თბილისელი არქიტექტორის ცხოვრება სოფელში და ყველი თელავიდან ფრანგული ტექნოლოგიით

თბილისელი არქიტექტორის ცხოვრება სოფელში და ყველი თელავიდან ფრანგული ტექნოლოგიით

თელავის რაიონ სოფელ შალაურში მცხოვრები ლევან ცაგურია თხის ყველს ფრანგული ტექნოლოგიით აწარმოებს.

პროფესიით არქიტექტორმა ლევან ცაგურიამ შვიდი წლის წინ ოჯახთან ერთად დედაქალაქიდან სოფელში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და მისი ფერმერული საქმიანობაც აქედან დაიწყო. შალაურის ბუნებამ, სიმშვიდემ და ქალაქის ხმაურისგან შორს ყოფნამ იმდენად მოხიბლა, რომ უკან დაბრუნებაზე აღარც უფიქრია.

სამი წელია "მარლეტას ფერმა" აქვს, მეუღლესთან, პროფესიით მხატვარ სოფო გორგაძესთან ერთად თხებს უვლის და ყველს აწარმოებს. მარლეტა იმ ძროხის სახელია, რომელიც ოჯახს წლების წინ აჩუქეს და რომლის წყალობითაც, ლევანი ფერმერულ საქმიანობას შეუდგა. ცდამ გაამართლა...

წარმოებული პროდუქცია ძალიან სწრაფად ეყიდებათ. თხის ყველი "ბონა" სპეციალიზირებულ მაღაზიებში 65 ლარად, ძროხის ყველი "აშმელო" კი 45 ლარად ფასობს. ამჟამად 12 დედა თხა, 18 ციკანი და ერთი მამალი თხა ჰყავს ფერმას. საწარმო სახლთან ახლოს ლევანმა საკუთარი ხელით ააშენა. ყოველდღიურად 20 ლიტრ თხის რძესა და 50 ლიტრ ძროხის რძეს აწარმოებს  განაგრძეთ კითხვა

ფოტო: culinartmagazine.com

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია