პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტარიელ ფოცხვერიას სასჯელი გადაუვადდა - ე.წ. კანონიერი ქურდი სამკურნალოდ უცხოეთში მიჰყავთ
ტარიელ ფოცხვერიას სასჯელი გადაუვადდა - ე.წ. კანონიერი ქურდი სამკურნალოდ უცხოეთში მიჰყავთ

ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს, ტა­რი­ელ ფო­ცხვე­რი­ას სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სას­ჯე­ლი გა­და­უ­ვად­და და რამ­დე­ნი­მე დღე­ში სამ­კურ­ნა­ლოდ უცხო­ეთ­ში წა­იყ­ვა­ნენ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ფო­ცხვე­რი­ას ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა გაგი მო­სი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო კა­ნო­ნი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ის და­ეყ­რდნო სა­ხელ­მწი­ფო სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ტა­რი­ელ ფო­ცხვე­რია არის მძი­მე ავად­მყო­ფი, რომ­ლის შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ მოხ­დე­ბო­და.

მო­სი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მას არ ეზღუ­დე­ბა ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის უფ­ლე­ბა და რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი მომ­ზა­დე­ბის შემ­დეგ სამ­კურ­ნა­ლოდ უცხო­ეთ­ში წა­იყ­ვა­ნენ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ფო­ცხვე­რი­ას ბრა­ლად ედე­ბა კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბა. იგი 2012 წელს ამ­ნის­ტი­ის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, თუმ­ცა ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა ვერ მო­ას­წრო და რამ­დე­ნი­მე დღე­ში კლი­ნი­კა­ში და­ა­პა­ტიმ­რეს. მას ბრა­ლად ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბა, კერ­ძოდ, ე.წ. სხად­ნი­ა­კის ორ­გა­ნი­ზე­ბა და მი­თი­თე­ბე­ბის გა­ცე­მა და­ე­დო. ხე­ლა­ხა­ლი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბის გამო ფო­ცხვე­რია სას­ჯელს მარ­და­ლე­იშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში იხ­დი­და.

სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ად­ვო­კა­ტე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და ფო­ცხვე­რი­ას მი­მართ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნის აღ­სრუ­ლე­ბის გა­და­ვა­დე­ბა მოხ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ტარიელ ფოცხვერიას სასჯელი გადაუვადდა - ე.წ. კანონიერი ქურდი სამკურნალოდ უცხოეთში მიჰყავთ

ტარიელ ფოცხვერიას სასჯელი გადაუვადდა - ე.წ. კანონიერი ქურდი სამკურნალოდ უცხოეთში მიჰყავთ

ე.წ. კანონიერ ქურდს, ტარიელ ფოცხვერიას სასამართლო გადაწყვეტილებით, სასჯელი გადაუვადდა და რამდენიმე დღეში სამკურნალოდ უცხოეთში წაიყვანენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფოცხვერიას ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განუცხადა, სასამართლომ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება და ის დაეყრდნო სახელმწიფო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, ტარიელ ფოცხვერია არის მძიმე ავადმყოფი, რომლის შესაბამისი მკურნალობა საქართველოში ვერ მოხდებოდა.

მოსიაშვილის განცხადებით, მას არ ეზღუდება ქვეყნის დატოვების უფლება და რამდენიმედღიანი მომზადების შემდეგ სამკურნალოდ უცხოეთში წაიყვანენ.

როგორც ცნობილია, ფოცხვერიას ბრალად ედება კანონიერი ქურდობა. იგი 2012 წელს ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა ქვეყნის დატოვება ვერ მოასწრო და რამდენიმე დღეში კლინიკაში დააპატიმრეს. მას ბრალად ქურდული სამყაროს წევრობა, კერძოდ, ე.წ. სხადნიაკის ორგანიზება და მითითებების გაცემა დაედო. ხელახალი პატიმრობის შემდეგ სიმსივნით დაავადების გამო ფოცხვერია სასჯელს მარდალეიშვილის სახელობის კლინიკაში იხდიდა.

საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და ფოცხვერიას მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულების გადავადება მოხდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ