მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"...ანარქო-ვეგანებმა დაამტკიცონ, რომ მწვადებს ისროდნენ და ყვიროდნენ" - რა ვიდეოს ავრცელებენ ნაციონალისტები ვეგეტარიანელების საპასუხოდ
"...ანარქო-ვეგანებმა დაამტკიცონ, რომ მწვადებს ისროდნენ და ყვიროდნენ" - რა ვიდეოს ავრცელებენ ნაციონალისტები ვეგეტარიანელების საპასუხოდ

რამ­დე­ნი­მე დღის წინ თბი­ლის­ში, ვე­გა­ნურ კა­ფე­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს დიდი რე­ზო­ნან­სი მოყ­ვა რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ისე გლო­ბა­ლურ მე­დი­ა­ში. მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ წერს "ბი­ბი­სი", "დე­ი­ლი მე­ი­ლი" და რამ­დე­ნი­მე პო­პუ­ლა­რუ­ლი და­სავ­ლუ­რი გა­მო­ცე­მა. ამ­ბა­ვი სა­კუ­თარ ფა­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­უ­ზი­ა­რა ცნო­ბილ­მა ამე­რი­კელ­მა მუ­სი­კოს­მა Moby-მ.

PALITRATV.GE-მ ინ­ცი­დენ­ტის პირ­ვე­ლი­ვე დღეს გა­ა­შუ­ქა ორი­ვე მხა­რე: რო­გორც ვე­გე­ტა­რი­ა­ნუ­ლი კა­ფეს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და კლი­ენ­ტე­ბი, ასე­ვე ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ვა­რა­უ­დოდ, თავ­დას­ხმა ედე­ბო­დათ ბრა­ლად.

ამ­ჯე­რად კი, Youtube-ზე ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი კი­დევ ერთი ვი­დე­ო­მა­სა­ლა გა­ავ­რცე­ლა ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­მა ალე­კო კა­პა­ნა­ძემ. ვი­დე­ოს ავ­ტო­რი მას­ზე შემ­დეგ მი­ნა­წერს აკე­თებს: "გრან­ტი­ჭა­მი­ებს გა­ე­დოთ და მთე­ლი მათი მო­გო­ნი­ლი სცე­ნა­რი და­იმ­სხვრა. ნათ­ლად ჩანს, რე­ა­ლუ­რად ვინ არი­ან "ჩაგ­რუ­ლი" ვე­გა­ნე­ბი. ანარ­ქის­ტი, ნარ­კო­მა­ნი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ხი­ფა­თო არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ელე­მენ­ტე­ბი. პ.ს. ბევ­რი წერს, მთლი­ა­ნი ვი­დეო არაა, რო­გორ და­ი­წყოო, სო­სი­სებს ის­რო­დი­თო და ა.შ. ამ მხა­რემ დადო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, ფაქ­ტე­ბი და ჰა­ერ­ზე არა­ფე­რი უთ­ქვამს. ახლა ანარ­ქო-ვე­გა­ნე­ბის ჯე­რია და­ამ­ტკი­ცონ, რომ მწვა­დებს ის­როდ­ნენ და ყვი­როდ­ნენ, იგი­ნე­ბოდ­ნენ და ა.შ. ვერ და­ამ­ტკი­ცებ­დნენ, რად­გან ტყუ­ი­ლია... ისე, მწვა­დე­ბის და სო­სი­სე­ბის შე­ტა­ნა არაა კა­ნონ­დარ­ღვე­ვა. რომ იცო­დეთ, ეგ თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა ერ­თგვა­რი. პრად­ვი­ნუ­ტებს ასე გეს­მით, ხომ? აი, და­ნე­ბის ტრი­ა­ლი, მუ­ქა­რა და ბოთ­ლე­ბის სრო­ლა, ასე­ვე გი­ნე­ბა კი კა­ნონ­დარ­ღვე­ვაა", - წე­რია Youtube-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვი­დე­ოს აღ­წე­რა­ში.

თუმ­ცა, ერ­თწუ­თი­ა­ნი ვი­დე­ო­დან ძნე­ლია იმის გან­სა­ზღვრა, თუ რამ გა­მო­იწ­ვია კა­ფეს პერ­სო­ნა­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა, ვი­ნა­ი­დან არ ჩანს ინ­ცი­დენ­ტის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი მი­ზე­ზი. ვი­დე­ოს გა­მავ­რცე­ლებ­ლის, ალე­კო კა­პა­ნა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ვი­დე­ოს ორი­გი­ნა­ლი, სრუ­ლი ვერ­სია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­და­ე­ცა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"...ანარქო-ვეგანებმა დაამტკიცონ, რომ მწვადებს ისროდნენ და ყვიროდნენ" - რა ვიდეოს ავრცელებენ ნაციონალისტები ვეგეტარიანელების საპასუხოდ

"...ანარქო-ვეგანებმა დაამტკიცონ, რომ მწვადებს ისროდნენ და ყვიროდნენ" - რა ვიდეოს ავრცელებენ ნაციონალისტები ვეგეტარიანელების საპასუხოდ

რამდენიმე დღის წინ თბილისში, ვეგანურ კაფეში მომხდარ ინციდენტს დიდი რეზონანსი მოყვა როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ მედიაში. მომხდარი ინციდენტის შესახებ წერს "ბიბისი", "დეილი მეილი" და რამდენიმე პოპულარული დასავლური გამოცემა. ამბავი საკუთარ ფანებს სოციალურ ქსელში გაუზიარა ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა Moby-მ.

PALITRATV.GE-მ ინციდენტის პირველივე დღეს გააშუქა ორივე მხარე: როგორც ვეგეტარიანული კაფეს თანამშრომლები და კლიენტები, ასევე ის ადამიანები, რომლებსაც სავარაუდოდ, თავდასხმა ედებოდათ ბრალად.

ამჯერად კი, Youtube-ზე ინციდენტის ამსახველი კიდევ ერთი ვიდეომასალა გაავრცელა ინტერნეტმომხმარებელმა ალეკო კაპანაძემ. ვიდეოს ავტორი მასზე შემდეგ მინაწერს აკეთებს: "გრანტიჭამიებს გაედოთ და მთელი მათი მოგონილი სცენარი დაიმსხვრა. ნათლად ჩანს, რეალურად ვინ არიან "ჩაგრული" ვეგანები. ანარქისტი, ნარკომანი, საზოგადოებისთვის სახიფათო არაადეკვატური ელემენტები. პ.ს. ბევრი წერს, მთლიანი ვიდეო არაა, როგორ დაიწყოო, სოსისებს ისროდითო და ა.შ. ამ მხარემ დადო მტკიცებულებები, ფაქტები და ჰაერზე არაფერი უთქვამს. ახლა ანარქო-ვეგანების ჯერია დაამტკიცონ, რომ მწვადებს ისროდნენ და ყვიროდნენ, იგინებოდნენ და ა.შ. ვერ დაამტკიცებდნენ, რადგან ტყუილია... ისე, მწვადების და სოსისების შეტანა არაა კანონდარღვევა. რომ იცოდეთ, ეგ თავისუფლების გამოხატულებაა ერთგვარი. პრადვინუტებს ასე გესმით, ხომ? აი, დანების ტრიალი, მუქარა და ბოთლების სროლა, ასევე გინება კი კანონდარღვევაა", - წერია Youtube-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში.

თუმცა, ერთწუთიანი ვიდეოდან ძნელია იმის განსაზღვრა, თუ რამ გამოიწვია კაფეს პერსონალის გაღიზიანება, ვინაიდან არ ჩანს ინციდენტის მაპროვოცირებელი მიზეზი. ვიდეოს გამავრცელებლის, ალეკო კაპანაძის განმარტებით, ვიდეოს ორიგინალი, სრული ვერსია შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია