მსოფლიო
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წამოჯდომა არ შემიძლია, ფეხზე გავლას 5-7 თვეში შევძლებ" - რას ყვება "კომედი შოუს" მსახიობი მძიმე ავარიის შემდეგ
"წამოჯდომა არ შემიძლია, ფეხზე გავლას 5-7 თვეში შევძლებ" - რას ყვება "კომედი შოუს" მსახიობი მძიმე ავარიის შემდეგ

"კო­მე­დი შოუს" მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი გო­ცი­რი­ძე 27 აპ­რილს ღა­მით, დი­ღომ­ში, ბე­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მძი­მე ავა­რი­ა­ში მოჰ­ყვა. მსა­ხი­ო­ბი უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბით ერის­თა­ვის სა­ხე­ლო­ბის ქი­რურ­გი­ის ეროვ­ნულ ცენ­ტრში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც 9 დღე უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბით, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იყო უგო­ნოდ. თუმ­ცა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, მე­ა­თე დღეს გონს მო­ვი­და და ნელ-ნელა, მდგო­მა­რე­ო­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვა­ლა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი, სახ­ლშიც გა­მო­წე­რეს. გი­ორ­გის შინ ვეს­ტუმ­რეთ და ამ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ მას და მის დას ვე­სა­უბ­რეთ.

გი­ორ­გი გო­ცი­რი­ძე: ყვე­ლა­ფე­რი 27 აპ­რილს მოხ­და. იმ დღის მხო­ლოდ ნა­ხე­ვა­რი მახ­სოვს. ოთხშა­ბა­თი იყო, სამ­სა­ხურ­ში ჩა­წე­რა მორ­ჩა და წა­მო­ვე­დი. ავა­რია დი­ღომ­ში, ბე­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მო­მი­ვი­და, და­ახ­ლო­ე­ბით სა­ღა­მოს 11-12 სა­ათ­ზე. იქ მე­გობ­რებ­თან ერ­თად კა­რა­ო­კე ბარ­ში ვი­ყა­ვი. მაგ­რამ, სა­ერ­თოდ არ მახ­სოვს, არც იქ მის­ვლის და არც წა­მოს­ვლის მო­მენ­ტი. სრუ­ლი­ად ფხი­ზე­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ავა­რი­ამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი და ავა­რი­ის მო­მენ­ტი, მეხ­სი­ე­რე­ბი­დან წაშ­ლი­ლი მაქვს. არც მომ­დევ­ნო 10 დღე მახ­სოვს, რად­გან უგო­ნოდ ვი­ყა­ვი.

ანი გო­ცი­რი­ძე: პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცია თით­ქმის 5 სა­ა­თი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ფე­რი უთ­ქვამთ. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ექი­მი 15 წუთი გვიხ­სნი­და სა­თი­თაო ორ­გა­ნო­ზე, რა სჭირ­და. გულ­მკერ­დის ფიც­რის გარ­და, ყვე­ლა­ფე­რი ჩა­მოთ­ვა­ლა და გვი­თხრა, რომ ყვე­ლა ორ­გა­ნო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და. ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო, თვი­თონ ექი­მიც ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან ცახ­ცა­ხებ­და.

- ავა­რი­ის მო­მენტს იხ­სე­ნებ­და გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი ოთარ აბე­სა­ძე, რო­მე­ლიც ამ ფაქტს შე­ეს­წრო და ძა­ლი­ან მძი­მედ აღ­წერ­და მომ­ხდარს.

გი­ორ­გი: კი, მეც წა­ვი­კი­თხე მისი მო­ნა­თხრო­ბი და ჩემი მე­გობ­რე­ბიც მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ მარ­თლა ძა­ლი­ან მძი­მე შემ­თხვე­ვა იყო. თუმ­ცა, მი­თხრეს, რომ მან­ქა­ნის და­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ, თა­ვი­დან გონ­ზე ვი­ყა­ვი. თურ­მე, შარ­ვალს ვის­წო­რებ­დი და ვამ­ბობ­დი, ფე­ხე­ბი მტკი­ვა-მეთ­ქი, თან, წა­მოდ­გო­მას ვცდი­ლობ­დი. მაგ­რამ, ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბო­და, არ ად­გეო.

- შენი მე­გობ­რე­ბიც შე­ეს­წრნენ ავა­რი­ას?

- ბარ­ში ჩემი ძმა­კა­ცე­ბი იყ­ვნენ. რო­გორც ისი­ნი მიყ­ვე­ბი­ან, მე წა­მოს­ვლა და­ვა­პი­რე და გა­რეთ გა­მო­ვე­დი. ამ დროს ერთ-ერთ მათ­განს ჩემ­გან მის­ვლია შე­ტყო­ბი­ნე­ბა. გა­რეთ გა­მო­სუ­ლა და და­უ­ძა­ხია: ეს ესე­მე­სი ახლა მომ­წე­რე თუ დაგ­ვი­ა­ნე­ბით მო­მი­ვი­დაო. მით­ქვამს, რომ გვი­ან მი­უ­ვი­და. ზუს­ტად ამ სა­უბ­რის მო­მენ­ტში გა­დავ­დი­ო­დი ქუ­ჩა­ზე და ამ დროს და­მე­ჯა­ხა მან­ქა­ნა. თუმ­ცა, ზუს­ტად რა ად­გი­ლას ვი­ყა­ვი - ქუ­ჩამ­დე თუ უკვე მე­ო­რე მხა­რეს, ეგ არ ვიცი. მე­გო­ბარს ყვე­ლა­ფე­რი და­უ­ნა­ხავს და ისიც შოკ­ში ყო­ფი­ლა.

- მი­თხრეს: ორი მან­ქა­ნა ერ­თმა­ნეთს ეჯიბ­რე­ბო­და და მათ­გან ერთ-ერთი და­ე­ჯა­ხაო.

- არა მგო­ნია, რომ ერ­თმა­ნეთს ეჯიბ­რე­ბოდ­ნენ, რად­გან და­ბა­ლი სიჩ­ქა­რით და­ვე­ჯა­ხეო - მძღოლს უთ­ქვამს და გა­მომ­ძი­ე­ბელ­მაც ასე მი­თხრა. რა ვიცი, ვნა­ხოთ, ყვე­ლა­ფერს და­ად­გე­ნენ. ამ­ბო­ბენ, რომ 60-70 სიჩ­ქა­რით და­მე­ჯა­ხა, მაგ­რამ ორ­ტო­ნი­ა­ნი მან­ქა­ნა რომ ამ სიჩ­ქა­რით და­გე­ჯა­ხე­ბა... რა დღე­ში ჩა­მაგ­დო, თქვენც ხე­დავთ. მე­გობ­რე­ბი მო­სუ­ლან, მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლიც, იქ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი: ნაც­ნო­ბი თუ უც­ნო­ბი, არც ის წა­სუ­ლა, ვინც და­მე­ჯა­ხა. სას­წრა­ფოც გა­მო­ი­ძა­ხეს და კი­დევ კარ­გი, სა­ა­ვად­მყო­ფოს­თან ახ­ლოს მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა, ვე­ღარ გა­და­ვერ­ჩი­ნე ექი­მებს.

- გონს რო­დის მოხ­ვე­დი, მოვ­ლე­ნე­ბი რო­დი­დან გახ­სოვს?

- პირ­ვე­ლი, რაც მახ­სოვს, ის არის, რომ თვა­ლი გა­ვა­ხი­ლე რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში და ნა­თე­სა­ვი ექი­მი და­ვი­ნა­ხე. ხელი და­ვუქ­ნიე, მოდი-მეთ­ქი და ვთხო­ვე, ჩემი და და შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ენახ­ვე­ბი­ნათ. მერე ვთქვი, არა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ მო­იყ­ვა­ნოთ, არ მინ­და, ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მნა­ხოს-მეთ­ქი. მაგ­რამ 5 წუთ­ში გა­და­ვი­ფიქ­რე და ისევ ვთხო­ვე, მო­ეყ­ვა­ნათ. როცა ექიმ­მა მი­თხრა, 10 დღეა, აქ ხარო, არ და­ვი­ჯე­რე და ჩხუ­ბი და­ვი­წყე.

- ათი დღე ელოდ­ნენ რო­დის მოხ­ვი­დო­დი გონს. რო­გო­რი იყო ახ­ლობ­ლებ­თან პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა?

- კი, ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ექი­მე­ბი იმედს ვერ იძ­ლე­ოდ­ნენ. არა­ვის ეგო­ნა, თუ გა­დავ­რჩე­ბო­დი და ასე მალე მო­ვი­დო­დი გონს. რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში ხმა რომ ამო­ვი­ღე, ექიმ­მა და­ი­ძა­ხა: ეს გო­ცი­რი­ძეა, შენ ლა­პა­რა­კო­ბო?! იმ­დე­ნად მძი­მედ ვყო­ფილ­ვარ, გა­დარ­ჩე­ნის იმე­დი არ ჰქო­ნი­ათ. ორ­გა­ნიზ­მში ყვე­ლა­ფე­რი ჩა­წყვე­ტი­ლი მქონ­და. მუ­ცელ­ში ყვე­ლა­ფე­რი ამოჭ­რი­ლი და და­ჩე­ხი­ლი მაქვს, ფე­ხებ­ზე - ღია მო­ტი­ხი­ლო­ბე­ბი. ერ­თა­დერ­თი, რაც მთე­ლი მქონ­და, გულ­მკერ­დი და ნეკ­ნე­ბი იყო. თავ­ზეც შე­შუ­პე­ბა წა­ვი­და და ქა­ლაც ამ­ხა­დეს. ვინც ოპე­რა­ცია გა­მი­კე­თა, იმ ექი­მებს უთ­ქვამთ, რაღა მა­ინ­ცდა­მა­ინც ჩვენ­თან უნდა მოხ­დეს ესო, ყვე­ლას ეში­ნო­და. მაგ­რამ, ნელ-ნელა გა­მო­ვე­დი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. მა­ნამ­დე, ექი­მე­ბის თქმით, ზოგ­ჯერ ვფხიზ­ლდე­ბო­დი, მაგ­რამ არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ვი­ყა­ვი: ლო­გი­ნი­დან ვხტე­ბო­დი, ნა­კე­რებს ვიგ­ლეჯ­დი და მერე ისევ მთი­შავ­დნენ. ვერ გე­ტყვით, რომ დას­თან და შეყ­ვა­რე­ბულ­თან პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა ჩემ­თვის ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო-მეთ­ქი, რად­გან არა­ფე­რი მახ­სოვ­და და არ ვი­ცო­დი, რა ხდე­ბო­და. მათი ნამ­ტი­რა­ლე­ვი სახე რომ და­ვი­ნა­ხე, ვე­კი­თხე­ბო­დი: რა გა­ტი­რებთ-მეთ­ქი... მერე ჩემი და შე­პარ­ვით მიყ­ვე­ბო­და, რაც მოხ­და და არ მჯე­რო­და, მაგ­რამ სხვა გზა რომ არ მქონ­და, და­ვი­ჯე­რე. რე­ა­ნი­მა­ცი­ი­დან სამ დღე­ში ჩა­მო­მიყ­ვა­ნეს პა­ლა­ტა­ში და ყვე­ლა გა­ო­ცე­ბუ­ლი იყო მდგო­მა­რე­ო­ბი­დან ჩემი ასე მალე გა­მოს­ვლის გამო. ექი­მებ­მა მი­თხრეს, სამ­ჯერ წახ­ვე­დი იქით და ძლივს მო­გაბ­რუ­ნეთ, 98 პრო­ცენ­ტი მკვდა­რი იყა­ვიო. ორ­ჯერ გუ­ლიც გამ­ჩე­რე­ბია ოპე­რა­ცი­ის დროს. შენს ად­გი­ლას ფი­ზი­კუ­რად ცოტა პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნი რომ ყო­ფი­ლი­ყო, ვერ გა­დარ­ჩე­ბო­დაო. ექი­მებ­მა ისიც მი­თხრეს, სა­ა­ვად­მყო­ფოს­გან შორს რომ ყო­ფი­ლი­ყა­ვი, ცო­ცხა­ლი ვერ მო­აღ­წევ­დიო. ოთხი ლიტ­რი სის­ხლი მქო­ნია მუ­ცელ­ში ჩაქ­ცე­უ­ლი. რომ მი­მიყ­ვა­ნეს იმ­წამ­სვე გა­და­უს­ხამთ და ოპე­რა­ცია და­უ­წყი­ათ. თავ­ზე, მუ­ცელ­ზე ერ­თდრო­უ­ლად მი­კე­თებ­დნენ ოპე­რა­ცი­ას. სულ ხუთი ოპე­რა­ცია გა­მი­კე­თეს: თავ­ზე, ორი მუც­ლის ღრუ­ში და ორი ფე­ხებ­ზე. მე­სა­მე-მე­ო­თხე დღე იყო ურ­თუ­ლე­სი - კრი­ტი­კუ­ლი მო­მენ­ტი იყო და ექი­მებს იმე­დიც და­უ­კარ­გავთ. მაგ­რამ, მერე უკე­თე­სო­ბის­კენ წა­ვე­დი. მე ამ დროს სიზ­მრებს ვნა­ხუ­ლობ­დი და მხო­ლოდ ის მახ­სოვს, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აქეთ-იქით დავფრი­ნავ­დი, ყვე­ლა­ფერს ზე­მო­დან ვუ­ყუ­რებ­დი. გონს მოს­ვლის შემ­დეგ, სამ დღე­ში რე­ა­ნი­მა­ცი­ი­დან რომ გა­მო­მიყ­ვა­ნეს, ძა­ლი­ან მი­ხა­რო­და, მაგ­რამ იმ გა­რე­მომ ძა­ლი­ან დამ­ღა­ლა. ექიმს ტვინს ვუ­ბურ­ღავ­დი, გა­მიშ­ვით-მეთ­ქი. გა­დას­ხმე­ბი რომ მორ­ჩა, შე­მა­მოწ­მეს ყვე­ლა­ნა­ი­რად და მე­ექ­ვსე დღეს სახ­ლში გა­მო­მიშ­ვეს. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის დიდი დრო დამ­ჭირ­დე­ბა. სა­ნამ მუ­ცელ­ზე ნა­კე­რე­ბი და ძვლე­ბი არ შე­ხორ­ცდე­ბა, მოხ­რა და წა­მოჯ­დო­მა არ შე­მიძ­ლია. ექი­მე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ფეხ­ზე გავ­ლას 5-7 თვე­ში შევ­ძლებ, მაგ­რამ 3 თვე­ში წა­მოჯ­დო­მა და ფე­ხის დაბ­ლა და­დე­ბა შე­მეძ­ლე­ბა. ძა­ლი­ან რთუ­ლი ამ­ბა­ვი გა­და­ვი­ტა­ნე და ახლა რამ­დე­ნი დროც არ უნდა დამ­ჭირ­დეს, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. მთა­ვა­რია, გა­მოვ­ჯან­მრთელ­დე.

ანი: სა­ნა­ხა­ვად რომ შე­ვე­დი, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დი, არ მე­ტი­რა. თვი­თონ გიომ მი­თხრა: შენ რომ და­გი­ნა­ხე, მინ­და ვი­ტი­რო და თუ გინ­და, შენც იტი­რე, არ შე­გე­შინ­დე­სო. მო­ვუ­ყე­ვი, მთე­ლი შენი მე­გობ­რე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მა­ყუ­რებ­ლე­ბი: ყვე­ლა­ნი ქვე­მოთ ვართ-მეთ­ქი. რამ­დე­ნი­მე წუთი ფიქ­რობ­და და მერე გულ­შე­მატ­კივ­რებ­თან ლექ­სი და­მა­ბა­რა: "გო­ცის მო­აჭ­რეს ხორ­ცი, მიყ­ვარ­ხართ, ყვე­ლას გკოც­ნით". რომ ჩახ­ვალ, ყვე­ლას ეს უთხა­რიო. ეს მოხ­და პირ­ვე­ლი­ვე დღეს, როცა მდგო­მა­რე­ო­ბი­დან ახა­ლი გა­მო­სუ­ლი იყო. ექი­მე­ბი გა­გიჟ­დნენ, პას­ტა და ფურ­ცე­ლი მო­უ­ტა­ნე­თო (იცი­ნის).

გი­ორ­გი: რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში ღამე რომ ვერ ვი­ძი­ნებ­დი, ექი­მე­ბი გა­ვა­გი­ჟე, ათას კი­თხვას ვუს­ვამ­დი. ხან ქა­ლა­ქო­ბა­ნას ვე­თა­მა­შე­ბო­დი და ხან რას. იმა­თაც სხვა რა გზა ჰქონ­დათ?! იქ სხვა პე­ცი­ენ­ტე­ბიც ხომ წვა­ნან აპა­რატ­ზე შე­ერ­თე­ბუ­ლე­ბი. მათ რომ ვუ­ყუ­რებ­დი, ვი­ძა­ბე­ბო­დი და არ მინ­დო­და, შე­მემ­ჩნია. ამი­ტომ, ექი­მებს ტვინს ვუ­ბურ­ღავ­დი სა­ნამ შე­მეძ­ლო. მერე წა­მალს მი­კე­თებ­დნენ და ძა­ლით მა­ძი­ნებ­დნენ (იცი­ნის).

- იმ ადა­მი­ანს თუ შეხ­ვდი, ვინც სა­ჭეს­თან იჯდა. რო­გორც ვიცი, გვერ­დით ფეხ­მძი­მე ქალი ეჯდა, რო­მელ­საც ექ­ვსი წელი არ ჰყავ­და შვი­ლი.

- კი, ეგ მეც მი­თხრეს. თვი­თონ ის არ მი­ნა­ხავს, ვინც სა­ჭეს­თან იჯდა. მი­თხრეს, თვი­თო­ნაც არაა კარ­გა­დო. მისი ოჯა­ხი და ახ­ლობ­ლე­ბი ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნე­ბი არი­ან. მნა­ხუ­ლო­ბენ და გვერ­დში მიდ­გა­ნან. თა­ვი­დან სას­წრა­ფოც მათ გა­მო­უ­ძა­ხე­ბი­ათ.

- ფაქ­ტობ­რი­ვად, მე­ო­რედ და­ი­ბა­დე. ასეთ დროს ადა­მი­ა­ნე­ბი ყვე­ლა­ფერს სხვა­ნა­ი­რად აღიქ­ვა­მენ და ბევ­რი რა­მის გა­და­ფა­სე­ბა ხდე­ბა. შენ თუ გი­ფიქ­რია ამ სა­კი­თხზე?

- უპირ­ვე­ლე­სად, გულ­წრფე­ლად ვი­ტყვი, რომ ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად და­ვარ­ღვიე წესი - შუქ­ნიშ­ნი­სა და ზებ­რის გა­რე­შე ქუ­ჩა­ზე გა­და­ვე­დი და მა­შინ­ვე მან­ქა­ნამ გა­მი­ტა­ნა. ფეხ­ზე რომ წა­მოვ­დგე­ბი, მინ­და, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღა­ცე­ე­ბი შევ­ცვა­ლო. ეს სამ­სა­ხურს არ ეხე­ბა, უფრო პი­რად ცხოვ­რე­ბას. მინ­და, ეკ­ლე­სი­უ­რად ვი­ცხოვ­რო. ამას აქამ­დეც ვცდი­ლობ­დი, მაგ­რამ ისე არა, რო­გორც სა­ჭი­როა. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ დღეს ცო­ცხა­ლი ვარ და იმე­დია, მალე, ბო­ლომ­დე გა­მოვ­ჯან­მრთელ­დე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"წამოჯდომა არ შემიძლია, ფეხზე გავლას 5-7 თვეში შევძლებ" - რას ყვება "კომედი შოუს" მსახიობი მძიმე ავარიის შემდეგ

"წამოჯდომა არ შემიძლია, ფეხზე გავლას 5-7 თვეში შევძლებ" - რას ყვება "კომედი შოუს" მსახიობი მძიმე ავარიის შემდეგ

"კომედი შოუს" მსახიობი გიორგი გოცირიძე 27 აპრილს ღამით, დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე მძიმე ავარიაში მოჰყვა. მსახიობი უმძიმესი მდგომარეობით ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს, სადაც 9 დღე უმძიმესი მდგომარეობით, რეანიმაციაში იყო უგონოდ. თუმცა, საბედნიეროდ, მეათე დღეს გონს მოვიდა და ნელ-ნელა, მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა. რამდენიმე დღის წინ კი, სახლშიც გამოწერეს. გიორგის შინ ვესტუმრეთ და ამ უბედური შემთხვევის შესახებ მას და მის დას ვესაუბრეთ.

გიორგი გოცირიძე: ყველაფერი 27 აპრილს მოხდა. იმ დღის მხოლოდ ნახევარი მახსოვს. ოთხშაბათი იყო, სამსახურში ჩაწერა მორჩა და წამოვედი. ავარია დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე მომივიდა, დაახლოებით საღამოს 11-12 საათზე. იქ მეგობრებთან ერთად კარაოკე ბარში ვიყავი. მაგრამ, საერთოდ არ მახსოვს, არც იქ მისვლის და არც წამოსვლის მომენტი. სრულიად ფხიზელი ვიყავი, მაგრამ ავარიამდე რამდენიმე საათი და ავარიის მომენტი, მეხსიერებიდან წაშლილი მაქვს. არც მომდევნო 10 დღე მახსოვს, რადგან უგონოდ ვიყავი.

ანი გოცირიძე: პირველი ოპერაცია თითქმის 5 საათი მიმდინარეობდა. ამ დროის განმავლობაში არაფერი უთქვამთ. ოპერაციის შემდეგ ექიმი 15 წუთი გვიხსნიდა სათითაო ორგანოზე, რა სჭირდა. გულმკერდის ფიცრის გარდა, ყველაფერი ჩამოთვალა და გვითხრა, რომ ყველა ორგანო დაზიანებული ჰქონდა. ისეთი მდგომარეობა იყო, თვითონ ექიმიც ნერვიულობისგან ცახცახებდა.

- ავარიის მომენტს იხსენებდა განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე, რომელიც ამ ფაქტს შეესწრო და ძალიან მძიმედ აღწერდა მომხდარს.

გიორგი: კი, მეც წავიკითხე მისი მონათხრობი და ჩემი მეგობრებიც მეუბნებიან, რომ მართლა ძალიან მძიმე შემთხვევა იყო. თუმცა, მითხრეს, რომ მანქანის დაჯახების შემდეგ, თავიდან გონზე ვიყავი. თურმე, შარვალს ვისწორებდი და ვამბობდი, ფეხები მტკივა-მეთქი, თან, წამოდგომას ვცდილობდი. მაგრამ, ყველა მეუბნებოდა, არ ადგეო.

- შენი მეგობრებიც შეესწრნენ ავარიას?

- ბარში ჩემი ძმაკაცები იყვნენ. როგორც ისინი მიყვებიან, მე წამოსვლა დავაპირე და გარეთ გამოვედი. ამ დროს ერთ-ერთ მათგანს ჩემგან მისვლია შეტყობინება. გარეთ გამოსულა და დაუძახია: ეს ესემესი ახლა მომწერე თუ დაგვიანებით მომივიდაო. მითქვამს, რომ გვიან მიუვიდა. ზუსტად ამ საუბრის მომენტში გადავდიოდი ქუჩაზე და ამ დროს დამეჯახა მანქანა. თუმცა, ზუსტად რა ადგილას ვიყავი - ქუჩამდე თუ უკვე მეორე მხარეს, ეგ არ ვიცი. მეგობარს ყველაფერი დაუნახავს და ისიც შოკში ყოფილა.

- მითხრეს: ორი მანქანა ერთმანეთს ეჯიბრებოდა და მათგან ერთ-ერთი დაეჯახაო.

- არა მგონია, რომ ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, რადგან დაბალი სიჩქარით დავეჯახეო - მძღოლს უთქვამს და გამომძიებელმაც ასე მითხრა. რა ვიცი, ვნახოთ, ყველაფერს დაადგენენ. ამბობენ, რომ 60-70 სიჩქარით დამეჯახა, მაგრამ ორტონიანი მანქანა რომ ამ სიჩქარით დაგეჯახება... რა დღეში ჩამაგდო, თქვენც ხედავთ. მეგობრები მოსულან, მინისტრის მრჩეველიც, იქ მყოფი ადამიანები: ნაცნობი თუ უცნობი, არც ის წასულა, ვინც დამეჯახა. სასწრაფოც გამოიძახეს და კიდევ კარგი, საავადმყოფოსთან ახლოს მოხდა ეს ყველაფერი, თორემ შეიძლება, ვეღარ გადავერჩინე ექიმებს.

- გონს როდის მოხვედი, მოვლენები როდიდან გახსოვს?

- პირველი, რაც მახსოვს, ის არის, რომ თვალი გავახილე რეანიმაციაში და ნათესავი ექიმი დავინახე. ხელი დავუქნიე, მოდი-მეთქი და ვთხოვე, ჩემი და და შეყვარებული ენახვებინათ. მერე ვთქვი, არა შეყვარებული არ მოიყვანოთ, არ მინდა, ასეთ მდგომარეობაში მნახოს-მეთქი. მაგრამ 5 წუთში გადავიფიქრე და ისევ ვთხოვე, მოეყვანათ. როცა ექიმმა მითხრა, 10 დღეა, აქ ხარო, არ დავიჯერე და ჩხუბი დავიწყე.

- ათი დღე ელოდნენ როდის მოხვიდოდი გონს. როგორი იყო ახლობლებთან პირველი შეხვედრა?

- კი, ამ დღეების განმავლობაში ექიმები იმედს ვერ იძლეოდნენ. არავის ეგონა, თუ გადავრჩებოდი და ასე მალე მოვიდოდი გონს. რეანიმაციაში ხმა რომ ამოვიღე, ექიმმა დაიძახა: ეს გოცირიძეა, შენ ლაპარაკობო?! იმდენად მძიმედ ვყოფილვარ, გადარჩენის იმედი არ ჰქონიათ. ორგანიზმში ყველაფერი ჩაწყვეტილი მქონდა. მუცელში ყველაფერი ამოჭრილი და დაჩეხილი მაქვს, ფეხებზე - ღია მოტიხილობები. ერთადერთი, რაც მთელი მქონდა, გულმკერდი და ნეკნები იყო. თავზეც შეშუპება წავიდა და ქალაც ამხადეს. ვინც ოპერაცია გამიკეთა, იმ ექიმებს უთქვამთ, რაღა მაინცდამაინც ჩვენთან უნდა მოხდეს ესო, ყველას ეშინოდა. მაგრამ, ნელ-ნელა გამოვედი მდგომარეობიდან. მანამდე, ექიმების თქმით, ზოგჯერ ვფხიზლდებოდი, მაგრამ არაადეკვატური ვიყავი: ლოგინიდან ვხტებოდი, ნაკერებს ვიგლეჯდი და მერე ისევ მთიშავდნენ. ვერ გეტყვით, რომ დასთან და შეყვარებულთან პირველი შეხვედრა ჩემთვის ძალიან ემოციური იყო-მეთქი, რადგან არაფერი მახსოვდა და არ ვიცოდი, რა ხდებოდა. მათი ნამტირალევი სახე რომ დავინახე, ვეკითხებოდი: რა გატირებთ-მეთქი... მერე ჩემი და შეპარვით მიყვებოდა, რაც მოხდა და არ მჯეროდა, მაგრამ სხვა გზა რომ არ მქონდა, დავიჯერე. რეანიმაციიდან სამ დღეში ჩამომიყვანეს პალატაში და ყველა გაოცებული იყო მდგომარეობიდან ჩემი ასე მალე გამოსვლის გამო. ექიმებმა მითხრეს, სამჯერ წახვედი იქით და ძლივს მოგაბრუნეთ, 98 პროცენტი მკვდარი იყავიო. ორჯერ გულიც გამჩერებია ოპერაციის დროს. შენს ადგილას ფიზიკურად ცოტა პატარა ადამიანი რომ ყოფილიყო, ვერ გადარჩებოდაო. ექიმებმა ისიც მითხრეს, საავადმყოფოსგან შორს რომ ყოფილიყავი, ცოცხალი ვერ მოაღწევდიო. ოთხი ლიტრი სისხლი მქონია მუცელში ჩაქცეული. რომ მიმიყვანეს იმწამსვე გადაუსხამთ და ოპერაცია დაუწყიათ. თავზე, მუცელზე ერთდროულად მიკეთებდნენ ოპერაციას. სულ ხუთი ოპერაცია გამიკეთეს: თავზე, ორი მუცლის ღრუში და ორი ფეხებზე. მესამე-მეოთხე დღე იყო ურთულესი - კრიტიკული მომენტი იყო და ექიმებს იმედიც დაუკარგავთ. მაგრამ, მერე უკეთესობისკენ წავედი. მე ამ დროს სიზმრებს ვნახულობდი და მხოლოდ ის მახსოვს, რომ საავადმყოფოში აქეთ-იქით დავფრინავდი, ყველაფერს ზემოდან ვუყურებდი. გონს მოსვლის შემდეგ, სამ დღეში რეანიმაციიდან რომ გამომიყვანეს, ძალიან მიხაროდა, მაგრამ იმ გარემომ ძალიან დამღალა. ექიმს ტვინს ვუბურღავდი, გამიშვით-მეთქი. გადასხმები რომ მორჩა, შემამოწმეს ყველანაირად და მეექვსე დღეს სახლში გამომიშვეს. რეაბილიტაციისთვის დიდი დრო დამჭირდება. სანამ მუცელზე ნაკერები და ძვლები არ შეხორცდება, მოხრა და წამოჯდომა არ შემიძლია. ექიმები მეუბნებიან, რომ ფეხზე გავლას 5-7 თვეში შევძლებ, მაგრამ 3 თვეში წამოჯდომა და ფეხის დაბლა დადება შემეძლება. ძალიან რთული ამბავი გადავიტანე და ახლა რამდენი დროც არ უნდა დამჭირდეს, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, გამოვჯანმრთელდე.

ანი: სანახავად რომ შევედი, მაქსიმალურად ვცდილობდი, არ მეტირა. თვითონ გიომ მითხრა: შენ რომ დაგინახე, მინდა ვიტირო და თუ გინდა, შენც იტირე, არ შეგეშინდესო. მოვუყევი, მთელი შენი მეგობრები, ნათესავები, თანამშრომლები, მაყურებლები: ყველანი ქვემოთ ვართ-მეთქი. რამდენიმე წუთი ფიქრობდა და მერე გულშემატკივრებთან ლექსი დამაბარა: "გოცის მოაჭრეს ხორცი, მიყვარხართ, ყველას გკოცნით". რომ ჩახვალ, ყველას ეს უთხარიო. ეს მოხდა პირველივე დღეს, როცა მდგომარეობიდან ახალი გამოსული იყო. ექიმები გაგიჟდნენ, პასტა და ფურცელი მოუტანეთო (იცინის).

გიორგი: რეანიმაციაში ღამე რომ ვერ ვიძინებდი, ექიმები გავაგიჟე, ათას კითხვას ვუსვამდი. ხან ქალაქობანას ვეთამაშებოდი და ხან რას. იმათაც სხვა რა გზა ჰქონდათ?! იქ სხვა პეციენტებიც ხომ წვანან აპარატზე შეერთებულები. მათ რომ ვუყურებდი, ვიძაბებოდი და არ მინდოდა, შემემჩნია. ამიტომ, ექიმებს ტვინს ვუბურღავდი სანამ შემეძლო. მერე წამალს მიკეთებდნენ და ძალით მაძინებდნენ (იცინის).

- იმ ადამიანს თუ შეხვდი, ვინც საჭესთან იჯდა. როგორც ვიცი, გვერდით ფეხმძიმე ქალი ეჯდა, რომელსაც ექვსი წელი არ ჰყავდა შვილი.

- კი, ეგ მეც მითხრეს. თვითონ ის არ მინახავს, ვინც საჭესთან იჯდა. მითხრეს, თვითონაც არაა კარგადო. მისი ოჯახი და ახლობლები ძალიან ყურადღებიანები არიან. მნახულობენ და გვერდში მიდგანან. თავიდან სასწრაფოც მათ გამოუძახებიათ.

- ფაქტობრივად, მეორედ დაიბადე. ასეთ დროს ადამიანები ყველაფერს სხვანაირად აღიქვამენ და ბევრი რამის გადაფასება ხდება. შენ თუ გიფიქრია ამ საკითხზე?

- უპირველესად, გულწრფელად ვიტყვი, რომ ცხოვრებაში პირველად დავარღვიე წესი - შუქნიშნისა და ზებრის გარეშე ქუჩაზე გადავედი და მაშინვე მანქანამ გამიტანა. ფეხზე რომ წამოვდგები, მინდა, ჩემს ცხოვრებაში რაღაცეები შევცვალო. ეს სამსახურს არ ეხება, უფრო პირად ცხოვრებას. მინდა, ეკლესიურად ვიცხოვრო. ამას აქამდეც ვცდილობდი, მაგრამ ისე არა, როგორც საჭიროა. მადლობა ღმერთს, რომ დღეს ცოცხალი ვარ და იმედია, მალე, ბოლომდე გამოვჯანმრთელდები.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია