ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ზესტაფონის სამმართველოს უფროსმა პავლე ბუბულაშვილმა და ტყიბულის სამმართველოს უფროსმა ზაზა ჩუბინიძემ ერთ-ერთ რესტორანში შელაპარაკების ნიადაგზე ერთმანეთი ხელკეტებით სცემეს. დამტვრეულია ავეჯი და რესტორნის ინვენტარი. ინფორმაციას kutaisitoday.com ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე რამდენჯერმე გაისროლეს. ამ დროისთვის უცნობია რესტორნის მდებარეობა, სადაც ჩხუბი მოხდა.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მერაბ ჩიხლაძე მისი ხელქვეითების შეუფერებელი საქციელისა და ხელმძღვანელი პირების არადროული ინფორმირებისათვის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამჟამად ის კადრების დაქვემდებარებაშია გადაყვანილი.
Ambebi.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა.
"ზესტაფონისა და ტყიბულის სამმართველოს უფროსების მიმართ გენერალური ინსპექცია სამსახურებრივ შემოწმებას აწარმოებს", - აცხადებენ შსს-ში.