მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" გადაუდებელი დახმარების განახლებული ცენტრი კლინიკის ახალმა ხელძღვანელმა გახსნა
"თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" გადაუდებელი დახმარების განახლებული ცენტრი კლინიკის ახალმა ხელძღვანელმა გახსნა

"თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში" გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მიმ­ღე­ბი და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრი გა­იხ­სნა. მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი და ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვი­ლი ემერ­ჯენ­სის გან­ყო­ფი­ლე­ბა პა­ცი­ენ­ტებს კვი­რა­ში შვი­დი დღე, 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა. რა მომ­სა­ხუ­რე­ბებს სთა­ვა­ზობს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი დე­პარ­ტე­მენ­ტი პა­ცი­ენ­ტებს? - ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, AMBEBI.GE "თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს" ახალ ხელ­მძღვა­ნელს, ვახ­ტანგ კა­ლო­ი­ანს ესა­უბ­რა.

- ბა­ტო­ნო ვახ­ტანგ, რო­გორც ცნო­ბი­ლია, "თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში" ემერ­ჯენ­სის გან­ყო­ფი­ლე­ბა აქამ­დეც ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და. რა­ტომ გახ­და დე­პარ­ტა­მენ­ტის გა­ნახ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა, რა ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ნი­ცა­და მიმ­ღებ­მა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრმა?

- ემერ­ჯენსს, ანუ გა­და­უ­დე­ბე­ლი მე­დი­ცი­ნის გან­ყო­ფი­ლე­ბას, მძი­მე კომ­პლექ­სუ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან დიდი როლი აკის­რია. ეს არის ად­გი­ლი, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია პა­ცი­ენ­ტის­თვის მრა­ვა­ლი მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის ოპე­რა­ტი­უ­ლად, ერთ სივ­რცე­ში მი­წო­დე­ბა. ეს სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი, ან მძი­მე სე­ნით შე­პყრო­ბი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის. ამ­დე­ნად, გაზ­რდი­ლი, გა­მარ­თუ­ლი, გა­და­უ­დე­ბე­ლი მე­დი­ცი­ნის გან­ყო­ფი­ლე­ბის გახ­სნის სა­ჭი­რო­ე­ბა დად­გა. აქ იყო ემერ­ჯენ­სი, რო­მე­ლიც გა­და­ი­ა­რაღ­და და გა­ი­ზარ­და.

- რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ტარ­და " თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს" მიმ­ღე­ბი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის გა­ნახ­ლე­ბი­სათ­ვის?

- შე­იც­ვა­ლა დი­ზა­ი­ნი. აქ­ცენ­ტი ავი­ღეთ თი­თო­ე­უ­ლი პა­ცი­ენ­ტის­თვის პერ­სო­ნა­ლუ­რი სივ­რცის შექ­მნა­ზე. თი­თო­ე­ულ პა­ცი­ენტს, გა­მო­ყო­ფი­ლი აქვს სხვე­ბის­გან იზო­ლი­რე­ბუ­ლი სივ­რცე, არ­სე­ბობს შე­სა­ბა­მი­სი სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო სის­ტე­მა, რის მეშ­ვე­ო­ბი­თაც სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი ახერ­ხებს პა­ცი­ენ­ტის მო­ნი­ტო­რინგს და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჩა­რე­ვას.

- რა მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზობს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ემერ­ჯენ­სის გან­ყო­ფი­ლე­ბა პა­ცი­ენ­ტებს?

- ყვე­ლა მწვა­ვე პა­თო­ლო­გი­ის და არა მხო­ლოდ მწვა­ვე პა­თო­ლო­გი­ის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებს მომ­სა­ხუ­რე­ბის სრულ სპექტრს ვთა­ვა­ზობთ. და­წყე­ბუ­ლი ბა­ნა­ლუ­რი, ზე­და­პი­რუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი­დან, დამ­თავ­რე­ბუ­ლი მძი­მე, რთუ­ლი კარ­დი­ო­ვას­კუ­ლა­რუ­ლი, ნე­ი­რო თუ ზო­გა­დი ქი­რურ­გი­უ­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბით. ეს არის ად­გი­ლი, სა­დაც დრო­ის მოკ­ლე მო­ნაკ­ვეთ­ში ხდე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, უმოკ­ლეს დრო­ში დი­აგ­ნოზ­ზე გას­ვლა და შემ­დგო­მი მკურ­ნა­ლო­ბის და­გეგ­მვა. რა თქმა უნდა, ეს გან­ყო­ფი­ლე­ბა მუ­შა­ობს მუდ­მი­ვად, კვლე­ვის მე­თო­დე­ბი აქ­ტი­უ­რი და ხელ­მი­საწ­ვდო­მია 24 სა­ა­თი, კვი­რა­ში 7 დღე.

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, აპა­რა­ტუ­რის გა­და­ი­ა­რა­ღე­ბა მოხ­და. რა ტექ­ნი­კით აღი­ჭურ­ვა გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრი?

- პა­ცი­ენ­ტის სა­სი­ცო­ცხლო ფუნ­ქცი­ე­ბის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო აპა­რა­ტე­ბის, ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის, ექოს­კო­პი­ის აპა­რა­ტე­ბის შე­ძე­ნა მოხ­და, გა­ნახ­ლდა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია, ენ­დოს­კო­პი­უ­რი აპა­რა­ტუ­რა, აღარ დარ­ჩა მწვა­ვე ნო­ზო­ლო­გია, რომ­ლის სერ­ვის­საც პა­ცი­ენ­ტი ამ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ვერ მი­ი­ღებს.

- ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი პა­ცი­ენ­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბას შეძ­ლებს ემერ­ჯენ­სი?

- ერ­თდრო­უ­ლად სხვა­დას­ხვა სიმ­ძი­მის მქო­ნე 22 პა­ცი­ენ­ტი შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოს ემერ­ჯენ­სმა. გა­და­უ­დე­ბე­ლი, ექ­სტრე­მა­ლუ­რი კა­ტას­ტრო­ფის პი­რო­ბებ­ში, ეს რა­ო­დე­ნო­ბა, შე­იძ­ლე­ბა ორ­ჯე­რაც გა­ი­ზარ­დოს.

- რაც შე­ე­ხე­ბა კად­რებს, რა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე პერ­სო­ნა­ლია და­საქ­მე­ბუ­ლი გა­ნახ­ლე­ბულ დე­პარ­ტა­მენ­ტში?

- კად­რე­ბი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რია, ეს არის გა­და­უ­დე­ბე­ლი მე­დი­ცი­ნის ექი­მე­ბის პირ­ვე­ლი ჯგუ­ფი, რო­მელ­თაც გა­დამ­ზა­დე­ბა ემო­რის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის (აშშ, ატ­ლან­ტა) გა­და­უ­დე­ბე­ლი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში გა­ი­ა­რეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და და წე­ლი­წად­ში გა­და­უ­დე­ბე­ლი მე­დი­ცი­ნის 7 ექი­მის გა­დამ­ზა­დე­ბა ხდე­ბო­და. ყვე­ლა ექი­მი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რია, რო­მელ­საც აქვს პირ­ვე­ლი სპე­ცი­ა­ლო­ბა - ქი­რურ­გია, კარ­დი­ო­ლო­გია, ზო­გა­დი რე­ა­ნი­მა­ცია, ანეს­თე­ზი­ო­ლო­გია, პლი­უს, მათ გა­ი­ა­რეს გა­დამ­ზა­დე­ბის საკ­მა­ოდ დიდი სკო­ლა. დე­პარ­ტა­მენ­ტში ხუთი ბრი­გა­და მო­რი­გე­ობს, თი­თო­ე­ულ ბრი­გა­და­ში ერთი გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი ექი­მია. ბრი­გა­და­ში 12 ადა­მი­ა­ნია.

- ჩარ­თუ­ლია თუ არა კლი­ნი­კა სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა­ში და ემ­სა­ხუ­რე­ბით თუ არა, კერ­ძო სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს?

- ვემ­სა­ხუ­რე­ბით ყვე­ლა პა­ცი­ენტს, და­ზღვე­ულს, თუ და­უ­ზღვე­ველს, იფა­რე­ბა, თუ არ იფა­რე­ბა სა­ყო­ველ­თაო, თუ კერ­ძო სა­და­ზღვე­ვო პა­კე­ტე­ბით. ვემ­სა­ხუ­რე­ბით ყვე­ლა პა­ცი­ენტს, რო­მელ­საც აქვს გა­და­უ­დე­ბე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, არის ის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, თუ არა. შე­ზღუდ­ვა გან­ყო­ფი­ლე­ბას არ აქვს, ვინ რო­მე­ლი პა­კე­ტის მფლო­ბე­ლია, ვინ რო­მე­ლი ბრძა­ნე­ბის ქვეშ არის. მთა­ვა­რი გან­მსა­ზღვრე­ლი გა­და­უ­დე­ბე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, დი­აგ­ნო­ზია. მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა ხდე­ბა თვით­დი­ნე­ბით, სას­წრა­ფო­თო, ასე­ვე, სხვა კლი­ნი­კე­ბი­დან.

- ჩვენ ვი­სა­უბ­რეთ გა­ნახ­ლე­ბულ დე­პარ­ტა­მენტზე, თუ შე­იძ­ლე­ბა, მოკ­ლედ გვი­თხრათ, ზო­გა­დად, რა მომ­სა­ხუ­რე­ბებს სთა­ვა­ზობს თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო პა­ცი­ენ­ტებს და რა გა­ნას­ხვა­ვებს მას კონ­კუ­რენ­ტე­ბის­გან?

- "თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო" არის მულ­ტიპრო­ფი­ლუ­რი კლი­ნი­კა, რო­მე­ლიც პა­ცი­ენ­ტებს სთა­ვა­ზობს ყვე­ლა სერ­ვისს, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს, გარ­და, სა­მე­ა­ნო და პე­დი­ატ­რი­უ­ლი სერ­ვი­სე­ბი­სა. ჩვენს და­წე­სე­ბუ­ლე­ბას კონ­კუ­რენ­ტე­ბის­გან გა­ნას­ხვა­ვებს ორი რამ, - მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად დატ­რე­ნინ­გე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც დატ­რე­ნინ­გე­ბუ­ლი არი­ან პა­ცი­ენ­ტის მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნურ გუნ­დურ მარ­თვა­ში. ეს არ არის ცალ­კე­ულ ვარ­სკვლავ­თა კრე­ბუ­ლი, ეს არის ვარ­სკვლავ­თა გუნ­დი, რო­მე­ლიც გუნ­დუ­რად მკურ­ნა­ლობს პა­ცი­ენტს. ასე­თი სერ­ვი­სი სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში იშ­ვი­ა­თო­ბაა. მე­ო­რე გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლია - ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი. ჩვენ­თან ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვე­ბის დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა ლა­პა­რას­კო­პი­ით კეთ­დე­ბა. ღია ქი­რურ­გი­ას რა თქმა უნდა, მისი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი აქვს, თუმ­ცა, ჩა­რე­ვე­ბის 80% ლა­პა­რას­კო­პი­უ­ლი გზით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ამას­თან, რე­ა­ლუ­რად, ჩვენ ვართ ერ­თა­დერ­თი კლი­ნი­კა, რო­მე­ლიც გა­სახ­დომ ოპე­რა­ცი­ებს აკე­თებს ლა­პა­რას­კო­პი­ით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩვე­ნი კლი­ნი­კა არის ჰოლ­დინ­გის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, რო­მე­ლიც სამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას აერ­თი­ა­ნებს, ესე­ნია - "თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო", ბო­ხუ­ას სა­ხე­ლო­ბის სის­ხლძარ­ღვთა და გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბა­თა ცენ­ტრი და სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი "ინო­ვა".

(R)

ნა­ტა­ლია და­დი­ა­ნი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

"თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" გადაუდებელი დახმარების განახლებული ცენტრი კლინიკის ახალმა ხელძღვანელმა გახსნა

"თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" გადაუდებელი დახმარების განახლებული ცენტრი კლინიკის ახალმა ხელძღვანელმა გახსნა

"თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში" განახლებული მიმღები და გადაუდებელი დახმარების ცენტრი გაიხსნა. მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული და ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ემერჯენსის განყოფილება პაციენტებს კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში მოემსახურება. რა მომსახურებებს სთავაზობს განახლებული დეპარტემენტი პაციენტებს? - ამასთან დაკავშირებით, AMBEBI.GE "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" ახალ ხელმძღვანელს, ვახტანგ კალოიანს ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, როგორც ცნობილია, "თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში" ემერჯენსის განყოფილება აქამდეც ფუნქციონირებდა. რატომ გახდა დეპარტამენტის განახლების საჭიროება, რა ცვლილებები განიცადა მიმღებმა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა?

- ემერჯენსს, ანუ გადაუდებელი მედიცინის განყოფილებას, მძიმე კომპლექსური პაციენტების მკურნალობაში ძალიან დიდი როლი აკისრია. ეს არის ადგილი, სადაც შესაძლებელია პაციენტისთვის მრავალი მაღალტექნოლოგიური კვლევის ოპერატიულად, ერთ სივრცეში მიწოდება. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი, ან მძიმე სენით შეპყრობილი პაციენტებისთვის. ამდენად, გაზრდილი, გამართული, გადაუდებელი მედიცინის განყოფილების გახსნის საჭიროება დადგა. აქ იყო ემერჯენსი, რომელიც გადაიარაღდა და გაიზარდა.

- რა ღონისძიებები გატარდა " თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" მიმღებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის განახლებისათვის?

- შეიცვალა დიზაინი. აქცენტი ავიღეთ თითოეული პაციენტისთვის პერსონალური სივრცის შექმნაზე. თითოეულ პაციენტს, გამოყოფილი აქვს სხვებისგან იზოლირებული სივრცე, არსებობს შესაბამისი სამეთვალყურეო სისტემა, რის მეშვეობითაც სამედიცინო პერსონალი ახერხებს პაციენტის მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში, ჩარევას.

- რა მომსახურებას სთავაზობს განახლებული ემერჯენსის განყოფილება პაციენტებს?

- ყველა მწვავე პათოლოგიის და არა მხოლოდ მწვავე პათოლოგიის მქონე პაციენტებს მომსახურების სრულ სპექტრს ვთავაზობთ. დაწყებული ბანალური, ზედაპირული ჭრილობებიდან, დამთავრებული მძიმე, რთული კარდიოვასკულარული, ნეირო თუ ზოგადი ქირურგიული პათოლოგიებით. ეს არის ადგილი, სადაც დროის მოკლე მონაკვეთში ხდება მაქსიმალური კვლევების ჩატარება, უმოკლეს დროში დიაგნოზზე გასვლა და შემდგომი მკურნალობის დაგეგმვა. რა თქმა უნდა, ეს განყოფილება მუშაობს მუდმივად, კვლევის მეთოდები აქტიური და ხელმისაწვდომია 24 საათი, კვირაში 7 დღე.

- როგორც ცნობილია, აპარატურის გადაიარაღება მოხდა. რა ტექნიკით აღიჭურვა გადაუდებელი დახმარების ცენტრი?

- პაციენტის სასიცოცხლო ფუნქციების სამეთვალყურეო აპარატების, ხელოვნური სუნთქვის, ექოსკოპიის აპარატების შეძენა მოხდა, განახლდა კომპიუტერული ტომოგრაფია, ენდოსკოპიური აპარატურა, აღარ დარჩა მწვავე ნოზოლოგია, რომლის სერვისსაც პაციენტი ამ განყოფილებაში ვერ მიიღებს.

- ერთდროულად რამდენი პაციენტის მომსახურებას შეძლებს ემერჯენსი?

- ერთდროულად სხვადასხვა სიმძიმის მქონე 22 პაციენტი შეიძლება მიიღოს ემერჯენსმა. გადაუდებელი, ექსტრემალური კატასტროფის პირობებში, ეს რაოდენობა, შეიძლება ორჯერაც გაიზარდოს.

- რაც შეეხება კადრებს, რა კვალიფიკაციის მქონე პერსონალია დასაქმებული განახლებულ დეპარტამენტში?

- კადრები კვალიფიციურია, ეს არის გადაუდებელი მედიცინის ექიმების პირველი ჯგუფი, რომელთაც გადამზადება ემორის საუნივერსიტეტო კლინიკის (აშშ, ატლანტა) გადაუდებელი პროგრამის ფარგლებში გაიარეს. აღნიშნული პროგრამა საქართველოში ფუნქციონირებდა და წელიწადში გადაუდებელი მედიცინის 7 ექიმის გადამზადება ხდებოდა. ყველა ექიმი კვალიფიციურია, რომელსაც აქვს პირველი სპეციალობა - ქირურგია, კარდიოლოგია, ზოგადი რეანიმაცია, ანესთეზიოლოგია, პლიუს, მათ გაიარეს გადამზადების საკმაოდ დიდი სკოლა. დეპარტამენტში ხუთი ბრიგადა მორიგეობს, თითოეულ ბრიგადაში ერთი გადამზადებული ექიმია. ბრიგადაში 12 ადამიანია.

- ჩართულია თუ არა კლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და ემსახურებით თუ არა, კერძო სადაზღვევო კომპანიების ბენეფიციარებს?

- ვემსახურებით ყველა პაციენტს, დაზღვეულს, თუ დაუზღვეველს, იფარება, თუ არ იფარება საყოველთაო, თუ კერძო სადაზღვევო პაკეტებით. ვემსახურებით ყველა პაციენტს, რომელსაც აქვს გადაუდებელი მდგომარეობა, არის ის საქართველოს მოქალაქე, თუ არა. შეზღუდვა განყოფილებას არ აქვს, ვინ რომელი პაკეტის მფლობელია, ვინ რომელი ბრძანების ქვეშ არის. მთავარი განმსაზღვრელი გადაუდებელი მდგომარეობა, დიაგნოზია. მომართვიანობა ხდება თვითდინებით, სასწრაფოთო, ასევე, სხვა კლინიკებიდან.

- ჩვენ ვისაუბრეთ განახლებულ დეპარტამენტზე, თუ შეიძლება, მოკლედ გვითხრათ, ზოგადად, რა მომსახურებებს სთავაზობს თბილისის ცენტრალური საავადმყოფო პაციენტებს და რა განასხვავებს მას კონკურენტებისგან?

- "თბილისის ცენტრალური საავადმყოფო" არის მულტიპროფილური კლინიკა, რომელიც პაციენტებს სთავაზობს ყველა სერვისს, რაც საქართველოში არსებობს, გარდა, სამეანო და პედიატრიული სერვისებისა. ჩვენს დაწესებულებას კონკურენტებისგან განასხვავებს ორი რამ, - მიზანმიმართულად დატრენინგებული სპეციალისტები, რომლებიც დატრენინგებული არიან პაციენტის მულტიდისციპლინურ გუნდურ მართვაში. ეს არ არის ცალკეულ ვარსკვლავთა კრებული, ეს არის ვარსკვლავთა გუნდი, რომელიც გუნდურად მკურნალობს პაციენტს. ასეთი სერვისი სამწუხაროდ, საქართველოში იშვიათობაა. მეორე განმასხვავებელია - ტექნოლოგიები. ჩვენთან ქირურგიული ჩარევების დიდი უმრავლესობა ლაპარასკოპიით კეთდება. ღია ქირურგიას რა თქმა უნდა, მისი მნიშვნელოვანი ადგილი აქვს, თუმცა, ჩარევების 80% ლაპარასკოპიული გზით ხორციელდება. ამასთან, რეალურად, ჩვენ ვართ ერთადერთი კლინიკა, რომელიც გასახდომ ოპერაციებს აკეთებს ლაპარასკოპიით. აღსანიშნავია, რომ ჩვენი კლინიკა არის ჰოლდინგის შემადგენლობაში, რომელიც სამ დაწესებულებას აერთიანებს, ესენია - "თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო", ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი და სამედიცინო ცენტრი "ინოვა".

(R)

ნატალია დადიანი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი