ქვე­და, ისე ზედა კი­დუ­რე­ბი, მენ­ჯი, ხერ­ხე­მა­ლი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, თა­ვის ტვი­ნის არა­ნა­ი­რი და­ზი­ა­ნე­ბა არ ჰქონ­და. თავი მე­ო­რა­დად, მსუ­ბუ­ქად და­ზი­ან­და მი­წა­ზე, რად­გან პირ­ვე­ლად ფე­ხე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­ჩერ­და პა­ცი­ენ­ტი...

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"მოზარდი ბიჭი შეყვარებულის დასანახად 6 მეტრიდან გადმოხტა... - ეს "გმირობა" თირკმლის ფასად დაუჯდა"

"მოზარდი ბიჭი შეყვარებულის დასანახად 6 მეტრიდან გადმოხტა... - ეს "გმირობა" თირკმლის ფასად დაუჯდა"

მოხშირდა თუ შემცირდა მაღალსართულიანი კორპუსიდან მოზარდთა ვარდნის ფაქტი, როგორია დღევანდელი სტატისტიკა, რა გარემო ფაქტორები განაპირობებს სიმაღლიდან ვარდნის შემდეგ მოზარდის გადარჩენას - ამ და სხვა კითხვებზე მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინის (რეანიმაციის) დეპარტამენტის უფროსი გია ბიბილაშვილი გვესაუბრა.

- დღესდღეობით როგორია სტატისტიკა მაღალსართულიანი კორპუსიდან მოზარდების გადმოვარდნის შესახებ? ხომ არ მოხშირდა ბოლო პერიოდში?

- მნიშვნელოვანი ცვლილებები სტატისტიკაში არ არის. როგორც იყო წინა წლებში, დღესაც იგივე მაჩვენებელია დაფიქსირებული. წელიწადში დაახლოებით 10 შემთხვევამდე გვაქვს, შეიძლება, უფრო ნაკლებიც. წელს მოზარდების გარდა იყო მცირეწლოვანი ბავშვის ვარდნის ფაქტიც, რომელიც სამწუხაროდ, ძალიან ცუდად დამთავრდა. არ მინდა მშობლებს გული ვატკინო, მაგრამ ამ შემთხვევაში მომვლელს დიდი ყურადღება მოეთხოვება. ყველას ვურჩევ, მეტი ყურადღება გამოიჩინონ და შეძლებისდაგვარად მიიღონ უსაფრთხოების ზომები.

- გადარჩენილების შემხვევაში რა გარემო ფაქტორი განაპირობებს მათ გადარჩენას?

- რამდენიმე ფაქტორია. გადარჩენილებიც საკმაოდ ბევრი გვყავს. გასულ წელს იყო შემთხვევა, მე-8 სართულიდან გადმოვარდა 15 წლის მოზარდი ბიჭი. საბედნიეროდ, ეს ბავშვი დაეცა მანქანის სახურავს და შემდეგ დავარდა მიწაზე. რეალურად მანქანის ამორტიზაციამ შეაფერხა ვარდნის სიძლიერე, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმებისგან იხსნა. ძალიან რთული და მძიმე გზა გავიარეთ ამ ბავშვთან ერთად. იყო მრავლობითი მოტეხილობები, ქალა-ტვინის ტრავმა, ტვინის მრავლობითი კონტუზიური სისხლჩაქცევები, ქალის ფუძის მოტეხილობა, კიდურების დაზიანება, ფილტვის დაჟეჟილობა, მენჯის ძვლების და ბარძაყის დაზიანება - საბედნიეროდ, სასურველი შედეგით დასრულდა ეს შემთხვევა. ბავშვი უკვე სკოლაში დადის და სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდა. მნიშვნელობა აქვს, სად ეცემა მოზარდი და როგორია ვარდნის მექანიზმი, ანუ როგორ და რა ორგანოთი ეცემა ადამიანი. როდესაც თავით ეცემა, ამ შემთხვევაში ზიანდება თავის ტვინი და პრაქტიკულად სიცოცხლესთან შეუთავსებელ დაზიანებებს იღებს. იყო შემთხვევა, ბავშვი გადმოვარდა მე-5 სართულიდან, ვარდნა განხორციელდა ვერტიკალურად და მიწაზე ფეხებით დავარდა. დაუზიანდა ქუსლის ძვლები, როგორც ქვედა, ისე ზედა კიდურები, მენჯი, ხერხემალი. საბედნიეროდ, თავის ტვინის არანაირი დაზიანება არ ჰქონდა. თავი მეორადად, მსუბუქად დაზიანდა მიწაზე, რადგან პირველად ფეხების საშუალებით შეჩერდა პაციენტი...

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია