პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ კადრებით იყო გადარეული და მათ შეეწირა" - ხადას ხეობაში დაღუპული ზვიად თხელიძის უკანასკნელი წუთები...
"ამ კადრებით იყო გადარეული და მათ შეეწირა" -  ხადას ხეობაში დაღუპული ზვიად თხელიძის უკანასკნელი წუთები...

ტე­ლე­კომ­პა­ნია GDS-ის რე­პორ­ტი­ო­რი ზვი­ად თხე­ლი­ძე სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა. მისი ცხე­და­რი მაშ­ვე­ლებ­მა დუ­შეთ­ში, ხა­დას ხე­ო­ბა­ში, მდი­ნა­რე­ში რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ იპო­ვეს. 40 წლის ზვი­ად თხე­ლი­ძეს მე­უღ­ლე და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა.

სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მა "2030"ის პრო­დი­უ­სე­რი ეკა შო­ნია ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ ზვი­ად თხე­ლი­ძეს ხა­დას ხე­ო­ბის გა­და­ღე­ბა ოც­ნე­ბად ჰქონ­და ქცე­უ­ლი და, სამ­წუ­ხა­როდ, სწო­რედ ამ ოც­ნე­ბას შე­ე­წი­რა.

ეკა შო­ნია:

- აჩე­მე­ბუ­ლი, აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი ჰქონ­და ამ ხე­ო­ბის გა­და­ღე­ბა. ძა­ლი­ან დიდ­ხანს მი­დი­ო­და ამა­ზე ლა­პა­რა­კი, ძა­ლი­ან ემ­ზა­დე­ბო­და. წა­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და "დრო­ნი" - კა­მე­რა, რო­მე­ლიც დაფ­რი­ნავს. ესეც ამო­ი­ჩე­მა, რომ ეს კა­მე­რა უნ­დო­და. როცა ხე­ო­ბის რა­ღაც ნა­წი­ლი გა­და­ი­ღეს, "დრო­ნი" და­ე­კარ­გათ. ეს შუ­ა­დღი­სას მოხ­და. კა­მე­რის და­კარ­გვა­ზე თავი დი­დად არა­ვის მო­უკ­ლავს, ეს ხე­ო­ბა ცოტა სა­ში­შია და კა­მე­რა სად ჩა­ვარ­დე­ბო­და, კაც­მა არ იცო­და.

უცებ ზვი­ა­დი და­ი­კარ­გა. და­უ­რე­კეს, სად ხარო. ქვე­მოთ ჩა­ვე­დი ხე­ო­ბა­ში და მალე ამო­ვა­ლო, უთ­ქვამს. ძა­ლი­ან გთხოვ, ახ­ლა­ვე ამობ­რუნ­დი, მარ­ტო რა­ტომ წახ­ვე­დი, ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ვართ და თუ წას­ვლაა, ერ­თად წა­ვი­დე­თო, უთ­ქვამს იმ პი­როვ­ნე­ბას, ვინც ამ ხე­ო­ბას კარ­გად იც­ნობ­და. კი, ახლა ამოვ­ბრუნ­დე­ბიო, უპა­სუ­ხა ზვი­ად­მა და ტე­ლე­ფო­ნი გა­თი­შა.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "ვინც და­მა­ფა­სებთ მი­ა­წე­რეთ..." - ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის სა­ბე­დის­წე­რო წი­ნათ­გრძნო­ბა...

ზუს­ტად 5 წუთ­ში მე­ო­რემ და­უ­რე­კა, მაგ­რამ ტე­ლე­ფო­ნი უკვე აღარ იჭერ­და. გულ­მა უგ­რძნო იქ მყო­ფებს, თუ რა მოხ­და, არ ვიცი, იმ წუთ­ში­ვე და­უ­რე­კეს სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურს. ძა­ლი­ან მალე მოხ­და მათი მო­ბი­ლი­ზა­ცია თბი­ლი­სი­დან, მცხე­თი­დან, გუ­და­უ­რი­დან. ძებ­ნა და­ი­წყეს, მაგ­რამ თით­ქოს მი­წამ ჩაყ­ლა­პაო, არ­სად იყო.

...კა­მე­რა­ში, რო­მე­ლიც და­ი­კარ­გა, იდო ჩიპი, სა­დაც ხე­ო­ბა­ში გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი იყო ასა­ხუ­ლი. ზვი­ა­დი ამ კად­რე­ბით იყო გა­და­რე­უ­ლი და რე­ა­ლუ­რად მათ შე­ე­წი­რა. ხა­დას ხე­ო­ბა­ში ძა­ლი­ან სა­ში­ში მდი­ნა­რე მო­დის. თან იმ დღეს ძა­ლი­ან ცუდი ამინ­დი იყო, სე­ტყვა, წვი­მა, ნის­ლი.

- ანუ, მდი­ნა­რე­ში ჩა­ვი­და?

- რა მოხ­და, არა­ვინ ვი­ცით, რად­გან იქ მის გარ­და არა­ვინ ყო­ფი­ლა. არ ვი­ცით, მდი­ნა­რემ წა­ი­ღო თუ მე­ო­რე მხა­რეს გა­დას­ვლა მო­უნ­და. შე­იძ­ლე­ბა იფიქ­რა, მე­ო­რე მხა­რეს ხომ არ არის "დრო­ნიო". არის ვერ­სია, რომ შე­იძ­ლე­ბა იქვე, მდი­ნა­რეს­თან იდგა და მიწა ჩა­ე­შა­ლა. რა­ტომ­ღაც გა­მოვ­რი­ცხავ­დით იმას, რომ იქ ჩა­ვი­დო­და, თან ძა­ლი­ან თხლად ეცვა.

ვფიქ­რობ, ზვი­ა­დის­ნა­ი­რი ჟურ­ნა­ლის­ტი დღეს მე­დი­ა­სივ­რცეს არ ჰყავს. სხვა­ნა­ი­რი, ღრმა ადა­მი­ა­ნი იყო, ის არ იყო ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მე­ლიც უბ­რა­ლოდ წა­ვი­დო­და რე­პორ­ტაჟ­ზე, რა­ღა­ცას მო­ი­ტან­და და და­ა­მონ­ტა­ჟებ­და, სხვა­ნა­ი­რად უდ­გე­ბო­და იმ საქ­მეს, რა­საც აკე­თებ­და. მის ნა­მუ­შევ­რებს სხვა­ნა­ი­რი დატ­ვირ­თვა ჰქონ­და. ხა­დას ხე­ო­ბა­ში ნამ­ყო­ფი არ იყო, რა­ღაც­ნა­ი­რად ეს ჰქონ­და ოც­ნე­ბად. მთის ადა­მი­ა­ნი იყო, მთა­ზე გიჟ­დე­ბო­და და მთა­ში­ვე და­ას­რუ­ლა ცხოვ­რე­ბა.

ეკა ლე­მონ­ჯა­ვა

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

"ამ კადრებით იყო გადარეული და მათ შეეწირა" - ხადას ხეობაში დაღუპული ზვიად თხელიძის უკანასკნელი წუთები...

"ამ კადრებით იყო გადარეული და მათ შეეწირა" -  ხადას ხეობაში დაღუპული ზვიად თხელიძის უკანასკნელი წუთები...

ტელეკომპანია GDS-ის რეპორტიორი ზვიად თხელიძე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ტრაგიკულად დაიღუპა. მისი ცხედარი მაშველებმა დუშეთში, ხადას ხეობაში, მდინარეში რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. 40 წლის ზვიად თხელიძეს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

საინფორმაციო გადაცემა "2030"ის პროდიუსერი ეკა შონია ჟურნალ "სარკესთან" საუბრისას ამბობს, რომ ზვიად თხელიძეს ხადას ხეობის გადაღება ოცნებად ჰქონდა ქცეული და, სამწუხაროდ, სწორედ ამ ოცნებას შეეწირა.

ეკა შონია:

- აჩემებული, აკვიატებული ჰქონდა ამ ხეობის გადაღება. ძალიან დიდხანს მიდიოდა ამაზე ლაპარაკი, ძალიან ემზადებოდა.  წაღებული ჰქონდა "დრონი" - კამერა, რომელიც დაფრინავს. ესეც ამოიჩემა, რომ ეს კამერა უნდოდა. როცა ხეობის რაღაც ნაწილი გადაიღეს, "დრონი" დაეკარგათ. ეს შუადღისას მოხდა. კამერის დაკარგვაზე თავი დიდად არავის მოუკლავს, ეს ხეობა ცოტა საშიშია და კამერა სად ჩავარდებოდა, კაცმა არ იცოდა.

უცებ ზვიადი დაიკარგა. დაურეკეს, სად ხარო. ქვემოთ ჩავედი ხეობაში და მალე ამოვალო, უთქვამს. ძალიან გთხოვ, ახლავე ამობრუნდი, მარტო რატომ წახვედი, ამდენი ადამიანი ვართ და თუ წასვლაა, ერთად წავიდეთო, უთქვამს იმ პიროვნებას, ვინც ამ ხეობას კარგად იცნობდა. კი, ახლა ამოვბრუნდებიო, უპასუხა ზვიადმა და ტელეფონი გათიშა.

ასევე წაიკითხეთ: "ვინც დამაფასებთ მიაწერეთ..." - ტრაგიკულად დაღუპული ჟურნალისტის საბედისწერო წინათგრძნობა...

ზუსტად 5 წუთში მეორემ დაურეკა, მაგრამ ტელეფონი უკვე აღარ იჭერდა. გულმა უგრძნო იქ მყოფებს, თუ რა მოხდა, არ ვიცი, იმ წუთშივე დაურეკეს სამაშველო სამსახურს. ძალიან მალე მოხდა მათი მობილიზაცია თბილისიდან, მცხეთიდან, გუდაურიდან. ძებნა დაიწყეს, მაგრამ თითქოს მიწამ ჩაყლაპაო, არსად იყო.

...კამერაში, რომელიც დაიკარგა, იდო ჩიპი, სადაც ხეობაში გადაღებული კადრები იყო ასახული. ზვიადი ამ კადრებით იყო გადარეული და რეალურად მათ შეეწირა. ხადას ხეობაში ძალიან საშიში მდინარე მოდის. თან იმ დღეს ძალიან ცუდი ამინდი იყო, სეტყვა, წვიმა, ნისლი.

- ანუ, მდინარეში ჩავიდა?

- რა მოხდა, არავინ ვიცით, რადგან იქ მის გარდა არავინ ყოფილა. არ ვიცით, მდინარემ წაიღო თუ მეორე მხარეს გადასვლა მოუნდა. შეიძლება იფიქრა, მეორე მხარეს ხომ არ არის "დრონიო". არის ვერსია, რომ შეიძლება იქვე, მდინარესთან იდგა და მიწა ჩაეშალა. რატომღაც გამოვრიცხავდით იმას, რომ იქ ჩავიდოდა, თან ძალიან თხლად ეცვა.

ვფიქრობ, ზვიადისნაირი ჟურნალისტი დღეს მედიასივრცეს არ ჰყავს. სხვანაირი, ღრმა ადამიანი იყო, ის არ იყო ჟურნალისტი, რომელიც უბრალოდ წავიდოდა რეპორტაჟზე, რაღაცას მოიტანდა და დაამონტაჟებდა, სხვანაირად უდგებოდა იმ საქმეს, რასაც აკეთებდა. მის ნამუშევრებს სხვანაირი დატვირთვა ჰქონდა. ხადას ხეობაში ნამყოფი არ იყო, რაღაცნაირად ეს ჰქონდა ოცნებად. მთის ადამიანი იყო, მთაზე გიჟდებოდა და მთაშივე დაასრულა ცხოვრება.

ეკა ლემონჯავა

ჟურნალი "სარკე"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია