31 მაისს, რუსთაველის თეატრში რეზო ამაშუკელის პოეზიის საღამო გაიმართა, რომელსაც ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრო. მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა აქვეყნებს და შესაბამის კომენტარსაც წერს:
"ესეც ჩემი ოქროს ბიჭი! რუსთაველის თეატრი, რეზო ამაშუკელის პოეზიის საღამო! ისეთი დიდი ემოციებით დავბრუნდი სახლში რომ უნდა მოგიყვეთ! რამდენი ხანია ასეთი თბილისი არ მინახავს, ის ინტელიგენცია სააკაშვილმა რომ ჩარეცხა, ის მამების და პაპების თაობა, ნაღდები, გულიანები, განათლებულები, დღეს რუსთაველის თეატრში იყო შეკრებილი, რეზო ამაშუკელის პოეზიის საღამოზე, აქ იყო ადამიანები, რომლებსაც არ ჭირდებოდათ საზოგადოების რევერანსები, არც გამოჩენა უკვირდათ არც ჩაცმა და არც პერო ეკეთათ! ყველა ყველას იცნობდა, ეფერებოდა, აქ იყო ადამიანები, რომლებიც გუშინ პირველი კაცები იყვნენ, არც არაფერი უკვირდათ და არც არაფერი აოცებდათ!
ბატონი რეზოს გულიანი ლექსები, ტაში, ცრემლები, სიყვარული სუფევდა! იყო ერთი განსაკუთრებული მომენტი, ბატონმა რეზომ სცენიდან დიდი სიყვარულით ახსენა: ბედნიერი კაცი ვარ, რომ დღეს ამ დარბაზში ზის ქართველი, პატრიოტი კაცი ირაკლი ღარიბაშვილოო, დაინგრა დარბაზი, 5 წუთის განმავლობაში ფეხზე იდგა ირაკლი და ამ სიყვარულს მადლიერებით პასუხობდა! დიახ, ასე უნდა იცხოვრო კაცმა, მადლობა ბატონ რეზოს ამ ლამაზი საღამოსთვის და ვულოცავ 80 წლის იუბილეს, კიდევ დიდხანს გვიმყოფოს უფალმა ასეთი ნიჭიერი პოეტი ერს!", - წერს ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა.
ასევე იხილეთ: ფეხმძიმე ნუნუკა თამაზაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ახალი ფოტოები