პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სროლა აბაშიძეზე - აქვს თუ არა კავშირი ინციდენტთან შს მინისტრის მოადგილის მანქანას და რა კომენტარს აკეთებს თალაკვაძე
სროლა აბაშიძეზე - აქვს თუ არა კავშირი ინციდენტთან შს მინისტრის მოადგილის მანქანას და რა კომენტარს აკეთებს თალაკვაძე

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა გავ­რცელ­და. კად­რებ­ში ჩანს, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით გზის გა­და­კეტ­ვას ცდი­ლო­ბენ და მან­ქა­ნებ­ზე ცეკ­ვა­ვენ. ამავდრო­უ­ლად, ისი­ნი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ჰა­ერ­ში რამ­დენ­ჯერ­მე ის­ვრი­ან. კად­რებ­ში ფი­გუ­რი­რებს თეთ­რი "აუდი". ერთ-ერთ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძეს ეკუთ­ვნო­და. გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ უკვე გა­ა­კე­თა გან­მარ­ტე­ბა.

"რუს­თა­ვი 2-მა 31 მა­ი­სის 9 სა­ა­თი­ან გა­მოშ­ვე­ბა­ში გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე, სუ­პერ­მარ­კეტ­თან მთვრალ­მა ახალ­გაზ­რდებ­მა ღა­მით გა­და­კე­ტეს ქუჩა და თით­ქოს ინ­ცი­დენ­ტში არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძის თეთ­რი "აუდი"-ს მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა ფი­გუ­რი­რებს.

მე­გობ­რე­ბო, ინ­ცი­დენ­ტთან რო­მელ­ზეც სა­უ­ბა­რი იყო Rustavi 2-ის სი­უ­ჟეტ­ში, არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არც მე და არც ჩემს კო­ლე­გებს არ გვაქვს. თეთ­რი აუ­დიც არ არის ჩემი და არა­სო­დეს არ მყო­ლია. ჩემს მძღოლს, 50 წლის პრო­ფე­სი­ო­ნალს, რო­მე­ლიც 2013 წლი­დან დღემ­დე მემ­სა­ხუ­რე­ბა, კა­ნო­ნი არა­სო­დეს და­ურ­ღვე­ვია და არც ამ შემ­თხვე­ვას­თან აქვს რა­ი­მე კავ­ში­რი.

ყო­ველ­თვის თავს ვი­კა­ვებ­დი რო­მე­ლი­მე მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის ლან­ძღვის­გან და არც ახლა ვა­პი­რებ ლან­ძღვით ვუ­პა­სუ­ხო ამ ტყუ­ილს.

ამ ფაქ­ტზე, რო­მელ­ზეც რე­ა­გი­რე­ბა მა­შინ­ვე მა­ოხ­დი­ნა პო­ლი­ცი­ამ, ვრცე­ლი გან­მარ­ტე­ბა ჩვენ­მა სა­მი­ნის­ტრომ გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა და რა­ტომ­ღაც რუს­თა­ვი 2-მა ეს გან­ცხა­დე­ბა არ გა­მო­ი­ყე­ნა დღე­ვან­დელ სი­უ­ჟეტ­ში", - და­წე­რა თა­ლაკ­ვა­ძემ.

აღ­ნიშ­ნულ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­მაც. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვი­დეო მიმ­დი­ნა­რე წლის მარ­ტშია გა­და­ღე­ბუ­ლი.

"მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­და შსს-ს სა­მე­ურ­ნეო სამ­სა­ხურ­ში შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით მო­მუ­შა­ვე მძღო­ლი თ.ჯ., რო­მე­ლიც შსს-ს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის მიერ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იქნა და­თხოვ­ნი­ლი სამ­სა­ხუ­რი­დან.

აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით, თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს სამ­მარ­თვე­ლოს პირ­ველ­მა გან­ყო­ფი­ლე­ბამ და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 239-ე მუხ­ლით (ხუ­ლიგ­ნო­ბა).

ია­რაღს, რომ­ლი­და­ნაც ინ­ცი­დენ­ტის დროს ჰა­ერ­ში გას­რო­ლა გან­ხორ­ცი­ელ­და, ჩა­უ­ტარ­და ბა­ლის­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზა. ეს იყო აი­რის პის­ტო­ლე­ტი, რო­მე­ლიც თ.ჯ.-ს შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის უფ­ლე­ბით ჰქონ­და გა­ფორ­მე­ბუ­ლი", - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

სროლა აბაშიძეზე - აქვს თუ არა კავშირი ინციდენტთან შს მინისტრის მოადგილის მანქანას და რა კომენტარს აკეთებს თალაკვაძე

სროლა აბაშიძეზე - აქვს თუ არა კავშირი ინციდენტთან შს მინისტრის მოადგილის მანქანას და რა კომენტარს აკეთებს თალაკვაძე

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ ახალგაზრდები ავტომობილებით გზის გადაკეტვას ცდილობენ და მანქანებზე ცეკვავენ. ამავდროულად, ისინი ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში რამდენჯერმე ისვრიან. კადრებში ფიგურირებს თეთრი „აუდი". ერთ-ერთ მედიასაშუალების ინფორმაციით, აღნიშნული ავტომობილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს არჩილ თალაკვაძეს ეკუთვნოდა. გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილემ უკვე გააკეთა განმარტება.

"რუსთავი 2-მა 31 მაისის 9 საათიან გამოშვებაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ აბაშიძის ქუჩაზე, სუპერმარკეტთან მთვრალმა ახალგაზრდებმა ღამით გადაკეტეს ქუჩა და თითქოს ინციდენტში არჩილ თალაკვაძის თეთრი "აუდი"-ს მარკის ავტომანქანა ფიგურირებს.

მეგობრებო, ინციდენტთან რომელზეც საუბარი იყო Rustavi 2-ის სიუჟეტში, არავითარი კავშირი არც მე და არც ჩემს კოლეგებს არ გვაქვს. თეთრი აუდიც არ არის ჩემი და არასოდეს არ მყოლია. ჩემს მძღოლს, 50 წლის პროფესიონალს, რომელიც 2013 წლიდან დღემდე მემსახურება, კანონი არასოდეს დაურღვევია და არც ამ შემთხვევასთან აქვს რაიმე კავშირი.

ყოველთვის თავს ვიკავებდი რომელიმე მედიასაშუალების ლანძღვისგან და არც ახლა ვაპირებ ლანძღვით ვუპასუხო ამ ტყუილს.

ამ ფაქტზე, რომელზეც რეაგირება მაშინვე მაოხდინა პოლიციამ, ვრცელი განმარტება ჩვენმა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა და რატომღაც რუსთავი 2-მა ეს განცხადება არ გამოიყენა დღევანდელ სიუჟეტში", - დაწერა თალაკვაძემ.

აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. უწყების ინფორმაციით, ვიდეო მიმდინარე წლის მარტშია გადაღებული.

„მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა შსს-ს სამეურნეო სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით მომუშავე მძღოლი თ.ჯ., რომელიც შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ დაუყოვნებლივ იქნა დათხოვნილი სამსახურიდან.

აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველმა განყოფილებამ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლით (ხულიგნობა).

იარაღს, რომლიდანაც ინციდენტის დროს ჰაერში გასროლა განხორციელდა, ჩაუტარდა ბალისტიკური ექსპერტიზა. ეს იყო აირის პისტოლეტი, რომელიც თ.ჯ.-ს შენახვა-ტარების უფლებით ჰქონდა გაფორმებული", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

"ტოკსიკოლოგიური ექსპერტიზის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება პრეპარატებმა გამოიწვია" - ადვოკატი

"მთავარი ეჭვმიტანილი რუსეთია, მაგრამ ლუგარის დისკრედიტაცია შესაძლოა სხვა მეზობელი ქვეყნების ინტერესებშიც შედიოდეს" - უსაფრთხოების ექსპერტი

"FBI აცხადებს, რომ მათი კომპეტენცია არ არის სხვა ქვეყანაში გამოძიებაში ჩაერთოს ", - ომბუდსმენი ბაჩალიაშვილის საქმეზე