გადაცემა "არჩევანში" გაზეთ "ქრონიკა +"-ის მთავარ რედაქტორსა და ია ფარლავას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ამის მიზეზი "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით ია ფარულავას განცხადება გახდა. მსახიობმა განაცხადა, რომ პროცესიდან მოსამართლემ მხოლოდ ის გამოუშვა, ხოლო ელისო კილაძემ სასამართლო დარბაზი საკუთარი ნებით დატოვა.
ია ფარულავა: ქალბატონი ელისო თავისით ადგა და გავიდა, მე დამასახელა მოსამართლემ, რომ გავსულიყავი. ალბათ რაღაც დავაშავე, ალბათ არ იყო საჭირო გაცინება, თუმცა სრულიად ბუნებრივად მომივიდა.
ელისო კილაძე: მე ავდექი და ვუთხარი მოსამართლეს, რომ იმ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებდი.
ია ფარულავა: თუმცა შენ ხომ არ დაგასახელა მოსამართლემ, რა გჭირს?!
ელისო კილაძე: არც ია ფარულავა არ დაუსახელებია, არ გინდა ეხლა ეგეთები...
ია ფარულავა: ძალიან ცუდ ადგილას ზიხარ, მაგრამ არაუშავს. კარგი ეგ არაფერი ელისო, ისიც გაპატიე, რომ შაჰიდი ქალები მომპარე, ასე შევარქვი ამ სამ მოსამართლეს გუშინ "ფეისბუქზე".
ელისო კილაძე: "ფეისბუქზე" არ მყავხარ, ამიტომ არ ვიცი რას წერ.
ია ფარულავა: სამაგიეროდ, ისეთ ადამიანები გყავს, რომლითაც ძალიან ამაყობ. რატომ გამწარდი ასე, ვერ ვიგებ?
ელისო კილაძე: შენ არა, თქვენ.
ია ფარულავა: თქვენ ქალბატონო ელისო, ჩემზე პატარა ასაკის უნდა იყოთ, მე მგონი.