კოდორის ხეობაში სატვირთო მანქანა, რომელსაც ე.წ. აფხაზი მესაზღვრეები გადაჰყავდა, ხევში გადავარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ტასი" ავრცელებს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
"წინასწარი ინფორმაციით მანქანაში 6 ადამიანი იმყოფებოდა. ამჟამად 5 მათგანი სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. კიდევ ერთი მესაზღვრის ბედი ამ დრომდე უცნობია, მიმდინარეობს სამძებრო ოპერაცია", - განუცხადა "ტასს"-ს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციათა მინისტრმა ლევ კვიცინიამ.
"ტასის" ცნობით, შემთხვევა კოდორის ხეობის სოფელ ჩხალთაში, სოხუმიდან 50 კილომეტრში მოხდა.