ქართველი ცნობილების შვილები, რომლებსაც საერთო ერთი მშობელი ჰყავთ

ქართველი ცნობილების შვილები, რომლებსაც საერთო ერთი მშობელი ჰყავთ

საქართველოში ცნობილ ადამიანებს ოჯახები ხშირად ენგრევათ და უმეტეს შემთხვევაში, შვილების აღზრდა დედებს დამოუკიდებლად უწევთ. თუმცა არიან წყვილები, რომლებიც სხვადასხვა ქორწინებიდან შეძენილ შვილებს ჰარმონიულად ზრდიან, მიუხედავად იმისა, დღემდე ერთად ცხოვრობენ თუ არა.

უმშვენიერეს მაკა ასათიანს სამი ვაჟი ჰყავს. უფროსი ბიჭების - კახის და ლევანიკოს მამა ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანიაა, ხოლო უმცროსის - კონსტანტინეს მამა ბიზნესმენი კოტე გოგელიაა. პატარა კონსტანტინე შვეიცარიაში ცხოვრობს მშობლებთან. კახი და ლევანიკო კი ძირითადად თბილისში ცხოვრობენ და მათზე მამიდა ხათუნა ჟორდანია ზრუნავს. მაკა ასათიანთან დაშორების შემდეგ მერაბ ჟორდანია აღარ დაქორწინებულა. ხათუნა ჟორდანიას ქალიშვილი, მომღერალი ნინი ქარსელაძე ბიძაშვილებს ძმებს ეძახის და მათზე, როგორც ნამდვილი და, ისე ზრუნავს.

რაც შეეხება თავად ნინი ქარსელაძეს, ის ხათუნა ჟორდანიას და თემურ ქარსელაძის ქალიშვილია. თემურ ქარსელაძე წლების წინ თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სიმპატიური ბიჭი იყო, მასზე უამრავი ქალი იყო შეყვარებული, თუმცა მისი გულის მოგება მხოლოდ ხათუნა ჟორდანიამ შეძლო. ნინი ხათუნას სწორედ პირველი ქორწინებიდან ჰყავს. თემურ ქარსელაძე ხათუნა ჟორდანიასთან დაშორების შემდეგ სხვა ქალზე აღარ დაქორწინებულა. ხათუნა ჟორდანიამ კი ზურა ხაჩიძეზე იქორწინა. იყო სკანდალები, მითქმა-მოთქმა, თუმცა წყვილს დღეს სამაგალითო ოჯახი აქვს. მართალია თემურ ქარსელაძე ქალიშვილს, ნინის ყურადღებას არ აკლებს, მაგრამ ნინი ქარსელაძის მიმართ ზურა ხაჩიძეც განსაკუთრებული მზრუნველობით გამოირჩევა. ზურას და ხათუნას 7 წლის ქალიშვილი ანასტასია ჰყავთ, რომელსაც უკვე მთელი საქართველო იცნობს. პატარა გოგონა მღერის და გადაცემებშიც ხშირად იწვევენ სტუმრად მშობლებთან ერთად.

ეკა კახიანს სამი ქალიშვილი ჰყავს. ნინი ბადურაშვილი კახიანის უფროსი ქალიშვილია, რომელიც რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილთან ქორწინებიდან ჰყავს. მომღერლისა და რეჟისორის თანაცხოვრება მალე დაინგრა. ეკამ ნიკო თოფურიძეზე იქორწინა, რომელთანაც ორი ქალიშვილი - ანასტასია და ქეთო ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მამები ჰყავთ, გოგონები ერთად იზრდებოდნენ. ახლა ანასტასია გათხოვილია, ამიტომ ნინი და ქეთო ერთად ცხოვრობენ.

ჟურნალისტ ეკა მიშველაძისა და ბუკა პეტრიაშვილის შვილებს მეგობრული ურთიერთობა აქვთ. ეკა მიშველაძე ყოველთვის აღნიშნავს, რომ მათ ხუთი შვილი ჰყავთ. ეკა მიშველაძის ქალიშვილებს ბევრი იცნობს, გამორჩეული გარეგნობის გოგონები შეუმჩნეველი არავის რჩება. ეკას უმცროსი ქალიშვილი მაკო არაჩვეულებრივად მღერის და მუსიკალური შოუდან ახსოვს ქართველ მსმენელს. ალექსი პეტრიაშვილს სამი შვილი ჰყავს, ორი გოგონა და ერთი ბიჭი. პოლიტიკოსი ყურადღებიანი მამაა, მას ხშირად ნახავთ თბილისის ქუჩებში უფროს ქალიშვილებთან ერთად მოსეირნეს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის და მისი მეუღლის მაკა ჩიჩუას ქალიშვილები წლების მანძილზე, ზოგს დები ეგონათ. გოგონები ბავშვობიდან მეგობრობენ. "ერთმანეთი ჩვენმა შვილებმა გაგვაცნეს. სწორედ მათ დაგვაახლოვეს. მაშო და ანა მეგობრები არიან, ხშირად რჩებოდნენ ერთმანეთთან... ", - იხსენებს მაკა ჩიჩუა ერთ-ერთ ინტერვიუში. მაშო მაკა ჩიჩუას შვილია პირველი ქორწინებიდან, ის დედის გვარზეა. ანა კი გიორგი მარგველაშვილს პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ექს-პრეზიდენტსა და ყოფილ პირველ ლედის სამი წლის წინ პირველი საერთო შვილი - თემო მარგველაშვილი შეეძინათ, წელს კი მეორე შვილი - თომა.

ჟურნალისტი ეკა ხოფერია სამი შვილის დედაა. უფროსი ქალიშვილი ანანო ლევიძე ეკას ჰყავს პირველი ქორწინებიდან, რომელიც მაშინ დაენგრა, როცა ანანო 7 წლის იყო. ხოფერიამ რამდენიმე წლის წინ მიშა ხუჯაძეზე იქორწინა. ჟურნალისტსა და ცნობილ ექიმს ორი საერთო ვაჟი - იკა და ნიკოლო ჰყავთ. ანანოს, იკას და ნიკოლოს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ.

ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილზე დაქორწინებამდე, რომელთანაც გოგონა, თრინითი-მართა ჰყავს, გიგი უგულავაზე იყო დაქორწინებული, მანამდე კი ნიკა მაჭარაძის ცოლი გახლდათ. კილაძეს მაჭარაძესთან ერთი ვაჟი ჰყავს, გიგი უგულავასთან კი ალექსანდრე შეეძინა. თავად გიგი უგულავას პირველ მეუღლესთან, თაკო ცაგურიასთან, ორი ქალიშვილი ჰყავს - თინა და ტასო. ტასო, თინა და ლელა კილაძის პირველი შვილი ერთ სკოლაში სწავლობენ, თუმცა განსაკუთრებული მეგობრობა არ აკავშირებთ. პატარა ძმასთან, ალექსანდრესთან გოგონებს კარგი ურთიერთობა აქვთ.

ორი შვილი ჰყავს სხვადასხვა ქორწინებიდან ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს. მისი უფროსი ქალიშვილი მარიამ გეგუჩაძე 18 წლისაა. ტელეწამყვანის პირველი ქორწინება ორ წელიწადში დასრულდა. მისი მეუღლე ნიკოლოზ გეგუჩაძე გახლდათ. მარიამს მამასთან და მის ახალ ოჯახთან კარგი ურთიერთობა აქვს. მამის მხრიდან მარიამ გეგუჩაძეს 2 უმცროსი ძმა ჰყავს. სოდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანთან ერეკლე კოდუასთან ნანუკა ჟორჟოლიანს ვაჟი - საბა გაუჩნდა. საბა კოდუას მამის მხრიდან ოთხი და-ძმა ჰყავს. თუმცა წყვილი ერთმანეთს უკვე დაშორებულია.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ახალციხეში 17 წლის ბიჭს ეძებენ

"პნევმონიას დაერთო ფილტვის ბაქტერიული ინფიცირებაც, განვითარდა სეფსისი" - გორში კორონავირუსით უროლოგი მირიან არსაკიძე გარდაიცვალა

"ბოლოს რომ ვესაუბრე, ანეკდოტიც მოვუყევი, გაიცინა და მითხრა, აღარ შემიძლია, დავიღალეო" - რას ამბობს კვაშალი წიკლაურის მდგომარეობაზე?