პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასეთი რამ არ მომხდარა... ასეთი რამ არც ერთ რეჟისორს არ რგებია..." - გენიალური თენგიზ აბულაძის ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები
"ასეთი რამ არ მომხდარა... ასეთი რამ არც ერთ რეჟისორს არ რგებია..." - გენიალური თენგიზ აბულაძის ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები

გვინ­და იმ ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რის ცხოვ­რე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის წლე­ბი გა­ვიხ­სე­ნოთ, ვისი ღვაწ­ლიც ქარ­თულ კი­ნო­ში გა­ნუ­ზო­მე­ლია...

თენ­გიზ აბუ­ლა­ძე 1924 წლის 31 იან­ვარს და­ი­ბა­და. სწავ­ლობ­და სა­ქარ­თვე­ლოს თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტეტ­ზე, შემ­დეგ კი იმა­ვე გან­ხრით, მოს­კო­ვის კი­ნო­მა­ტოგ­რა­ფი­ის სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტში... 

რე­ჟი­სო­რი გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე იქ გა­ტა­რე­ბულ წლებს ასე იხ­სე­ნებ­და: "მოს­კოვ­ში რა­ზი­ნის ქუ­ჩა­ზე, სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში ვცხოვ­რობ­დით. ვცხოვ­რობ­დით სა­ში­ნელ პი­რო­ბებ­ში, მაგ­რამ გე­ნი­ა­ლუ­რად. ისე­თი სი­ცი­ვე იყო ოთახ­ში, რომ დი­ლით ჭი­ქა­ში წყა­ლი გა­ყი­ნუ­ლი გვხვდე­ბო­და. იმ ერთი ოთა­ხი­დან ოთხი სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი გა­მო­ვი­და: რეზო ჩხე­ი­ძე, თენ­გიზ აბუ­ლა­ძე, სულ­ხან ცინ­ცა­ძე და მე. პუშ­კი­ნი რომ ამ­ბობს, ლი­ცე­უ­მი კი არ გვზრდი­და, არა­მედ ერ­თმა­ნეთს ვზრდი­დით ლი­ცე­უმ­შიო, - ასე ვი­ყა­ვით. დავ­დი­ო­დით ყვე­ლა კონ­ცერ­ტზე, სპექ­ტაკლზე, ფილმზე, ღა­მე­ებს კა­მათ­ში ვა­თე­ნებ­დით... "

* * *

თენ­გიზ აბუ­ლა­ძემ კი­ნო­რე­ჟი­სორ რეზო ჩხე­ი­ძეს­თან ერ­თად თავ­და­პირ­ვე­ლად გა­და­ი­ღო დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბი: "ჩვე­ნი სა­სახ­ლე", "ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ცეკ­ვის სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლი", მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი - "მაგ­და­ნას ლურ­ჯა" (ეკა­ტე­რი­ნე გა­ბაშ­ვი­ლის მო­თხრო­ბის მი­ხედ­ვით); რე­ჟი­სორს ორი ჯილ­დო - მთა­ვა­რი პრი­ზი - "ოქ­როს პალ­მის რტო" კა­ნის IX სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე და I პრე­მია ედინ­ბურ­გის X სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე 1956 წელს გა­და­ე­ცა.

მზია მახ­ვი­ლა­ძე, თენ­გიზ აბუ­ლა­ძის მე­უღ­ლე, მსა­ხი­ო­ბი: "მაგ­და­ნას ლურ­ჯას" დაბ­რკო­ლე­ბა შეხ­ვდა, ფილ­მის ჩა­მორ­თმე­ვა უნ­დო­დათ, მაგ­რამ მერე დიდი წარ­მა­ტე­ბა მოჰ­ყვა და ცუ­დის გახ­სე­ნე­ბა აღარ მინ­და... რი­ყე­ზე ბაზ­რის ეპი­ზოდს იღებ­დნენ, მე და მა­მა­ჩე­მი სა­ნა­ხა­ვად წა­ვე­დით. გა­ოც­და მა­მა­ჩე­მი, ეს რამ­ხე­ლა შრო­მა ყო­ფი­ლაო და მას შემ­დეგ, ყო­ველ დი­ლით, 6 სა­ათ­ზე დგე­ბო­და და თა­ვი­სი ხე­ლით უმ­ზა­დებ­და სა­უზ­მეს: იმ­დენს შრო­მობს, ყვე­ლა მხარ­ში უნდა ამო­ვუდ­გე­თო. "მაგ­და­ნას ლურ­ჯა" კა­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე დი­ლით აჩ­ვე­ნეს, მაგ­რამ ისე­თი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია, რომ სა­ღა­მო­საც გა­ი­მე­ო­რეს. ფილ­მის წარ­მა­ტე­ბას ჩვენ­თან ერ­თგვა­რი გაკ­ვირ­ვე­ბა მოჰ­ყვა. კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ამ მწა­რედ იხუმ­რა: ევ­რო­პა­ში ვი­რე­ბით გა­ვე­დი­თო. რე­ზოს და თენ­გიზს კან­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ბევ­რი მოტრფი­ა­ლე გა­უჩ­ნდა".

* * *

აბუ­ლა­ძის პირ­ვე­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ფილ­მია - "სხვი­სი შვი­ლე­ბი" (1958 წ.), რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე პრი­ზე­ბით, დიპ­ლო­მე­ბით და­ჯილ­დოვ­და...

მზია მახ­ვი­ლა­ძე: "სხვის შვი­ლებ­ზე" რომ ვფიქ­რობ, მიკ­ვირს, რა არის იმ ფილმში ისე­თი, რომ გა­ეკ­რი­ტი­კე­ბი­ნათ, მაგ­რამ ბრძო­ლით მო­უხ­და ამ სუ­რათს გა­ტა­ნა... "მე, ბე­ბია, ილი­კო და ილა­რი­ონ­საც" გა­მო­უჩ­ნდნენ კრი­ტი­კო­სე­ბი, რა­ტომ გუ­რი­ა­ში არ არის გა­და­ღე­ბუ­ლიო? თენ­გი­ზი იმ­დე­ნად დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­და სახ­ვით გა­და­წყვე­ტას, რომ ხელი შე­უ­შა­ლა გუ­რი­ის სიმწვა­ნემ".

* * *

რე­ჟი­სორ­მა "მე, ბე­ბია, ილი­კო და ილა­რი­ო­ნი" ნ. დუმ­ბა­ძის ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბის მი­ხედ­ვით 1962 წელს გა­და­ი­ღო; პრი­ზი ამ ფილ­მსაც ერგო - I ხა­რის­ხის დიპ­ლო­მი ბრა­ტის­ლა­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე... 1967 წელს კი ტრი­ლო­გი­ის პირ­ვე­ლი ფილ­მი - "ვედ­რე­ბა" (ვაჟა-ფშა­ვე­ლას ნა­წარ­მო­ე­ბის მი­ხედ­ვით) შექ­მნა, რის­თვი­საც მთა­ვა­რი პრე­მია გრან-პრი სან­რე­მოს სა­ავ­ტო­რო ფილ­მე­ბის XVII სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე გა­და­ე­ცა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 1975 წელს ტრი­ლო­გი­ის მე­ო­რე ფილ­მი "ნატ­ვრის ხე" გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის მო­თხრო­ბის მი­ხედ­ვით გა­და­ი­ღო, რო­მე­ლიც არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზით, ჯილ­დო­თი და პრე­მი­ით და­ჯილ­დოვ­და;

რე­ჟი­სო­რი რეზო ჩხე­ი­ძე: "სათ­ქმე­ლი და გა­სახ­სე­ნე­ბე­ლი ბევ­რია, მაგ­რამ ერთი რამ მინ­და, გი­ამ­ბოთ: თენ­გიზ­მა გა­და­ი­ღო "ნატ­ვრის ხე" და რო­გორც წე­სად გვქონ­და, ვაჩ­ვე­ნეთ ჩვენს სამ­ხატ­ვრო საბ­ჭოს და მოწ­ვე­ულ სტუმ­რებს - მწერ­ლებს, მხატ­ვრებს. დამ­თავ­რდა სუ­რა­თი და სი­ჩუ­მეა დარ­ბაზ­ში, კა­ციშ­ვი­ლი არ ინ­ძრე­ვა და ხმას არ იღებს. თენ­გიზს არ მო­ე­წო­ნა ეს სი­ჩუ­მე, ადგა, მე­ქა­ნი­კოსს ფირი უნდა გა­მო­ვარ­თვაო, - ჩა­ი­ლა­პა­რა­კა და დარ­ბა­ზი­დან გა­ვი­და. მეც ძა­ლი­ან მე­უ­ხერ­ხუ­ლა ეს სი­ტუ­ა­ცია და ვთქვი: წა­მო­დით, ჩემს კა­ბი­ნეტ­ში გა­და­ვი­დეთ და იქ ვიმ­სჯე­ლოთ-მეთ­ქი. შე­ვე­დით, დავ­სხე­დით, ისევ ჩუ­მად არი­ან, მეც არ ვიცი, რო­გორ და­ვი­წყო. ამ დროს გა­ი­ღო კარი და თენ­გი­ზი შე­მო­ვი­და. შე­მო­ვი­და თუ არა, ყვე­ლა წა­მოდ­გა და ტაში და­უკ­რა. მე ასე­თი რამ არ მახ­სოვს, არ მომ­ხდა­რა. ასე­თი რამ არც ერთ რე­ჟი­სორს არ რგე­ბია, მათ შო­რის მეც".

* * *

ტრი­ლო­გი­ის ბოლო ფილ­მია - "მო­ნა­ნი­ე­ბა" (1984 წ.), რო­მელ­მაც კა­ნის მე-40 სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის რამ­დე­ნი­მე სა­პა­ტიო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრი­ზი და­იმ­სა­ხუ­რა.

ნანა ჯა­ნე­ლი­ძე, რე­ჟი­სო­რი:

"მე ოცი წელი გა­ვა­ტა­რე თენ­გიზ აბუ­ლა­ძის გვერ­დით - ჯერ მისი სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, შემ­დეგ ოჯა­ხის წევ­რი გავ­ხდი, "მო­ნა­ნი­ე­ბის" გა­და­ღე­ბის დროს თა­ნა­მო­აზ­რე და კო­ლე­გა. ამის მი­უ­ხე­და­ვად მი­ჭირს რამე გა­მორ­ჩე­უ­ლი ვთქვა მას­ზე, რად­გან სი­ცო­ცხლე მთლი­ა­ნად კი­ნოს მი­უ­ძღვნა. აბუ­ლა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბა უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა, ვიდ­რე ყო­ფი­თი ცხოვ­რე­ბა. მან მხო­ლოდ შვი­დი ფილ­მი გა­და­ი­ღო, მათ­ში არც ერთი არ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვი­თი. ყო­ვე­ლი ფილ­მი, ყო­ვე­ლი კად­რი, ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯი მისი ცხოვ­რე­ბი­სა ღრმად იყო გა­აზ­რე­ბუ­ლი.

...."ნატ­ვრის ხის" შემ­დეგ აბუ­ლა­ძე მძი­მე ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში მოხ­ვდა, მძღო­ლი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, ბა­ტო­ნი თენ­გი­ზი სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა. მას გა­უჩ­ნდა რწმე­ნა, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ უნდა შექ­მნას. ერთხელ თენ­გიზ აბუ­ლა­ძეს ქუ­ჩა­ში აკა­კი ბაქ­რა­ძე შეხ­ვდა. თენ­გიზ­მა უთხრა, რომ სცე­ნარს ეძებს ახა­ლი ფილ­მის­თვის. აკა­კი ბაქ­რა­ძემ გა­იხ­სე­ნა ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­და: ვი­ღა­ცამ წარ­სუ­ლი ცოდ­ვე­ბის­თვის მიც­ვა­ლე­ბუ­ლი საფ­ლა­ვი­დან ამო­თხა­რა და ჭი­რი­სუ­ფალს მი­უ­ყუ­და ჭიშ­კარ­თან. ისიც და­უ­მა­ტა, რომ ამ თე­მა­ზე მწე­რა­ლი ნო­დარ წუ­ლე­ის­კი­რი მუ­შა­ობ­და. 1937 წელს მა­ღალ­ჩი­ნო­სან ჩე­კისტს ბუ­ღალ­ტრის ლა­მა­ზი ცოლი მო­ე­წო­ნა. ჩე­კის­ტმა ბუ­ღალ­ტე­რი გუ­ლაგ­ში გა­უშ­ვა, ცოლი კი საყ­ვარ­ლად გა­ი­ხა­და. ქალ­მა თავი ჩა­მო­იხ­რჩო... გა­ვი­და წლე­ბი, ჩე­კის­ტი გარ­და­იც­ვა­ლა და შუ­რის­ძი­ე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და. მა­შინ მსხვერ­პლის ვაჟ­მა სა­ზა­რე­ლი სას­ჯე­ლი მო­ი­ფიქ­რა - მიც­ვა­ლე­ბუ­ლი ამო­თხა­რა და პატ­რონს სახ­ლთან მი­უგ­დო. ეს ზუს­ტად ის იყო, რა­საც აბუ­ლა­ძე ეძებ­და. ეს ფა­ბუ­ლა იქცა მო­მა­ვა­ლი ფილ­მის კვან­ძად, სცე­ნარს "აფ­თა­რი" და­ერ­ქვა. ამ სი­უ­ჟეტ­ში წარ­სუ­ლი აწ­მყოს დრა­მა­ტურ­გი­უ­ლად უკავ­შირ­დე­ბო­და"...

გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე: "მო­ნა­ნი­ე­ბა" უბრწყინ­ვა­ლე­სი ფილ­მია, მაგ­რამ მის ასეთ წარ­მა­ტე­ბა­ში კო­ნი­უნ­ქტუ­რა­მაც ითა­მა­შა როლი. ეს იყო მოწ­მენ­დილ ცაზე მე­ხის გა­ვარ­დნა, ამის გა­ბედ­ვა მხო­ლოდ თენ­გიზ აბუ­ლა­ძეს შე­ეძ­ლო. მე მახ­სოვს ის ამ­ბა­ვი, რო­დე­საც თენ­გიზ­მა "მო­ნა­ნი­ე­ბის" სცე­ნა­რი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს მის­ცა წა­სა­კი­თხად. ჩვენ გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, რომ ედუ­არ­დი პა­სუხს ორ-სამ დღე­ში გვაძ­ლევ­და, როცა რა­ღა­ცის გა­დარ­ჩე­ნა იყო სა­ჭი­რო, ან ფული გვჭირ­დე­ბო­და რა­მის გა­სა­კე­თებ­ლად. გა­ვი­და ორი თვე და პა­სუ­ხი არ ის­მის. თენ­გიზ­მა რეზო ჩხე­ი­ძეს უთხრა: მე მგო­ნი, ედუ­არდს უჭირს გა­და­წყვე­ტა, შე­უძ­ლე­ბე­ლია, ამ ფილ­მის გა­და­ღე­ბა და უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ნუ ჩა­ვა­ყე­ნებთ. ვე­ტყვი, რომ მე სხვა თე­მაც მაქვს. რეზო და­ე­თან­ხმა. და­უ­რე­კა მთავ­რო­ბის ტე­ლე­ფო­ნით და გა­დას­ცა თენ­გი­ზის ნათ­ქვა­მი. მან მე­ო­რე დღეს­ვე დაგ­ვი­ბა­რა და იქ უთხრა ედუ­არ­დმა: მე წა­ვი­კი­თხე, ეს გე­ნი­ა­ლუ­რი სცე­ნა­რი, მაგ­რამ უნდა მო­ვი­ფიქ­როთ, რო­გორ მო­ვიქ­ცეთ. მოს­კო­ვი ამას არ მი­ი­ღებს, არც კი­ნო­კო­მი­ტე­ტი, არც ტე­ლე­ვი­ზია. ამი­ტომ, ასე­თი რამ მო­ვი­ფიქ­რე, აქა­ურ ტე­ლე­ვი­ზი­ას გა­და­ვა­ღე­ბი­ნოთ, მაგ­რამ სცე­ნა­რი არა­ვის წა­ა­კი­თხო­თო. "მო­ნა­ნი­ე­ბის" ბედი შე­ვარ­დნა­ძემ გა­და­წყვი­ტა. ამი­ტომ, თენ­გიზს თავი მო­ვა­ლედ მი­აჩ­ნდა, მხარ­ში ამოს­დგო­მო­და ედუ­არდს. უკვე ავად­მყო­ფი, ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი და შეც­ვლი­ლი მო­დი­ო­და პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მებ­ზე, ბო­ლომ­დე იჯდა და ამით გა­მო­ხა­ტავ­და მად­ლი­ე­რე­ბას შე­ვარ­დნა­ძის მი­მართ".

მზია მახ­ვი­ლა­ძე: "მე მჯე­რა, რომ თენ­გიზს მტე­რი არ ჰყო­ლია, თვი­თონ არა­ვის მტე­რი არ ყო­ფი­ლა, არა­სო­დეს არა­ნა­ირ დაჯ­გუ­ფე­ბა­ში არ გა­რე­უ­ლა. ყო­ველ­თვის ამ­ბობ­და: ყვე­ლამ თა­ვი­სი საქ­მით უნდა იბ­რძო­ლოს. ჩემი საქ­მე არის კინო, ფილ­მი უნდა გა­და­ვი­ღო და ამით ვთქვა ჩემი სათ­ქმე­ლიო"...

მომ­ზა­დე­ბუ­ლია წიგ­ნის - "თენ­გიზ აბუ­ლა­ძე, ანა­რეკ­ლე­ბი" მი­ხედ­ვით (2010 წ.), რო­მელ­ზეც რე­ჟი­სო­რი ნანა ჯა­ნე­ლი­ძე მას მერე მუ­შა­ობ­და (1994 წელი), რაც თენ­გიზ აბუ­ლა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

თამუნა გიგიტაშვილი
1

ქედს ვიხრი მისი პიროვნების წინაშე, სულმნათი, დიდებული პიროვნება, გენიალური რეჟისორი ვეთაყვანები❤❤❤

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"ასეთი რამ არ მომხდარა... ასეთი რამ არც ერთ რეჟისორს არ რგებია..." - გენიალური თენგიზ აბულაძის ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები

"ასეთი რამ არ მომხდარა... ასეთი რამ არც ერთ რეჟისორს არ რგებია..." - გენიალური თენგიზ აბულაძის ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები

გვინდა იმ ქართველი რეჟისორის ცხოვრებისა და შემოქმედების წლები გავიხსენოთ, ვისი ღვაწლიც ქართულ კინოში განუზომელია...

თენგიზ აბულაძე 1924 წლის 31 იანვარს დაიბადა. სწავლობდა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე, შემდეგ კი იმავე განხრით, მოსკოვის კინომატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში... 

რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე იქ გატარებულ წლებს ასე იხსენებდა: "მოსკოვში რაზინის ქუჩაზე, საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით. ვცხოვრობდით საშინელ პირობებში, მაგრამ გენიალურად. ისეთი სიცივე იყო ოთახში, რომ დილით ჭიქაში წყალი გაყინული გვხვდებოდა. იმ ერთი ოთახიდან ოთხი სახალხო არტისტი გამოვიდა: რეზო ჩხეიძე, თენგიზ აბულაძე, სულხან ცინცაძე და მე. პუშკინი რომ ამბობს, ლიცეუმი კი არ გვზრდიდა, არამედ ერთმანეთს ვზრდიდით ლიცეუმშიო, - ასე ვიყავით. დავდიოდით ყველა კონცერტზე, სპექტაკლზე, ფილმზე, ღამეებს კამათში ვათენებდით... "

* * *

თენგიზ აბულაძემ კინორეჟისორ რეზო ჩხეიძესთან ერთად თავდაპირველად გადაიღო დოკუმენტური ფილმები: "ჩვენი სასახლე", "ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი", მხატვრული ფილმი - "მაგდანას ლურჯა" (ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობის მიხედვით); რეჟისორს ორი ჯილდო - მთავარი პრიზი - "ოქროს პალმის რტო" კანის IX საერთაშორისო ფესტივალზე და I პრემია ედინბურგის X საერთაშორისო ფესტივალზე 1956 წელს გადაეცა.

მზია მახვილაძე, თენგიზ აბულაძის მეუღლე, მსახიობი: "მაგდანას ლურჯას" დაბრკოლება შეხვდა, ფილმის ჩამორთმევა უნდოდათ, მაგრამ მერე დიდი წარმატება მოჰყვა და ცუდის გახსენება აღარ მინდა... რიყეზე ბაზრის ეპიზოდს იღებდნენ, მე და მამაჩემი სანახავად წავედით. გაოცდა მამაჩემი, ეს რამხელა შრომა ყოფილაო და მას შემდეგ, ყოველ დილით, 6 საათზე დგებოდა და თავისი ხელით უმზადებდა საუზმეს: იმდენს შრომობს, ყველა მხარში უნდა ამოვუდგეთო. "მაგდანას ლურჯა" კანის ფესტივალზე დილით აჩვენეს, მაგრამ ისეთი ინტერესი გამოიწვია, რომ საღამოსაც გაიმეორეს. ფილმის წარმატებას ჩვენთან ერთგვარი გაკვირვება მოჰყვა. კონსტანტინე გამსახურდიამ მწარედ იხუმრა: ევროპაში ვირებით გავედითო. რეზოს და თენგიზს კანში გამარჯვების შემდეგ ბევრი მოტრფიალე გაუჩნდა".

* * *

აბულაძის პირველი დამოუკიდებელი ფილმია - "სხვისი შვილები" (1958 წ.), რომელიც საერთაშორისო კინოფესტივალებზე პრიზებით, დიპლომებით დაჯილდოვდა...  

მზია მახვილაძე: "სხვის შვილებზე" რომ ვფიქრობ, მიკვირს, რა არის იმ ფილმში ისეთი, რომ გაეკრიტიკებინათ, მაგრამ ბრძოლით მოუხდა ამ სურათს გატანა... "მე, ბებია, ილიკო და ილარიონსაც" გამოუჩნდნენ კრიტიკოსები, რატომ გურიაში არ არის გადაღებულიო? თენგიზი იმდენად დიდ ყურადღებას აქცევდა სახვით გადაწყვეტას, რომ ხელი შეუშალა გურიის სიმწვანემ".

* * *

რეჟისორმა "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" ნ. დუმბაძის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით 1962 წელს გადაიღო; პრიზი ამ ფილმსაც ერგო - I ხარისხის დიპლომი ბრატისლავის საერთაშორისო კინოფესტივალზე... 1967 წელს კი ტრილოგიის პირველი ფილმი - "ვედრება" (ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების მიხედვით) შექმნა, რისთვისაც მთავარი პრემია გრან-პრი სანრემოს საავტორო ფილმების XVII საერთაშორისო კინოფესტივალზე გადაეცა.

მოგვიანებით, 1975 წელს ტრილოგიის მეორე ფილმი "ნატვრის ხე" გიორგი ლეონიძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით გადაიღო, რომელიც არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალური პრიზით, ჯილდოთი და პრემიით დაჯილდოვდა; 

რეჟისორი რეზო ჩხეიძე: "სათქმელი და გასახსენებელი ბევრია, მაგრამ ერთი რამ მინდა, გიამბოთ: თენგიზმა გადაიღო "ნატვრის ხე" და როგორც წესად გვქონდა, ვაჩვენეთ ჩვენს სამხატვრო საბჭოს და მოწვეულ სტუმრებს - მწერლებს, მხატვრებს. დამთავრდა სურათი და სიჩუმეა დარბაზში, კაციშვილი არ ინძრევა და ხმას არ იღებს. თენგიზს არ მოეწონა ეს სიჩუმე, ადგა, მექანიკოსს ფირი უნდა გამოვართვაო, - ჩაილაპარაკა და დარბაზიდან გავიდა. მეც ძალიან მეუხერხულა ეს სიტუაცია და ვთქვი: წამოდით, ჩემს კაბინეტში გადავიდეთ და იქ ვიმსჯელოთ-მეთქი. შევედით, დავსხედით, ისევ ჩუმად არიან, მეც არ ვიცი, როგორ დავიწყო. ამ დროს გაიღო კარი და თენგიზი შემოვიდა. შემოვიდა თუ არა, ყველა წამოდგა და ტაში დაუკრა. მე ასეთი რამ არ მახსოვს, არ მომხდარა. ასეთი რამ არც ერთ რეჟისორს არ რგებია, მათ შორის მეც".

* * *

ტრილოგიის ბოლო ფილმია - "მონანიება" (1984 წ.), რომელმაც კანის მე-40 საერთაშორისო კინოფესტივალის რამდენიმე საპატიო და მნიშვნელოვანი პრიზი დაიმსახურა.

ნანა ჯანელიძე, რეჟისორი:

"მე ოცი წელი გავატარე თენგიზ აბულაძის გვერდით - ჯერ მისი სტუდენტი ვიყავი, შემდეგ ოჯახის წევრი გავხდი, "მონანიების" გადაღების დროს თანამოაზრე და კოლეგა. ამის მიუხედავად მიჭირს რამე გამორჩეული ვთქვა მასზე, რადგან სიცოცხლე მთლიანად კინოს მიუძღვნა. აბულაძის შემოქმედება უფრო საინტერესოა, ვიდრე ყოფითი ცხოვრება. მან მხოლოდ შვიდი ფილმი გადაიღო, მათში არც ერთი არ ყოფილა შემთხვევითი. ყოველი ფილმი, ყოველი კადრი, ყოველი ნაბიჯი მისი ცხოვრებისა ღრმად იყო გააზრებული.

...."ნატვრის ხის" შემდეგ აბულაძე მძიმე ავტოავარიაში მოხვდა, მძღოლი ადგილზე დაიღუპა, ბატონი თენგიზი სასწაულებრივად გადარჩა. მას გაუჩნდა რწმენა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა შექმნას. ერთხელ თენგიზ აბულაძეს ქუჩაში აკაკი ბაქრაძე შეხვდა. თენგიზმა უთხრა, რომ სცენარს ეძებს ახალი ფილმისთვის. აკაკი ბაქრაძემ გაიხსენა ამბავი, რომელიც დასავლეთ საქართველოში მოხდა: ვიღაცამ წარსული ცოდვებისთვის მიცვალებული საფლავიდან ამოთხარა და ჭირისუფალს მიუყუდა ჭიშკართან. ისიც დაუმატა, რომ ამ თემაზე მწერალი ნოდარ წულეისკირი მუშაობდა. 1937 წელს მაღალჩინოსან ჩეკისტს ბუღალტრის ლამაზი ცოლი მოეწონა. ჩეკისტმა ბუღალტერი გულაგში გაუშვა, ცოლი კი საყვარლად გაიხადა. ქალმა თავი ჩამოიხრჩო... გავიდა წლები, ჩეკისტი გარდაიცვალა და შურისძიება შეუძლებელი გახდა. მაშინ მსხვერპლის ვაჟმა საზარელი სასჯელი მოიფიქრა - მიცვალებული ამოთხარა და პატრონს სახლთან მიუგდო. ეს ზუსტად ის იყო, რასაც აბულაძე ეძებდა. ეს ფაბულა იქცა მომავალი ფილმის კვანძად, სცენარს "აფთარი" დაერქვა. ამ სიუჟეტში წარსული აწმყოს დრამატურგიულად უკავშირდებოდა"...

გიგა ლორთქიფანიძე: "მონანიება" უბრწყინვალესი ფილმია, მაგრამ მის ასეთ წარმატებაში კონიუნქტურამაც ითამაშა როლი. ეს იყო მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა, ამის გაბედვა მხოლოდ თენგიზ აბულაძეს შეეძლო. მე მახსოვს ის ამბავი, როდესაც თენგიზმა "მონანიების" სცენარი ედუარდ შევარდნაძეს მისცა წასაკითხად. ჩვენ განებივრებულები ვიყავით, რომ ედუარდი პასუხს ორ-სამ დღეში გვაძლევდა, როცა რაღაცის გადარჩენა იყო საჭირო, ან ფული გვჭირდებოდა რამის გასაკეთებლად. გავიდა ორი თვე და პასუხი არ ისმის. თენგიზმა რეზო ჩხეიძეს უთხრა: მე მგონი, ედუარდს უჭირს გადაწყვეტა, შეუძლებელია, ამ ფილმის გადაღება და უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩავაყენებთ. ვეტყვი, რომ მე სხვა თემაც მაქვს. რეზო დაეთანხმა. დაურეკა მთავრობის ტელეფონით და გადასცა თენგიზის ნათქვამი. მან მეორე დღესვე დაგვიბარა და იქ უთხრა ედუარდმა: მე წავიკითხე, ეს გენიალური სცენარი, მაგრამ უნდა მოვიფიქროთ, როგორ მოვიქცეთ. მოსკოვი ამას არ მიიღებს, არც კინოკომიტეტი, არც ტელევიზია. ამიტომ, ასეთი რამ მოვიფიქრე, აქაურ ტელევიზიას გადავაღებინოთ, მაგრამ სცენარი არავის წააკითხოთო. "მონანიების" ბედი შევარდნაძემ გადაწყვიტა. ამიტომ, თენგიზს თავი მოვალედ მიაჩნდა, მხარში ამოსდგომოდა ედუარდს. უკვე ავადმყოფი, ძალიან გამხდარი და შეცვლილი მოდიოდა პარლამენტის სხდომებზე, ბოლომდე იჯდა და ამით გამოხატავდა მადლიერებას შევარდნაძის მიმართ".

მზია მახვილაძე: "მე მჯერა, რომ თენგიზს მტერი არ ჰყოლია, თვითონ არავის მტერი არ ყოფილა, არასოდეს არანაირ დაჯგუფებაში არ გარეულა. ყოველთვის ამბობდა: ყველამ თავისი საქმით უნდა იბრძოლოს. ჩემი საქმე არის კინო, ფილმი უნდა გადავიღო და ამით ვთქვა ჩემი სათქმელიო"...

მომზადებულია წიგნის - "თენგიზ აბულაძე, ანარეკლები" მიხედვით (2010 წ.), რომელზეც რეჟისორი ნანა ჯანელიძე მას მერე მუშაობდა (1994 წელი), რაც თენგიზ აბულაძე გარდაიცვალა.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE