საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმ ადგილას... გუბეში, ნაწვიმარ-ნატირალში - პატარა სათამაშო..." - სასწრაფოს ექიმის ემოციური პოსტი 13 ივნისის სტიქიაზე
"იმ ადგილას... გუბეში, ნაწვიმარ-ნატირალში - პატარა სათამაშო..." - სასწრაფოს ექიმის ემოციური პოსტი 13 ივნისის სტიქიაზე

სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის ექი­მი ხა­ტია სუ­ლა­ბე­რი­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე" 13 ივ­ნი­სის ტრა­გე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სკამ­ზე გა­და­კი­დე­ბუ­ლი, წინა ღა­მით მომ­ზა­დე­ბუ­ლი სას­წრა­ფოს ფორ­მა სწრა­ფად ჩა­ვიც­ვი და სამ­სა­ხუ­რის­კენ გა­ვე­შუ­რე. მზი­ა­ნი, ნა­თე­ლი და თბი­ლი ამინ­დი კი­დევ უფრო და­დე­ბითს ხდი­და ჩემს გან­წყო­ბას. სამ­სა­ხურ­ში მის­ვლის ფურ­ცელს ხელი მო­ვა­წე­რე, წამ­ლე­ბის ყუთი და მან­ქა­ნა "გა­და­ვი­ბა­რე" და პირ­ველ გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე გა­ვე­დით! მან­ქა­ნის დაძ­ვრის­თა­ნა­ვე, რო­გორც წესი, პირ­ჯვა­რი გა­და­ვი­წე­რეთ და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­რი­გე­ო­ბა ვუ­სურ­ვეთ ერ­თმა­ნეთს. ნონა (დევ­და­რი­ა­ნი) ექიმ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბა მთე­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. მძღო­ლად უთ­ბი­ლე­სი და ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი სუ­რე­ნა გვყავ­და. დღე ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მი­დი­ო­და. სა­ღა­მოს 9 - ის ნა­ხე­ვარ­ზე ფი­ლი­ალ­ში ყა­ვის და­სა­ლე­ვად შე­ვე­დით. სამ­ზა­რე­უ­ლოს ფან­ჯრი­დან წი­თე­ლი ცა და­ვი­ნა­ხე. უც­ნა­უ­რად ლა­მა­ზი იყო. ფოტო, რა თქმა უნდა, გა­და­ვი­ღე და - ხვალ ქარი იქ­ნე­ბა-მეთ­ქი, ვთქვი თავ­და­ჯე­რე­ბულ­მა. "წი­თელ ცას ქარი მოს­დევ­სო" - ბავ­შვო­ბა­ში მქონ­და გა­გო­ნი­ლი. სა­ღა­მოს ათ სა­ათ­ზე სხვა­ნა­ი­რი წვი­მა და­ი­წყო. "ბა­რა­ქი­ა­ნი" წვი­მა.

დიდი და რა­ღაც­ნა­ი­რი. მძღოლ­მა მან­ქა­ნა სა­დარ­ბა­ზოს­თან ახ­ლოს მი­იყ­ვა­ნა, მაგ­რამ მე და ნონა ექი­მი მა­ინც ძა­ლი­ან დავ­სველ­დით. სულმთლად გა­ლუმ­პუ­ლე­ბი შე­ვე­დით გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე. სკა­მიც არ მოგ­ვა­წო­დეს. (პირ­სა­ხოც­ზე და სალ­ფეთ­ქზე სა­უ­ბა­რი ხომ ზედ­მე­ტი იყო). ერ­თა­დერ­თი და იმე­დი მაქვს, უკა­ნას­კნე­ლი პა­ცი­ენ­ტი იყო, რომ­ლის მი­მარ­თაც უარ­ყო­ფი­თი გან­ცდა და­მე­უფ­ლა, რად­გან არც მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი და არც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბა არ სჭირ­დე­ბო­და ამ მა­მა­კაცს . აი, ისე­თი იყო - "112-ის 50 თეთ­რს ყო­ველ თვე ვიხ­დი და ზუს­ტა­დაც მო­მემ­სა­ხუ­რეთ, მე­კუთ­ვნი­სო!". ამ დროს კი ვი­ღა­ცის სი­ცო­ცხლე ბეწ­ვზე კი­დია. ამ მი­სა­მარ­თის შემ­დეგ თა­მა­რაშ­ვილ­ზე ვი­დეო გა­და­ვი­ღე, თუ რო­გო­რი თავ­სხმა იყო გა­რეთ და მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი რა უაზ­როდ(!) იძა­ხებ­და ასეთ ამინ­დში სას­წრა­ფოს. არა­და, ვინც კარ­გად მიც­ნობს, იცის, რომ მსგავ­სი სა­წუ­წუ­ნო და უარ­ყო­ფი­თი ტექ­სტე­ბი არ მა­ხა­სი­ა­თებს. გა­მო­მეხ­მა­ურ­ნენ სახ­ლში ტკბი­ლად მო­კა­ლა­თე­ბუ­ლი კლა­ვი­ა­ტუ­რის "არამ­კი­თხე მო­ამ­ბე­ე­ბი" და გა­მაკ­რი­ტი­კეს ... მა­შინ ჩემი თა­ვის შემ­რცხვა -ეს რამ და­მა­წე­რი­ნა-თქო და "პოს­ტი" წავ­შა­ლე. შემ­დე­გი მი­სა­მარ­თი კე­კე­ლი­ძე­ზე მოგ­ვცეს. სა­დარ­ბა­ზოს კარი რომ გა­ვა­ღეთ და შე­ვე­დით, მუხ­ლე­ბამ­დე წყალ­ში აღ­მოვ­ჩნდით, სწრა­ფად ავირ­ბი­ნეთ კი­ბე­ე­ბი. ძა­ლი­ან მძი­მე პა­ცი­ენ­ტი დაგ­ვხვდა ბრონ­ქუ­ლი ას­თმით. ამ შემ­თხვე­ვა­ში არც ჩემი სვე­ლი ტა­ნი­სა­მო­სი და არც სულ მთლად გა­ლუმ­პუ­ლი თავი არ მა­დარ­დებ­და! შე­საძ­ლოა, პა­თე­ტი­კუ­რა­დაც ჟღერს, მაგ­რამ ჩემ­თვის პა­ცი­ენ­ტის გა­დარ­ჩე­ნა იყო მთა­ვა­რი! ცხრა­ჯერ რომ გა­მო­ე­ძა­ხა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა, ცხრა­ჯერ­ვე არ და­მე­ზა­რე­ბო­და თუნ­დაც კის­რამ­დე წყლის გა­ტოპ­ვა. საქ­მე სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნას­თან გვქონ­და. უფ­ლის წყა­ლო­ბით, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დამ­თავ­რდა. "იქ­ნებ ხუთი წუ­თით ფი­ლი­ალ­ში შეს­ვლა მო­ვა­ხერ­ხოთ. ორი მა­ი­სუ­რი მაქვს და გა­მო­ვიც­ვა­ლოთ" -მეთ­ქი, ვთხო­ვე ნონა ექიმს.

დის­პე­ჩე­რის ნე­ბარ­თვის შემ­დეგ ფი­ლი­ა­ლის­კენ და­ვი­ძა­რით. უკვე თორ­მე­ტი სრულ­დე­ბო­და, ვე­რეს ხე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ( სწო­რედ აქ მდე­ბა­რე­ობს ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რი) რომ და­ვი­ძა­რით. ფი­ლი­ა­ლი­დან რა­მო­დე­ნი­მე მეტ­რის და­შო­რე­ბით ჩვენს ექი­მებს ვხე­დავ, რომ­ლე­ბიც თავ­სხმა წვი­მა­ში დგა­ნან და ვე­რეს მდი­ნა­რეს გა­დაჰ­ყუ­რე­ბენ. "გა­ა­ჩე­რე, "უეჭ­ვე­ლი" მან­ქა­ნა გა­და­ვარ­და. აბა, ასეთ წვი­მა­ში აქ რა­ტომ დად­გე­ბოდ­ნენ-მეთ­ქი, შევ­ძა­ხე კო­ლე­გებს, მან­ქა­ნი­დან ჩავ­ხტი და ნი­კუ­შას, ნა­თი­ას და ეკა ექიმს მი­ვუ­ახ­ლოვ­დი. "რა ხდე­ბა?" - კი­თხვა და მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბა ერ­თდრო­უ­ლად მოხ­და. რა­მო­დე­ნი­მე წა­მიც და მდი­ნა­რე გად­მოს­ვლას და­ი­წყებ­და. ხე­ე­ბის მტვრე­ვის ხმა­ში და წყლის უზარ­მა­ზარ ხმა­ურ­ში ერ­თმა­ნე­თის აღარ გვეს­მო­და. რე­ა­ლუ­რად ვერ შე­ვა­ფა­სე მდგო­მა­რე­ო­ბა, ამ ყვე­ლა­ფერს იუ­მო­რით შევ­ხე­დე და ექი­მებს ფი­ლი­ა­ლის სა­ხუ­რავ­ზე ას­ვლის­კენ მო­ვუ­წო­დე - იქ არ ამო­ვა წყა­ლი-მეთ­ქი... ამ ყვე­ლა­ფერს არა­სე­რი­ო­ზუ­ლად აღ­ვიქ­ვამ­დი. არ ვიცი, რა და­მე­მარ­თა,მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ჩემს თვალ­წინ ხდე­ბო­და და ვერ ვა­ა­ნა­ლი­ზებ­დი. შე­მო­სა­ზღვრულ ჯე­ბირს გა­და­ვა­ბი­ჯეთ და მდი­ნა­რის­კენ და­ვი­ძა­რით. მე და ნა­თია ექიმ­მა ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა და­ვი­წყეთ. "ხატი, სწრა­ფად! ხუთი წუთი გვაქვს!" - და­მი­ძა­ხა ნონა ექიმ­მა. " მიწა არ ჩა­მო­ი­შა­ლოს... სა­ში­შია! წამო!" - მე­უბ­ნე­ბო­და ნა­თია. "წყა­ლი გად­მოს­ვლას იწყებს" - იყ­ვი­რა ნი­კუ­შამ. მე ფი­ლი­ალ­ში ავირ­ბი­ნე, დინ­ჯად გა­მო­ვიც­ვა­ლე. დაბ­ლა ჩა­სულ­მა ფა­ნა­რი ჩა­ვა­ნა­თე მდი­ნა­რეს (რო­მე­ლიც, არც კი ვი­ცო­დი, თუ ასე ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობ­და ჩვენს სამ­სა­ხურ­თან) და... თვა­ლე­ბი გა­მი­ფარ­თოვ­და და სუნ­თქვა შე­მეკ­რა... ტე­ლე­ვი­ზო­რი, სა­წო­ლი, კა­რა­და, გა­ზ­ქუ­რა, "გა­რა­ჟი", მან­ქა­ნა... წყალს მოჰ­ქონ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი! ავ­ტო­სად­გო­მი­დან ნა­ხევ­რად გა­მო­სუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი ამოყი­რა­ვე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მოჰ­ქონ­და წყალს. მი­წამ შლა და­ი­წყო! ყვე­ლა­ფე­რი ჩვენს ჯე­ბირ­თან მოგ­როვ­და. წყა­ლი სწრა­ფად იწევ­და ზე­ვით. ვყვი­რო­დით და უკვე პა­ნი­კუ­რად ვიქ­ნევ­დით ხე­ლებს. სხვა­დას­ხვა ნივ­თე­ბის სა­ხე­ლებს ვი­ძახ­დით , რომ­ლებ­საც წყალ­ში ვხე­დავ­დით.

"მი­ი­ი­ი­ი­იშ­ვე­ლეთ!" - ის­მის გან­წი­რუ­ლი ხმა - "მი­ი­ი­ი­იშ­ვე­ლეთ!" "გად­მოხ­ტი" - კორ­პუ­სის აივ­ნი­დან უყ­ვი­რო­და ვი­ღაც. კა­ცის ხმა იყო. სი­მარ­თლე გი­თხრათ, შემ­დე­გი თან­მიმ­დევ­რო­ბა, რა და რო­გორ მოხ­და - ბუნ­დოვ­ნად მახ­სოვს. მახ­სოვს კად­რე­ბი. სახ­ლი, რო­მე­ლიც, რო­გორც ნავი, ისე მოჰ­ქონ­და წყალს. მეს­მო­და სახ­ლში მყო­ფი მა­მა­კა­ცის ხმა, რო­მე­ლიც შვე­ლას ითხოვ­და და ძა­ლი­ან დიდი მსხვრე­ვის ხმა. სულ რამ­დე­ნი­მე წამ­ში სახ­ლი ჯე­ბირს შე­მო­ას­კდა და "ნაფ­ლე­თე­ბად" და­ი­შა­ლა. მახ­სოვს, ფე­ხებ­ში რო­გორ მირ­ტყამ­და მიწა. ფი­ლი­ალ­თან მყო­ფი ჩვე­ნი მან­ქა­ნე­ბის გაყ­ვა­ნა­ზე და­ვი­წყეთ ფიქ­რი წა­მი­ე­რად. ჩემს მან­ქა­ნას რო­მე­ლიც ჯე­ბირ­ზე მყავ­და გა­ჩე­რე­ბუ­ლი, ქვე­მო­დან წყლის ძალა არ­ყევ­და . "წა­მო­დი, ნი­კუშ... ეკა ექი­მო, რა­მიშ­ვილ­ზე ავი­დეთ, პო­ლი­ცი­ას­თან გა­ვა­ჩე­როთ მან­ქა­ნე­ბი. ნინო ექი­მიც ჩვენ­თან ერ­თად იყო. ნონა ექი­მო, სუ­რენ, რა­მიშ­ვილ­ზე დავ­ტო­ვებ მან­ქა­ნას და იქ მო­მა­კი­თხეთ" - გავ­ძა­ხე კო­ლე­გა მე­გობ­რებს და ჩავ­ხტი მან­ქა­ნა­ში, რო­მე­ლიც ზე­ვით ხტო­და. უკვე პა­ნი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია იყო შექ­მნი­ლი. გზა­ზე გა­მოს­ვლი­სას "ლექ­სუ­სის" მარ­კის ჯიპი და "x 5"-ის მარ­კის მან­ქა­ნე­ბი მო­დი­ოდ­ნენ თა­მა­რაშ­ვი­ლის მხრი­დან გმირ­თა მო­ედ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით. რო­გორც წესი, გა­ვა­ტა­რე ეს მან­ქა­ნე­ბი და უკან მივ­ყე­ვი. გვი­რა­ბის ხი­დის ქვეშ რომ გავ­ძვე­რი, სა­ცო­ბი იყო. ზო­ო­პარ­კის მხა­რეს და რა­მიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზეე ასას­ვლე­ლი გზაც მან­ქა­ნე­ბით იყო ჩა­ხერ­გი­ლი. მან­ქა­ნის უკა­ნა ფა­რე­ბი ანა­თებ­და. და­ნარ­ჩენს ვე­რა­ფერს ვხე­დავ­დი. "აქ რო­დის ავალ, მა­ნამ­დე რომ გა­მო­ძა­ხე­ბა მო­ვი­დეს, რა ვქნა" -გა­ვი­ფიქ­რე და იმ წამს დამ­ნა­შა­ვე­დაც ვიგ­რძე­ნი თავი... არა­და, უკან მიბ­რუ­ნე­ბაც აღარ შე­მეძ­ლო.ამა­სო­ბა­ში მან­ქა­ნე­ბიც ოდ­ნავ და­იძ­რნენ. სა­ბუ­რა­ვებს ფა­რავ­და, იმ­ხე­ლა წყა­ლი იყო გზა­ზე. მივ­გო­რავთ. წინ მდგომ მან­ქა­ნებ­თან დის­ტან­ცია და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი მეტ­რი მქონ­და. მე მე­სა­მე ზოლ­ში ვი­დე­ქი. მარ­ჯვნივ ორი მან­ქა­ნა მედ­გა. უკან სარ­კე­ში გა­ვი­ხე­დე - ნი­კუ­შა, ნინო და ეკა ექი­მი აგ­ვი­ა­ნე­ბენ წა­მოს­ვლას და კი­დევ კარ­გი

რომ რა­მო­დე­ნი­მე

წუ­თით ფი­ლი­ალ­თან შე­ყოვ­დნენ. მარ­ცხე­ნა მხრი­დან წა­მო­ვი­და, ალ­ბათ, სამ სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლის "სი­მაღ­ლე" წყა­ლი. ამ ად­გი­ლას მდი­ნა­რე ვერე კა­ლა­პოტს იც­ვლის და გზის მე­ო­რე მხა­რეს გა­მო­დის. რო­გორც ჩანს, ერ­თი­ა­ნად გა­მო­ხეთ­ქა გვი­რა­ბი­დან წყალ­მა და არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი - ჩემი მან­ქა­ნის კა­პო­ტის წინ "ჩა­ი­ა­რა". "ჩა­ი­ა­რა" - თქო, ვამ­ბობ, თო­რემ "ჩავ­ლა" ნამ­დვი­ლად არ იყო ეს! მარ­ცხე­ნა მხრი­დან და­არ­ტყა წყლის ნა­კად­მა ჩემს წინ მდგომ ავ­ტო­მო­ბი­ლებს... უკა­ნა ფა­რე­ბის მოძ­რა­ო­ბით მივ­ხვდი, რომ ჩემს წინ მდგო­მი მან­ქა­ნე­ბი "კა­პოტ­ზე" და­ვარ­დნენ, მერე ატივ­ტივ­დნენ და გმირ­თა მო­ედ­ნის­კენ მტვერ­სას­რუ­ტი­ვით შე­ის­რუ­ტა აღელ­ვე­ბულ­მა ვე­რემ... წინ ყვე­ლა­ფე­რი და­ი­ფა­რა. გვერ­დზე მდგომ მან­ქა­ნებს ვუყ­ვი­რი, ვა­ნიშ­ნებ - უკან წა­ვი­დით დრო­ზე - მეთ­ქი, მაგ­რამ... დღემ­დე ვერ ვხვდე­ბი, რა­ტომ, მაგ­რამ ჩემს გვერ­დით მდგო­მი მან­ქა­ნა წინ და­იძ­რა და წყალ­მა წა­ი­ღო ისიც... ალ­ბათ, აე­რია რა­ღაც... მე­სა­მე მან­ქა­ნა აღარ მახ­სოვს. უკუს­ვლით წა­მო­ვე­დი. მო­ვუხ­ვიე. მახ­სოვს, გა­ნა­თე­ბის ბოძს ვე­ჯა­ხე­ბო­დი და მი­ლი­მეტ­რებ­ში და­ვა­მუხ­რუ­ჭე, თუმ­ცა იმ მო­მენ­ტში უკვე სუ­ლერ­თი იყო ყვე­ლა­ფე­რი! მახ­სოვს, სა­ვარ­ძელ­ზე არ ვი­ჯე­ქი, ისე მომ­ყავ­და მან­ქა­ნა... მახ­სოვს, გზად მო­მა­ვა­ლი რა­მო­დე­ნი­მე მან­ქა­ნის მძღო­ლი ფა­რე­ბი­თა და სიგ­ნა­ლით მა­ნიშ­ნებ­და, მოძ­რა­ო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­მარ­თუ­ლე­ბით რომ მივ­დი­ო­დი 270 კმ/სთ სიჩ­ქა­რით... "მივ­დი­ო­დი" არ ერ­ქვა ამ სვლას, რა თქმა უნდა... ნა­ხევ­რად ფან­ჯა­რა­ში ვი­ყა­ვი "გა­ხი­დუ­ლი" და ხე­ლე­ბის ქნე­ვი­თა და ყვი­რი­ლით ვე­მუ­და­რე­ბო­დი გზად შემ­ხვედ­რებს - უკან წა­დით, უკან, ქვე­ვით ყვე­ლა­ფე­რი წყლით და­ი­ფა­რა - მეთ­ქი. თა­მა­რაშ­ვილ­ზე რომ გა­ვე­დი, პატ­რუ­ლი გზის გა­და­კეტ­ვას იწყებ­და. მახ­სოვს, დე­დას­თან დავ­რე­კე. "დე­ე­ე­ე­ე­და­ა­აა, ცო­ცხა­ლი ვარ, დე­და­აა" - ვყვი­რი... კაი რა, ხატი, ნუ მა­ი­მუ­ნობ! -

ახალ­გა­მოღ­ვი­ძე­ბულს ეგო­ნა, ვხუმ­რობ­დი. "დედა, ადა­მი­ა­ნე­ბი და­ი­ხოც­ნენ, წყალ­დი­დო­ბაა, დედა, წყალ­მა მან­ქა­ნე­ბი და სახ­ლე­ბი წა­ი­ღო. ადა­მი­ა­ნე­ბი და­ი­ხოც­ნენ, დედა! - ვყვი­რო­დი, ვინ იცის, რამ­დენ ხანს. დე­და­ჩე­მის ხმა გა­წყდა. ტე­ლე­ფო­ნი და­მიჯ­და.

გონს რომ მო­ვე­დი, "ვაჟა-ფშა­ვე­ლა­ზე" ვი­ყა­ვი. "რუს­თა­ვი 2"-ის ძვე­ლი შე­ნო­ბის სი­ახ­ლო­ვეს, პო­ლიკ­ლი­ნი­კის წინ.

მან­ქა­ნი­დან გად­მო­სუ­ლი ბორ­დი­ურ­ზე ვი­ჯე­ქი და ვკან­კა­ლებ­დი. მან­ქა­ნის კარი ღია იყო, მან­ქა­ნა კი და­ქო­ქი­ლი. მე გა­მო­ვი­ქე­ცი, ნონა ექი­მი მარ­ტო დავ­ტო­ვე. თავს სა­შინ­ლად დამ­ნა­შა­ვედ ვგრძნობ­დი. ნო­დარ დუმ­ბა­ძე გა­მახ­სენ­და. "მე ვხე­დავ მზეს"... სო­სო­ი­ას მა­მი­დის დე­ზერ­ტი­რი და­თი­კო ბრი­გა­დი­რი. ქუ­ჩა­ში არა­ვინ მოძ­რა­ობ­და. უცებ ქოლ­გი­ა­ნი ბიჭი და­ვი­ნა­ხე, რო­მე­ლიც კეკ­ლუ­ცად ახ­ტე­ბო­და წყლის გუ­ბე­ებს და ტაქ­სის გა­ჩე­რე­ბას ლა­მობ­და. ავ­დე­ქი და ბი­ჭის­კენ და­ვი­ძა­რი. ამათ­ვა­ლი­ერ - ჩა­მათ­ვა­ლი­ე­რა და უცებ მე­კი­თხე­ბა - ვა­ი­მეე, ვინ ალისსს ცუ­უ­უ­და­ა­ად?

ახლა უკვე მე ავა­თავ­ლი­ერ - ჩა­ვათ­ვა­ლი­ე­რე...

_ "და­მა­რე­კი­ნე, გთხოვ!"

_ "და­ლე­ე­ე­კე, ხოოო". ტუ­ჩე­ბი კიდე უფრო დაპ­რუ­წა.

- ალო, ნონა ექი­მო მე ვარ!

- ხა­ტი­ა­ა­აა სად ხარ? ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და ჩემი ხმის გა­გო­ნე­ბა ნონა ექიმს რად­გან არ იცო­და ცო­ცხა­ლი ვი­ყა­ვი თუ არა.

- მე კარ­გად ვარ.

"ხა­ტია, ფეხი არ მო­იც­ვა­ლო, მანდ იყა­ვი. 17-13 სას­წრა­ფოს მან­ქა­ნა, ლექ­სოს მან­ქა­ნა და გიას მან­ქა­ნა წყალ­მა წა­ი­ღო. ფი­ლი­ა­ლი წყლით და­ი­ფა­რა. ჩვენ ზე­ვით ვდგა­ვართ. მანდ იყა­ვი თუ უსაფრ­თხოდ ხარ და მალე მო­გა­კი­თხავთ. მა­რი­ნამ და­მი­რე­კა და ვუ­თხა­რი, რომ ჩემ­თან ერ­თად ხარ" - მე­უბ­ნე­ბა ნონა ექი­მი ....

და ასე გა­ი­წე­ლა ორი­ო­დე სა­ა­თიც...

მერე მთელ­მა ქვე­ყა­ნამ იცის, რო­გორც დატ­რი­ალ­და ყვე­ლა­ფე­რი...

15 დღე­ში - 13 ივ­ნი­სია!

P.S. იმ ად­გი­ლას, მან­ქა­ნას­თან, გუ­ბე­ში, ნაწ­ვი­მარ-ნა­ტი­რალ­ში - პა­ტა­რა სა­თა­მა­შო".

"იმ ადგილას... გუბეში, ნაწვიმარ-ნატირალში - პატარა სათამაშო..." - სასწრაფოს ექიმის ემოციური პოსტი 13 ივნისის სტიქიაზე

"იმ ადგილას... გუბეში, ნაწვიმარ-ნატირალში - პატარა სათამაშო..." - სასწრაფოს ექიმის ემოციური პოსტი 13 ივნისის სტიქიაზე

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმი ხატია სულაბერიძე "ფეისბუქზე" 13 ივნისის ტრაგედიასთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"სკამზე გადაკიდებული, წინა ღამით მომზადებული სასწრაფოს ფორმა სწრაფად ჩავიცვი და სამსახურისკენ გავეშურე. მზიანი, ნათელი და თბილი ამინდი კიდევ უფრო დადებითს ხდიდა ჩემს განწყობას. სამსახურში მისვლის ფურცელს ხელი მოვაწერე, წამლების ყუთი და მანქანა "გადავიბარე" და პირველ გამოძახებაზე გავედით! მანქანის დაძვრისთანავე, როგორც წესი, პირჯვარი გადავიწერეთ და მშვიდობიანი მორიგეობა ვუსურვეთ ერთმანეთს. ნონა (დევდარიანი) ექიმთან ერთად მუშაობა მთელი სიამოვნებაა. მძღოლად უთბილესი და ძალიან მხიარული ადამიანი სურენა გვყავდა. დღე ჩვეულებრივად მიდიოდა. საღამოს 9 - ის ნახევარზე ფილიალში ყავის დასალევად შევედით. სამზარეულოს ფანჯრიდან წითელი ცა დავინახე. უცნაურად ლამაზი იყო. ფოტო, რა თქმა უნდა, გადავიღე და - ხვალ ქარი იქნება-მეთქი, ვთქვი თავდაჯერებულმა. "წითელ ცას ქარი მოსდევსო" - ბავშვობაში მქონდა გაგონილი. საღამოს ათ საათზე სხვანაირი წვიმა დაიწყო. "ბარაქიანი" წვიმა.

დიდი და რაღაცნაირი. მძღოლმა მანქანა სადარბაზოსთან ახლოს მიიყვანა, მაგრამ მე და ნონა ექიმი მაინც ძალიან დავსველდით. სულმთლად გალუმპულები შევედით გამოძახებაზე. სკამიც არ მოგვაწოდეს. (პირსახოცზე და სალფეთქზე საუბარი ხომ ზედმეტი იყო). ერთადერთი და იმედი მაქვს, უკანასკნელი პაციენტი იყო, რომლის მიმართაც უარყოფითი განცდა დამეუფლა, რადგან არც მედიკამენტოზური და არც ფსიქოლოგიური დახმარება არ სჭირდებოდა ამ მამაკაცს . აი, ისეთი იყო - "112-ის 50 თეთრს ყოველ თვე ვიხდი და ზუსტადაც მომემსახურეთ, მეკუთვნისო!". ამ დროს კი ვიღაცის სიცოცხლე ბეწვზე კიდია. ამ მისამართის შემდეგ თამარაშვილზე ვიდეო გადავიღე, თუ როგორი თავსხმა იყო გარეთ და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი რა უაზროდ(!) იძახებდა ასეთ ამინდში სასწრაფოს. არადა, ვინც კარგად მიცნობს, იცის, რომ მსგავსი საწუწუნო და უარყოფითი ტექსტები არ მახასიათებს. გამომეხმაურნენ სახლში ტკბილად მოკალათებული კლავიატურის "არამკითხე მოამბეები" და გამაკრიტიკეს ... მაშინ ჩემი თავის შემრცხვა -ეს რამ დამაწერინა-თქო და "პოსტი" წავშალე. შემდეგი მისამართი კეკელიძეზე მოგვცეს. სადარბაზოს კარი რომ გავაღეთ და შევედით, მუხლებამდე წყალში აღმოვჩნდით, სწრაფად ავირბინეთ კიბეები. ძალიან მძიმე პაციენტი დაგვხვდა ბრონქული ასთმით. ამ შემთხვევაში არც ჩემი სველი ტანისამოსი და არც სულ მთლად გალუმპული თავი არ მადარდებდა! შესაძლოა, პათეტიკურადაც ჟღერს, მაგრამ ჩემთვის პაციენტის გადარჩენა იყო მთავარი! ცხრაჯერ რომ გამოეძახა სასწრაფო დახმარება, ცხრაჯერვე არ დამეზარებოდა თუნდაც კისრამდე წყლის გატოპვა. საქმე სიცოცხლის გადარჩენასთან გვქონდა. უფლის წყალობით, ყველაფერი კარგად დამთავრდა. "იქნებ ხუთი წუთით ფილიალში შესვლა მოვახერხოთ. ორი მაისური მაქვს და გამოვიცვალოთ" -მეთქი, ვთხოვე ნონა ექიმს.

დისპეჩერის ნებართვის შემდეგ ფილიალისკენ დავიძარით. უკვე თორმეტი სრულდებოდა, ვერეს ხეობის მიმართულებით ( სწორედ აქ მდებარეობს ჩვენი სამსახური) რომ დავიძარით. ფილიალიდან რამოდენიმე მეტრის დაშორებით ჩვენს ექიმებს ვხედავ, რომლებიც თავსხმა წვიმაში დგანან და ვერეს მდინარეს გადაჰყურებენ. "გააჩერე, "უეჭველი" მანქანა გადავარდა. აბა, ასეთ წვიმაში აქ რატომ დადგებოდნენ-მეთქი, შევძახე კოლეგებს, მანქანიდან ჩავხტი და ნიკუშას, ნათიას და ეკა ექიმს მივუახლოვდი. "რა ხდება?" - კითხვა და მდგომარეობის შეფასება ერთდროულად მოხდა. რამოდენიმე წამიც და მდინარე გადმოსვლას დაიწყებდა. ხეების მტვრევის ხმაში და წყლის უზარმაზარ ხმაურში ერთმანეთის აღარ გვესმოდა. რეალურად ვერ შევაფასე მდგომარეობა, ამ ყველაფერს იუმორით შევხედე და ექიმებს ფილიალის სახურავზე ასვლისკენ მოვუწოდე - იქ არ ამოვა წყალი-მეთქი... ამ ყველაფერს არასერიოზულად აღვიქვამდი. არ ვიცი, რა დამემართა,მაგრამ ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდებოდა და ვერ ვაანალიზებდი. შემოსაზღვრულ ჯებირს გადავაბიჯეთ და მდინარისკენ დავიძარით. მე და ნათია ექიმმა ფოტოების გადაღება დავიწყეთ. "ხატი, სწრაფად! ხუთი წუთი გვაქვს!" - დამიძახა ნონა ექიმმა. " მიწა არ ჩამოიშალოს... საშიშია! წამო!" - მეუბნებოდა ნათია. "წყალი გადმოსვლას იწყებს" - იყვირა ნიკუშამ. მე ფილიალში ავირბინე, დინჯად გამოვიცვალე. დაბლა ჩასულმა ფანარი ჩავანათე მდინარეს (რომელიც, არც კი ვიცოდი, თუ ასე ახლოს მდებარეობდა ჩვენს სამსახურთან) და... თვალები გამიფართოვდა და სუნთქვა შემეკრა... ტელევიზორი, საწოლი, კარადა, გაზქურა, "გარაჟი", მანქანა... წყალს მოჰქონდა ეს ყველაფერი! ავტოსადგომიდან ნახევრად გამოსული ავტომობილი ამოყირავებულ მდგომარეობაში მოჰქონდა წყალს. მიწამ შლა დაიწყო! ყველაფერი ჩვენს ჯებირთან მოგროვდა. წყალი სწრაფად იწევდა ზევით. ვყვიროდით და უკვე პანიკურად ვიქნევდით ხელებს. სხვადასხვა ნივთების სახელებს ვიძახდით , რომლებსაც წყალში ვხედავდით.

"მიიიიიიშველეთ!" - ისმის განწირული ხმა - "მიიიიიშველეთ!" "გადმოხტი" - კორპუსის აივნიდან უყვიროდა ვიღაც. კაცის ხმა იყო. სიმართლე გითხრათ, შემდეგი თანმიმდევრობა, რა და როგორ მოხდა - ბუნდოვნად მახსოვს. მახსოვს კადრები. სახლი, რომელიც, როგორც ნავი, ისე მოჰქონდა წყალს. მესმოდა სახლში მყოფი მამაკაცის ხმა, რომელიც შველას ითხოვდა და ძალიან დიდი მსხვრევის ხმა. სულ რამდენიმე წამში სახლი ჯებირს შემოასკდა და "ნაფლეთებად" დაიშალა. მახსოვს, ფეხებში როგორ მირტყამდა მიწა. ფილიალთან მყოფი ჩვენი მანქანების გაყვანაზე დავიწყეთ ფიქრი წამიერად. ჩემს მანქანას რომელიც ჯებირზე მყავდა გაჩერებული, ქვემოდან წყლის ძალა არყევდა . "წამოდი, ნიკუშ... ეკა ექიმო, რამიშვილზე ავიდეთ, პოლიციასთან გავაჩეროთ მანქანები. ნინო ექიმიც ჩვენთან ერთად იყო. ნონა ექიმო, სურენ, რამიშვილზე დავტოვებ მანქანას და იქ მომაკითხეთ" - გავძახე კოლეგა მეგობრებს და ჩავხტი მანქანაში, რომელიც ზევით ხტოდა. უკვე პანიკური სიტუაცია იყო შექმნილი. გზაზე გამოსვლისას "ლექსუსის" მარკის ჯიპი და "x 5"-ის მარკის მანქანები მოდიოდნენ თამარაშვილის მხრიდან გმირთა მოედნის მიმართულებით. როგორც წესი, გავატარე ეს მანქანები და უკან მივყევი. გვირაბის ხიდის ქვეშ რომ გავძვერი, საცობი იყო. ზოოპარკის მხარეს და რამიშვილის ქუჩაზეე ასასვლელი გზაც მანქანებით იყო ჩახერგილი. მანქანის უკანა ფარები ანათებდა. დანარჩენს ვერაფერს ვხედავდი. "აქ როდის ავალ, მანამდე რომ გამოძახება მოვიდეს, რა ვქნა" -გავიფიქრე და იმ წამს დამნაშავედაც ვიგრძენი თავი... არადა, უკან მიბრუნებაც აღარ შემეძლო.ამასობაში მანქანებიც ოდნავ დაიძრნენ. საბურავებს ფარავდა, იმხელა წყალი იყო გზაზე. მივგორავთ. წინ მდგომ მანქანებთან დისტანცია დაახლოებით ნახევარი მეტრი მქონდა. მე მესამე ზოლში ვიდექი. მარჯვნივ ორი მანქანა მედგა. უკან სარკეში გავიხედე - ნიკუშა, ნინო და ეკა ექიმი აგვიანებენ წამოსვლას და კიდევ კარგი

რომ რამოდენიმე

წუთით ფილიალთან შეყოვდნენ. მარცხენა მხრიდან წამოვიდა, ალბათ, სამ სართულიანი სახლის "სიმაღლე" წყალი. ამ ადგილას მდინარე ვერე კალაპოტს იცვლის და გზის მეორე მხარეს გამოდის. როგორც ჩანს, ერთიანად გამოხეთქა გვირაბიდან წყალმა და არც მეტი, არც ნაკლები - ჩემი მანქანის კაპოტის წინ "ჩაიარა". "ჩაიარა" - თქო, ვამბობ, თორემ "ჩავლა" ნამდვილად არ იყო ეს! მარცხენა მხრიდან დაარტყა წყლის ნაკადმა ჩემს წინ მდგომ ავტომობილებს... უკანა ფარების მოძრაობით მივხვდი, რომ ჩემს წინ მდგომი მანქანები "კაპოტზე" დავარდნენ, მერე ატივტივდნენ და გმირთა მოედნისკენ მტვერსასრუტივით შეისრუტა აღელვებულმა ვერემ... წინ ყველაფერი დაიფარა. გვერდზე მდგომ მანქანებს ვუყვირი, ვანიშნებ - უკან წავიდით დროზე - მეთქი, მაგრამ... დღემდე ვერ ვხვდები, რატომ, მაგრამ ჩემს გვერდით მდგომი მანქანა წინ დაიძრა და წყალმა წაიღო ისიც... ალბათ, აერია რაღაც... მესამე მანქანა აღარ მახსოვს. უკუსვლით წამოვედი. მოვუხვიე. მახსოვს, განათების ბოძს ვეჯახებოდი და მილიმეტრებში დავამუხრუჭე, თუმცა იმ მომენტში უკვე სულერთი იყო ყველაფერი! მახსოვს, სავარძელზე არ ვიჯექი, ისე მომყავდა მანქანა... მახსოვს, გზად მომავალი რამოდენიმე მანქანის მძღოლი ფარებითა და სიგნალით მანიშნებდა, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით რომ მივდიოდი 270 კმ/სთ სიჩქარით... "მივდიოდი" არ ერქვა ამ სვლას, რა თქმა უნდა... ნახევრად ფანჯარაში ვიყავი "გახიდული" და ხელების ქნევითა და ყვირილით ვემუდარებოდი გზად შემხვედრებს - უკან წადით, უკან, ქვევით ყველაფერი წყლით დაიფარა - მეთქი. თამარაშვილზე რომ გავედი, პატრული გზის გადაკეტვას იწყებდა. მახსოვს, დედასთან დავრეკე. "დეეეეედაააა, ცოცხალი ვარ, დედააა" - ვყვირი... კაი რა, ხატი, ნუ მაიმუნობ! -

ახალგამოღვიძებულს ეგონა, ვხუმრობდი. "დედა, ადამიანები დაიხოცნენ, წყალდიდობაა, დედა, წყალმა მანქანები და სახლები წაიღო. ადამიანები დაიხოცნენ, დედა! - ვყვიროდი, ვინ იცის, რამდენ ხანს. დედაჩემის ხმა გაწყდა. ტელეფონი დამიჯდა.

გონს რომ მოვედი, "ვაჟა-ფშაველაზე" ვიყავი. "რუსთავი 2"-ის ძველი შენობის სიახლოვეს, პოლიკლინიკის წინ.

მანქანიდან გადმოსული ბორდიურზე ვიჯექი და ვკანკალებდი. მანქანის კარი ღია იყო, მანქანა კი დაქოქილი. მე გამოვიქეცი, ნონა ექიმი მარტო დავტოვე. თავს საშინლად დამნაშავედ ვგრძნობდი. ნოდარ დუმბაძე გამახსენდა. "მე ვხედავ მზეს"... სოსოიას მამიდის დეზერტირი დათიკო ბრიგადირი. ქუჩაში არავინ მოძრაობდა. უცებ ქოლგიანი ბიჭი დავინახე, რომელიც კეკლუცად ახტებოდა წყლის გუბეებს და ტაქსის გაჩერებას ლამობდა. ავდექი და ბიჭისკენ დავიძარი. ამათვალიერ - ჩამათვალიერა და უცებ მეკითხება - ვაიმეე, ვინ ალისსს ცუუუდააად?

ახლა უკვე მე ავათავლიერ - ჩავათვალიერე...

_ "დამარეკინე, გთხოვ!"

_ "დალეეეკე, ხოოო". ტუჩები კიდე უფრო დაპრუწა.

- ალო, ნონა ექიმო მე ვარ!

- ხატიაააა სად ხარ? ძალიან გაუხარდა ჩემი ხმის გაგონება ნონა ექიმს რადგან არ იცოდა ცოცხალი ვიყავი თუ არა.

- მე კარგად ვარ.

"ხატია, ფეხი არ მოიცვალო, მანდ იყავი. 17-13 სასწრაფოს მანქანა, ლექსოს მანქანა და გიას მანქანა წყალმა წაიღო. ფილიალი წყლით დაიფარა. ჩვენ ზევით ვდგავართ. მანდ იყავი თუ უსაფრთხოდ ხარ და მალე მოგაკითხავთ. მარინამ დამირეკა და ვუთხარი, რომ ჩემთან ერთად ხარ" - მეუბნება ნონა ექიმი ....

და ასე გაიწელა ორიოდე საათიც...

მერე მთელმა ქვეყანამ იცის, როგორც დატრიალდა ყველაფერი...

15 დღეში - 13 ივნისია!

P.S. იმ ადგილას, მანქანასთან, გუბეში, ნაწვიმარ-ნატირალში - პატარა სათამაშო".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს