პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გასტროლზე წასული სიღნაღის თეატრის მსახიობები სამუშაოდ კანადაში დარჩნენ
გასტროლზე წასული სიღნაღის თეატრის მსახიობები სამუშაოდ კანადაში დარჩნენ

16-23 მა­ისს, სიღ­ნა­ღის თე­ატ­რის დასი კა­ნა­და­ში, ლი­ვერ­პუ­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო თე­ატ­რა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ფეს­ტი­ვა­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ თე­ატ­რის ექ­ვსი თა­ნამ­შრო­მე­ლი კა­ნა­და­ში სა­მუ­შა­ოდ დარ­ჩა. სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­სის გამ­გზავ­რე­ბის სა­კონ­სუ­ლო მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის ად­გი­ლობ­რი­ვი ბი­უ­ჯე­ტი­დან 11 ათა­სი ლარი და­ი­ხარ­ჯა.

რო­გორც კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა მუ­რად ვა­შა­კი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, კა­ნა­და­ში მყოფ­მა ქარ­თვე­ლებ­მა და­სის წევ­რებს სა­მუ­შაო შეს­თა­ვა­ზეს, რის გა­მოც, მათ თე­ატრთან სა­მუ­შაო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შე­წყვი­ტეს.

"23 მა­ისს დას­რულ­და ფეს­ტი­ვა­ლი, რის შემ­დე­გაც ექ­ვსმა ადა­მი­ან­მა, რომ­ლებ­საც იქ მყოფ­მა ქარ­თვე­ლებ­მა მუ­შა­ო­ბა შეს­თა­ვა­ზეს, დარ­ჩე­ნა გა­და­წყვი­ტა. მათ უთხრეს, რომ სა­ათ­ში 20 დო­ლარს გა­და­უხ­დიდ­ნენ. ვი­ზე­ბი ყვე­ლას 15 ნო­ემ­ბრამ­დე გვქონ­და და შე­სა­ბა­მი­სად, სა­ვი­ზო რე­ჟიმს არ არ­ღვე­ვენ. მათი წას­ვლა სპონ­სორ­მა და მე და­ვა­ფი­ნან­სეთ, რა­შიც ფული გა­და­ვი­ხა­დეთ იქ საქ­მე გა­კეთ­და - სამი პრი­ზით დავ­ბრუნ­დით. კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მი აღარ არის და მათ ეს ვი­ზის პე­რი­ო­დი სა­დაც უნ­დათ, იქ გა­ა­ტა­რონ. ამ ადა­მი­ა­ნებს იქვე და­ვა­წე­რი­ნე გან­ცხა­დე­ბა სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლა­ზე. ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბი არ არის. ზოგი მხატ­ვა­რია, ზოგი გამ­ნა­თე­ბე­ლი, ერთი რა­დის­ტია", - გა­ნუ­ცხა­და კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს მუ­რად ვა­შა­კი­ძემ.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

გასტროლზე წასული სიღნაღის თეატრის მსახიობები სამუშაოდ კანადაში დარჩნენ

გასტროლზე წასული სიღნაღის თეატრის მსახიობები სამუშაოდ კანადაში დარჩნენ

16-23 მაისს, სიღნაღის თეატრის დასი კანადაში, ლივერპულის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობდა. ფესტივალის დასრულების შემდეგ თეატრის ექვსი თანამშრომელი კანადაში სამუშაოდ დარჩა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინფორმაციით, დასის გამგზავრების საკონსულო მომსახურებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 11 ათასი ლარი დაიხარჯა.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა მურად ვაშაკიძემ განუცხადა, კანადაში მყოფმა ქართველებმა დასის წევრებს სამუშაო შესთავაზეს, რის გამოც, მათ თეატრთან სამუშაო ხელშეკრულება შეწყვიტეს.

"23 მაისს დასრულდა ფესტივალი, რის შემდეგაც ექვსმა ადამიანმა, რომლებსაც იქ მყოფმა ქართველებმა მუშაობა შესთავაზეს, დარჩენა გადაწყვიტა. მათ უთხრეს, რომ საათში 20 დოლარს გადაუხდიდნენ. ვიზები ყველას 15 ნოემბრამდე გვქონდა და შესაბამისად, სავიზო რეჟიმს არ არღვევენ. მათი წასვლა სპონსორმა და მე დავაფინანსეთ, რაშიც ფული გადავიხადეთ იქ საქმე გაკეთდა - სამი პრიზით დავბრუნდით. კომუნისტური რეჟიმი აღარ არის და მათ ეს ვიზის პერიოდი სადაც უნდათ, იქ გაატარონ. ამ ადამიანებს იქვე დავაწერინე განცხადება სამსახურიდან წასვლაზე. ყველა მსახიობი არ არის. ზოგი მხატვარია, ზოგი გამნათებელი, ერთი რადისტია", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს მურად ვაშაკიძემ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა